ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება.
ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც თითქოს და უკრაინა აპირებს.
მანამდე, ორშაბათს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბრიტანეთის შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელს ტონი რადაკინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, ორშაბათს, გერასიმოვმა დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას მარკ მილის, რათა განეხილათ იგივე ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ.
ინტერპრესნიუსი
- Read more...
- 0 comments
- 130 views