Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Grig რა ნაცნობი სურათია))) პ.ს. შეუზღუდავი ძალაუფლბა ადამიანს ბოლომდე აფუჭებს...და არ მიკვირს ადამიანის ჭამაზე თუ გადავა გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით...
  2. 173-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალებს ყვებიან . როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მე-12 კლასელმა, ნინო რეხვიაშვილმა განუცხადა, დიმიტრი შაშკინი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებს დააბრუნებენ თანამდებობაზე, თუ გენერალური ინსპექცია მათ ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს. მისივე თქმით, თუ გენერალურმა ინსპექციამ ვერ დაამტკიცა ხარჯების არასწორი განაწილების ბრალდება, რომლის გამოც დირექტორი მზია გიორგობიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაშინ ის დარჩება 173-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. რეხვიაშვილის თქმით, ისინი სხვა მოსწავლეებს და მშობლებს გააცნობენ შაშკინთან შეხვედრის დეტალებს და შემდეგ გადაწყვეტენ, დაუბრუნდებიან თუ არა სასწავლო პროცესს.
  3. ძუკუ მე კიდე არ მეგონა, ასეთი სისულეებს თუ იზამნდნენ
  4. Saturn ისა და ყველაფერი პირდაპირ რო არ უნდა გაიგო არ უსწავლებიათ შენთვის? :018:
  5. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 173-ე საჯარო სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა . მოსწავლეების, ძირითადად იძახდნენ - "მზია, მზია!" მზია გიორგობიანი, მათი სკოლის ყოფილი დირექტორი, მოსწავლეთა თქმით, მას შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მე-12 კლასელების საპროტესტო აქციაში. სკოლიდან გამოსულ მინისტრს სკოლის მოსწავლეები ქუჩაშიც შეძახილებით გაყვნენ. შაშკინი სკოლის შენობიდან გამოსვლისას რამდენჯერმე შეჩერდა და სცადა, აეხსნა მოსწავლეებისთვის, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება მზია გიორგობიანის მოხსნის შესახებ. მინისტრის განცხადებით, 173-ე საჯარო სკოლა სიდიდით მეორე სკოლაა მთელს საქართველოში, ამ სკოლაში ამ დრომდე არ იყო მოწესრიგებული გათბობისა და კვების ბლოკის პრობლემები. მინისტრმა ერთ-ერთ მოსწავლესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგდეს და გაიმართოს კვების ბლოკის მუშაობა. სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ, ვიდრე ძველ დირექტორს, მზია გიორგობიანს სკოლაში არ დააბრუნებენ. სასაწავლო პროცესი 173-ე საჯარო სკოლაში კვლავ შეჩერებულია. მზია გიორგობიანის ნაცვლად სკოლის დირექტორად მანდატური დაინიშნა. მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც კი არ აქვს დამყარებული. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152800-dimitri-shashkinma-173-e-skola-shedzakhilebisa-da-stvenis-fonze-datova.html პ.ს. მოკლედ შაშკინმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ 4 წელი\ ახალგაზრდები გააღვიძა :givi:
  6. ქტები რომლის დადსტურებაც ძალიან მარტივია. მელაშვილის მიერ ფორუმის დატოვება გუშინ გვიან ღამით გადაწყდა, კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ კახა შარტავამ ხმამაღლა განაცხადა ეროვნული ფორუმის, როგორც პარტიის ლიკვიდაციის შესაძლებლობაზე, და ყოფილი პარტიული სტრუქტურით მთლიანად კრებაში შესვლაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ირაკლი მელაშვილი. თავის მხრივ ფორუმი კრების შემადგენლობიდან გამოსული სოსო მანჯავიძის კრიტიკის ქვეშ მოექცა, მანჯავიძის განცხადებით კრება არა სახალხო არამედ ერთ ჩვეულებრივ პარტიულ სტრუქტურად იქცა, სადაც წესებს სამი–ოთხი კაცი ადგენდა, ამ სამ ან ოთხ კაცში ეკა ბესელია რომ არ იყო ფაქტია, რადგან მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ 26 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება ტელევიზიისკენ დაეძრა იმდენად გააღიზიანა ფორუმი, რომ კრებიდან გამოსვლაც კი იფიქრეს, თავის მხრივ ვერსიიდან ცნობილი ხდება ასევე ნინო ბურჯანაძის მიერ ბესელიასთან დარეკვის შესახებ, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოქრუაშვილის ყოფილ თანაგუნდელს თავშეკავებულობისაკენ მოუწოდებდა–მოკლედ ფაქტია რომ მინიმუმ ორი ძალა–დაშლილი ფორუმი და ბურჯანაძე ბესელიას ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს შეუშლის, ასევე სახალხო კრების არაპოლიტიკური ნაწილი არ გამორიცხავს კრების პოლიტიკური ოპოზიციისგან გამიჯვნას–თუმცა აშკარაა რომ პოლიტიკურ ნაწილში ბესელია არ აღმოჩნდება, რადგან 25–26 ნოემბერს პატიმრების უფლებათა დამცველი ერთადერთი აღმოჩნდა ვინც უკმაყოფილო საზოგადოების დაშოშმინება საკუთარ თავზე აიღო და ვინც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით მისაღებ პირველი დარტყმასაც უპასუხა. მაგრამ ფაქტია რომ ჯერჯერობით ბესელიას საზოგადოებრივ ლიდერად ჩამოსაყალიბებლად სამუშაო კიდევ ბევრი აქვს, მითუმეტეს, რომ ამას პოლიტიკური ოპოზიციის შიგნით საკუთარი და პოლიტიკური ძალის თვალსაზრისით მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეები ეყოლება. კრების საზოგადოებრივი ნაწილის მიერ მიღებულმა ნაჩქარევმა ნაბიჯმა შესაძლებელია ხალხიც და ნინოც კრების გარეშე დატოვოს, თავად კრებას კი დიდი შანსი აქვს მარგინალიზაციის გზაზე დამდგარი დაიცავი საქართველოს ბედი გაიზიაროს. http://journalist.ge/?menuid=2&id=478&lang=1 ერთ დღეში რეიტინგის განულებასაც ნიჭი უნდა ...
  7. თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოშია შეკრებილი და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს . სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი, მანდატურთა შემადგენლობიდან დანიშნეს და მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არა აქვს დამყარებული. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მოსწავლეებს სკოლაში არასათანადოდ ექცევიან, არა აქვთ გათბობა, არ არის მოწესრიგებული კვების ობიექტი. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას. -- არც მასეა საქმე!
  8. ამ წუთებში საპატრულო პოლიციამ დააკავა "ობიექტივის" წამყვანი გიორგი ფარესიშვილი და ლადო სადღობელაშვილი. ისინი იმყოფებიან ორთაჭალაში, საპატრულო პოლიციის მანქანაში. სასტიკად ნაცემია ერთი ახალგაზრდა. მიზეზი? სარეკლამო "სტიკერების" გაკვრა! წყარო ფეისბუქი - ირმა ინაშვილი! ირმა ინაშვილი - ახალგაზრდული ორგანიზაციის სარეკლამო "სტიკერს". ნაცემია მოძრაობა "არას" წევრი ლევანი. გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი.
