-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
Siknadmo ვეცდები babuagiorgi როგორც ხედავ.. გამოუშვეს ეს ხალხი!
-
ფოტორეპორტიორებს უშვებენ!, პირობითით!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko სიმწრის სიცილი გაზეთ "ალიას" მთავარი რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე დაკავებული ფოტორეპორტიორების პატიმრობიდან გათავისუფლებას ჟურნალისტების გამარჯვებად მიიჩნევს. -
ფოტორეპორტიორებს უშვებენ!, პირობითით!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფოტორეპორტიორები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს -
ფოტორეპორტიორებს უშვებენ!, პირობითით!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ოკროკოვისა და სინიცინის სატელეფონო ნომრებს დღეს სხვა მფლობელები ჰყავთ 13:51 22-07-2011 "ინტერპრესნიუსმა" გადაამოწმა მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ნომრები, რომლებიც სამართალდამცველების ვერსიით, გრუ-ს თანამშრომლებს სინიცინსა და ოკროკოვს ეკუთვნოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნომრებზე ჯაშუშობაში ბრალდებული ზურაბ ქურციკიძე ოკროკოვსა და სინიცინს უკავშირდებოდა. პროკურატურის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებს – 599 95 41 62 აღნიშნულ ნომერს ამჟამად მოქალაქე ალექსანდრე ჩიხლაძე პასუხობს. "ეს ნომერი ძალიან დიდი ხანი მაქვს. ტელეფონიც და ახალი ნომერიც "მაგთის" ოფისში ვიყიდე და არასოდეს არავისთვის არ გადამიცია და არც არავისგან მიყიდია. ეს ნომერი ჩემს სახელზეა გაფორმებული", - განაცხადა ალექსანდრე ჩიხლაძემ. მისივე განცხადებით, მასთან არასოდეს დაურეკავს ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს. "ჩემთან მას არასოდეს დაურეკავს. იმ ფოტორეპორტიორზე ამბობთ, რომელიც დააპატიმრეს? ჩემი ნომერი აქ არაფერ შუაშია, ეს რაღაც შეცდომაა, ტყუილი, გამორიცხულია", - განაცხადა ჩიხლაძემ. პროკურატურის მიერ მითითებულ მეორე სატელეფონო ნომერზე – 599987426 ვინმე არჩილი პასუხობს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ დაახლოებით 3-4 წელია, ეს ნომერი მას ეკუთვნის. "უკვე დამირეკეს და მკითხეს ამის შესახებ. მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია და გამიკვირდა, რაღაც შეცდომაა", - განაცხადა აბონენტმა. აღნიშნული სატელეფონო ნომრები მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა. პროკურატუყრის ინფორმაციით, ამ ნომრებზე ზურაბ ქურციკიძე 2004 წელს ახორციელებდა ზარებს :givi: -
პროკურატურამ ფოტორეპორტიორების საქმეზე პირობითი სასჯელები მოითხოვა და მათ სასამართლოდან დღესვე გაათავისუფლებენ. როგორც პროკურატურის შუამდგომლობაში წერია, ზურაბ ქურციკიძეს 3 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდება, გია აბდალაძეს და ირაკლი გედენიძეს პირობითი 4-4 წელი, ხოლო ნათია გედენიძეს 1 წელი და 6 თვე http://www.facebook.com/groups/100300970068315?id=106584699439942¬if_t=group_activity კარგია რომ გამოუშვებენ... და ეს საზოგადოების და სოლიდარობის დამსახურებაა!!!
-
DonCaredo მერიასაც ეს უნდა... და მერე კორუსებს წამოჭიმავენ...
-
სულ ტყუილად ჩაიძირა ეს თემა...
-
უყურეთ დღევანდელ აკრედიტაციის გარეშე–ს ნაცმოძრაობა , იგრეკების პარტია! აი იმენა უყურეთ რა!
