Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ლ ი ც ი არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.....ნაცების ხელშI კიდევ ბევ სიურპიზს უნდა ველოდოთ...
  2. ხარისხი და არა რაოდენობა - ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდა თავის შეცდომას ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარუდგინა რეზერვის ახალი სისტემის მოწყობის თავისი ხედვა. აღნიშნულ თემაზე ეს მეორე პრეზენტაცია გახლდათ. თავდაპირველად რეზერვის ახალი სისტემის ძირითადი მიმართულებები უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებს გააცნეს. მისასალმებელია, რომ ეროვნული გვარდია არ მალავს იმ ძირითად პრობლემებს, რომლებმაც აგვისტოს ომში ხელისუფლებისაგან ასე დაპირებული რეზერვის სისტემის კრახი მთელ ქვეყანას დაანახვა. - რეზერვისტების არასათანადო მომზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის; რეზერვისტთა უმრავლესობისთვის სამხედრო საქმის სრული უცოდინარობა; ორ წელიწადში 28 ათასი რეზერვისტის ვითომდა მომზადება; მართვის რგოლში გამოცდილი სამხედროების კატასტროფული ნაკლებობა, როდესაც 500 რეზერვისტის სამართავად მხოლოდ 5 ოფიცერი და სერჟანტი თუ მოდიოდა. აი, ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო ეროვნული გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელობის პროგრამა უბრალოდ ჩაფლავდა. არადა, წელიწადში თითქმის 30 მლნ ლარი იხარჯებოდა რეზერვისტთა მომზადებაზე, რაც ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდა, რადგან ახლა თითქმის თავიდან აპირებენ რეზერვის მომზადების დაწყებას. ახალი პროგრამის გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული გვარდია ამჯერად მართლაც უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს და რაც მთავარია, აღარ გამოეკიდება რაოდენობას, ყურადღება რეზერვისტთა მომზადების ხარისხზე გადადის. 2007-2008 წლებში "კვირის პალიტრის" ფურცლებზე არაერთხელ დაგვიწერია, რომ რეზერვისტთა მომზადებაში მთავარი სწორედ ხარისხი იყო და არის და არა ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული - მალე 100 ათასი რეზერვისტიც გვეყოლებაო... მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რეზერვისტთა მომზადების ახალი პროგრამით შეიქმნება ორელემენტიანი - სავალდებულო და ნებაყოფლობითი სარეზერვო სისტემა. სავალდებულო რეზერვი დაკომპლექტდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომელთაც არ შესრულებიათ 45 წელი და ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარეს სამხედრო სამსახური. ამ სიაში ასევე ხვდებიან "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მონაწილენი, რომლებიც ამ ეტაპზე თავისი სურვილით აღარ მსახურობენ. სავალდებულო რეზერვი მათაც შეეხებათ, ვინც სახელმწიფოს ხარჯზე მიიღო განათლება და ამჟამად ასევე თავისი სურვილით აღარ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. გამონაკლისის სახით, 27 წლის ზემოთ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფნი, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ ფლობენ არმიისთვის საჭირო სპეციალობებს, შეიძლება გაწვეულ იქნენ სავალდებულო რეზერვში. სარეზერვო სამსახურში არ გაიწვევენ რეზერვის ოფიცრებს, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში იმსახურეს 10 წელზე მეტი. სამხედრო სამსახურის დამთავრებიდან 18 თვის განმავლობაში არავის გაიწვევენ სავალდებულო რეზერვში, რათა მიეცეთ საშუალება ჩააბარონ და სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში. ნებაყოფლობით რეზერვში გაწვეული იქნება 27 წელს მიღწეული ყველა ის ჯანმრთელი მოქალაქე, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, მათ შორის ისინიც, ვინც 18-დღიანი შეკრებები