Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. 12:33 22-05-2011 "ქართული პარტია" საპროტესტო აქციებს 25 მაისს იწყებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "25 მაისი მრისხანების დღედ გადაიქცევა", - განაცხადა სოზარ სუბარმა და 25 მაისს, 12:00 საათზე, საზოგადოებას ავლაბრის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. სუბარის განცხადებით, უკვე ორი დღეა, ხელისუფლება არბევს აქციის მონაწილეებს და ტერორის შესაწყვეტად, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც სუბარმა განაცხადა, 25 მაისი იქნება ხალხის გათავისუფლების დღე. სუბარმა არ დააკონკრეტა, შეუერთდება თუ არა 25 მაისის საპროტესტო აქცია სახალხო კრების აქციას. :what:
  2. Lo Janko არის ხალხი, ეგ ერთი და მეორეც... ხელისუფლებამ წამოიწყო პროვოკაცია...
  3. Siknadmo რაღაც ვერ მივხვდი რამ აღგაშფოთა?
  4. ბათუმის სახალხო ოფისის დარბევა ვიდეოდან ამოვჭერი 0:25 წამზე http://b.pix.ge/q/zsv4i.jpg
  5. ბათუმელებმა მითხრეს ეხლა 5 ადამიანია დაპატიმრებულიო და ხალხი გვარიანად ნაცემიო
  6. http://epn.ge/?p=62695 ბათუმში სპეცრაზმა “სახალხო კრების” ცენტრალური ოფისი დაარბია. სასტიკადაა ნაცემი ათობით ადამიანი, მათ შორის 6 ადამიანი ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით იგი ამ წუთებში დარბეულ ოფისში იმყოფება და აცხადებს, რომ ყველაფერი განადგურებულია. “ხალხს უკვე ოფისში ეძინა როდესაც შემოიჭრა ასამდე სპეცნაზელი და ხალხის ცემა დაიწყო მათ შორის მოხუცებსაც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. მათ დააკავეს ათობით ადამიანი და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ყველა სპეცრაზმელი იყო ნიღაბში, ამ წუთებშიც “სახალხო კრების” ოფისში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. შაშიაშვილის ინფორმაციითვე, ამ წუთებშიც (თბილისის დროით ღამის ორი საათია) სამართალდამცველები სახლში უვარდებიან დღეს აქციაში მონაწილე პირებს და აკავებენ. შაშიაშვილს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი ათობითაა.
  7. მორჩა გამოსწორდა... აგერ ლინკიც http://gvritishvili.wordpress.com/ მშვენიერია!
  8. PEPE. არ იცოდნენ რომ მასე იქნებოდა? ასე მოუმზადებლად რომ იწყებ.. თან არავის რომ არ იკარებ!!!
  9. ამ წუთებში ბათუმის სახალხო კრების ოფიში დარბეული იქნა სპეცრაზმის მიერ. დაჭერილია ყველა, მათ შორის ლიდერი ჟურნალისტებს გთხოვთ მოიპოვოთ ინფორმაცია საასწრაფოდ –– წყარო ფორუმ.გე... დედა ###### ####
  10. lasha1997 აღარავის უკვირს... უმძიმესი სიტუაციაა...
  11. ეს ეურონიუსის ინფო http://www.euronews.net/2011/05/21/mass-rally-against-bolshevik-saakashvili/?sms_ss=facebook&at_xt=4dd817b0c9fd4316%2C0 ვიდეო და ტექსტი PEPE. ატვირთე რა სადმე მაინც სურათები, რას მალავ
  12. FRIDRIX არც ურჩი იყო და არც აგრესიული!
  13. verusi იყო ბათუმში ხალხი Saturn შეიარაღება არა იხვი... პლასტმასის უთხელესი და მსუბუქი დროში ტარია.. თავში რო ჩაგარტყან ვერც იგრძნობ... სპეციალურად ვნახე... მეც დამაინტერესა
  14. ბათუმის აქციის მონაწილეები ღამის გატარებას ერას მოედანზე გეგმავენ. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა აქციაზე განცხადა. მან მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს საშუალება, დარჩეს ღამით ერას მოედანზე, ქალბატონებს კი ურჩია, რომ სახლში წასულიყვნენ, რადგან ის პროვოკაციებს არ გამორიცხავს. შაშიაშვილის განცხადებით, ხვალ 12.00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, შემდეგ კი მორიგი შეკრება 13.00 საათზე, ან 15.00 საათზე გამოცხადდება. საპროტესტო აქციები, როგორც შაშიაშვილი ამბობს, 26 მაისამდე გაგრძელდება, რომელიც თავის საბოლოო დადებით შედეგს გამოიღებს. ამ დროისთვის ერას მოედანზე "სახალხო კრების" დაახლოებით 500-მდე აქტივისტი იმყოფება. შაშიაშვილმა კიდევ ერთი მოწოდება გააკეთა ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით. მან კოლეგებს მოუწოდა, გადადონ საკუთარი ამბიციები და შეუერთდნენ "სახალხო კრების" აქციებს და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. შაშიაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ დარბევას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას და მიმდებარე ქუჩებს, სრულად იცავს როგორც სპეცრაზმი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
  15. Ostap კონსტიტუციით როცა პრეზიდენტი ვერ ახორციელებს უფლებოამოსილებას მაშნ პარლამენტის თავჯდომარე ხდება პრეზიდენტი დროებით, მაგრამ ეს ქაღალდზე...
  16. "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" შეკრებილი აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ამ ეტაპზე მათი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება წარმოადგენს. როგორც აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა - ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადეს, აქციის მონაწილეები ამაღამ დაშლას არ აპირებენ. ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ იმაზე მეტი ხალხი ვიდრე დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახლა დგას, 9 აპრილსაც არ ყოფილა, რომლის მონაწილეც თავად არის. ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ღამეს გაათენებენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ, ხვალიდან კი ორჯერ და სამჯერ მეტ მოქალაქეს ელოდებიან. "და მერე გვნახონ რასაც ვიზამთ ჩვენ. მოთმინება და გამძლეობა!", - მიმართა ირაკლი ბათიაშვილმა აქციის მონაწილეებს. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ უნდა დაიშალონ, რადგან თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს განსაკუთრებული ყურადღება და ხვალ მათ უკან დაბრუნებისას შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. "მნიშვნელოვანია, რომ ეს ღამე ვიყოთ აქ!", - მიმართა ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს და დასძინა, რომ ხვალ უკვე მათ აქციას სხვა ბევრი ადამიანიც შეუერთდება.
×
×
  • შექმენი...