-
თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა მალე 1 ლარი და 20 თეთრი გახდება. მანამდე კი სამარშრუტო ხაზების უმრავლესობამ მგზავრობის საფასური თითქმის გააორმაგა - 50-თეთრიანი „მარშრუტკები“ დღეს უკვე 80 თეთრი ღირს. სამარშრუტო ტაქსების მგზავრები პროტესტს მძღოლებთან გამოხატავენ. მძღოლების პასუხი კი სტანდარტულია - „რა ჩვენი ბრალია, ჩვენ არაფერი გაგვიძვირებია, მერიიდან დაგვავალეს და ამიტომ ვითხოვთ 80 თეთრს.“ თუმცა, როგორც ირკვევა, 80 თეთრი არ არის ზედა ზღვარი და მგზავრებს თბილისში მოქმედ „მარშრუტკებზე“ მეტის გადახდაც მოუწევთ. „80 თეთრი ცოტა ხანს იქნება, მალე 1.20 თეთრი გახდება მგზავრობა“,- გვითხრა N73 სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, რომელიც ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საკუთარი ხელმძღვანელებისგან აქვს. თბილისში მოქმედ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის საფასურის 1.20 თეთრამდე გაზრდას თბილისის მერიაშიც არ უარყოფენ. დედაქალაქის ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და ტრანსპორტზე ფასების ზრდაზე საკუთარი „უპასუხისმგებლობა“ იმით ახსნა, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა მერია. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=4043&Itemid=1
-
http://www.facebook.com/event.php?eid=223483887689908 მე კი...
-
http://www.apsny.ge/2011/soc/1311105514.php Обвиняемый в шпионаже бывший фотограф МИД Грузии Гиорги Абдаладзе спутал год своей вербовки российскими спецслужбами в Цхинвали. Как заявляет супруга Абдаладзе Нестан Нейдзе, в 2002 году, как он об этом сам заявил в признательном показании, не задерживался. В то время Нейдзе и Абдаладзе вместе работали в газете «Ахали Эпока» (Новая эпоха) «Сколько я знаю Гиоргия, он не был задержан. В 2002 году мы вместе работали в «Ахали Эпока»», - заявляет Нейдзе агентству «ПирWели». გასაგებია ხომ ყველაფერი/?
-
პ.ს. მე არ ვაპირებ ყვითელ მარშუტკებსი ჩაჯდომას.. შენ?!
-
ხვალინდელი რეზონანსის ნომერი! http://b.pix.ge/f/kbsns.jpg
-
Dima Lortkipanidze საქართველოს ავტოკეფალურმა სამოციქულო ეკლესიამ, როგორც სახელმწიფოსგან კონსტიტუციურად გამიჯნულმა სამართლის სუბიექტმა,საკუთარი, ლეგიტიმური ინტერესებისა და უფლებების დასაცავად, რაც ამავე დროს გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვასაც ,უნდა შექმნას საეკლესიო გვარდია მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და ეპარქიების მიხედვით ჩამოაყალიბოს ტერიტორიული სადროშოები! Dima Lortkipanidze რა ფუნქციებიც მეციხოვნეებს ეკისრებოდათ ზოგადად საქართველოში! ეს არ ნიშნავს შეიარაებულ დაჯგუფებას, ეს არის მუდმივად მზადყოპნაში მყოფი მოხალისეთა გაერთიანება მრწამსში, რომელთა მოვალეობა მვდელმსახურთათვის საჭირო დახმარების აღმოჩენა იქნება ყველგან და პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე კოლექტიურად! http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=244525218899478&id=100000260058494 პ.ს. დეპუტატია ეს კაცი..როცა ქვეყნის ინტრერესები ხელისუფლებას ფეხებზე კიდია.. ეგეთი იდეები ბუნებრივად იბადება და სიგიჟედ აღარ გეჩენება...
-
machkatela მეტი არაფერი იყოს გასახურებელი და... რაღა გვიჭირს)))
-
რატომ უნდოდათ სომხებს მაინცდამაინც ამ ყვადაღებული კანონის მიღება?! ჩვენ მე მგონი ძალიან გადავერთეთ წარსულში (ეკლესიებს წაგვართმევენ და რამე), სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივადაა. ამიერიდან სომხები იყიდიან მიწას, ააშენებენ ეკლესიებს და ამას უკვე ოფიციალურად, რელიგიური ორგანიზაციის გააკეთებენ. თბილისში და ზოგადად საქართველოში ეს რასაკვირველია საშიში არაა. მაგრამ აი ჯავახეთში... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ახალი ეკლესიები სომხური სახემწიფოს მძლავრი ფორტსპოტი იქნება. აი ქართულ სახელმწიფოს მათთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდება... რადგან ნებისმიერი მოქმედება ამ ახალი ეკლესიების მიმართ, უცხოეთში აღქმული იქნება როგორც ნაცუმცირესობათა ჩაგვრა (სომხური ლობი რომ გვაჯობებს ვინმეს ეჭვი ეპარება?)... გილოცავთ მეგობრებო...
-
georgekh13 ფაქტია რომ ამ საქმეს მაქსიმალურად მალავენ... რატომ?