გაიარა. სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვისას რეზერვისტი სახელმწიფოსთან 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს. რეზერვისტს წინასწარ შედგენილი მომზადების პროგრამისა და გეგმის მიხედვით წელიწადში 45-დღეღამიან სარეზერვო შეკრებებზე მოუწევს წასვლა. საჭიროების შემთხვევაში (საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისთვის), ამ 45 დღე-ღამეს შეიძლება 5 დღეც დაემატოს. საერთო ჯამში 4-წლიანი კონტრაქტის პერიოდში მას არა უმეტეს 200 დღე-ღამე მოუწევს შეკრებებზე ყოფნა. სამხედრო სარეზერვო შეკრების გავლის პერიოდში რეზერვისტებზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და სრული სოციალური და ჯანდაცვის პაკეტი, ისევე როგორც რეგულარულ ჯარში აქვთ. 45-დღიან შეკრებებზე რეზერვისტი მიიღებს რეგულარული ჯარის კაპრალის ანაზღაურებას, დაახლოებით 700 ლარის ოდენობით; მიეცემა აღჭურვილობა (ფორმა და ზურგჩანთა), რომელსაც შინ შეინახავს. აღჭურვილობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ახალს მისცემენ, თუმცა შესაბამისი თანხა დაექვითება. შეკრების გარდა სამხედრო ფორმის ტარება აკრძალული იქნება და ამას სამხედრო პოლიცია გააკონტროლებს. სავალდებულო რეზერვის ამოქმედება 2010 წლიდანაა დაგეგმილი და მასში პირველ ეტაპზე მხოლოდ 3 ათასამდე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, რაც თითქმის ათჯერ ნაკლებია 2007-2008 წლებში, სასწრაფოდ (უფრო სახელმწიფო პიარისთვის) ვითომ მომზადებული რეზერვისტების რიცხვზე. შესაბამისად, შემცირდება ეროვნული გვარდიის ბაზები ექვსიდან სამამდე. დასავლეთის მიმართულებით დარჩება სენაკის მე-10 მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადა, ხოლო აღმოსავლეთით, თელავის მე-20 ბრიგადა. ცენტრალურ მიმართულებაზე, თბილისში განთავსდება ეროვნული გვარდიის მმართველობა და შტაბი, აგრეთვე მართვისა და უზრუნველყოფის ასეულები. მომავალში დაგეგმილია თითო მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადების შექმნა თბილისსა და სამხრეთ მიმართულებაზე - სამცხე-ჯავახეთში. თითოეულ კადრირებულ ბრიგადაში 785 სამხედრო მოსამსახურე იქნება მუდმივი პირადი შემადგენლობიდან, რომლებიც 45-დღიან შეკრებებზე სავალდებულო რეზერვში 1500 კაცს მიიღებენ. 4 წლის განმავლობაში 3-ათასკაციანი რეზერვის შექმნა თითქოს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ თუკი ისინი მართლაც მაღალ დონეზე მოემზადებიან, ეს ბევრად აჯობებს 30-ათას, მაგრამ დაბნეულ პირტიტველა ახალგაზრდას, რომელმაც ომის დროს არ იცის, რა გააკეთოს... ირაკლი ალადაშვილი http://www.kvirispalitra.ge/military/1077-...ontraqtith.html
  3. თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩა ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ოცი წელი არ წავა ან წავა რევოლუციით. http://www.kvirispalitra.ge/politic/1524-q...veyanashiq.html პ.ს. ეს ბურჯანაძის სიტყვებია. იმ დორს, როცა ხელისუფლება მერის ნორმალურ არჩევნებზეც არ მოდის, როგორ აპირებს ბურჯანაძე მიშას 2013-მდე წასვლის იძულებას ასე ვთქვათ?! მიშა რომ თავის ნებით არ წავა ცხადია...ესე იგი რევოლუციას აპირებენ?!
  4. Nukriko იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არანაირ საარჩევნო დათმობებზე არ მოდის, არა მგონია მედია დათმონ.. იტოგში როგორც ჩანს დასავლეთს იკიდებს ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ვითომ?!
  5. ჭანო მარტივი მათემატიკაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 180$ რო ღირდა, ჩვენთან ლიტრა რეგულარი 1.65 ეხლა ნავთობის ფასი მერყეობს 70-89 $ ფარგლებში და ნრეგულარის ფასი ჩვენთან 1.65 ლარია
  6. cvimis gogo რამ გაგახსენა)))
  7. ჭანო აჰა, და გვწამლავენ უმაღლეს დონეზე..... ბენზინის ფასიც მოიმატებსო...მართლა რევოლუცია უნდათ ამ ჩემისებს!