  9. Siknadmo მე მგონი აუცილებელია,. თორე ერორები ეჭვი მაქვს დეზინფორმაციას გვაწვდიან...
  10. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვაო სფეროში არსებულ ვითარებას მძიმეს უწოდებს . როგორც მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვაო შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე გაფრთხილების წერილი მიიღო, თუმცა ამას მთავრობის წევრების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. "წლების განმავლობაში საზღვაო სფერო ინგრეოდა. ჩვენ უკვე რამდენიმე გართხილების წერილი მივიღეთ. ჩემს ხელთ არის 29 იანვარს ევროკავშირში ჩვენი ელჩის გამოგზავნილი წერილი, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ შეიძლება ჩვენი საზღვაო შავ სიაში შეიყვანონ, შემდეგ არის პირველი აპრილის წერილი და ჩვენ დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა ათასობით ადამიანი შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს ზოგად ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკაზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, სახეზეა დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, ამიტომ აღნიშნული საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და ეს ადამიანები უშუალოდ აგებენ პასუხს იმ განუკითხაობაზე, რაც საზღვაო სფეროში არსებობდა. "აშკარად სახეზეა სრული, მინიმუმ უპასუხისმგებლობა და დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან. აი რა შეუძლია კონკრეტული თანამდებობის პირის არაკომპეტენტურობას, იმედია, რომ ამას პროკურატურა გამოიძიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა თანამშრომელი არსებული საზღვაო ადმინისტრაციის გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს იმაზე, რა განუკითხაობაც იყო ამ სფეროში. განათლების სისტემაში საშინელი ჩავარდნა იყო და ეს არის ნათელი, რომ საზღვაო აკადემია იყო მიშვებული და ამ აკადემიიდან დარჩა მხოლოდ ლამაზი შენობა. ამიტომ, ვინც იყო შეხებაში ამ სფეროსთან, მათაც მოეთხოვებათ პასუხი და ეს არის მთლიანი მთავრობის პასუხისმგებლობა. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც განგაშის ზარები ყველას უნდა დაეკრა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება და წესრიგის დამყარება ამ სფეროში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქართველმა მეზღვაურებმა მომავლი წლიდან, შესაძლოა, იმ გემებზე მუშაობა ვეღარ შეძლონ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შედიან. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, არსებობს საფრთხე, რომ მომავალი წლიდან ქართული დიპლომის მქონე მეზღვაურები ვერ იმუშავებენ გემებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების საზღვაო აკვატორიაში შევლენ. აღნიშნული შეზღუდვა ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ევროპის საზღვაო ორგანიზაცია "EMშA"-ს გადაწყვეტილებას უკავშირდება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/152605-mikheil-saakashvili-sazghvao-sferoshi-arsebul-vitharebas-mdzimes-utsodebs.html პ.ს. უმძიმესი სურათია...და ეს მმართველობის 7 წლისთავზე...
  11. mtidan თან დენგამორთულ მოსახლეობას ერორებით ვერ დააბოლებ
  12. kisa მეც მგონია რომ რაღაც ფრაზების ამონარიდია ... მოკლედ ჩვენ საინფორმაციოებს ხომ ვერ ენდობი რა...
  13. Wikileaks"-ის ინფორმაციით, კრემლი საქართველოს ხელისუფლების სამხედრო ძალით დამხობას და მიხეილ სააკაშვილის ნინო ბურჯანაძით ჩანაცვლებას გეგმავდა. "Wikileaks"-ის მასალების მიხედვით, 2009 წლის 8 ივლისს აშშ-ის ელჩმა ყაზახეთში რიჩარდ ჰოკლანდმა ასტანადან ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტს მისი და ჩინეთის ელჩის ჩეკ გუოლდინგის კონფიდენციალური საუბრების დეტალებზე მისწერა, სადაც ჩინელი დიპლომატი ამერიკელ კოლეგას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დეტალებზე ესაუბრება. "Wikileaks"-ის ინფორმაციით, ჩინელმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგას უამბო, რომ სააკაშვილის სამხედრო გზით მოშორების შემთხვევაში რუსეთი აქცენტს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე გააკეთებდა. "გუოლდინგმა მითხრა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ძალით აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილის დამხობას. მას არ უსაუბრია კონკრეტულ დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთმა ამისთვის უკვე ააშენა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გუოლდინგმა მიამბო, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს პრეზიდენტობას. მისი ცნობით, მას პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ჩაანაცვლებს", _ ნათქვამია წერილში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/152617-qwikileaksq-kremli-saqarthvelos-khelisuflebis-samkhedro-dzalith-damkhobas-da-mikheil-saakashvilis-nino-burjanadzith-chanacvlebas-gegmavda.html
  14. კიდევ ავღნიშნავდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ალიბერალურებენ.. დღეს შეიტანა ცვლილებები პარლამენტში მედვედევმა...
