მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, ლოზუნგზე - „ძირს სააკაშვილი” უარის თქმის შემთხვევაში ხედავს. ,,საჭიროა უარის თქმა ლოზუნგზე „ძირს სააკაშვილი" და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა „შემდეგი არჩევნების ჩატარებით და არა რევოლუციის გზით. ამ შემთხვევაში საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სავსებით რეალურია”, - განაცხდა კიევში ვიზიტით მყოფმა ნოღაიდელმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინაში" გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, ექსპრემიერი მიმდინარე წლის შემოდგომაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩატარებას არ გამორიცხავს, მაგრამ იქვე მიუთითებს ასეთი ნაბიჯების სამშვიდობო ხასიათზე. „უნდა მოეწყოს მრავალმხრივი აქციები, სხვა ღონისძიებები... არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც", - განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ანუ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ.... კარგია თუ ცუდი და რამდენად რეალურია? ეჭვი მაქვს ნოღაიდელი ამას მთლად თავისი ტვინით არ ამბობს...