-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა SPIEGEL იტყობინება. SPIEGEL-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველო-რუსეთის შარშანდელი ზაფხულის ომის გამოსაძიებლად შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ხუთდღიანი ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი თბილისია. ბრიუსელში, იმ დიპლომატების ინფორმაციით, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტის შინაარს იცნობენ, ევროკავშირის ექსპერტები ომზე პასუხისმგებლობას რუსეთსაც აკისრებენ. დასკვნა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ბენელუქსის ქვეყნებიდან მისი კოლეგების ინიციატივის შედეგია, ასკვნის, რომ არმიის მასობრივი გადაადგილების გზით მოსკოვმა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინა. საერთაშორისო კომისიას, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, სურს დოკუმენტი მომავალ კვირამდე არ გამოაქვეყნოს, რადგან შვეიცარიელ დიპლომატს სურს, ეს სადაო დასკვნა პირველ რიგში ნიუ-ორკში, გაეროს გენერალურ მდივანს, ბენ კი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ, კომისიის დასკვნის შედეგების შესახებ ერთდროულად აცნობებენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში და საქართველოს და რუსეთის მთავრობებს. SPIEGEL-ი წერს, რომ დასკვნის გამოქვეყნება, ომზე პასუხსისმგებელ მხარეზე დებატებს კვლავ განაახლებს. “საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიჩივლა, რომ “ზოგიერთი იდიოტი ამტკიცებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ”-ო. თბილისს განსაკუთრებით იმის ეშინია, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს”,-აღნიშნულია სტატიაში. წერილის თანახმად, კონფლიქტი 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, როდესაც საქართველომ აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევა წამოიწყო. რუსეთის არმიამ ქართველების შეტევა სასწრაფოდ მოიგერია და ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც ვარაუდობენ, ასობით ადამიანი, მათგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნხმება არ გაფორმდა.
-
“ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან დოკუმენტს საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი მომავალ შეხვედრებზე განიხილავს. როგორც ჟურნალისტებს “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მათ დოკუმენტის ტექსტი გადასცეს, რომელიც ჯერ უნდა შეისწავლონ და შემდეგში განიხილონ. ბერძენიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში ასახული წინადადებები ეხება საპარლამენტო საარჩევნო სისტემას. “ჩვენ მომხრე ვართ რეგიონული პროპორციული სიების, თუმცა, მზად ვართ განვიხილოთ პროპორციულობის სხვა ტიპიც”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტს მოიპოვებს. ამასთან, ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეალური თანამშრომლობის ფარგლებში ამ დოკუმენტის მთელი რიგი პუნქტები შეიცვალოს. “მთავარია რეალურად ვითანამშრომლოთ. ალიანსის სამივე სუბიექტი დაინტერესებულია ნორმალური საარჩევნო პირობებით, რადგან ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის”, - განაცხადა ბერძენიშვილმა. ალიანსის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის”, “კონსერვატორებმა” და “ხალხის პარტიამ”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ესეთი ტიპის თანამშრომლობა მისაღებია თუ არა ?! რას იტყვით უზერებო? მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება არ წამოვა რაიმე სერიოზულ ცვლილებაზე...