  15. DonCaredo ავტობუსის ხარჯი კი შემცირდა, მარა გადახდილი თანხებიც შემცირდა, პრაქტიკულად აღარავინ იხდის.. გადატენვის გამო ზუსტად.. პ.ს. ვატყობ 10 000ობით ოჯახს გაუთიშავენ დენს..
  16. Lo Janko გაჭირვებული ადამიანების ფულით რო ომღერებს ყროყინად მოგეჩვენება...
  17. lasha1997 არადა საქმე პირიქითაა ზაზა შათირიშვილმა დაწერა, არ დაიზაროთ წაკითხვა: ზაზა შათირიშვილი - "გნებავთ, კრება დაარქვით, გნებავთ - ოპერა და ბალეტი, ათიათასობით კაცი რომ ამ პოლიტიკური ნიჰილიზმით გაჯერებულ ვითარებაში შეიკრიბება, ძალზე საგანგაშოა!" "შედეგი, რაც ლისაბონის სამიტმა მოიტანა, ის არის, რომ, ფაქტობრივად, ევროპამ აღიარა რუსეთი, როგორც თავისი ნაწილი. ნატო-ს ისტორიაში პირველად ჩაიწერა ასეთი მუხლი: ნატო რუსეთის მტერი არ არის. და მეორე: პროგრამა, რაც ამჟამად ალიანსში იქმნება, ფაქტობრივად, გულისხმობს ფორმულას "ნატო პლუს რუსეთი". ეს ცივი ომის დასასრულს ნიშნავს და მიგვითითებს XXI საუკუნის ძალიან მნიშვნელოვან ვექტორზე: თუ XX საუკუნე იყო კაპიტალიზმისა და სოციალიზმის მოდერნიზაციის ორგზის დაპირისპირება, ახლა ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება; ანუ ევროამერიკული ცივილიზაციისა და რადიკალური ისლამიზმის დაპირისპირება", - აცხადებს ექსპერტი, კულტუროლოგი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დღეს ის ვითარებაა, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს / სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება მომავალ წელს, როდესაც სახელმწიფოს ვალების გადახდის დრო მოუვა". "ამ თვალსაზრისით გასაგებია, რომ ევროპაცა და ამერიკაც რუსეთში მოკავშირეს ხედავს. ბრიუსელში სააკაშვილის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა იყო მისი მთავარი გზავნილი? - რომ არ დაარტყამს არც აფხაზებს, არც ოსებსა და არც რუსებს. ფაქტობრივად, მან ფიცი დადო, რომ არ დაარღვევს მშვიდობას და რაც მთავარია, მზად არის რუსეთთან უპირობო მოლაპარაკებისთვის. ამ გამოსვლით ნათლად და საბოლოოდ გამოჩნდა, რომ აღარ არსებობს ღერძი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობოდა - ღერძი რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებისა. აქედან კი გამომდინარეობს ობამას ადმინისტრაციის გაორებული მდგომარეობა: მას ძალიან არ უნდა სააკაშვილს გადაუსვას ხელი, რომ რუსეთი არ გაანაწყენოს, მაგრამ არც იმდენად უნდა "გაუჯავრდეს", რომ რესპუბლიკელები განარისხოს, რადგან, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ ხოლმე, საკმარისზე მეტი ინვესტიცია აქვთ ჩადებული სააკაშვილის პროექტში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი. "აქედან გამომდინარე, საქართველოს პრობლემა გადაწყდა იმდენად, რამდენადაც ის აღარ იქნება საშიში დასავლურ-ევროპულ-რუსული თამაშებისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საქართველო აღარ იქნება დაბრკოლება რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისთვის და ამ დასკვნის საფუძველს დასავლელი ექსპერტების მოსაზრებებიც იძლევა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან ლოგიკურად ჯდება საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადის თბილისში გამართვისთვის რუსეთის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, მთელი სიმწვავე, რაც იყო, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებისა და "ქორი რესპუბლიკელების" თამაში იყო აგებული, აღარ არსებობს. ის აღარ არის საინტერესო პრობლემა და მეორე ადგილზე გადავიდა. პრობლემა კი მოიხსნა, მაგრამ დარჩა სააკაშვილი, რომელიც უკვე ჩვენი პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, ჩიხშია. ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ შეინიშნება", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. "სააკაშვილს რომ ეკონომიკური წარმატება ჰქონდეს, მაშინ ის დენთის კასრიც, რომელზეც ვსხედვართ, არ იარსებებდა. სინგაპურის მოდელი, რაზეც ხშირად ლაპარაკობს პრეზიდენტი, ეფემერაა და აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ რეალობასთან. სინგაპური არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც შეიქმნა გეოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე. შეიქმნა სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესოპერაციას ატარებს. ასეთი ტიპის სახელმწიფო კორპორაციის შექმნა საქართველოში პირადად მე უტოპიად მიმაჩნია. არადა, ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ", - მიიჩნევს ზაზა შათირიშვილი. "ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ოპოზიციაც. რის გამო? - მიაჩნიათ, რომ ის ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებას გაურიგდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხალხს რადიკალური ქმედება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში შემსრულებელს ვერ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ წუთს უმართავი გახდეს და ერთადერთი, რასაც მისი გაუვნებლება შეუძლია, ქმედითი ეკონომიკური რეფორმებია. ისეთი რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ამას კი ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, ისედაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე ხელისუფლებამ სწორედ მიტინგების წინ გაახმაურა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, კომუნალური ადმინისტრირების გამკაცრება, ახალი ჯარიმების შემოღება..." - დასძენს ექსპერტი. "ვითარებაში, როცა ოპოზიციაზე გადავიდა მოსახლეობის სიძულვილი, ნებისმიერ წამს შეიძლება სოციალური აფეთქება მოხდეს, მაგრამ ოპოზიციაზე განრისხება დროებითია. საკმარისია გამოჩნდეს ძალა, რომელიც ხალხის განწყობით თამაშს შეძლებს, რომ რისხვა ისევ ხელისუფლებას მიუბრუნდება. შესაძლოა, ეს ისეთი ძალა იყოს, რომელზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. ისევე, როგორც წარმოდგენა არ გვაქვს შედეგზე, რაც პროცესის ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს. როცა დღევანდელ ორჭოფულ ვითარებაში ქუჩაში ამდენი პროტესტანტი კიდევ გამოჩნდა, ყველაზე სერიოზული სიმპტომია იმ ვითარებისა, რის საშიშროებაზეც გესაუბრეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლება არხეინად არის და დაქსაქსული ოპოზიციის შემხედვარეს ყველაფერი მოგვარებული ჰგონია", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი. "დღეს ის ვითარებაა სწორედ, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც მთავარია, არავის აქვს სტაბილურობის განცდა - დაწყებული ჯიხურის მოვაჭრითა და დამთავრებული მონოპოლისტი მილიონერით. იცით, რაზე იდგა სტალინის დანაშაულებრივი რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში? - ხალხს სტაბილურობის განცდა ჰქონდა. სტაბილურობის განცდა დღეს თვით ხელისუფლებასაც არ აქვს, უამისოდ კი ვერანაირი ფორმისა და ტიპის სახელმწიფო ვერ იარსებებს. გნებავთ, კრება დაარქვით, გნებავთ - ოპერა და ბალეტი, ათიათასობით კაცი რომ ამ არეულ და პოლიტიკური ნიჰილიზმით გაჯერებულ ვითარებაში შეიკრიბება, ძალზე საგანგაშოა", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი და შეკითხვას - "არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს "მოლოტოვის კოქტეილს" ადარებს და აცხადებს, რომ ჯერ ერთიან მონოლითად ჩამოყალიბდება, შემდეგ კი სახალხო მუხტს საჭირო მიმართულებას მისცემს... რა შანსი აქვს "ქართულ პარტიას" რეალურად?" - პასუხობს: "გამომდინარე ვითარებიდან, რაც ახლახან დავხატეთ, ყველას ყველაფრის შანსი შეიძლება ჰქონდეს. უფრო მეტიც, 2000 წელს იტყოდით, რომ სააკაშვილს უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ნათელაშვილს? სხვათა შორის, ახლა სოციალური ფონი უფრო დამძიმებულია, ვიდრე მაშინ იყო და ღმერთმა იცის, რა მოხდება. შეიძლება მთელი ეს გათვლები და ევროპიდან თუ ამერიკიდან ვითარების სტაბილიზების მცდელობა სულ გაცამტვერდეს. ერთი რამეც გავითვალისწინოთ: თუ აქ რაღაც მოხდა, დასავლეთი როგორც ყოველთვის "გააპრავებს" იმ რეჟიმს, რომელიც მოვა. ამის ნათელი მაგალითია ყირგიზეთი".
