Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. lasha1997 ხო choxa ამას უკვე სატურნიც აღარ უარყოფს
  2. Активиста грузинской оппозиции посадили на семь лет Один из активистов грузинской оппозиции, Леван Гогичаишвили, приговорен Тбилисским городским судом к семи годам тюрьмы, сообщает Civil Georgia. Его признали виновным в преднамеренном нанесении тяжких увечий и хулиганстве. http://lenta.ru/news/2009/09/23/jail/ პ.ს. და ზდრასტვუეტ ნაშ სუდ, სამიი გუმანნიი სუდ ვ მირე პ.პ.ს. ისა და გირვლიანის მკვლელებს რამდენი მიუსაჯეს?!
  3. Saturn საქართველო სტრატეგიული წერტილია გამოთქმაა ასეთი:"ვინც აკონტროლებს საქართველოს, აკონტროლებს კავკასიას, ვინც აკონტროლებს კავკასიას აკონტროლებს მცირე აზიას"
  4. Saturn და რატომ არ იქნება? ამერიკას რუსეთის ოდნავადაც არ ეშინია...))) და პრო-ზე უარი ტექნიკურ-ფინანსური მიზეზების გამო უფრო ითქვა უარი...ძალიან ძვირი და ძალიან არაეფექტური სისტემა გამოდიოდა, რა სტატიებიც წამიკითხია
  5. Saturn საკმარისია ალასანია მერი გადეს, რომ მთელი ნაცმოძრაობის ბობოლები მასთან რიგში დადგებიან..და იცი ეგ შენ მშვენივრად
  6. nikusha_marx იმავე გამყრელიძის ინტერვიუდან "ანუ, თუ არჩევნები გაყალბდება დღის წესრიგში ისევ რევოლუციის აუცილებლობა დადგება? - რა თქმა უნდა. თუ ხალხის ნება არჩევნებზე მკაფიოდ იქნება გამოხატული, ხოლო ხელისუფლება ამის წინააღმდეგ წავა. მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც ქუჩაში იბრძოდა, მაგრამ ძნელია დემოკრატიული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი არის უმრავლესობა. ამის ერთადერთი საშუალება არის არჩევნები." --- მეც ვეთანხმები, თუ ხელისუფლებამ გააყალბა, მივიღებთ რევოლუციას ან ირანს
  7. ამჟამად, ახალი ამბავი ”ალიანსის” ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ უახლოეს სამიზნედ ვაცხადებთ თბილისის არჩევნებს. აქ ”ალიანსი” გამოდის ალასანია-სუბარის ტანდემით. ალასანია იქნება მერობის კანდიდატი, ხოლო სუბარი საკრებულოს თავმჯდომარე. შესაძლოა, სხვა სხვაგვარად ფიქრობდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ისინი არიან საუკეთესო კანდიდატები და დარწმუნებულნი ვართ, რომ ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებენ და 30 მაისს გამარჯვებას ვიზეიმებთ. ფრაგმენტი გამყრელიძის ინტერვიუდან! http://presa.ge/index.php?text=news&i=9910 პ.ს. ჩემი ინფორმაციით გრეჩიხა თავის კანდიდატურას არ წამოაუყენებს, თქვენი აზრით რა შანსები აქვსა სუბარი-ალასანიას ალიანსს?!
  8. ირაკლი ალასანიას პარტიას კიდევ ერთი დიპლომატი შეუერთდა. პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი ბელორუსიის რესპუბლიკაში დავით ზალკალიანი შეუერთდა. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დავით ზალკალიანმა განუცხადა, მას ამ პარტიასთან ქვეყნის განვითარების ხედვა აერთიანებს. ~თავისუფალ დემოკრატებს~ აქვთ ის ღირებულებები და ფასეულობები რაც ჩემთვის ძვირფასია. ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანის საერთო ხედვა. ამიტომ გადავწყვიტე ~ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების~ წევრი გავმხდარიყავი”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, მან ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა, რომელიც 2008 წლის იანვრიდან ეკავა, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს დატოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. Saturn არა , ისრაილი ვართ და უბატონოდ ხმას ვერ გვცემენ ხო იცი
  10. Saturn თუ სთხოვ რომ აი არ მაქვს და ბოდიშიო. მაშIნ არ შეგაგინებს))))))))
  11. vitaminC იქნებ მაინც დაგესახელებია შენი კანდიდატურები?