-
maliari არ მჯერა კეთილი მეფეების....და პოროტი ვეზირების
-
რადიო ``ჰერეთი`` კახეთის გუბერნატორი რეგიონში რთველის მიმდინარეობას წარმატებულს უწოდებს და პრობლემების არარსებობაზე საუბრობს. გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი წარმატებული რთველი კახეთს არ ახსოვს. “რაც მთავარია, დღეს ვერცერთ გაწამებულ ადამიანს ვერ იპოვით, რომელმაც ქარხანასთან მდგომმა ღამე გაათია ან ყურძენი არ ჩაიბარა. იყო გასულ წლებში გაუსაძლისი რიგები, თუმცა დღეს მსგავს პრეცენდენტს ვერსად ვერ ნახავთ”- ირწმუნება ღვინიაშვილი. რეგიონის პირველი პირი გლეხებს რეკომენდაციებს უგზავნის და მოუწოდებს, რომ ყურძნის დაკრეფა მტევნის კარგად მოწევის შემდეგ მოხდეს, რათა ყურძენში შაქრის 20%-ზე დაბალი მაჩვენებლის აღმოჩენის შემთხვევაში ყურძნის ჩაბარებაზე ქარხანა უარს იტყვის. ამ დროისათვის თელავის რაიონში სამი ღვინის ქარხანა 24 საათიანი დატვირთვით მუშაობს. ესენია: აკურის, კონდოლის და კურდღელაურის ქარხნები. ------------------------ კახელ ფერმერებს ყურძენი უფუჭდებათ გაზეთ წლევანდელ რთველზე მთავრობა მხოლოდ გლეხებს ეხმარება, ფერმერებს კი მოსავალი უფუჭდებათ. ამ განცხადებას კახელი ფერმერები აკეთებენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ქარხნები მათ ყურძენს, ვისაც ვენახები 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული, არ იბარებენ. ფერმერთა ინფორმაციით, ისინი არც სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ და ყურძენს ყოველთვის გლეხებზე იაფად აბარებენ. „რთველი 2009“–ის შტაბში კი აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო სუბსიდია მხოლოდ იმ მეწარმეებს არ მიეცემათ, რომლებსაც საკუთარი ქარხანა აქვთ და ბიზნესში არიან ჩართული. „რთველი 2009“–ის შტაბის უფროსის ტარიელ გაბუნიას განცხადებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა გლეხების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და ღვინის ქარხნები გლეხებსა და ფერმერებისაგან ყურძენს ერთნაირად იბარებენ.
-
Saturn ეხლა არ კეთდება?!
-
რუსული საზღვაო საგუშაგო გემი "ნოვოროსისკი" აფხაზეთის ე.წ აკვატორიაში შევიდა. ამის შესახებ სააგენტო "Apsny Online" იუწყება. გემი აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარს დაიცავს. ეს არის პირველი რუსული გემი იმ დივიზიონიდან რომელიც აფხაზეთის აკვატორიაში განთავსდება.
-
მე და მიშა ერთნაირები ვართ-რამიშვილი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს. როგორც “ინტერპრესნიუსს" შალვა რამიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ გადაცემას "თიბისი თივი" ამზადებს და იგი ეთერში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავა. "გადაცემაში ჩეულებრივი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, დაისმება სულ 21 შეკითხვა. პასუხების სისწორე კი სიცრუის დეტექტორის მიხედვით დადგინდება", - განაცხადა რამიშვილმა. მონაწილე, რომლის 21-ვე პასუხი სწორი აღმოჩნდება 100 000 ლარს მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ტელეკომპანია "იმედს" ახალი სახეები კიდევ ეყოლება. გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" თანაწამყვანები იქნებიან თეოლოგი ნოდარ ლადარია, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს და ამავე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ზედანია. "ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ნოდარ ლადარიას დაუკავშირდა, თუმცა, მან კომენტარისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 როგორც ჩანს რამიშვვილიც იყიდეს -
”მთელი კვირის” ინფორმაციით, ხელისუფლება ადეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლებას გეგმავს. თავად ნიკა გვარამია ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არარეალურად მიიჩნევს, თუმცა, სახელისუფლებო წრეებში ამ ცვლილებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ კულუარებში განათლების მომავალ მინისტრად ანა ჟვანიას მოიაზრებენ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა ლობირებს. თუკი მერაბიშვილის და თავისუფლების ინსტიტუტის ერთიანობას გავითვალისწინებთ, მით უმეტეს, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებაში სწორედ ეს გუნდი ძლიერდება, შესაძლოა, განათლების მინისტრად სწორედ ჟვანიას კანდიდატურა იხილებოდეს. http://presa.ge/index.php?text=news&i=9877 პ.ს. ეს სამთავრობო კარუსელი რამის მომტანია?!
