-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
14:18 27-05-2011 სახალხო კრების "შეფიცულთა" რაზმის წევრის გია უჩავას ჩვენების მიხედვით, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში შეჭრას გეგმავდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, უჩავა ამბობს, რომ იგეგმებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ავტომანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად, როდესაც სამართალდამცველები დანაშაულის აღსაკვეთად მივიდოდნენ. უჩავას ჩვენებით, ახალგაზრდულ ჯგუფს აქციების მიმდინარეობისას დავალებული ჰქონდა მაღაზიების გაძარცვა, ავტომანქანების დაწვა. მისივე ინფორმაციით, შექმნილი იყო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული აქციაზე შემოვარდებოდა და სამართალდამცველებს ცეცხლს გაუხსნიდა. აქციის ტერიტორიას 21 მაისიდან ბადრი ბიწაძე აკოტროლებდა. ~დროშის ტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. შემდეგ ბადრი ბიწაძემ თქვა, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებულიყო "რაგატკები", რომლის სასროლად გამოყენებულიყო რკინის ბურთულები. ამ რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და შეიძლებოდა ადამიანი დაღუპულიყო~, - აცხადებს უჩავა. გია უჩავა 22 მაისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დააკავეს. 27 მაისს შსს-მ უჩავას აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის სახალხო კრების გეგმებზე საუბრობს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/169958-gia-uchava-aqciis-monatsileebi-sakrebulosa-da-sazogadoebriv-mautsyebelshi-shetcras-gegmavdnen.html შსს-მ სახალხო კრების ოფისში და რესტორან ~ზღაპარში~ აქციის ორგანიზატორთა ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. შსს-ს ცნობით, რესტორან ~ზღაპარში~, სუფრასთან ბადრი ბიწაძის, ირაკლი ბათიაშვილის და გია უჩავას საუბარია ჩაწერილი. ისინი აქციასთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრობენ. ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ მათ ორგანიზებული დაჯგუფება ~შეფიცულები~ ჰყავთ, თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზებული ჯგუფებიც დაემატოს. ბათიაშვილის თქმით, თუ ხალხის მასას ასეთი ორგანიზებული ჯგუფი უდგას, მასა იქცევა საშინელი ძალად. ბადრი ბიწაძე კი ამბობს, რომ მათ უნდა იცოდნენ, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი. ~თუ ვიცით 500 კაცი არ არის და 50 კაცია, იმ 50 კაცზე გავთვლით. უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება ამითაც საქმის გაკეთება~, - ამბობს ბიწაძე. მეორე ჩანაწერში, რომელიც სახალხო კრების ოფისში გამართული თათბირია ასახული, საუბარია იარაღის ხელში აღებაზე, მოლოტოვის კოქტეილებზე, "რაგატკებზე", ცივ იარაღზე. ნახსენებია, რომ იარაღი უნდა ისროლონ. თუმცა ჩანაწერიდან არ ირკვევა ამ ფრაზებს რომელი პირები ამბობენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/169960-shss-m-sakhalkho-krebis-aqciis-organizatortha-saubris-faruli-videochanatserebi-gaavrcela.html პ.ს. უჩავას აღიარების საერთოდ არ მჯერა...წაიკითხეთ სოლჟენიცინი, გათქმევინებენ რაც გინდათ თუ მოინდომეს... ამ ჩანაწერებში კი...ბიწაძე და ბათიაშვილი ამბობენ იმას, რასაც ღია ეთერში ამბობდნენ... ხოლო ის ვიღა კადრს მიღმა რასაც ამბობს ..მეც კი დავადებ ხმას კაცო რა პრობლემაა!
-
georgekh13 ზუსტად... ქვეყნის ეკონომიკა რა დღეშია მე მგონი ჩანს არა?
