-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ძუკუ "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას რადიო "პილიტრის" ეთერში ღიად დაუპირისპირდა , რის გამოც ჟურნალისტმა გადაცემა "რეზიუმე" პროტესტის ნიშნად დატოვა. "რეზიუმეს" თემა "ასავალ-დასავლაში" გუშინ გამოქვეყნებული ხუბუას სკანდალური სტატია იყო. სტატიაში საუბარია 2008 წლის იანვარში, შავნაბადაზე, ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაზე და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარიგებაზე. კახა მიქაიამ ჟურნალიტი ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, დაესახელებინა, რა თანხა აიღო ამ სტატიის დაწერისთვის. ჯაბა ხუბუამ ბრალდება კატეგორიულად უარყო და პირობა დადო, რომ წერილობით დოკუმენტს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის და სადაც სიტყვა-სიტყვით წერია მისი მოთხოვნების შესახებ, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. "ამ ფურცელს შეგიძლიათ გაუკეთოთ ექსპერტიზა", - დასძინა მან. ხუბუამ ასევე განმარტა, რომ ის არის ჟურნალისტი და ნებისმიერ კომპრომატზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ეს მიწოდებული, სტატიას დაწერდა. მისი თქმით, მას იგივე შეუძლია გააკეთოს იმ შემთხვევაშიც, თუ "ქართული პარტია" მსგავს კომპრომატებს მიწვდის. მიქაიამ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ "ქართული პარტია" იკვეთება ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად და ამიტომ დაიწყო მის წინააღმდეგ აგრესიული შეტევები. "ქართულ პარტიას" უტევს ყველა, მათ შორის, ჯაბა ხუბუაც, რომელიც არის ხელისუფლების მოსყიდული", - განაცხადა მან და ხუბუას პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა: "თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს ბიჭო!". როგორც მიქაიას ბრალდებაზე ხუბუამ აღნიშნა, მას "საჯაროდ შეუძლია დაიგინოს", რომ არ არის ხელისუფლების აგენტი, იმ შემთხვევაში, თუ იგივეს ლევან გაჩეჩილაძეც გააკეთებს. საბოლოოდ გადაცემა "რეზიუმეს" პირდაპირი ეთერი იმით დასრულდა, რომ სტუდია ჯერ ჯაბა ხუბუამ დატოვა, შემდეგ კი კახა მიქაიამ, თუმცა მათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება "პალიტრა მედიის" დერეფანშიც :018:
-
lasha1997 რა სადამდე?!
-
არ ვართ ჩვენ მთლად უიმედო ხალხი, უბრალოდ ჩამყაყებული პოლიტ ელიტა გვყავს...
-
kisa ) ძალიან ცუდი სუნი დადგა თუ მე მეჩვენება?!
-
zen ეს ნახე: გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, რომელმაც გუშინ სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შეხვედრაზე სკანდალური სტატია გამოქვეყნდა , ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელის, ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს. "სტატიაში საუბარი იყო შავნაბადაზე გამართულ შეხვედრაზე და არა იმ შეხვედრაზე, რომელზეც გუშინ ეროსი კიწმარიშვილმა ისაუბრა, სადაც განხილული იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლებისა და სხვა საკითხები. ეს არის აბსოლუტურად სხვა შეხვედრა, რაზეც ჩვენ ვწერთ. ეროსი კიწმარიშვილმა ზუსტად იცის, რომელ შეხვერაზეა საუბარი, მაგრამ მას შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხუბუამ. ჟურნალისტის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ, "მაესტროს" ეთერში საუბრისას, მისი სტატიიდან "რაღაც-რაღაცეები" დაადასტურა კიდეც, კერძოდ, ის რომ მართალაც ჰქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთან ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ იმ ფორმატში საუბარი, რაზეც "ასავალ-დასავალი" წერს, მხოლოდ ერთხელ შედგა. "სხვა დეტალებს, რომ ამ ბანკის საწყისი კაპიტალისთვის 10-12 მილიონი მოითხოვა, რა თქმა უნდა, ის არ იტყოდა", - დასძინა ხუბუამ. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მსგავს თემებზე გაზეთმა, რამდენიმე კვირაში, სხვა მასალაც გამოაქვეყნოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მან ასევე გამორიცხა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის იყო სტატიაში მოყვანილი ფაქტების წყარო. ხუბუას განმარტებით, სტატიაში საუბარია იმ შეხვედრაზე, რომელსაც ბურჯანაძე არ ესწრებოდა. belepok ყვითელი და სკანდალური პრესა მთელ მსოფლიოშია ყველაზე პოპულარული ხოლმე
-
აგვისტოს ომის ამბავი – დამწვარი დედის ძვლები
newstudio replied to xrova's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
xrova xrova ეგ ტავისთავად, მარა გასაკვირი არაა თქო... -
ეხლა კავკასიაზე ყოფილა სიუჟეტი არავინ იცით?!
