
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
სოციალურ ქსელში, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება. "ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებების ნაწილს, რომლებიც ლელა კაკულიას ამ ქვეყნის შესახებ აქვს წარმოთქმული. 1992 წელი, 22 მარტი ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება. მოდის მათი იმამი − ანტიქრისტეს განსახიერება, მიჰყვება ხალხი, ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა. 1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ღმერთი უხდის სამაგიეროს. ომები ყაზახეთში, უზბეკეთში, ომი უკრაინასთან, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში... რუსეთმა საკუთარი ხელით ამოითხარა სამარე. 2005 წელი, 27 მარტი მოსკოვი იძაბება. ყირგიზეთში შიდა ომები იქნება. ყველაფერი აირევა. აირევა ყაზახეთიც. აი ნახავთ! 2008 წელი, 9 სექტემბერი, დილის 5 საათი რუსეთი ვერ შექმნის რუსულ ნატოს... მოკლედ, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი დასავლეთსა და ამერიკას არასდროს დაუპირისპირდებიან, რუსეთთან კი ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდებიან — ბოლოსდაბოლოს, მობეზრდებათ და უარს ეტყვიან. 2008 წელი, 21 ნოემბერი ვხედავ, ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები თითქოს ძალიან დამთბარია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ძველი, ჭკვიანი კომუნისტია. ის რუსეთის კაცია — ასე ჩანს და ასეც არის. ევროპა შორსაა, რუსეთი კი საზღვარზეა. ბევრი რამ საერთო აქვთ, ეკონომიკურადაც გადაბმულები არიან, რუსეთის პრეზიდენტებიც დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა სხვა ქვეყნებივით ყაზახეთმაც არ შეაქციოს ზურგი რუსეთს. ნავთობი... ყაზახეთ-რუსეთის პროექტი... მილებმა უნდა გაიაროს რუსეთზე... მაგრამ, ვხედავ, რომ მომავალში ენერგორესურსების მილების საქართველოზე გაყვანა ყველაზე მომგებიანია. რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ევროპისთვის თვითონ ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რუსეთს აღარ ენდობა და არც აზრის შეცვლა სურს. აქ ევროპას, ვხედავ, სერიოზული წინადადება აქვს ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც ევროპის მიმართულებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. ვხედავ, ევროპული დემოკრატია ძველ პრეზიდენტს არ მოსწონს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ „ესენგეს“ დიდი დღე არ უწერია, რომ „ესენგეც“ დაიშლება, როგორც რუსეთი (დიახ, რუსეთი აუცილებლად დაიშლება!). ასე რომ, ყაზახეთის პრეზიდენტს დიდი თამაში მოუწევს. მაგრამ ყაზახეთში, ვხედავ, მოულოდნელად იცვლება მთავრობა, რომელიც უფრო ევროპისკენ იყურება და ფიქრობს, რომ დროა, აღარ ეშინოდეთ რუსეთისა. ყაზახეთს რუსეთთან, ეკონომიკაა ეს თუ სხვა რამ, აკავშირებს შიშის ფაქტორი. მაგალითები კი იმისა, რაც რუსებმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გაუკეთეს, იცოცხლეთ, უამრავი აქვთ. ეს კარგად იცის ძველმა კომუნისტმა ნაზარბაევმა და ფრთხილობს, არ გააღიზიანოს რუსული დათვი. თუმცა ისიც ისევე აზროვნებს, როგორც რუსები. მოკლედ ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოუწყობს რუსეთს. მინდა აღვნიშნო: ევროპა მაშინ დათანხმდება მიიღოს რუსულ-ყაზახური გაზი, ანუ ენერგორესურსები, თუ მათ პარალელურად ექნებათ მყარი ალტერნატივა. ეს კი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე გამავალი მილებია. ეს არის ევროპისთვის უტყუარი, სანდო ალტერნატივა. ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება. ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო — აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს. დიდ ბრძოლებს მართავს რუსეთი, მაგრამ არაფერი გამოუვა. აქ ამერიკაა ჩართული, ვხედავ, და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე — მხოლოდ საქართველოს „აბრეშუმის გზით“. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის. ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალას აზიაშიც. მეტი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულიც აქვს. ყაზახეთის ახალი მთავრობა აბსოლუტურად შეცვლის (ასე იტყვიან) ქვეყნის ძველ სტილს, რომელიც ისევ კომუნისტურად იმართებოდა და ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ არ კეთდებოდა (ისინი ასე მიიჩნევენ). და ვხედავ, ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობარი ყაზახეთი რუსეთს აუცილებლად დაუპირისპირდება და [თავისას] მოითხოვს რუსეთისგან — შეეხება ეს კონომიკასა თუ საზღვრებს. დაიმახსოვრეთ: საზღვრები დიდ, საკამათო დიალოგებს გამოიწვევს. თითქმის ომამდე მიდიან. რუსეთი ხომ გაწაფულია ომებში, უბრალოდ, ბოლო დროს აგებენ. ეს ასრულდება ასი პროცენტით. 2011 წელი, 10 იანვარი ვხედავ, მომავალში მოსკოვში იქმნება კავკასიელების, უზბეკებისა და ყაზახების ფარული დაჯგუფებები, მსგავსი რუსი სკინჰედებისა. თუმცა მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ჩინგიზ ყაენის შთამომავლები გაჰყვირიან, რუსეთის ტერიტორია — ეს ყაზახების ტერიტორიაა; რომ რუსებმა მათი მიწები დაიპყრეს და ახლა ისინი იბრძოლებენ მისთვის. ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი. გაიმართება დიდი, ხელჩართული ბრძოლები. რუსეთის მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. ნამდვილი ომი გაჩაღდება შუა დედაქალაქში. სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან რუსებს. ისინი მოაწყობენ ტერორებს, ააფეთქებენ ყველაფერს, ირბენენ ტრაფარეტებით: „რუსებო, გაეთრიეთ დიდი ჩინგიზ ყაენის სამშობლოდან. ეს ჩვენი მიწებია!“ დადგება დრო, როცა უკვე რუსებს ეშინიათ ქუჩაში გამოსვლისა. და რაც მთავარია: თვითონ რუსული პოლიცია სკინჰედების როლს ითამაშებს, გაასწრებენ კიდევაც მათ. აქ ჯარიც იქნება ჩართული. რასაც ვხედავ, ძალზე მძიმე საყურებელია. მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები. ეს ფაქტი ააფორიაქებს სხვა სახელმწიფოებსაც — ევროპას. მაგრამ ამერიკა კი სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ვითომ მიუსამძიმრებს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკაზე, მის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, რადგან რუსეთს საგარეო პოლიტიკისთვის ისე აღარ სცალია. თუმცა, ფრთხილად! ვინაიდან განრისხებულ და ჭკუაგადაკეტილ დათვს — რუსულ დათვს — მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. დემოკრატიასაც და მშვიდობასაც მიაფურთხებს და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია. დაერევიან ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრს გაავლებენ მათ. რუსების ლოზუნგი ასეთი იქნება: „ჩვენ მოსკოვს კი არა, მთელ რუსეთს ვასუფთავებთ!“ არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები, ვხედავ, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს. მომავალში მოსკოვში ვეღარ შეხვდებით მრავალ უცხოელს, განსაკუთრებით ყაზახებს, უზბეკებსა და ა.შ. არც ის აინტერესებთ რუსებს, თუ მეგობარი სახელმწიფოები განაწყენდებიან. პირიქით, თითს დაუქნევენ და ყველას, ასე ვთქვათ, თავის ადგილს მიუჩენენ; ანუ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ! ისე, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები რუსულ მიწაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ, მომრავლდენ და ძლიერი ფესვები გაიდგეს. იაფი მუშახელი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია? ამას შევაფასებდი, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი მიწების ხელმეორედ დაპყრობას. 2011 წელი, 5 მარტი. საინტერესო ფაქტს ვხედავ: შავ ზღვაში შემოდიან ამერიკული სამხედრო გემები. ისინი საქართველოს წ####ბში გაჩერდებიან. ეს ძალზე სერიოზული ფაქტი იქნება. ამერიკა რუსეთს არ ენდობა. რუსეთი თვითონ იძირება და საქართველოს ჩაძირვაც სურს. ეს საშიშროება ნამდვილად დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მათი ყველა გეგმა ჩაშლილია. საქართველო კი არა, ჩრდილოეთ კავკასიას ვერ უმკლავდება. ასევე ყირგიზეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები „ესენგესი“, პირდაპირ უნდობლობას უცხადებენ რუსებს. ყველგან ომები, ანუ, ასე ვთქვათ, რევოლუციებია ვარდების, იების, იასამნების, ჟასმინებისა და ასე შემდეგ. ზოგი სახელმწიფო, ვხედავ, დემოკრატიის გზას დაადგება, ზოგი — არა. და ეს იქნება მსოფლიოს თავის ტკივილი. აი ნახავთ! 