Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn ხოდა მაგეთ სტილშია რა,,,, შეიძლება დაუმტკიცდეს მაგრამ რომელიმე ქვეყანამ პოლიტ თავშესაფარი მისცეს და ამიტომ არ გადმოგვცეს... პ.ს. რა იყო, ვიჭერთ უკვე? :018:
  2. babuagiorgi აი ეს მართლა არა მგონია... უბრალოდ დაახლოების პროცესი გაგრძელდება...
  3. Siknadmo ახალი ამბავი უმუშევრობა მატულობს თუ კლებულობს? აი ეგ მაინტერესებს მე!
  4. http://www.bbc.co.uk/russian/multimedia/2010/06/100601_north_korea.shtml ვდეოს უყურეთ :018:
  5. Saturn კი და ასწვლიდნენ კიდეც, მექანიკოსობას მაგალითად (მანქანის ხელოსანი ჩვენ ენაზე) და ზოგიერთში საკმაოდ კარგადაც...ზოგან ცუდად...მაგრამ გაუქმება რა უბედურებაა!
  6. babuagiorgi ვერ დაგეთანხმები, კონკრეტული ფაქტები დადო კაცმა... ეხლა ამ ეტაპზე რა ქნას?
  7. babuagiorgi არადა მნიშვნელოვანი რაღაცეები თქვა... http://itv.ge/?p=88636 აქ შეგიძია მოუსმინო.. ხო ყველამ ვიცით რო ბიზნესს ატერორებენ? მაგრამ არავინ ლაპარაკობს ღიად, ფაქტებით...ბიზნესმენები მხარდაჭერას ვერ გრძნობენ!
  8. dire ტყუილია, იმიტომ რომ იმისთანა ბიზნეს წინადადებები დაახეთქა... შანსი არაა განხორციელების
  9. ერთის მხრივ ხელისუფლებამ არნახული ზრდა არისო, აგერ მილიარდიან ინვესტიცებს ელოდებიან და მოკლედ რა... მეორეს მხრივ...: "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სამოქალაქო საზოგადოებას საჯარო დისკუსიების დაწყებას და ქართული ბიზნესის დაცვას მოუწოდებს. როგორც ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქართული ბიზნესის 50%-ზე მეტი საგადასახადო სამსახურის წნეხის ქვეშ არის. "ქართული ბიზნესი წნეხის ქვეშაა. ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს არა შესაბამისი უწყებები არამედ პროკურატურა. ხელისუფლების თავდაპირველი დაპირებებების მიუხედავად, მთავრობამ გადაუხვია საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაციისკენ მიმავალ გზას. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას დავიწყოთ საჯარო დისკუსიები და ერთობლივი ძალებით დავიცვათ ბიზნესი", - განაცხადა ალასანიამ. ალასანიამ აგრეთვე ისაუბრა უმუშევრობაზეც. მისი თქმით, საქართველოში უმუშევრობა 30%- აჭარბებს და მომავალ წელს, სააკაშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკით სამსახურს კიდევ ათასობით ადამიანი დაკარგავს. http://ghn.ge/news-22849.html პ.ს. მე ვფიქრობ თუ არ დავიცავით ბიზნესმენები, ეს პირველ რიგში ისევ ჩვენ დაგვარტყამს... დისკუსია ეს დასაწყისია...ჩემი აზრით შემდეგ უფრო აქტიური ქმედებებია საჭირო იმჰო...
  10. DonCaredo არადა არის... ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ის შეიძლება იყოს შეკრული ხელისუფლებასთან ცნობისათვის!
  11. ნათია კობერიძე ტელეკომპანია „იმედიდან“ გაათავისუფლეს ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2010 19:29 ტელეკომპანია „იმედიდან“ ჟურნალისტი ნათია კობერიძე გაათავისუფლეს. კობერიძის თქმით, ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 13 მარტს სწორედ ნათია კობერიძეს მიჰყავდა გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“, რა დროსაც ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გავიდა, რომელმაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ნათია კობერიძის განცხადებით, ის „მოდელირებულ ქრონიკასთან“ არაფერ კავშირში არ არის, რადგან აღნიშნული მასალა საინფორმაციო სამსახურის მიერ იყო მომზადებული და მის გადაცემას მხოლოდ შეუთავსეს. „თუნდაც იმიტომ დამატოვებინეს „იმედი“, რომ მოდელირებული ქრონიკის გამო არხის ხელმძღვანელობა გავაკრიტიკე,“ - აღნიშნავს ნათია კობერიძე. . http://ick.ge/ka/rubrics/society/2867-2010-09-22-15-30-23.html
  12. პლანეტაძე რატომ? DonCaredo მესამე პირში რატომ ლაპარაკობ?