-
სპეცის დაღუპვის ოფიციალური ვერსია ყველამ კარგად ვიცით.. ესკორტი მოდიოდა ძალიან სწრაფად და გაიტანეს.. გუშინ გავრცელდა სხვა რაკურსით გავრცელებული კადრები. შსს-ს კადრები http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shem...ardaicvala.html TV-25-ის მიერ გადაღებული კადრები http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shem...-rakursith.html ეხლა რა ხდება .. ა TV-25-ის მიერ გადაღებული კადრებში ჩანს 2 კაცი .. ორივე მანქანაზეა აკრული .. ერთი წინ მიმავალ შავ ჯიპზე (18 წამიდან ) და მეორე უკან მომავალ ლენდ კრუიზერზე... სავარაუდოდ დაღუპული სპეცი უნდა იყოს ის , რომელიც უკან მიმავალ ლენდ კრუიზერზეა აკრული.. ჩამოვარდა და უკან მომავალმა ჯიპმა გადაუარა ( რაც კადრშიც ჩანს ) მეორე ვერსიით წინ მიმავალ შავ ჯიპზე აკრული ტიპია სპეცი.. ჩამოვარდა და 2-მა მანქანამ გადაუარა ... ხოდა ეს ეჭვები რომ არ იყოს ... შსს-ს არ შეუძლია ჯერ კარგად გაარკვიოს და მერე აკეთოს განცხადებები ? ამ კადრების მიხედვით ( თუ პირველ ვერსიას გავყვებით ) სპეცი თვითონ შეახტა მანქანას.. თავი ვერ შეიმაგრა და გადმოვარდა.. რის შემდეგაც გაიტანა უკანა მანქანამ.. ვერ იზ სიმართლე ?
-
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი ექსკლუზიური სურათები
newstudio replied to GeorgianSuffering's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo +1 -
Saturn გეთანხმები ნუ ეხლა ხელოვნურ კვებაზე რამდენი ხანი ეყოლებათ ნაცები, ეგეც საკითხავია...
-
Anima Libera 15 წუთზე ვიმსჯელოთ?
-
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
newstudio replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn უცნობი რომ მაგრადაა ნაცემი ამაში ხომ მეთანხმები? ლევანი კი არც ისე სასტიკადაა ნაცემი..მოსულა? ხოდა კიდე რა მაინტერესებს...ეს დედა მოდღნულები ჟურნალისტებს რატომ სცემდნენ? -
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
newstudio replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi გამოჩნდაო...გამოუშვესო... ხო ნაცემებზე : ორვიე ძმა სასტიკადაა ნაცემი გაჩეჩილაძეები, ბიძინა გეგიძეც... კუკავაც... ნონა გაფრინდაშვილი ძლივს გადარჩა... ასე რომ... -
PEPE. კინოთეატრ რუსთაველის ქვემოთ არის პატარ პატარა სახლები...დააკვირდი რუკას, და მანდ ავიდნენ... ნუ ცხადია დაიმალნენ და მერე თავს უშველეს... დაახლოებით ეგრე...
-
Siknadmo რომელ წუთზეა ცემა? ნერვი არა მაქვს მთლიანად ყურების
-
kisa ნებისმიერ ვარიანტში ბურჯანაძე გაატარეს!
-
Saturn არ ვიცი,.. მართლა... PEPE. მანდ ზევით ტრუბებია სამშენებლო და იქიდან სახურავებით...
-
Saturn იმიტომ რომ ინგლისურზე კარგად ვიცი Siknadmo კარგი რა... 300 კაცთან სრული მობილიზაცია ქონდათ გამოცხადებული
-
Shalva Ramishvili იქნებ მიაწვდინოთ ხმა ლიბერალებს მიშა რო ევასებათ იმათ... წეროვანში რომ გავაკეთ დევნილებთან აკრ გარეშე ხომ გახსოვთ. იქ გამგეობაში ქალბატონი რომ იყო, ქუდზე ხელი რომ მომაწერინა. ის ქალი გაუშვეს სამსახურიდან, რამიშვილს რატომ ელაპარაკეო. ზუსტი ინფოა, ამაზე გადაცემასაც გავაკეთებ. ესეც შენი საბჭოეთთან ბრძოლა ფეისბუქიდან პ.ს. მთავარია სახელმწიფო შედგა
-
FRIDRIX ადამიანობა სულ დაკარგე?
-
სვადსხვა თვითმხილველები გამოვკითხე დღეს, პლიუს ინტერვიუებს ვუსმენდი, რომ ყვებოდნენ რა და როგორ ხდებოდა კარგად დააკვირდით ამ სურათს, როგორც ხედავთ, გასაქცევი არსად აქვთ მომიტინგეებს და ძალიანაც რომ ნდომოდათ დაშლა, ვერ დაიშლებოდნენ... ! (წითელი ფერით სპეცრაზმის განლაგებაა აღნიშნული http://b.pix.ge/n/m5hbq.jpg მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს თავის დაღწევა, მხატვრის სახლის მიმართულებით(ღობეზე გადაძვრნენ და მერე სახურავებზე) ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და არაფერი კავშირი არ ქონდა მიტინგის დაშლასთან!