  8. მე მგონი დროა ესეთ "ვითომ" ოპოზიციაზე საზოგადოებამ ხმამაღლა განაცხადოს რომ თვალებშI ნაცარს ნუ გვაყრით თქო!
  9. ხელისუფლება თბილისის მერის საარჩევნო ბარიერის გადახედვას არ აპირებს პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს პრეზიდენტი მიესალმება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ხელი მოეწერა http://www.interpressnews.ge/ge/ პ.ს. მოლედ არანაირ დათმობაზე არ წავალთო ხელისუფლებამ...გვკიდიაო...და ნუ რასაკვირველია ვითომ შეთანხმდნენ ფსევდო - ოპოზიციასთან (ქრისტიან დემოკრატები, ედპ და ა.შ) ესეც მიშანდობლივია: პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს. საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის წევრები დღეს უკვე NDI-ს ოფისის ნაცვლად, პარლამენტში, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის სამუშაო ოთახში შეიკრიბნენ. ამ დროს კი: "ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. როგორც "პირWელს" ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ პოზიციას ალასანია რამდენიმე დღეში თავად დააფიქსირებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...65&Itemid=1 პ.ს. ქვეყანა დიდი ქაოსისკენ მიექანება თუ მე მეჩვენება მხოლოდ>?
  10. Tea_Tutberidze ჩემს ამ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=139657
  11. გილოცავ :baby: :baby: :baby: :buchti:
  12. Tea_Tutberidze ხოდა გააპროტესტებ? "ქართველი ხალხი არ ვარ" პასუხად არ მიირება))
  13. Tea_Tutberidze თეა აი ამას თუ გააპროტესტებ? ირონიის გარეშე ვკითხულობ: გაზეთ „ბათუმელები“ აპროტესტებს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობას და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს; ასევე გაზეთის იმიჯის შელახვის მცდელობას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 18 საათზე, გაზეთ „ბათუმელების“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია. ამასთან, გაზეთი „ბათუმელები“ დღესვე მიმართავს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გუშინ, 25 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე იმყოფებოდნენ ყოფილი უშიშროების შენობაში. შენობაში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე ბათუმში, „ბათმელების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თედო ჯორბენაძეს, რომელიც არის „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, დახვდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და განყოფილებაში წაყოლა თხოვეს. განუმარტეს, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ პირად საკითხებზე, რომელზეც დეტალურად განყოფილებაში დაელაპარაკებოდნენ. თედო ჯორბენაძემ შესთავაზა, რომ რამდენიმე წუთში თავად მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა გაზეთის ხელმძღვანელობას. ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს (მობილურის ნომერი ცნობილია) და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ განყოფილებაში. სატელეფონო საუბარში ჯორბენაძეს ასევე განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა მის სექსუალურ პარტნიორს. განყოფილებაში წავიდნენ გაზეთის ხელმძღვანელები მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე თედო ჯორბენაძესთან ერთად. თედო ჯორბენაძე სოდის (ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობა, ბათუმი, გრობოედოვის ქ.4) შენობაში მისვლის შემდეგ შესთავაზეს, რომ მარტო ასულიყო შენობის მეოთხე სართულზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ 2 ადამიანი (ერთ ერთი მათგანი იყო ის პიროვნება, ვინც ქუჩაში დახვდა) გამოვიდა და შეიყვანეს თედო ჯორბენაძე შენობის პირველ სართულზე. რედაქციის ხელმძღვანელებს შენობის ჰოლში შესვლაზე უარი უთხრეს. თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს. ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა. რამდენიმე წუთში თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ იგივე ტელეფონის ნომრიდან და თხოვეს დაბრუნებულიყო უკან გაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. რედაქციის სამივე ხელმძღვანელი პირი აიყვანეს იგივე შენობის მეოთხე სართულზე. ეთერ თურაძემ იკითხა იყო თუ არა საქმე აღძრული თედო ჯორბენაძეზე, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ არა! ამ საუბარში უწყების თანამშრომელმა ეთერ თურაძეს განუცხადა, რომ ჯორბენაძე არ იყო „ბათუმელებში“ მუშაობის ღირსი და რომ იყო „უნამუსო“, რაზეც გაზეთის რედაქტორმა კატეგორულად განუმარტა, რომ არავის მისცემდა მისი თანამშრომლების შეურაცყოფის უფლებას, მათ შორის არც სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ამასთან, სოდის თანამშრომლებმა საუბარში ვითომდა გაზეთის მიმართ კეთილგანწყობის ნიშნად უთხრეს, რომ „ბათუმელებს“ პატივისცემის ნიშნად ელაპარაკებოდნენ ასე დელიკატურად, თორემ „თედოს სხვანაირადაც მიიყვანდნენ განყოფილებაში“. “ბათუმელები” შანტაჟის ამ ფორმაზე, ადამიანების `დავერბოვკების~ საბჭოთა კგბ-სეულ მეთოდებზე დეტალურად პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. `ბათუმელები~ ასევე აპირებს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს შანტაჟის ამ ფორმას.
  14. ხელისუფლება თბილისის მერის საარჩევნო ბარიერის გადახედვას არ აპირებს პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს პრეზიდენტი მიესალმება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ხელი მოეწერა http://www.interpressnews.ge/ge/ პ.ს. მოლედ არანაირ დათმობაზე არ წავალთო ხელისუფლებამ...გვკიდიაო...და ნუ რასაკვირველია ვითომ შეთანხმდნენ ფსევდო - ოპოზიციასთან (ქრისტიან დემოკრატები, ედპ და ა.შ) ესეც მიშანდობლივია: პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს. საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის წევრები დღეს უკვე NDI-ს ოფისის ნაცვლად, პარლამენტში, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის სამუშაო ოთახში შეიკრიბნენ. ამ დროს კი: "ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. როგორც "პირWელს" ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ პოზიციას ალასანია რამდენიმე დღეში თავად დააფიქსირებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...65&Itemid=1 პ.ს. ქვეყანა დიდი ქაოსისკენ მიექანება თუ მე მეჩვენება მხოლოდ>?
  15. Siknadmo არ არის თეა თუთბერიძე საჯარო პირი
  16. naftucha ეგ თეას კითხე პატრიარქის გაშარჟება არაკორექტული ფორმებით არის თუ არა იმ მრევლის გრძნობების შეურაცყოფა, რომელსაც ილია მეორე სულიერ მამად მიაჩნია?!
  17. naftucha კაცო...დემოკრატია და სხვისი შეურაცყოფა ერთია?! ყველა ფორუმის წესებში ხომ წერია გარკვევით,... სხვისი რელიგიური გძნობების შებღალვა აკრძალულიაო?!
  18. როგორც გაირკვა....ეს უბრალოდ ხუმრობა ყოფილა....თემა იხურება....
  19. თემა იხსნება დროებით თუ თეა თუთბერიძე ამის დამამტკიცებელმასალას წარმოადგენს...არ დაიხურება...თუ არა და როგორც ომბუდსმენმა თქვა , დაიხურება და სალხინებელში გადავა!
  20. Gagi 67 ძალიან კარგი მარა არა მიშას სადიდებელს!
  21. naftucha კი..მე ვარ სმაილიკები არის სადაც პოსტავ იმის თავზე სმაილიკები რომ ახატია...ნიკის გაბოლდება არის უზერის ავატარის ქვეშ არის "ნიკის ჩასმა" და მაგას უნდა დააჭირო... ტექსტის მონიშვნასაც მიხვდები რა....უნდა მონიშნო ტექსტი და დააჭირო "მონიშნულის ციტატაშI ჩასმას" პ.ს. გახსნას ტემა და ვნახოთ რა...
  22. Die Taube აბა რა იცი დონ ჟუანია თუ უბრალო მატყუარა? ტან ბევრნი არიანო...
×
×
  • შექმენი...