პრიმციპში ეს დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენ, მაგრამ თვითონ უკრაინელებმა გამოიძიეს ეგ ამბავი "უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ უკრაინელი სპეციალისტები რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ემსახურებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული ყოველდღიური გაზეთი “სეგოდნია” სამართალდამცველ სტრუქტურებში საკუთარ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. “საქართველოსთვის იარაღის კანონიერების შესწავლისას გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა რიგი უხეში დარღვევები, რომელთა შესახებაც ადრე უმაღლესი რადის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა ვალერი კონოვალიუკმა განაცხადა. უკრაინამ საქართველოს დაბალ ფასად საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკ-მ1” არა მხოლოდ მიჰყიდა, არამედ საქართველოში ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეიადან სამოქალაქო სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნა. ისინი ემსახურებოდნენ კომპლექსებს, რომელთა საშუალებითაც ქათველები რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ესროდნენ”, - აცხადებს გაზეთის წყარო. იგი ასახელებს საქართველოში 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე მყოფი უკრაინელი სპეცალისტების ვინაობასაც – ვალერი კაბანეცი, დიმიტრი პილიპჩუკი, ვლადიმერ პონომარენკო და სხვები. წყაროს თქმით, მათ უკვე დაწერეს საქართველოში ყოფნის ახსნა-განმარტება. “საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ისინი უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ ტექნიკას ემსახურებოდნენ. თუმცა, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს, ამის დადგენა მხოლოდ ადგილზე გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი, მაგრამ ამას ბევრი რამ უშლის ხელს, ისევე როგორც მთლიანი ჯგუფის მუშაობას. ჯგუფმა დაადგინა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასევე სხვა შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა საქართველოს რეალურ ფასებზე 8-ჯერ და მეტჯერ იაფად მიჰყიდეს”, - განაცხადა გაზეთის წყარომ. უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი მარინა ოსტაპენკოს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომში ქართულ მხარეზე უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მაგრამ ნელნელა ამ მოკავშირესაც დავკარგავთ ჩვენი ხელისუფლების და რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრის პირობებში!