ჭანო კი, ეგრეა ამ ინფოსაც დავდებ: `ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს განვიხილავდეთ საქართველომ - რუსეთთან დიალოგი, ხოლო უკრაინამ-პოლიტიკური რეფორმები უნდა დაიწყონ. ეს ამ ორივე ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსებს გაზრდის~, _ აცხადებს რასმუსენი. საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას არასტაბილურად აფასებს. დოკუმენტში პირდაპირ არ არის საუბარი რუსეთის საქართველოში შეჭრის შესახებ, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე რასმუსენმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო ომში დაზარალდა, ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებია, მაგრამ გატარებული რეფორმები და მოდერნიზაცია, ასევე მეზობლებთან კარგი ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა საქართველოს უკეთესი მომავლის საუკეთესო შანს განსაზღვრავს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მოკლედ შეეგუეთ სტატუს კვოსო