-
არადა შევარდნაძის დრო რაღაც პონტში უფრო მისაღები იყო ბევრისთვის
-
RAZIEL რუსეთში დასრულებიანად 50 000 დოლარი დაახლოებით...(რუსების საკუთრებაა ეგ ფილმი)
-
კიბერშეტევა პოლიტფორუმზე თუ მავანის ცუღლუტობა?
newstudio replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემა იხურება...გადავიდა ურთიერთშეურაცყოფებში! -
აი ჩვენი სასამართლო: В здании Верховного суда Грузии был замечен призрак. Об этом, как передает "Грузия Online”, написала грузинская газета "Версия" со ссылкой на одного из сотрудников суда. Источник газеты утверждает, что привидение видели несколько сотрудников охраны. По его словам, председатель суда Коте Кублашвили распорядился организовать в здании ночное дежурство, чтобы проверить слухи о потустороннем явлении. Подтверждения этой информации из официальных источников не поступало. Как выглядел предполагаемый призрак, не уточняется. В суде полагают, что речь, возможно, идет о призраке бывшего министра финансов Иузы Кобахидзе, который был расстрелян за взяточничество. http://lenta.ru/news/2009/09/21/ghost/ :) :jump:
-
The Bearer of Light ეგ რაღაა?!
-
dire +1
-
RAZIEL ორივე მე ვარ :buchti:
-
lasha1997 რა შეევსოთ, ციხეებშI გაუსაძლისი პირობებია, დასაჯდომი კი არა ლამის დასადგომი ადგილებიც აღარ არის!
-
დასკვნების გამოტანა არ გაგიჭირდებათ ალბათ?
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ერთმანეთის ლანძვას უნდებიან უმეტესწილად -
კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ოთხმა მაღაზიამ დღეს მუშაობა განაახლა. როგორც “ინტერპრესნიუსს~ ~ელიტ ელექტონიქსში განუცხადეს, მაღაზიების კომპანიისა და კრედიტორებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმებით გაიხსნა. ოთხივე მაღაზია თბილისში მდებარეობს. ~ელიტ ელექტონიქსის~ კაპიტალში კრედიტორების შესვლასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია 24 სექტემბერს გახდება ცნობილი, როცა კომპანიის მენეჯმენტი და კრედიტორი ბანკების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ. ამავე შეხვედრაზე აქციონერთა დეტალური სტრუქტურაც გაირკვევა. 2007 წელს ფინანსური პოლიციის მიერ დარიცხულ 7 მლნ ლარზე “ელიტ ელექტონიქსი~ სასამართლო დავას დღესაც აწარმოებს. კომპანიის საბანკო ანგარიშებს 10 აგვისტოს ინკასო დაედო. 21 აგვისტოს კი, თანხის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის გამოც კომპანიამ ”ელიტელისა” და ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელი დახურა. ~ელიტ ელექტრონიქსში~ 1 250 თანამშრომელი მუშაობს, დამატებით 900 - შვილობილ კომპანიებსა და დილერებთან. სულ დასაქმებულია 2 150 მოქალაქე, რომელთა ხელფასი 300-დან 3000 ლარამდე მერყეობდა.
-
დასკვნების გამოტანა არ გაგიჭირდებათ ალბათ?
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ეს არის საინტერესო, როგორ აღმოჩნდა სისხლის სამართლის დამნაშავე თვენახევარში გარეთ?! და კიდე ოპოზიციის ბრალი ყოფილა თურმე! -
2008 წლის აგვისტოს სენაკი http://itv.ge/?p=23647
-
Saturn მარტივი არითმეტიკის მოშველიებით ვარაუდი გამოვთქვი...არ არის ლოგიკასთან ახლოს?!
-
dire საკუთარი პრობლემების გადაფარვის მცდელობა
-
dire გავიგე რისი თქმაც გინდოდა პაკაზუხობა რო არის გამეფებული საქართველოში ეხლა გაიგე? და კიდე, ვინც უფრო მეტს ყვრის ხოლმე პატრიოტიზმზე, პირველი ეხუტება ხოლმე რუს ოკუპანტებს ხშირად (გაიხსემეთ ვარძელაშვილი)
-
Saturn დაასაბუთე
-
PIPITO მე ქართველი ქალების ზღვარგადასულ თავის დაფასებაზე მაქვს საუბარი