Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn ესე იგი გადასცა, და საინტერესოა რა დამსახურებისთვის? ისე ამბობ თავს ნუ იმასხრებთო, თითქოს აქამდე ტყუილი არ უთქვამ ერორებს)) ძალიან ცუდი თუ გადასცა... პ.ს. წყარო შეგიძლია მიიუთითო რომ ნამდვილად ასეა?
  2. ბოლო ხუთასი წელია, მივეჩვიეთ რომ ჩვენი ბედი საქართველოში არ წყდება, ხან ირანში ხან ოსმალეთში ხან რუსეთში და ხან ამერიკაშI... საერთოდ დაგვავიწყდა რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს... მოდი ერთად ვიფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს ადამიანების მიერ, საზოგადოების მიერ, რომ ეროვნული თვითშეგნება ამაღლდეს? ასე რომ ვთქვათ ნამდვილად დამოუკიდებლები გავხდეთ შინაგანად და არა მხოლოდ ქაღალდზე? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა შეწყდეს როტორიკა, რომ ქართველები ცუდები და არაფრის მაქნისები ვართ , კი ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ არა უმეტეს, ვიდრე სხვა ერებს... ხოლო ვინც ასეთ რიტორიკას აწვება, რო "ცუდები" ვართ, იდეოლოგიურად უნდა დაუპირისპირდეს თითოეული საქართველოს მოქალაქე... რას იტყვით? და კიდევ ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რა!?
  3. მე ვფიქრობ რომ ამას ჩვენ ვუწყობთ ხელს, ხან ერთს შევყურებტ პირდაფჩენილები, ხან მეორეს...სანამ "უფროსი ძმის " სინდრომს არ მოვიშლით, არაფერი გვეშველება... მაგრამ როგორ?
  4. ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლების სერიოზული გარანტიების მიღების გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ თავადაც ფლობს არაოფიციალურ ინფორმაციას, ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ~მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ყველა შემთხვევაში, ვისთანაც არ უნდა ჩამოსულიყო, ხელისუფლებისგან სერიოზული გარანტიების მიღების გარეშე მისი ჩამოსვლა ვერ მოხერხდებოდა. გახსოვთ, პატარკაციშვილის წლისთავზე ის ვერ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ნონ-გრატად იყო გამოცხადებული ქვეყანაში. თუ დადასტურდა მისი ჩამოსვლის ფაქტი შეიძლება ნიშნავდეს ერთ რამეს, რომ დაუძინებელი მტრებიც კი ერთიანდებიან ქალებთან საომრად. ამის ზნეობრივი და მორალური მხარე ერთია, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ ახალი თამაში ჩაიფიქრა. გვესმის, რომ ~იმედის~ თემა ისევ აქტუალური ხდება. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებით გათამაშებული სცენები გვაჩვენონ თუ როგორ ამბობს ბერეზოვსკი, რომ ~იმედი~ მისია და რა ურჩხულია ბერეზოვსკი. თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები მხარეებს შორის შეთანხმებული და გათამაშებული სცენარი იქნება~,-განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ეს დადასტურდა უპრეცედენტო სკანდალური ფაქტი იქნება. ~რის გამოც ხელისუფლება უარს ამბობს ~იმედის~ დაბრუნებაზე ის არის, რომ ბერეზოვსკის ჩაუვარდება ხელში. გამოდის რომ ბერეზოვსკისთან ხელისუფლებიდან ვიღაც ძალიან კარგად თანამშრომლობს ქალების წინააღმდეგ. ყოჩაღ მაგის მამაკაცობას და მორალურ მხარეზე არ ვსაუბრობ~, - განაცხადა ხუხაშვილმა. შსს ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, ბერეზოვსკი საქართველოში არ ყოფილა. ~ინტერპრესნიუსს~ სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ბერეზოვსკი 11 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა და პატარკაციშვილის საფლავზეც მივიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 სექტემბერსაც დაფიქსირდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ოღონდ სკამი შეინარჩუნონ და ყველას და ყველაფერს ეკვრებიან ხელისუფლებაში...ეს ჩემი აზრია რასაკვირველია...