-
აგვისტოს ომის ამბავი – დამწვარი დედის ძვლები
newstudio replied to xrova's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
xrova კიდე ძვირი დაუფასებია... ბოდიში ცინიზმისთვის მაგრამ რა არის გასაკვირი?! -
გილოცავ ეს ამომიგდო შენ ნიკზე))) http://ecx.images-amazon.com/images/I/51ZiiYtb4cL._SL500_AA280_.jpg
-
babuagiorgi არ არის ასე მარტივად საქმე სიაფანტზე რო თქვა, და მერე რომ აღმოჩნდეს რომ ტყუილია, დაემშვიდობე ჟურნალისტობას... ნორმალურ ქვეყანაში ცხადია...
-
"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა პარტიის თვითლიკვიდაციას არ გამორიცხავს . როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა შარტავამ განუცხადა, თებერვალში პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, მოხდება თუ არა თვითლიკვიდაცია. მისივე განმარტებით, ყრილობაზე იმსჯელებენ და თუ პარტია პოლიტიკურად "ვერ ივარგებს", არ არის გამორიცხული, თვითლიკვიდაცია მოხდეს. კახა შარტავას თქმით, პარტიის მიღმა აქტიური მოღვაწეობის უამრავი ფორმა არსებობს, რომელიც არაპარტიულია. შარტავას განმარტებით, ყოველ ყრილობაზე პარტიამ საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედოს, შეაფასოს, რა გააკეთა, ჩამოყალიბდა თუ არა პოლიტიკურ მანქანად და, თუ "არ ვარგა", შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუმცა, შარტავას თქმით, პარტია ამ ეტაპზე საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, სახალხო კრებაშია ჩართული და პარტიის უფუნქციობას ვერ ხედავს. შარტავას თქმით, რამდენად მზად იქნება პარტია გამოწვევებისთვის, ყრილობაზე უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, სწორედ ყრილობაზე შეაფასებენ, ჩამოყალიბდა თუ არა პარტია რეალურ პოლიტიკურ მანქანად. http://www.interpressnews.ge/ge/politika/154035-kakha-shartava-erovnuli-forumis-thvithlikvidacias-ar-gamorickhavs.html პ.ს. მდაა... ასეთი რეიტინგული პარტია ასე მალე გაფუჭებულიყოს, ამასაც ნიჭი უნდა.. ნამდვილად არ გამხარებია
-
ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წელს პრეზიდენტთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრები კონფიდენციალური არ ყოფილა და მათ შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ფლობდა. როგორც ცაგარეიშვილმა "პირWელს" განუცხადა, "მაშინ ოპოზიცია ბევრ შეცდომას უშვებდა და ახლა ყველაფრის გაჩეჩილაძისთვის გადაბრალება უღირსი საქციელი იქნება". "გაჩეჩილაძის შეხვედრებისა და მათი დეტალების შესახებ ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერმა იცოდა. თუ კი გაჩეჩილაძე კონფიდენციალურად ხვდებოდა სააკაშვილს, მაშინ ეს მის ნამუსზე იყოს, თუმცა ასეთ შეხვედრებს გამოვრიცხავ",- განაცხადა ცაგარეიშვილმა. ამასთან, ირაკლი ალასანიას ამჟამინდელი თანაგუნდელი დიდ შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ შეხვედრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იმართებოდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაფარული იყო. "მაშინ ოპოზიციას კიდევ ერთი სუსუსტე ახასიათებდა: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ ვახდენდით. ეს ჩვენი გამოუცდელობის ბრალი იყო. მივენდეთ მეორე მხარეს, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც ერთს და არც მეორეს ნამუსი არ ჰქონია",- განაცხადა ცაგარეიშვილმა. გაზეთი "ასავალ-დასავალი" კი 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძისა და პრეზიდენტის სააკაშვილის შეხვედრის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორის მტკიცებით, გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიანი აქციების დაშლის სანაცვლოდ პრეზიდენტს ფული სთხოვა, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის კი თანამდებობები ითხოვა.
