Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 881-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 577 637 აცრა გაკეთდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი. REZONANSI
  2. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი. REZONANSI
  3. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 946 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი. REZONANSI
  4. 11 დეკემბერს, ინგლისის ლიგა ერთში “სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე “ლინკოლნ სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან სამივე გოლი კრის მაგუაირმა გაიტანა. 32 წლის თავდამსხმელმა პირველი გოლი მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლი ჯონსონის წინ აღნიშნა. მაგუაირის 2018-2021 წლებში “სანდერლენდის” ღირსებას იცავდა. ზაფხულში მას ამ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, ხოლო ლი ჯონსონმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. Maguire aplicando la ley del ex y dedicándole el gol al DT del Sunderland. pic.twitter.com/HzVx8qGTOm — Ascenso Inglés (@AscensoInglesok) January 11, 2022 The post კრის მაგუაირმა გოლი ყოფილი მწვრთნელის წინ აღნიშნა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. ფეხბურთის გულშმატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ენდი ქეროლი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “რედინგის” ღირსებას იცავს. 11 იანვარს “რედინგი” საკუთარ მოედანზე “ფულემს” დაუპირისპირდა და 0:7 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ქეროლმა ამ მატჩში, 60 წამის ინტერვალში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა 33 წლის თავდამსხმელს ორივე მათგანი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს. იხილეთ ვიდეო The post ენდი ქეროლს 60 წამში ორი ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. 15 დეკემბერს, თბილისში, ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადების დარბაზის პირველი ფილიალი Shoot 360 Tbilisi-ის გაიხსნება. View the full article
  7. ხაბიბის ცოლის მხოლოდ რამდენიმე ფოტოებია ცნობილი, რომელიც ქორწილის დროსაა გადაღებული და სახე მას არ უჩანს. View the full article
  8. 13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.ქ. თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი. The post “ძლიერი თოვლი და ქარი არის მოსალოდნელი..” – ნახეთ უზუსტესი და უახლესი ამინდის პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. აფრიკის თასზე ეთიოპია – კაპე ვერდეს ეთამაშებოდა და მატჩის მე-8 წუთზე ეთიოპიელმა მცველმა თავდამსხმელი საჯარიმოსთან ახლოს მოჩეხა. მსაჯმა მხოლოდ ჯარიმა დანიშნა, შემდეგ დამცველს ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ კი უფრო საინტერესო რამ მოხდა. რეფერიმ გადაწყვიტა მომენტი ვარზე გადაემოწმებინა, რა დროსაც, კაპე ვერდელმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და მეკარეს აუღებელი დაურტყა. The post ასეთი რამ მხოლოდ აფრიკის თასზე ხდება – რა საოცრება გააკეთა მსაჯმა ? (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ქობულეთის “შუქურას” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. “ქობულეთის “შუქურა” – მ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი დღეს გაემგზავრა ქალაქ ფოთში და ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. “შუქურა” 3 თებერვლის ჩათვლით მზადებას ფოთში გააგრძელებს, 4 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით კი თურქეთში ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. გაცნობებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა ლუკა შეროზიამ, ნიკა ჭანტურიამ, ლევან ხმალაძემ, გიორგი გაფრინდაშვილმა, გელა გოგიტიძემ და შალვა ექვთიმიშვილმა, ჯეჯფერსონმა, სპიჩკამ და კაბრალმა. გუნდში რჩებიან: მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე. შუქურა || – დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე. რაც შეეხება ახალწვეულებს “შუქურა” – ში ჩაირიცხნენ: კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ), დავით სამსონია ( გაგრა ). საწყის ეტაპზე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებს 23 ფეხბურთელი. ასევე გაცნობებთ რომ კლუბში მიმდინარეობს სასელექციო საქმიანობა და სხვა ახალწვეულების შესახებ მომავალში გაცნობებთ”, – წერია განცხადებაში. “შუქურას” მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე იქნება, რომელმაც პოსტზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა. გოცირიძე “თელავსა” და “საბურთალოში” მუშაობდა. “შუქურამ” შეძლო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და ამასთანავე, საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა. გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასვლის მთავარი ფავორიტი იქნება. The post ქობულეთის “შუქურაში” სასიამოვნო სიახლეებია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. როგორ გამოიყურება მოდელი, რომლის გამოც გერმანელმა მეკარემ თაკო ნაცვლიშვილზე უარი თქვა View the full article
  12. ვინ არის ულამაზესი ქართველი მოდელი, რომელიც სპორტის დიდი გულშემატკივარია ? (ფოტოგალერეა) View the full article
  13. სპორტის ყველაზე კურიოზული და უხერხული მომენტები (ვიდეო) View the full article
  14. 2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“. 2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი 25 მარტი ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო 29 მარტი ალბანეთი – საქართველო The post საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურს ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, სამაგიეროდ კი ჩილაჩავამაც არ დააყოვნა. The post ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან ‘პოს’ ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში როგორ შეხვდნენ ამ ამბავს? ყველამ მომილოცა. მეც ძალიან გამიხარდა, მაგრამ ემოციების და აღტაცების გამოხატვა არ მეხერხება. ამ ლელოში დიდი წვლილი მიუძღვის ლიმა სოპოაგას. შერკინება გამეორდა და მან ამ კომბინაციის გათამაშება შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი და ლელოც გავიტანე. ლიონში ზაფხულში გადახვედი და მიუხედავად ასაკისა, ეგრევე იქეცი ძირითადის მოთამაშედ. რამ განაპირობა ასეთი ნდობა? რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი რაგბის ვიდეოებს, ვიღებდი ცოდნას და ვცდილობდი მის განხორციელებას, სულ ვვარჯიშობდი უნარების დახვეწაზე და ახლაც ასე ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ‘ლიონში’ თავი უკვე დავიმკვიდრე. ბევრი ტრავმირებული გვყავს და თამაში მიწევს. მერე ვნახოთ რა იქნება. მწვრთნელსაც მოსწონს ჩემი სტილის მოთამაშეები, თავით თავში რომ ასკდებიან მოწინააღმდეგეს და ნდობაც ალბათ ამან განაპირობა. მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები და ყველა თამაშში 100%-ზე მეტად ვიხარჯები. კლუბში გარემარბად თამაშობ, საქართველოს ნაკრებში ფულბეკად. შენ რომელი გირჩევნია? ცოტა შორიდან დავიწყებ. ‘ხვამლში’ თავიდან ფულბეკის პოზიციაზე ვიდექი და ძალიან მომწონდა. მერე გუნდში სიტუაციიდან გამომდინარე ფლანკერად მომიწია თამაში და ბოლო 3 წელია ხაზში დავბრუნდი. ახლა 12 თამაში ფრთაზე ჩავატარე და ძალიან მომწონს ეს პოზიცია – ამოვდივარ, ბოჭვის შესრულება და დაკიდებულ ბურთებზე თამაში მიწევს, რაც ძალიან მიყვარს. ხაზში სადაც არ უნდა დამაყენონ ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ვითამაშებ. რა არის ‘ლიონის’ მიზანი მიმდინარე სეზონში? უპირველესი მიზანი ექვსეულში შესვლაა და მერე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა მდევრებს ჩვენზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ექვსეულში მოსახვედრად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანი იქნება. Rugby.ge The post დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. 22 წლის ჯოშ კავალო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც განაცხადა, რომ გეია და მას შემდეგ ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში, “ადელაიდა იუნაიტედში” თამაშობს. კავალომ გუშინ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, მას შემდე, რაც ავსტრალიელი ფანებისგან ჰომოფობიური შეძახილები მოისმინა. გარდა ამისა, მას სასიკვდილო მუქარებსაც უგზავნიან. კავალო მოედანზე მე-2 ნახევარში შევიდა. “მე არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, როგორიც ვარ და როგორც ვცხოვრობ. მე სიმართლეს ვსაუბრობ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რა იმედგაცრუებას განვიცდი. როგორც ჩანს, საზოგადოება 2022 წელსაც იმავე პრობლემებს განიცდის და აუცილებელია, ხალხი მეტად პასუხისმგებელი გახდეს საკუთარ სიტყვებზე” – დაწერა კავალომ. The post პირველ გეი ფეხბურთელ ჯოშ კავალოს ავსტრალიაში ემუქრებიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. ავსტარიელ მორაგბეს ლევან ჩილაჩავასთან "ხუმრობა" ძვირად დაუჯდა - რა გაუკეთა ქართველმა მორგაბმემ მეტოქეს ? (ვიდეო) View the full article
  19. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდ19“-ის დადასტურებული შემთხვევების 45% „ომიკრონის“ შტამია. როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ ახალი შტამის მზარდი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდას უნდა ველოდოთ. „ჩვენ გუშინ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც არის დადასტურებული. დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი „ომიკრონის“ არის 45%-ის ფარგლებში. ეს არის მზარდი, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამასთან ერთად რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ და აქედან შესწავლილია დეტალურად 621 ადამიანი. საშუალო ასაკი მათი არის ახალგაზრდა, 32.9 არის საშუალო ასაკი. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, ანუ ბავშვი და მოზარდი, 5 წლამდე ასაკის არის 13 და მათ შორის 6 თვემდე 3 მათგანია. შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი უცხოელები არიან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით და მათგან 7 უკვე გაეწერა. აც ერთ არ დაჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია. ანუ ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევებით ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post ამირან გამყრელიძე – შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. „შრომის ინსპექტირების სამსახური ყველა ობიექტს 100%-ში ვერ გასწვდება“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მწვანე პასპორტის“ კონტროლის ნაკლებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ე.წ მწვანე საშვის კონტროლთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. „შრომის ინსპექტირების სამსახური ყველა ობიექტს 100%-ში ვერ გასწვდება. გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ და ასევე უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ბიზნეს ობიექტებზე, რომლებიც ჩართული არიან და ის რისკი, რომ შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესებამ ისევ რისკი შეუქმნას ბიზნესს, რა თქმა უნდა, უნდა გავაცნობიეროთ. აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა თუ არ გავიზიარეთ ყველამ, მაინც რთული იქნება ყველგან ამის გაკეთება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post თამარ გაბუნია – პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა. გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ncdc-ის აღნიშნულია რეკომენდაცია არ გაუცია. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის განხილვას დაუბრუნდებიან. „ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post იგეგმება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მანვე უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები. როგორც ღიბრაძე ამბობს, როდესაც ჯანდაცვის სექტორი დაწოლას ვეღარ გაუძლებს, საქართველოში ახალი რეგულაციები დაწესდება. „ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვას ის წესები და რეგულაციები, რაც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე. მოგეხსენებათ, რომ კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზების გაკეთება. დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ამ მომენტში მიღებული არ ყოფილა. საბჭო კვლავინდებურად აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. შემთხვევების რაოდენობა როდესაც ავა იქამდე, რომ ცხადი გახდება, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის პირას დგას და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს უზრუნველყოფას ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით, ცხადია დადგება შეზღუდვების საკითხი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. The post დაწესდება თუ არა შეზღუდვები – რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, მეორე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც კი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე იტყვის, რომ მოგონილია. როგორც უგულავა ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტი ყელში გაეჩხირა, რის გამოც გასცა დავალება, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღეძრათ. „მეორე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, რომ ჰქონდეს ეს საქმე ისიც კი გეტყვით, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე მოგონილი. დავალება მიცემულია, რომ ახლა ამ ადამიანების წინააღმდეგ იპოვეთ რამე. რატომ? იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი გაეჩხირა ივანიშვილს ყელში. საქართველო ივანიშვილის პირობებში შუა აზიურ ავტოკრატიულ ქვეყანას დაემსგავსა. პროვინციალიზმის ბოლო გამოვლინებაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველთან“. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. The post უგულავა: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე მოგონილია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს მათ წინააღმდეგ საქმე, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ბრძოლა უკვე წააგო. მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გადასაფარად დადგმული შოუა. „როგორადაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი პროცესი, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს არის შოუ დადგმული მისი დამქაშების მიერ, იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმეზე ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც. მას პროკურატურა ბიზნესმენს ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. The post მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ბრძოლა წააგო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს. პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. „არ მგონია, რომ დღეს იყოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ, დღეს არის ბოლო სასამართლო სხდომა. დაველოდოთ მოსამართლე რას იტყვის. ამის შემდეგ მას სჭირდება დრო სათათბიროდ. გავიდეს და შემდგომ გამოაცხადოს რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება ან დღესვე. ჩემს სიტყვაში მე შევაფასებ ამ პროცესს, რომელიც არის სრულად პოლიტიზებული დევნის კლასიკური მაგალითი და ეს გრძელდება უკვე სამი წელია. მაგრამ ამ სამმა წელმა ჩვენ უფრო გაგვაძლიერა რწმენაში, რომ ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმეზე ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც. მას პროკურატურა ბიზნესმენს ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. The post ჯაფარიძე: ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...