-
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა. "ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია" _ ამ სიტყვების ავტორს, მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 81 წელი 16 ივნისს შეუსრულდა. ოტია იოსელიანის თხზულებები პირველად 1954 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" მწერალმა 1957 წელს გამოსცა. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით. http://www.tsu-tvitmmartveloba.ge/ge/cutenews/data/upimages/otiaaa1.jpg
-
ეს კიდე მე ჟურნალისტებთან ერთად http://b.pix.ge/k/mdtn0.jpg
-
დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყო http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/174737-dakavebuli-fotoreportiorebis-thavdebith-gathavisuflebis-mothkhovnith-dghes-khelmotserebis-shegroveba-daitsyo.html პ.ს. დღეს აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა... ერთადერთ, პოლიტიკოსებიდან სოზარი და სოფო ხორგუანი იყვნენ, ქდმ–ს იმენა ძალით აკეთებიებენ ჟრნალისტები კომენტარებს(გულის რევის სმაილიკი) ესეც მე))) http://b.pix.ge/m/r9c56.jpg
-
Saturn შეგნებულად ვერ გაიგე თუ არ გაიგე რა თქვა?
-
ერთი ფსიქიურად ავადმყოფი კაცი ყოფილა, რომელიც ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებდა მთელი ცხოვრება ქონდა პერიოდები, როცა წუთით ავადმყოფს, გონება უნათდებოდა და ამ დროს სულიერ მოძღვართან ითხოვდა შეხვდერას სასაუბროდ ერთხელაც ავადმყოფმა მამაოს კითხა, რა ბედნიერი ხარ, ღმერთმა ჯანსაღი გონებით რომ დაგაჯილდოვა და ამისთვის მადლობა თუ შეგიწირავს უფლისთვისო მამაო დაფიქრდა და მიხვდა, რომ ჯანსაღი გონების წყალობისთვის მართლა არ ქონდა მადლობა ნათქვამიო და გაითვალისწინა ფსიქიური ავადმყოფის შენიშვნა ––– პატრიარქის დღევანდელი ქადაგებიდან///როგორც იქ მყოფები მომიყვნენ...სააგენტოებში ვერ ვიპოვ ინფო...
-
nika3012 არ არის ცუდი იდეა... უნდა ვიჩალიჩოთ///
-
რელიგიურ გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, პარლამენტის ბიურომ განსაკუთრებული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის ბიურომ დღეს კანონის განმარტებითი ბარათი დააზუსტა, თუმცა სხვა კანონთან მიმართებაში, მსგავსი რამ არასოდეს არ განხორციელებულა. განმარტებითი ბარათი კანონპროექტს ახლავს ხოლმე თან მანამ, სანამ ის დამტკიცდება და გამოქვეყნდება. განმარტებით ბარათში საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის მიზანზე, არსზე, ფინანსურ გაანგარიშებებზე, ექსპერტების თანამონაწილეობაზე და ა.შ. "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების "განმარტებით ბარათს", "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ამავდროულად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. კონსტიტუციით აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და განსაკუთრებული სტატუსი კიდევ უფრო ნათლად აისახა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი საკანონმდებლო აქტი ადგენს მთელ რიგ შეღავათებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომისია, რომელიც იხილავს ეკლესიისათვის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად სხვადასხვა ქონების გადაცემისა და დაბრუნების საკითხებს. კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ ნორმატიულ აქტთა იერარქიში ყველაზე მაღალი დონის ნომატიულ აქტს წარმოადგენს, განსაზღვრა როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი, ისე მისი საკუთრების უფლება. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ეკლესია თავისი საქმიანობის განხორცილებისას არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას. კონსტიტუციური შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკლესიის საკუთრების უფლებას და ადგენს, რომ ეკლესიის ქონება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. საქართველოს სახელმწიფოსთან საქართველოში არსებული სხვა რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და მათი სტატუსი განსაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ქონებრივი უფლებების მოპოვებისა და განხორციელების საკითხები. აღნიშნული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმირთ. კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს". მასალის გამოყენების პირობები http://www.interpressnews.ge/ge/politika/174474-religiuri-gaerthianebebis-shesakheb-kanonthan-dakavshirebith-parlamentis-biurom-uprecedento-gadatsyvetileba-miigho.html პ.ს. მე მგონი ბევრ ოპოს გამარჯვების გემო საერთოდ დაავიწყდა...ისე რომ ვერც ხვდებიან როდის არის!!!