  5. ხევსურეთში დღეს ტრადიციული დღესასწაული "შატილობა" აღინიშნება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც ღონისძიებაზე დასასწრებად ხევსურეთში ტურიზმის სფეროს 20 მომავალ სპეციალისტ სტუდენტებს წაიყვანს. ~შატილობაზე~ ადგილობრივი ტრადიციების ამსახველი ღონისძიებები გაიმართება, დაგეგმილია ხელთნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება დოღი და დაჯილდოვდება სხვადასხვა ნიმინაციებში გამარჯვებულები - საუკეთესო მხედარი; ყველაზე მხცოვანი შატილიონი; ყველაზე პატარა შატილიონი; საუკეთესო მოლექსე; საუკეთესო მოკაფიავე; საუკეთესო მებურნუთე ქალი; საუკეთესო მეხინკლე; კაი ყმა; ყველაზე ლამაზი ხევსური ქალი; საპატიო შატილიონი; სოფელში მარტო მცხოვრები; ადათის საუკეთესო მცოდნე და მრავალშვილიანი ოჯახი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხევსურული კოშკები. საღამოს კი კონცერტი ჩატარდება, რომელშიც ლელა თათარაიძე, გიორგი უშიკიშვილი, ჯგუფები - “შინი”, “33ა”, “მზეთამზე”, “სულიკო” და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის დასრულების შემდეგ კი დაინთება შვიდი კოცონი. 20 სექტემბერს დილით კი, ცისკრის ლოცვა აღევლინება, მსურველთა ჯგუფი ხევსურული დატირებით ანატორის საძვალეებისკენ დაიძვრება. ანატორში ბერები მიცვალებულთა სულებისთვის შენდობის ლოცვას აღავლენენ. ~შატილობა 2009~-ის დასრულება და სტუმრების გამოცილება ხევსურული ტრადიციის შესაბამისად მოხდება - შატილიდან დათვის ჯვრის უღელტეხილამდე, ყოველ წყაროსთან მასპინძლები საკართანო ყანწებით გააცილებენ სტუმრებს.
  6. ozzyka ქუჩებში მაინც იქნება ეგეთი ამბავი, თუ სამართალდამცველებმა არ აუკრძალეს ქუჩაში დგომა... თუმცა ლეგალიზებას და კანონში მოქცევას ამ საკითხის , მივესალმები...მაინც დე ფაქტო ლეგალიზებულია და!
  7. ოპოზიციამ მისმა დიდმა ნაწილმა), წარმოდგენა არა აქვთ რა უნდა ქნან გაზაფხულის ფიასკოს შემდეგ.. ხელისუფლებამ გაიჯეჯილა... ამ დროს ისევ და ისევ ხელისუფლების ქმედებების გამო საზოგადოებაში ყბადაღებული მუხტი არსად გამქრალა, თუ არ მოიმატა კიდევ! თქვენი აზრით როგორ განვითარდება მოვლენები?! ჩემი აზრით, ხალხის უკმაყოფილება სად და როდის იფეთქებს არავინ იცის, გაიხსენეთ ყირგიზეთი, როცა ოპოზიცია ხალხს უკან მიყვებოდა და არა პირიქით!
  8. ავატარის ქვევითაა....სულ ბოლოში...მალე ჩვეულ ადგილას გადავა!
  9. ამ ბოლო დროს საპატრიარქოს შეგნებული დისკრეტიტაცია მიდის , მაგრამ სხვა მეთოდით...აშკარა ტყუილებით, იმენა უნამუსო ტყუილებით!
  10. რავი, ვითOმ ერის მსოფხედველობის შეცვლას ცდილობენ, სინამდვილეში რა უნდათ თვითონ არ იციან
  11. ნუ ბევრი კაცი ეგრეც არის...მაგრამ არ მაქვს ამ შემთხვევებზე საუბარი მოცემულობად აღებულია ქალს ევასება, მაგრამ ტავს იფასებს...და არ მითხრა არ ხდება მასეო!
  12. ცუდია რო რეალურ პრეზოს კიდია ეგ ამბები
  13. მე ეგ ინფო გამოქვეყნებამდე მქონდა ერთადერთი, შეიძლება მთლად ის ფორმა არ მივეცი, როგორც საჭირო იყო თემის გახსნის დროს..ეგაა და ეგ..
  14. ეგ არის დაახლოებით ევროპული ამერიკული უფრო კაპიტალისტურია... ჩვენთან კი უბედურება ისაა, რომ უსისტემოდ ხდება ყველაფერი...დაწყებული სწავლიდან, დამთავრებული მკურნალობით!
  15. ამ შეთვავაში სანდო ინფოა ... თუ აუცილებლად ნიუსს საიტზე უნდა იდოს? ეგეც იქნება ცოტა ხანში :eshmak:
  16. Jonathan Livingston ეს სფერო რომ მთლიანად მიტოვებულია პრაკტიკულად ყველა ჩვენგანი გრძნობს ალბათ...ხარისხზეც და ფასზეც... აი როგორი უნდა იყოს არ ვიცი, ამერიკული თუ ევროპული მოდელი?!
  17. შეიძლება რამე გამომრჩა თვალთმაქცობა სადღა დაინახე?! პ.ს პრეტენზიების განყოფილება რისთვისაა?!
  18. dire ასევე კორექტულად ყველას მოგიწოდებთ პიროვვნულ შეურაცყოფაზე ნუ გადავალთ ერთმანეთის მიმართ!
  19. ეგ რა შუაშია მტრის მოქალაქე რომ მინისტრად გყავს, არ გიკვირს?!
  20. მტრის მოქალაქე როა არა უშავს? და იმის ღირსებაც არ ეყო რო უარი ეთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე დემონსტრაციულად და ეგ კაცი მინისტრია....
  21. იქნებ თქვა რომ რუსეთის მოქალაქე არ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრად?
×
×
  • შექმენი...