2012 წელი, 21 მარტი კიდევ ვიმეორებ: რასაც ფიქრობს რუსეთის მთავრობა, რომ ერთი დარტყმით მოსპონ ტერორისტების ბუდე ჩრდილოეთ კავკასიაში, დიდი კრახით, მარცხით დამთავრდება. ასევე ყირგიზეთსა და ყაზახეთში ვხედავ იგივეს — დიდ შეჯახებას. ამას ომი ჰქვია! რუსული პოლიტიკა კი არ ლაგდება, პირიქით ძალიან აირევა. რუსეთი ძალიან საშიშია. გაფრთხილებთ! იგი დაჭრილი დათვია დღეს, რომელიც ვერ ითამაშებს ჭკვიანურ პოლიტიკას. მათი პოლიტიკა ერთია: დაგეტაკოს და დაგგლიჯოს. არა აქვთ ომის თავი, მაგრამ ომზე ფიქრობენ; მზად არ არიან საერთაშორისო სარბიელზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მაინც გამოდიან და დედას იგინებიან ყოველგვარი პოლიტიკური, დიპლომატიური მიდგომების გარეშე. ისინი საკითხს სვამენ პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე: ან ისე, ან ასე! ხოლო მათ, ვინც აუმხედრდება, უკან არ იხევენ და ომს უწყებენ. ასე იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, ასე მოხდება ყაზახებთან და უზბეკებთან. ისე, არც აზერბაიჯანს დაინდობენ. ყველას ომს უცხადებენ. 2012 წელი, 16 მაისი რუსეთს თვალი უჭირავთ ყაზახეთზე და ცოცხალი თავით არ თმობს. ისინი ამ სახელმწიფოს, როგორც საკუთარ საზღვრებში მყოფ ქვეყანას ისე უყურებენ, მაგალითად, როგორც დაღესტანს, ჩეჩნეთს და ა.შ. ასე რომ, მომავალში დიდი ამბები ელის რუსეთს ყაზახეთთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ყაზახეთი მაინც დააღწევს თავს რუსეთს. ყველა მცდელობა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთისა, სახელმწიფოების შეერთებისა, დამთავრდება რუსული პოლიტიკის მარცხით. 2013 წელი, 13 მაისი ამერიკის დიდ ინტერესებში ახლო აღმოსავლეთზე მეტად შუა აზია შედის: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.შ. მათ უდიდესი გეგმები აქვთ და ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, როგორც სატრანზიტო გზა, საქართველო სჭირდებათ. აქ საუბარია ნავთობზე, სამხედრო ბაზებზე და სხვა პოლიტიკურ ინტერესებზე. 2013 წელი, 29 სექტემბერი რაც შეეხებათ შუა აზიის ქვეყნებს, ისინი ხმამაღლა განაცხადებენ, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ რუსეთთან თანამშრომლობისა. ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა რესპუბლიკები უარს იტყვიან ევრაზიულ კავშირზე. ეს იქნება რუსული პოლიტიკის დიდი მარცხი შუა აზიაში და იქ ამერიკული პოლიტიკის დიდი გამარჯვება. 7 დეკემბერი, 2014 წელი შუა აზიის სახელმწიფოებს: ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და სხვ. – ერთი სული აქვთ, ჩამოსცილდნენ რუსეთს და ამიტომ არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. დიდი სიურპრიზები ელით რუსებს. არც მეტი, არც ნაკლები, აზიური სახელმწიფოები ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ეს ევრო-ამერიკული პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიცაა აზიური ენერგორესურსების ერთ ჯამში მოქცევა. 2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე, ჩაერიოს უფრო ღრმად აზერბაიჯანულ პოლიტიკაში და სერიოზული პლაცდარმი მოიწყოს ამიერკავკასიაში. ეს გამოიწვევს შუა აზიის ქვეყნების: ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის უკმაყოფილებას. კრემლს ძალიან სერიოზული გეგმები აქვს და რუსები ნებისმიერ ფასად მოინდომებენ მათ განხორციელებას. მაგრამ სიტუაციაში დიდი ენერგიით ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატები და ხელს შეუშლის რუსების ჩანაფიქრებს. ამ ჩანაფიქრებში კი კრემლს სამხედრო სტრატეგია აქვს მოაზრებული, რომ რუსული ბაზები დააარსოს აზერბაიჯანში. ამონარიდი ინტერვიუდან გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №63 მე ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ შუა აზიის ხალხები დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ რუსეთს… ახლა კი ვამატებ და ვამბობ: ყირგიზები, ყაზახები და შუა აზიის სხვა ხალხები გაერთიანდებიან და დაუპირისპირდებიან რუსეთს. აქ ომები გარდაუვალი იქნება. რუსეთი სერიოზულად იბრძოლებს ამ ქვეყნების შესანარჩუნებლად, ვინაიდან იქ იმაზე მეტი და დიდი ინტერესები აქვს, ვიდრე ერთი სამხედრო ბაზაა — ნავთობი, გაზი და ა.შ. ამონარიდი ინტერვიუდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №77 — ქალბატონო ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთმა რუსული საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო. ასევე ქვეყანაში გაისმის ევრაზიის კავშირში შესვლის საწინააღმდეგო მოწოდებებიც... — ესე იგი, წინასწარმეტყველება ძალაში შევიდა. მკითხველმა იცის, რომ ესეც ნაწინასწარმეტყველები მქონდა და ისიც, რომ რუსეთს ყაზახეთთან ომი მოუწევს. ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 22 მარტს ჩავწერე: „ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება... ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა“. მაგრამ რუსეთი იქაც წააგებს, როგორც სხვა ბევრგან. 1996 წლის 20 ივნისის წინასწარმეტყველებაში დავწერე: „რუსეთი ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. — ყველგან აურევს, იმიტომ რომ სურს შეინარჩუნოს ძალაუფლება ცეცხლითა და მახვილით. ჩავარდნებს ვხედავ. არაფერი გამოუვა“. tia.ge
