itv.ge წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს როგორც "ობიექტივისთვის" გახდა ცნობილი, ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს ცნობილი ჟურნალისტები – გენერალური პროდიუსერი, ნინო თარგამაძე; საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი ჩიხლაძე და „კვირის რეპორტაჟის“ ავტორები: ნინო ჯაფარიძე და ნინო კვირირიკაშვილი, სტოვებენ. "ობიექტივის" ინფორმაციით, ამ დემარშის მიზეზი კომპანიაში ახალი დირექტორის გიორგი კაპანაძის დანიშვნას უკავშირდება, რომელიც თავის დროზე "რეალ.ტვ"-ში მუშაობდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრად მოიაზრება. "ობიექტივთან" სატელეფონო საუბრისას, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ იმყოფება სამსახურში და არ ფლობს ინფორმაციას, სტოვებენ თუ არა ჟურნალისტები itv.ge–ს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ნინო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის შვებულებაში გადის. სხვა ჟურნალისტები კომენტარისგან თავს იკავებენ. დადასტურებული ინფორმაციით, ამ ჟურნალისტებმა itv.ge დატოვეს. http://www.obieqtivi.net/?newsDetail=1785 პ.ს. პრესა.გესაც იგივე ბედი ელის ალბათ...