ოპოზიციური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივას საქართველოში არჩევნების გაერო-ს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა უკვე დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმაში, რომ ქართული ოპოზიცია დაინტერესებულია არჩევნებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია. ბერძენიშვილის განმარტებით, საუბარია ყველა ფორმისა და ტიპის არჩევნებზე. ოპოზიციის დღეავდელ შეკრებაზე იმყოფებდნენ "ალიანსი საქართველოსთვის" სამი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, მამუკა კაციტაძე და დავით ბერძენიშვილი; "კონსერვატორებიდან" კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური; "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი, ასევე - ‘’მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის’’ ლიდერი ეკა ბესელია და ‘’ქალთა პარტიის’’ ლიდერი გუგული მაღრაძე, "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია, პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1