  18. ძუკუ ბეგაშვილი, ჩინეთში რო გვყავს რისი ჯაშუშია? კაია კაი...
  19. lasha1997 lasha1997 თუ უნდათ 10ჯერ გაზარდონ... მოსახლეობა გადახდის უუნაროა... აი ავტობუსები სეამცირეს და ეხლა ფასებს ზრდიან... დღეს ვერ ავიღე ბილეთი , გადატენილი იყო ამოცანა გვეკითხება, ფასს რო გაზრდიან მეტი შევა თუ ცოტა ბიუჯეტში?
  20. ხელისუფლება დასუფთავების გადასახადის გაზრდას გეგმავს. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ უკვე ინიცირებულია კანონპროექტი "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ", რომელიც ნაგვის გატანაზე არსებული მოსაკრებლის ზედა ზღვარს აუქმებს . კანონის მოქმედი რედაქციით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. კანონპროქტით კი, ეს ჩანაწერი საერთოდ უქმდება. ასევე, მოქმედ კანონმდებლობაში არის ცალსახა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. კანონპროექტით კი ეს მოთხოვნაც უქმდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოსაკრებლის ზედა ზღვარის გაუქმების არგუმენტად ის გარემოებაა დასახელებული, რომ მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის უფლებამოსილება მხოლოდ თვითთმართველ ერთეულს აქვს და მის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ზედა ზღვარის დადგენის სამართლებრივი საჭიროება აღარ არსებობს. ასევე, განმარტებით ბარათში ნაგავსაყრელის მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოების განხორციელების სიძვირეზეც არის საუბარი. "იმისათვის, რომ თვითმმართველმა ერთეულმა შეძლოს აღნიშნული უფლებამოსლების სრულყოფილად განხორციელება, აუცილებელია ასეთი მომსახურებისთვის დადგენილ იქნეს შესაბამისი ადეკვატური მოსაკრებელი", – ნათქვამია პროექტში. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152604-khelisufleba-dasufthavebis-gadasakhadis-gazrdas-gegmavs.html გაზარდეთ და იყავით...არა აქვს მოსახლეობას ფული გაიგეთ ვახ!... http://a.pix.ge/t/w7qz6.jpg
  21. Президент Украины Виктор Янукович наложил вето на новую версию Налогового кодекса, вызвавшую массовые акции протеста местных предпринимателей, сообщает "Корреспондент.net". Об этом президент заявил после экстренного совещания с экономическим блоком правительства, которое он провел 30 ноября в аэропорту "Борисполь". По словам президента, администрация и правительство должны поработать над разделами Налогового кодекса, которые нужно изменить. Речь прежде всего идет о тех статьях, которые касаются защиты прав товаропроизводителей и бизнеса. Новый Налоговый кодекс предполагает снижение ставок по целому ряду налогов. Недовольство предпринимателей вызвало сокращение перечня видов деятельности малого и среднего бизнеса, которые облагаются единым налогом. Это, по их мнению, приведет к росту издержек и уменьшит доходы. Множество бизнесменов со всей Украины после этого вышли на улицы Киева с требованиями изменения кодекса. Число участвовавших в акции протеста оценивается в несколько тысяч человек. На минувшей неделе Президент Янукович и премьер Николай Азаров посетили палаточный городок на Майдане и пообщались с предпринимателями. После разговора Президент не исключил, что наложит вето на Налоговый кодекс, и заявил о возможности смены кадров в связи с массовыми протестами. http://lenta.ru/news/2010/11/30/veto/ kisa სათაური არ იყოეტყობა მყვირალა
×
×
  • შექმენი...