Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. რეზერვისტები ვადაზე ადრე რატომ გაუშევს სახლში? 6 დღით ადრეო...!!!
  2. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=23-05-2011%2000:06 უყურეთ შსს სასტავი!!!
  3. დღეს საღამოს სამართალდამცავებმა ქართული პარტიის კიდევ ერთი წევრი დავით ჯარმელიშვილი დააკავეს. ის ტაქსით გორიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე მანქანდან გადმოიყვანეს , სახეზე სინათლისგან დამცავი ნიღაბი ააფარეს და საპარტულო პოლიციაში გადაიყვანეს. მძღოლს კი ყოველგვარი დარღვევის გარეშე საჯარიმო ფურცელზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგკი მანქანა ჩამოართვეს და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს, ჟურნალისტის კითხვეზე თუ რატომ დააკავეს ქართული პარტიის ერთ-ერთი წევრი სამართალდამცავებმა პასუხის გაცემა არ ისურვეს და პრესცენტრთან გადაგვამისამართეს. ,,ქართული პარტიის" ადგილობრივ ორგანიზაციაში კიდევ ერთი წევრის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებენ და ,,ქართული პარტიის" წევრების მიმართ მასიურ დაჭერებს, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებას უკავშირებენ. http://trialeti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=2954
  4. Siknadmo ჯერ არც აქეთაა არც იქეთ.. ვნახოთ.. თუმცა ხელისუფება ყველაფერს აკეთებს რომ ხალხი ააგროვონ...
  5. წარმომადგენლობითი სახალხო კრება: ჩვენს დაჭერილ ბიჭებს სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ტენიან... განგაში
  6. Saturn მანამდე არაფერი გეტკინოს Saturn ზუსტად აღნიშნე
  7. უცნობს რადიო "უცნობში" შესვლის საშუალება არ მიეცა. უცნობი ბიძინა გეგიძესთან და კახა მიქაიასთან ერთად, რადიო "უცნობში" გეგმავდა მისვლას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ შენობაშია განთავსებული. უცნობს ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კოლონა მიჰყვებოდა, რომლებსაც უცნობის ახალი გადაცემის შესახებ აინტერესებდათ ინფორმაცია და შესაბამისად, რადიო "უცნობის" კარებთან მას ბევრ ჟურნალისტებთან და კამერებთან ერთად მოუწია მისვლა. როდესაც უცნობი კამერებითა და ჟურნალისტებით რადიოს კარებს მიუახლოვდა ჩოჩქოლი ატყდა იქ დისლოცირებულ სპეციალური დანიშნულების რაზმებს შორის. მათ აიღეს ფარები და გადაეღობნენ უცნობს და რადიოს შენობაში არ შეუშვეს. თავად უცნობი და ბიძინა გეგიძე აღნიშნულ ინციდენტში ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ და აღნიშნეს, რომ არა მათი ასეთი ხმაურით მისვლა რადიოსთან, სპეცრაზმელები მათ გზას აღარ გადაუღობავდნენ. "მივდივარ ჩემ რადიოში, შემიშვით", - ეუბნებოდა უცნობი სპეცრაზმელებს და ერთ-ერთი მათგანი დაპირდა, რომ საკითხის გარკვევის შემთხვევაში იგი გასცემდა მას პასუხს, ჰქონდა თუ არა უფლება შეეშვა უცნობი რადიოში. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ კი, აღნიშნული პირისგან უცნობმა კვლავ მოისმინა პასუხი იმის თაობაზე, რომ მას რადიო "უცნობში" ვერ შეუშვებდნენ. უცნობი და მისი მეგობრები ამის შემდეგ გამობრუნდნენ უკან, ისინი სპეცრაზმელებმა ფარებზე ჯოხების ბრახუნით გამოაცილეს, რაც შემდეგ უცნობმა გააპროტესტა, თუმცა სპეცრაზმელებსა და უცნობს შორის ინციდენტი თავად სპეცრაზმელებმა აღმოფხვრეს და სავარაუდოდ, მათმა მეთაურმა სპეცრაზმის წარმომადგენლებს ხმაურის შეწყვეტისაკენ და შეჩერებისაკენ მოუწოდა. ამის შემდეგ უცნობმა რადიო "უცნობის" მიმდებარე ტერიტორია დატოვა. Siknadmo 40 000იც ეყოფა...
  8. „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ნაციონალურმა ტელეარხმა გადასცა ინფორმაცია, რომ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა გამომსვლელთა ტრიბუნა რუსეთის დროშის - წითელ და ლურჯ ფერებში შეღებეს. „ჩვენს წინ მდებარეობს პოლიციის შენობა, რომელიც ასევე წითელ და ლურჯ ფერებშია შეღებილი. ვეკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ არის პოლიციის შენობა რუსეთის დროში ფერებში შეღებილი?“, - განაცხადა ოგბაიძემ.
  9. ბიძინა გეგიძე ლევან გაჩეჩილაძემ "არ დააჭერინა". ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე დაბრუნებისას განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა გეგიძის დაკავებას ცდილობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიძინა გეგიძეა. ხოლო რა გახდებოდა დაკავების საფუძველი, იქნებოდა ეს იარაღის ჩადება, თუ ნარკოტიკის, ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს უკვე ვანო მერაბიშვილმა იცის. თუმცა, ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, საპატრულო პოლიციას მან და მისმა მეგობრებმა დროულად მიუსწრეს და ბიძინა გეგიძე არ დააკავებინეს.
