http://ick.ge/ka/rubrics/main-news/62-bnews/7382-2011-08-10-13-25-00.html საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, თელავის საარჩევნო ოლქში ბოტკოველი კენჭს სახელისუფლებო პარტიიდან იყრის. 8 აგვისტოს გიორგი ბოტკოველი თელავში იმყოფებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ბოტკოველი საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის დროს მათ საარჩევნო საკითხებზე და ბოტკოველის სასარგებლოდ მუშაობაზე ისაუბრეს. საღამოს კი გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კულტურისა და დასვენების პარკ „ნადიკვარში“ ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ ჩვენებას დაესწრო. ბოტკოველი კონტროლის პალატის უფროსის ლევან ბეჟაშვილის კადრია. ის კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად 2008 წლის 3 ნოემბრიდან მუშაობს. მანამდე, სანამ ლევან ბეჟაშვილი კახეთის გუბერნატორი იყო, ბოტკოველი მის მოადგილედ მუშაობდა.