-
xrova ანონიმური წყაროც წყაროა
-
analgin ამ შემთხვევაში გეთანხმები, ან კომპრომატი დადონ, ან ეს "მე ვიცი და დამიჯერეთ" ამოვიდა ყელში
-
lasha1997 მართებული შენიშვნაა ეს პირველი იყო და ბუნებრივია იქნება შენიშვნები და საღ შენიშვნებს ცხადია გავითვალისწინებთ...
-
შაქროII ერთადერთი ეს გავიგე და თუ მართლა მასეა...კხმ მორიგ პიართან გვაქვს საქმე და ეგაა რა!
-
Leo_Nafta რას ერჩი? სიმამაცე აქვთ? თავის ხედვა? პროტესტი?
-
17:59 13-12-2010 "ქართული პარტია" ხელისუფლებას პარტიისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს . როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული პარტიის" დაფუძნებიდან დღემდე, ცალკეულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს "სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანია", რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზორიენტაციას და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებით მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინების გაცრუებას. კიწმარიშვილი გამოეხმაურა პრესაში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხება და სადაც გაჩეჩილაძის მხრიდან სააკაშვილთან გარიგებაზე საუბარი. პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, ეს არის უსაფუძვლო, დაკვეთილი პუბლიკაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კიწმარიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელსაც სააკაშვილი-გაჩეჩილაძის გარდა, ასევე ესწრებოდნენ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის - "ეროვნული საბჭოს" წევრი დავით უსუფაშვილი. "იმ წინადადებების ჩანაწერებს, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, სააკაშვილის დავალებით ნინო ბურჯანაძე ახორციელებდა, იმ მიზნით, რომ თუ ოპოზიცია და ხელისუფლება რიგ საკითხებზე შეთანხმდებოდნენ, ამ ჩანაწერზე ხელმოწერა მომხდარიყო საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანდასწრებით და მონაწილეობით", - აღნიშნა კიწმარიშვილმა. მისივე თქმით, გაჩეჩილაძის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, რომელიც იმავე ღამითვ განხორციელდა. კიწმარიშვილის ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ შეთავაზებებს "ეროვნულმა საბჭომ" განხილვის შედეგად მხარი არ დაუჭირა. "2008 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული, შავი პიარის კამპანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. ვრცელდებოდა ხმები მისი ავადმყოფობის, ქუჩური ტრადიციების მიმდევრობისა და ხელისუფლებასთან გარიგებების შესახებ", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ის, რაც ქვეყნდება ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე, ამ პიარის გაგრძელებაა. კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე მზად არის ამ თემაზე ღია დისკუსიისთვის და სატელევიზიო ეთერში დებატებში იწვევს აღნიშნული შეხვედრის ორ მონაწილეს ხელისუფლების მხრიდან – მიხეილ სააკაშვილს ან ნინო ბურჯანაძეს. გაზეთ "ასავალ–დასავალში" დღეს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი... სააკაშვილმა, როგორც "ასავალ–დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო. http://www.interpressnews.ge/ge/politika/153956-qqarthuli-partiaq-khelisuflebas-mis-tsinaaghmdeg-mizanmimarthul-kampaniashi-adanashaulebs.html პ.ს. იმიტომ მგონია ბურჯიკა, რომ მიშაც ისვრება და გრეჩიხაც ამ კომრომატებით... ინფოზე ხელი კი ბურჯანაძეს მიყწვდება იმჰო
-
Blaugranator კარგი კითხვაა
-
200მდე უზერია პლანეტაზე შემოსული ონლაინში