-
აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავირებით წერს: "როგორც ამერიკელები ამბობენ: New variant new merch woohooo დაუსრულებელი ბიზნეს გეგმა! აბა ახალი ნიღბებიიი აბა ახალი ხდლის სანიტაიზერებიიიი აბა ახალი პალატებიიი აბა ახალი კოვოდ ტესტირების ჯიხურებიიიი ბიზნესიიი ყვავიიიის налетайййй! თუ არ დაუჯერებ მოკვდები მოკვდები მოკვდები კოვიდი კლააავს ვაქცინა მიიღე კურნავს!!! ავად კი გახდები მაგრამ არ მოკვდები გაიკეთე გაიკეთე ჩვენი საწამლავი ჩვენნაირი გახდიიიი ახალი საქონელია გასაყიდიიი იყიდეთ, რომ არ მოკვდეეეთ!!!! ყველაზე საშინელი მარკეტინგი კაციბრიობის ისტორიაში: არ შეჭამ ამ მარაზმს- მოკვდები! მარკრტინგი აგებული ვირუსის შ ი შ ზე, სიკვდილის შიშზე, ყველაზე ძლიერ შიშზე ადამიანში!!! ციხეში რომ ჩატენეს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, უკვე ვნახეთ!!! აცრის გარეშე საზღვრიდ გადაკვეთისთვის სხვები რომ ჩატენეს, ისიც ვნახეთ. შემდეგი ზომა რა იქნება??? დახვრეტა თუ საგიჟეთში ჩატენვა, “პრედვინუტებო”???? აცრის ცოცხალი მსხვერპლი გეკითხებით??? კოვიდი არ კლავს თუ არ დაიჯერე, რომ მოკვდები, არა არა არა!!! კლავს საწამლავი! რომლითაც ტვინს გირეცხავენ და გტენიან!!!!!! ვინც არ მოკლა ხელოვნურმა ვირუსმა იმუნიტეტის დაქვეითებაზე, მოკლავს საწამლავი იმუნიტეტის დაქვეითებაზე. და ნუ მიწერთ აქ იდიოტობა კომენტარებს, ფაქტები სახეზეა", - წერს შაფათავა. tia.ge
-
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძის "ომიკრონით" ინფიცირებულთა მაღალ რაოდენობას ვარაუდობს. "შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. "ბუსტერ" დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააჩერებს "ომიკრონს," - აცხადებს "რუსთავი2"-თან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. tia.ge
-
დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა ბარში +20 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +13, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9. აღმოსავლეთ საქართველოში ნავრაუდევია თოვლჭყაპი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +11, მაღალმთაში კი +6 გრადუსი. თბილისი - ღამით +2°, დღისით +9°, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სოხუმი - ღამით +8°, დღისით +16°, წვიმა. ბათუმი - ღამით +8°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ. ფოთი - ღამით +11°, დღისით +18°, უმეტესად უნალექოდ. ზუგდიდი - ღამით +11°, დღისით კი +18°, უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +8°, დღისით +18°, უმეტესად უნალექოდ. მესტია - ღამით - 4°, დღისით + 5°, დღის მეორე ნახევარში თოვლჭყაპი. ბორჯომი - ღამით -3°, დღისით კი +9°, უმეტესად უნალექოდ. ახალციხე - ღამით -5° იქნება, დღისით კი +6°, დღის მეორე ნახევარში თოვლჭყაპი. ცხინვალი - ღამით +2°, დღისით +10°, დღის მეორე ნახევარში წვიმა. რუსთავი - ღამით +1°, დღისით +10°, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. თელავი - ღამით _1°, დღისით კი +9°, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ლაგოდეხი - ღამით +4°, დღისით +11°, დღის მეორე ნახევარში წვიმა. სიღნაღი - ღამით +1°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ, ნისლი. ცაგერი - ღამით -2°, დღისით კი +11°, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ბახმარო - ღამით -4°, დღისით +6°, უნალექოდ. tia.ge
-
„ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ კვლევას „საქართველში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე“ „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა. მმართველმა პარტიამ მსგავსი ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელება თემით მანიპულაციის მცდელობად შეაფასა. „რეალობა ის არის რომ ეს არის 2020 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის 3 მარტს. ერთი ქულით იყო საქართველოს რეიტინგი დაწეული და დაიწერა რატომ. 2020 მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, იყო გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც შეეხოთ მოქალაქეებს. ამის თემის ახლა წამოწევა, თითქოს რაღაც ახალი რეიტინგი დაფიქსირდა, რაც გუშინ მოხდა „ამერიკის ხმის“ მხრიდან ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია. სწორედ ამიტომ მოუწიათ დღეს ბოდიშის მოხდა. სხვა დროსაც, როდესაც ასეთ არაადეკვატურ და არაგულწრფელ დამოკიდებულებას გაჟღერდება მედიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ ორგანიზაცის მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. „საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა“ – ამ სათაურით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ამერიკის ხმა მკითხველს ბოდიშს უხდის. სტატია, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეყრდნობა დღეს უკვე შესწორებით იწყება და მასში ნათქვამია, რომ „ სტატია ეფუძნება „ფრიდომ ჰაუსის” 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს“. „ამერიკის ხმის“ რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის. The post ირაკლი ზარქუა:”რაც გუშინ მოხდა „ამერიკის ხმის“ მხრიდან ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია!!!” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ვიკა ბუკია:”მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ?”
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ტელეწამყვანი, ვიკა ბუკია მოდის სახლ” ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორ, დემნა გვასალიაზე სოციალურ ქსელში წერს: “დემნა გვასალია ყიდის ისტორიულ ტრავმებს. ეს უკვე ტრაპეცია კაბების და პლისეების გამორჩევა არაა. მეხსიერების მოდაა. documentary movie პოდიუმზე. ისტორიის მუზეუმი მოდის სამყაროში. ის ყვება საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ჩემთვის სამართლიანობის აღდგენასავითაა იმ ძონძ ეპოქას რომ ასე მაგრად ასაღებს. მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ? სულ ვფიქრობ რატომ შეიძლება იწვევდეს ასეთ აგრესიას? (კრიტიკას კი არა, ცალსახად – აგრესიას). არაა აუცილებელი ქუთაისელი კარმანშიკის ვიდი მოგწონდეთ, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანებთ ზუგდიდის ავტობუსში ნანახი ზმანებით ჰოლივუდი თუ დაყავს? იმის ნაცვლად რომ გაგეცინოთ ხბოს აღტაცებით? მატყუარას რატომ ეძახით? ის ხამუტი რომ სამაჯურად აქცია მაგიტომ? თუ “ლტოლვილის ჩანთა” ჰოლივუდის ჩანთად? მატყუარა კი არა მენცარი ქვია მაგას მეგრულად. ეს სტატუსი არაა მაინც და მაინც ქართველ დიზაინერზე. მისი ეროვნება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ ის. ადამიანზეა, რომელსაც ძალიან უსაფუძვლო აგრესია შეაგება საზოგადოების რაღაც ნაწილმა. ჩემი აზრით, ნერვების მომშლელია კერასინკას რომ მიყიდის ხვალ ჯასტინ ბიბერს მილიონ დოლარად. და ჰო, ეს ახალი სამაჯურები დაუჯერებლად კარგია. და კიდევ, გრელკისგან უმაგრესი ქლაჩი გამოვა და “გონელის სათვალე” ძაან გაასწორებდა (გონელი ჩვენი ეზოს ხელოსანი იყო, რომელმაც მთელი ჩემი უბნის კლრეტკებიანი გარაჟები მიასვარკა მაგ უშველებელი სათვალით). მიდი, Demna Daily “, – წერს ვიკა ბუკია. The post ვიკა ბუკია:”მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ?” appeared first on [/url]. ALIA.GE -
მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე, რომლის მანქანაში პატარასთან გადაღებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, პირველ კომენტარს აკეთებს: “დილამშვიდობისა, ამაზეც მინდა კომენტარი, შვილს რომ აუზში ჩაუშვებ, უქუდოდ, გაგანია ზამთარში, რა დედა ხარ…… წინა პოსტზე ხომ ჰგონიათ, რომ 200ით მივფრინავ, თან ვაჭმევ, თან საფენს ვუცვლი, თან heavy metal ვასმენინებ ვიკიკის და დრონი გვიღებს. სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით”, – წერს პაიჭაძე ფეისბუქზე. The post პაიჭაძე: ”წინა პოსტზე ხომ ჰგონიათ, რომ 200ით მივფრინავ, თან ვაჭმევ, თან საფენს ვუცვლი..” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე წერს. გოცირიძე მამა პეტრე კოლხის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის სასულიერო პირების ნაწილის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ საუბრობს. “ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა(ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუა საუკუნეობრივ მოდელს. ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალიზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება. სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე განიხილება ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად. სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს. ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში, ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს-ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რით ახსნეს ეს? “პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით”. იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები-გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა. რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც(ელექტორატიც). საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება( მღვდლების რაოდენობა) ბევრი, ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა( გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია,” – წერს რომან გოცირიძე. ცნობისათვის, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სასულიერო პირების ნაწილის გაუსაძლის სოციალურ მდგომარობაზე საუბრობს. ამასთან, მამა პეტრე კოლხი ხლისუფლებას კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდის გამო აკრიტიკებს და საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს. The post ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს – რომან გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, ტყესთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა, სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. The post გარდაბანში, ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დღეში დაახლოებით 50 ზარს ახორციელებს, ამოწმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებს და კლუბების შტაბებს, ესაუბრება საფეხბურთო აგენტებსა და გუნდების დირექტორებს. ფაბრიციო რომანო 28 წლის იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ყველაზე სწრაფად, აკურატულად და სანდოდ იცის ინფორმაცია ტოპ ჩემპიონატებში მომხდარი ტრანსფერებისა და საუბრების შესახებ. რომანოს მიერ დაწერილი სიახლეების უდიდესი ნაწილი მალევე სრულდება და მისი სტილია, რომ არასდროს გამოაქვეყნოს ისეთი რამ, რაშიც 100%-ით არ არის დარწმუნებული. ინსინიეს “ტორონტოში” გადასვლის შესახებ პირველად ინფორმაცია ფაბრიციომ გაავრცელა და სწორედ მან დაასრულა. It’s not official until @FabrizioRomano says the magic words…
-
ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი არაბიძის დამატება “ნასიონალის” მიერ მოთხოვნილი (400 ათასი ევრო) თანხის გამო ვერ მოახერხა და მის ნაცვლად ქუთაისში ირაკლი ბუღრიძე ითამაშებს. ბუღრიძე სწორედ არაბიძის სტილის ფეხბურთელია, ორივე ცაციაა და მარჯვენა ფლანგიდან უტევენ. ირაკლი ბოლოს გორის “დილაში” ასპარეზობდა, მანამდე კი “ლოკომოტივში”, საჩხერის “ჩიხურაში”, “ბეერსხოტში” და “დინამო თბილისში” იყო. ირაკლის გარდა კარიერას “ტორპედოში” ნიკა სანდოხაძეც გააგრძელებს. ნიკა ბოლო 2 სეზონი “ლოკომოტივში” თამაშობდა. The post გია ცეცაძემ გიორგი არაბიძის შემცვლელი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა, ის ორი დღეა სახლშია დასვენებული და ოჯახის წევრებს მასთან მიკარება ეკრძალებათ. გარდაცვლილი 70 წლის რეზო ტარიელაძეა. ის კოვიდით 26 დეკემბერს დაინფიცირდა ბათუმში, სამასკაციან ქორწილში თამადობის შემდეგ. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა დაიწყო, მაგრამ გუშინ, ღამის საათებში ცუდად გახდა. სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ მის მოსვლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. უჩვეულო სიტუაცია ამის შემდეგ შეიქმნა. სასწრაფოს ბრიგადამ ოჯახს მიცვალებულთან მიახლოება აუკრძალა და ოთახი ჩააკეტინა. მიცვალებულის ოჯახი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ იცის, როგორ მოიქცეს. პოლიცია ახლობლებს გარდაცვლილთან მიახლოებას, შესაბამისი სამსახურების მისვლამდე უკრძალავს. შესაბამისი სამსახურები კი ოჯახში არ მისულან, რის გამოც უკვე მეორე დღეა, მიცვალებული გამოკეტილ ოთახშია დასვენებული. „მეორე დღეა, მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ, ყველას მივმართეთ, დავრეკეთ ჯანდაცვაში, სასწრაფოში, პოლიციაში. პოლიცია აქეთ გვეკითხება, რითი უნდა დაგეხმაროთო. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველგან ერთი პასუხია – თქვენს მიცვალებულს თავად მიხედეთო. გვითხრან, როგორ მოვიქცეთ და არავის დახმარება გვინდა“, – ამბობს მზია თოდრია ,,გურიის მოამბესთან”. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მერიიდან ურჩიეს სპეციალური ცელოფანი მოეძიებინათ და მიცვალებულისთვის თავად მიეხედათ. „კოვიდით გარდაიცვალა, ოჯახს მიცვალებულთან არ უშვებენ, აქ არავინ მოდის, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი. მერიაში გვითხრეს, სპეციალური ცელოფანი მოიძიეთ და თავად მიხედეთო“, – ამბობს ბადრი კილაძე. გურიის მოამბე The post „მეორე დღეა მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ” – სასწაული სიტუაცია გურიაში-აბავი რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
Vinicius jumped because he didn’t want to step on the Real Madrid logo. Respect pic.twitter.com/Bjcgq9KyA9 — ESPN FC (@ESPNFC) January 8, 2022 The post ვინისიუსის დასაფასებელი საქციელი – ბრაზილიელმა “რეალის” ლოგოს ფეხი არ დააბიჯა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში „მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი“ ისევ გამოჩნდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ MDMA და მასთან მიახლოებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები. „არ გაურიოთ უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას! ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის! შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!“, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ ფენტანილი არის ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მორფინის მსგავსია, მაგრამ მასზე 50-დან 100-ჯერ უფრო ძლიერია. The post „მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ღამის კლუბებში ისევ გამოჩნდა!“ – ვრცელდება საგაგებო განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. როგორც ტაბიძე ამბობს, საზეიმო დღეები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გაზრდის. „მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა. რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა“, – განმაცხადებს დევი ტაბიძე. The post „ძალიან მძიმე მონაცემები იქნება“ – ეპიდემიოლოგის განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
როგორც უკვე ცნობილია, ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანში ძალადობრივ საპროტესტო აქციებს ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. კოღუაშვილის მშობლები ამჟამად ყაზახეთში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „Times of Israel“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა საპროტესტო აქციაზე არ იმყოფებოდა, ის სამსახურში მიდიოდა. „Times of Israel“ ინფორმაციით, საელჩო გარდაცვლილი კაცის ისრაელში გადასვენებაზე მუშაობს. The post ნახეთ ვინ არის ყაზახეთში მოკლული 22 წლის ქართველი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
„ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით, 105%-ით უფრო გადამდებია, – ამ „ევრონიუსი“ ფრანგი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ ვარიანტი ბავშვებში განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. ცნობისთვის, მეცნიერები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. The post „ომიკრონთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ვერძი დღეს შესაძლოა ახლობელი ადამიანების გამო მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული თავი იჩინოს ტექნიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რის გამოც ფინანსების მოძიება დაგჭირდებათ. კურო ელოდეთ მოულოდნელ სიურპრიზებს. ნებისმიერი სიტუაციის გადაწყვეტისას იყავით ორიგინალური, არაორდინალური ქმედებით თქვენ არა მხოლოდ გააოცებთ გარშემომყოფებს, არამედ მათ პატივისცემასაც დაიმსახურებთ. ტყუპები ნებისმიერი სიახლის დროს კარგად აწონ-დაწონეთ სხვადასხვა რისკფაქტორები, რადგან არ არის გამორიცხული თავი იჩინოს შეფერხებებმა გაუთვალისწინებელი დეტალების გამო. კირჩხიბი იყავით ზომიერი ფინანსებთან დაკავშირებით, თავი შეიკავეთ უსარგებლო საყიდლებისგან. მეტი დრო დაუთმეთ პირადი სივრცის მოწესრიგებას. ლომი გადახედეთ თქვენს პროექტებსა და ბიზნეს გეგმებს, შეიტანეთ მათში საჭირო კორექტივები. ელოდეთ სიურპრიზებს სამხსახურში. ქალწული საქმისადმი თქვენი ტრადიციული მიდგომები გადახედვას მოითხოვს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. სასწორი კარგი დღეა საოჯახო სივრცის, გარემოს მოწესრიგების, მოწყობისა და საჭირო ნივთების შესაძენად. ფინანსები ჯობია წინასწარ გათვალოთ. მორიელი გამოიჩინეთ შეუპოვრობა და აქტიურობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. იყავით კონცენტრირებული დეტალებზე. მშვილდოსანი შესაძლოა თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს ნათესავების მიერ თავსმოხვეულმა პრობლემებმა, ასევე ტექნიკურმა ხარვეზებმა სამსახურში. თხის რქა იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, განამტკიცეთ მიღწეული შედეგები. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის მცირეწლოვან წევრებს, ასევე დაიცავით ზომიერება ფინანსებთან დაკავშირებით. მერწყული ოჯახში ან საცხოვრებელთან დაკავშირებულმა მოულოდნელი გაუგებრობები თქვენგან სწრაფ და გონიერ ქმედებას მოითხოვს. ნუ აყვებით ნერვებს, ყველაფერი მალევე დალაგდება. თევზები კარგად დაისვენეთ, მოიწესრიგეთ ძილი, აღიდგინეთ ძალები, თქვენი განწყობისა და საქმიანობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას ან ინფორმაციას. tia.ge
-
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ მეიშანში მცხოვრებმა ბავშვმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ მისი მშობლები მეგობრებთან ერთად მაჯონგს თამაშობდნენ. საქმე იმაშია, რომ ქალაქში კორონავირუსია გავრცელებული და მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. როდესაც ბავშვმა დაინახა სტუმრები, აიღო ტელეფონი და დედ-მამის მეგობრების სახლიდან გასაყრელად დარეკა პატრულში. დღესდღეობით, პატარა ქალაქში აკრძალულია ქორწილები და მსგავსი ხალხმრავალი ღონისძებები. მეიშანში 170-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. ასე ზრუნავს პატარა ჩინელი თავის მშობლებზე და თავის თავზეც. tia.ge
-
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იმ სამწუხარო რეალობასა და უკიდურეს გაჭირვებაზე წერს, რასაც უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები აწყდებიან. ,,დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედის. ოჯახი უკვე მე-4 დღეა გარეთ ათევს. ისინი შეეკედლნენ ერთ-ერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და, სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროის უქონლობის გამო, შეძლებისდაგვარად დავეხმარე და გავაგზავნე ამ მისამართზე: 3 Rue de Lesdiguières. Bastille, სადაც მდებარეობს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება საბუთის წარდგენაში. აქ მათ შეუძლიათ გაჭამონ დღისით და ღამე გაგათენებინონ კვირაში ერთხელ. ფოტო ინტერნეტიდან, ყურადღების მოსაქცევად”, – დაწერა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა. ,,სამწუხაროდ, ბევრი ოჯახია ქუჩაში ბავშვებით. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ გაქვთ და ჩამოსვლის მიზანი მკურნალობაა ან მართლა სასიკვდილოდ არ მოგდევთ ვინმე, გაუფრთხილდით შვილების ფსიქიკას!”, ,,ვაიმე, თან როგორ ცივა, ნეტა, მანდეთ ვიყო ,სადმე ახლოს, შევიფარებდი”, ,,თუ შეიძლება მოძებნა, წავიყვანდი ჩემთან რამდენიმე დღით”, ,,ვაიმე, სუნთქვა შემეკრა, ახლოს მაინც ვცხოვრობდე, გოგოებო, დაფაცურდით”, – წერენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები. სამწუხაროდ, პოსტის ავტორს სხვა ინფორმაცია არ გააჩნია. ,,სამსახურიდან გამოვდიოდი ჩემს უფროსთან ერთად და მაგ მომენტში შემხვდა ეს ოჯახი. არც დრო მქონდა და არც საშუალება. რაც მოვასწარი, ორიოდე სიტყვით გავესაუბრე, ფული მივეცი და გავუშვი მეტროში, რომ ამ მისამართზე მისულიყვნენ. მხოლოდ ეს მოვიმოქმედე, სამწუხაროდ. იმედია, იმ ორგანიზაციაში მიხედავენ და ქუჩაში არ დატოვებენ”. წყარო - "სარკე" tia.ge