  10. სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან. ერას მოედანზე გამართული საინფორმაციო მიტინგის შემდეგ , სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები უკვე კრების ცენტრალურ ოფისში შეირკიბნენ. როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა, ბათუმიდან აქციის მონაწილეები კოლონებით თბილისისკენ დაიძრებიან. შაშიაშვილი ამბობს, რომ მათ მიმართავენ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები საჩივრით იმასთან დაკავშირებით, რომ საწვავის ავზებში მათ ქვიშას უყრიან, რათა ტრანსპორტმა მოძრაობა ვერ მოახერხოს. სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში წასასვლელად უკვე მზადაა 1500-მდე ადამიანი.
  11. Siknadmo ეს დღეები დავრწმუნდი რომ არ არის დაჩმორებული უფრო ფრთხილობს, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ. და თან ისევ ხალხზე ტყდება ჯოხი
  12. საზოგადოებრივ მაუწყებლის უკან მობილიზებულ სპეცრაზმელებთან ერთად, ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც იმყოფება. "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ რატომ არის ბადრი ბასიშვილი სპეცრაზმელებთან ერთად, პასუხი დეპუტატის გვერდით მჯდომმა სპეცრაზმელმა გასცა და განაცხადა, რომ ბასიშვილი მასთან არის სტუმრად. თავად ბადრი ბასიშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთ-ერთ გადაცემაშია მიწვეული და სწორედ ამიტომ არის იქ. "ინტერპრენიუსი" ბადრი ბასიშვილისგან კომენტარის მოპოვებასაც შეეცადა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ბადრი ბასიშვილმა არც ამას უპასუხა და "ინტერპრენიუსს" ურჩია, რომ სხვა რესპონდენტი მოძებნოს. აღსანიშნავია, რომ ბადრი ბასიშვილს ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებს, რომ ის ხელისუფლების ზონდერ ბრიგადებს ხელმძღვანელობს.
  13. არაბული სამყაროს პოპულარული ამბოხებებით შთაგონებული ათასობით ქართველი ქვეყნის დედაქალაქში ქუჩაში გამოვიდა, რათა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა" – ამ სათაურით არაბულმა გამოცემა "Al Arabia" – მ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/169365-al-arabyia-news-channel-arabuli-ajanyebebith-shthagonebuli-athasobith-qarthveli-prezidentis-gadadgomas-ithkhovs.html
  14. Saturn[/b ცუდი ის კი არაა შენ რომ ფიქრობ მასე... არამედ ხელისუფლებაშიც არაადეკვატურები რომ ზიან
  15. Saturn უყურე რა.. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/4759-televiziasthan-khelcharthuli-chkhubis-amsakhveli-vrceli-videomasala.html
  16. fashisti ჯერ ერთი რა უნდოდა პოლიციის მანქანას შუა მიტინგზე თუ არა პროვოკაციისთვის? ეს ტყუილია... გამგეობების ტანამშრომლები იყვნენ
  17. Anima Libera რალურად კი მუხტს აწევს თუ ჩამოვიდა
  18. შსს–მ სახლებში დაეტიეთო
  19. babuagiorgi "თავისუფალი დემოკრატები" "სახალხო კრების" აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების მხრიდან ძალადობას და სტაბილურობის სახელით სამოქალაქო უფლებების ხელყოფას გმობენ. "ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები დემონსტრაციის მოსაწყობად შეიკრიბნენ, აშკარად ასახავს ქართული საზოგადოების უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. მოვითხოვთ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავება, აქციის მონაწილეთა გატაცება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. როგორც ირაკლი ალასანიას გუნდში აცხადებენ, სამწუხაროდ, დღვანდელმა ძალადობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან. "თავისუფალი დემოკრატები" ყოველგვარი პროვოკაციისა და შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად მოითხოვენ, აეკრძალოს პოლიციას აქციის პერიმეტრზე სამოქალაქო ტანსაცმელში და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყოფნა და გადაადგილება. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს და საკუთარი წარუმატებლობის გამო დაგროვილი აგრესია ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ არ მიმართოს, რათა ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააყენოს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. –– პ.ს. მე მიტინგზე იმიტომ კი არ ვდგევარ ალასანია რომ არ არის.. შეიძლება გავიდე დღესაც.. ვნახოთ...
  20. სახალხო კრების აქტივისტებმა იმ ავტომანქანებში, რომლებიც მათი თქმით, თავდამსხმელებს ჩამოართვეს, თვითნაკეთი საბრძოლო მოწყობილობები აღმოაჩინეს. როგორც სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გია კობახიძემ განაცხადა, ავტომანქანებში აღმოაჩინეს რამდენიმე ნივთმტკიცება, რომლებსაც სახალხო კრების აქტივისტების წინააღმდეგ იყენებდნენ. გია კობახიძემ სახალხო კრების აქტივისტებს წარუდგინა დაპრესილი ქვიშით სავსე ბოთლები, რომლებსაც მისი ინფორმაციით, სახალხო კრების აქტივისტების მისამართით ისროდნენ. კობახიძის განცხადებით, სწორედ ეს დაპრესილი ქვიშით სავსე ბოთლები გახდა მიზეზი, იმისა, რომ სახალხო კრების რამდენიმე აქტივისტს თავი გაუტყდა და მათ სასწრაფო დახმარება დასჭირდათ.
  21. Lo Janko გეთანხმები ალბათ სხვა პარტიებიც რომ ჩაებმებიან, დაბალანსადება სიტუაცია...
×
×
  • შექმენი...