  12. The Bearer of Light http://s08.radikal.ru/i181/0909/22/b2afbcdd86c0.gif
  13. licemer გააჩნია რას მიირებს ამის სანაცვლოდ თურქეთი... სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ამ ეტაპზე ვართ ადგილი და არა სახელმწიფო(((
  14. Gio-100 და მაშინ რატომ შეუერთდა??? მე მგონი გათითოკაცებული პარტიების და პერსონაჟების დრო წავიდა
  15. პირველი ებრაული კომპანია "სითი პარკი" საქართველოს ტოვებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, პარკირების სისტემას თბილისის მერია უზრუნველყოფს. მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური საწარმო, რომელსაც პარკირების ადმინისტრირება დაევალება. "პარკირების გადასახადის დაფარვა 25-ლარიანი წლიური ბარათებით გახდება შესაძლებელი. მოსახლეობას საშუალება ექნება, "სახალხო ბანკის" ნებისიმიერ ფილიალში დაფაროს ეს გადასახადი", - განაცხადა თბილისის მერმა. :eshmak: :eshmak: :eshmak:
  16. machkatela და ეს რასაკვირველია ოპოზიციის ბრალია))))
  17. 1 ოქტომბერს ჩატარება პლანეტას პოლიტიკური განყოფილების მოდერაციის არჩევნები აირჩევა ორი მოდერი. კანდიდატების დასახელება და კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია უზერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან 22 სექტემბრამდე და აქვთ მინიმუმ 100 პოსტი ადმინისტრაცია (ნიუსტუდიო, ლაშა-ალო, ფიორენტინო) კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. იმ შემთვევაში თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, გაიმართება მეორე ტური, პირველ და მეორე ადგლას გასულ კანდიდატებს შორის. უზერებს შეუძლიათ კანდიდატების დასახელება დაიწყონ
  18. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ალიანსის რიგების გაფართოების თაობაზე განცხადება გააკეთა. დღეიდან „ალიანსს“ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი კოკა გუნცაძე შეუერთდა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სოზარ სუბარმა ომბუდსმენობის პერიოდში ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც ადამიანთა უფლებების მთავარმა დამცველმა და მან გამოიჩინა პრინციპულობა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იგი საზოგადოებისთვის იყო იმედის მიმცემი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სოზარ სუბარმა მიიღო გადაწყვეტილება ალიანსის რიგებში შესვლასთან დაკავშირებით. ალასანია დარწმუნებულია, რომ დღევანდელი გაერთიანება იქნება ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოქალაქეებს სამართლიანობის განცდას შესძენს. „ეს არის პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ძირეული ცვლილებების განხორციელებას შეძლებს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უახლოეს არჩევნებში, კერძოდ, მერისა და საკრებულოს არჩევნებში „ალიანსი“ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სოზარ სუბარის კანდიდატურას წამოაყენებს, ხოლო მერის კანდიდატურა იქნება ირაკლი ალასანია. როგორც თავად სოზარ სუბარმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ალიანსის და მისი ხედვა, ქვეყანაში ძირეული დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების თაობაზე ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება კონსულტაციების გაგრძელებას ალიანსის რიგების გაფართოების თაობაზე, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება და „ალიანსის“ კარი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ოპოზიცია მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას და თავის პოზიციას დააფიქსირებს „ალიანსის“ დღევანდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მე მგონი ალასანიას ალიანსი ძალას იკრებს და ასე თუ გააგრძელა, ძლიერ ძალად ჩამოყალობდება, რას იტყვით?!
×
×
  • შექმენი...