  13. Saturn რას იზავ,,,, ბევრი დადის მასე ტრასაზე, ვითომ უკეთიათ...არადა !
  14. Siknadmo ვინ მოგატყუა? გეტყვი როგორ იქნება, ღვედი გადაკიდებული ექნებათ და არა შეკრული... ეგაა და ეგ...
  15. gendolf ძალიან დიდი ეჭვი მაქვს შარშან უფრო ნაკლები შემოვა ცუდი მომსახურების, მაღალი ფასების , სიბინძურის და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო... machkatela რაიო?
  16. მომავალ წელს უმუშევრობის კიდე გაზრდას ვარაუდობენ: ალასანიამ აგრეთვე ისაუბრა უმუშევრობაზეც. მისი თქმით, საქართველოში უმუშევრობა 30%- აჭარბებს და მომავალ წელს, სააკაშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკით სამსახურს კიდევ ათასობით ადამიანი დაკარგავს. http://ghn.ge/news-22849.html
  17. ივო დალერი - ნატო-ში რუსეთის მიღება შესაძლებელია, თუკი ეს რუსეთის ინტერესებში შედის 15:15 22-09-2010 ნატო-ში რუსეთის მიღება შესაძლებელია, თუკი ეს რუსეთის ინტერესებში შედის . ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ივო დალერმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ქვეყნის ხელისუფლება იღებს. ~ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება ნატო-ში გაწევრიანდეს. რუსეთი ევროპული ქვეყანაა, შესაბამისად ეს უფლება მასზეც ვრცელდება. მთავარია ეს სურდეს რუსეთის ხელისუფლებას და ქვეყანა წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს~, - განაცხადა დალერმა. ნიუ-იორკში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ~რუსეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუსეთში ეს საკითხი ჯერ არავის დაუყენებია. ჯერ გვაქვს მხოლოდ ნატო-რუსეთის საბჭოს წარმატებული ფორმატი~, - განაცხადა ივო დალერმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/145212-ivo-daleri-nato-shi-rusethis-migheba-shesadzlebelia-thuki-es-rusethis-interesebshi-shedis.html პ.ს. მე მგონი საბოლოოდ ავცდით მსოფლიო პოლიტიკურ დინებებს...
  18. dire არადა საქართველოშც კი ბევრი ბოლდება სამწუხაროდ და ... გასდის და აკეთებს მოკლედ! აი კიდე ერთი მარგალიტი: მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს 14:29 22-09-2010 მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს . ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქსენია სობჩაკსა და ქსენია სოკოლოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ცნობილ ჟურნალ GQ –ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ~პუტინს, რაღაც გაგებით, ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს, მე კი ყოველთვის წარჩინებული ვიყავი, საუკეთესო მოსწავლე სკოლაში", - აცხადებს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ ზაფხულშია ჩაწერილი, როდესაც სობჩაკი და სოკოლოვა საქართველოში სამი დღით იმყოფებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს სათაურია "ბომბი – საქართველოს პრეზიდენტმა სობჩაკსა და სოკოლოვას მისცა (მგონი, მხოლოდ ინტერვიუ)". ინტერვიუს ანონსი უკვე განთავსდა ჟურნალის ვებგვერდზე. ანონსიდან ცნობილია, რომ ინტერვიუს ახლავს ფოტოები, სადაც აღბეჭდილია საქართველოს პრეზიდეტნის სასახლე, ღამის თბილისი, გაფრენა ბათუმში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად დისკოთეკა ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში.
  19. არადა საინტერესო თემაა ყველაზე მეტად ცხოვრების დონე მაინტერესებს და მარტო ტურიზმია ხო მანდ განვითარებული>?
  20. "საქართველო ფლობს მნიშვნელოვან ენერგორესურსებს და ამ მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს" , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნასდაკის საფონდო ბირჟაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო წარუმატებელი ქვეყანა იყო და ახლა ის განვითარდა და რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ იქცა. "ჩვენ ვიყავით წარუმატებელი ქვეყანა, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა არ გააჩნდა. შემდეგ კი წინ წავედით. ჩვენ არა მარტო გავხდით რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მარტივი ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, არამედ ჩვენ ვფლობთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსებს და ამ მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ცენტრს წარმოვადგენთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ნასდაკის ბირჟა განასახიერებს არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ ყველა ადამიანის ოცნებას. ""ჩემთვის დიდი მოვლენაა ამ არაჩვეულებრივ დაწესებულებაში სტუმრობა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ თქვენ საბაზრო მოდელს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და ყველაფრის მიუხედავად წარმატებით მუშაობს. ჩვენ შთაგონებას თქვენგან ვიღებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანაც გახდა შთაგონების წყარო სხვებისათვის"", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
×
×
  • შექმენი...