„დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს ომი აჩვენებს, რომ მტერი უკან იხევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, მისი ეკონომიკა კი ინგრევა სისტემური სანქციების დახმარებით.
ერმაკის თქმით, საჭიროა მეტი სიმტკიცე, რომ კოლექტიურად საბოლოოდ დამარცხდეს მტერი, რადგან ტერორისტებთან სხვა არაფერი მუშაობს.
როგორც მედია წერს, მანამდე, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატოური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და კრემლს სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
- Read more...
- 0 comments
- 106 views