-
fashisti ხელისუფლება სისხლის სამართლის დამნაშავეა ბურჯანაძე მაქსიმუმ მელკი ხულიგანი McLaren მაშIნ იქ მყოფებმა ხმამაღლა უნდა გამოვთქვათ პროტესტი!
-
kisa სიტყვების რახარუხი, თუ არ ვცდები
-
McLaren ანუ არაფერს არასდროს არ გააპროტესებ, იმის შიშით რომ ბურჯანაძე მოვა? fashisti როგორ მოახდინა ესკალაცია? მშვიდად შეეძლო ხელისუფლებას დაეშალა... !ყოვეგვარი გართულების გარეშე!
-
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, შაბათს, 15:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მანიფესტაციას მოაწყობენ . როგორც მედიაკავშირ "ობიექტივში" პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ის რაც მოხდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ფასდება როგორც დანაშაული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. "სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაული და ჩვენ ვითხოვთ ამაზე რეაგირებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების და ზოგადად, საზოგადოების პროტესტი უნდა იყოს გამოხატული იმ წარმოუდგენელი ანგარიშსწორებისა და შურისძიების, იმ სადამსჯელო ოპერაციების მიმართ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელიამ საზოგადოებას მოუწოდა, შაბათს, 15:00 საათზე რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბონ და ამ ყველაფერთან დაკაშირებით თავიანთი პროტესტი გამოხატონ. ბესელიას თქმით, შაბათს გაკეთდება საგანგებო განცხადება და მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. "ეს იქნება ჩვენი პროტესტიც ძალადობის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ამ ძალადობის მიმართ პროტესტი, იყოს ჩვენთან ერთად ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს და ჩვენი მდუმარე მსვლელობით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ბესელიამ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/169891-shabaths-1500-saathze-dzaladobis-tsinaaghmdeg-samoqalaqo-manifestacia-moetsyoba.html
-
kisa ზუსტი შეფასებაა !~
-
ეს ნახეთ რა... აშშ-ს ელჩი საქართველოში, ინციდენტის დროს გარდაცვლილების ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს . წუხელ განვითარებულ მოვლენებზე ჯონ ბასმა კომენტარი დღეს რუსთაველის გამზირზე, საზეიმო აღლუმის შემდეგ გააკეთა. "თანადგომას ვუცხადებ ორივე გარდაცვლილის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობა არ არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას", - განაცხადა ჯონ ბასმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა პროტესტის გამოსახატად, რათა აღლუმის გამართვა შესაძლებელი ყოფილიყო. "შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა აქციის დაშლაში მონაწილე ცალკეული ინდივიდების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას. მთავრობამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს ეს ბრალდებები. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროტესტში, შედიოდა არა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა, არამედ ისინი ესწრაფოდნენ ძალადობრივ კონფრონტაციას. ვფიქრობ, ეს სრულიად ნათელია", - განაცხადა ჯონ ბასმა. მან დღევანდელი დღესასწაული ქართველ ხალხს მიულოცა და განაცხადა რომ საქართველო აშშ-ს პარტნიორად რჩება. "თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, აშშ ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას მისი თავისუფლებისა და მომავლის არჩევაში", - განაცხადა ელჩმა. ––––––––––––––––––––––––––––– სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, მოპოვებული ინფორმაცია და გავრცელებული ვიდეომასალა ცხადჰყოფს, რომ აქციის დაშლის დროს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვა. ამის შესახებ განცხადება ტუღუშმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, როგორც რუსთაველზე, ასევე სხვადასხვა იზოლატორებში დაკავებულებიც მოინახულეს. ტუღუში დადებითად აფასებს მერიის მიერ აქციის ორგანიზატორების გაფრთხილებას, რომ აქცია უნდა გაგრძელებულიყო სხვა ადგილზე. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს სთხოვს გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევა.