
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ტელეწამყვანი, ნუცა ქავთარაძე ყვება პატარა შვილის დაავადებაზე, რომელიც მას დაბადებიდან მალევე გამოუვლინდა: "როდესაც სანი დაიბადა, ძალიან ვღელავდი. სულ მეგონა, რომ რაღაც სჭირდა. არ მყავდა თანამოაზრეები. დედაჩემი, ჩემი მეუღლე, გარშემომყოფები მამშვიდებდნენ, რომ გამივლიდა. მე ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. მოვიარე არაერთი ექიმი. ის ექიმებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდები იყო, სანამ ერთ მათგანს არ მივაგენი, რომელმაც მომისმინა და დამიჯერა. საუბარია პილოროსტენოზზე, რომელიც თავს იჩენს ჩვილებში სამ-ოთხ თვემდე. სანის დაბადებიდან ორ კვირაში დაუდგინდა მწვავე რეფლუქსი. გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ ეს არ არის სანერვიულო. მკურნალობაც კი არ სჭირდება და თავისით გაივლის. მეც სამი თვის მოლოდინში ვიყავი. სანის სხვა დაავადებისთვის გავრცელებული სიმპტომი არ ჰქონდა. როდესაც სანი იყო თვის და თხუთმეტი დღის მას დაემართა სპაზმი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, რომ ამოისუნთქოს, ის ვეღარ სუნთქავდა. ეს იყო შოკის მომგვრელი. ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი. ეს იყო ძალიან რთული. ესეც დაბრალდა იმას, რომ მას ჰქონდა რეფლუქსი. ეს სპაზმები ერთი კვირის განმავლობაში რვაჯერ განმეორდა. არ ვიცოდი, რა მექნა. ამ დროს აღმოვაჩინე პედიატრი, რომელმაც მომისმინა. ახალბედა დედებს მინდა ვუთხრა, რომ როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, აუცილებლად ენდეთ თქვენს თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც თქვენ გენდობათ, მოგისმენთ, მიგიყვანთ სწორ დიაგნოზამდე. აღმოვაჩინეთ, რომ სანის აქვს პილოროსტენოზი. საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დასრულდა, რომ თვის და 21 დღის სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად ეს დაავადება არ იკურნება. ის განსაკუთრებით ბიჭებშია ხშირი. პედიატრი თემურ მიქელაძე არის ის ადამიანი, რომელთაც ერთადაც აღმოვაჩინეთ ეს დაავადება“, - განაცხადა ნუცა ქავთარაძემ „იმედის დილაში“ tia.ge
-
წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც მას პნევმონია განუვითარდა და ჟანგბადის აპარატზეც იყო. ამის შესახებ წინასწარმეტყველის ქალიშვილი, თამარ პატარაია "სარკესთან" საუბარში აცხადებს: დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა. ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა. – იტყვიან, როგორ ვერ იწინასწარმეტყველა, რომ ვირუსი შეხვდებოდაო… – დედას ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ ეს იქნება ყველას მოსახდელი ვირუსი. რომც აიცრამ, მაინც შეხვდებათ. – ქალბატონი ლელა როგორ შეხვდა სიძეს? – დედა არავის ურთიერთობაში ერევა. არც ჩემი ორი ძმის ამბავში ჩარეულა. ორივე მეორედაა დაოჯახებული. დედა არ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ჩემი მეუღლე, საკუთარი შვილივით მიიღო. sarkenews.ge tia.ge
-
სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, მას და მამამისს კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი დაუდასტურდათ: "მაგარი ამბავი მამას დაურეკეს, კონტაქტი ხარო! მამამ დამირეკა, კონტაქტი ხარო! ეგრევე მივედი სახლში და სწრაფი ტესტებით არაფერი გვჭირს! გავიხარეთ, დავსხედით, კაი პური ვჭამეთ ოჯახში! მერე ვიფიქრეთ, არაფერი გვაწუხებს, მაგრამ მაიტა პისიარიც გავიკეთოთ, ხალხში თამამად რომ გავიდეთო! თან დიდი ჭიქით დავლიეთ ჯანმრთელობის სადღეგრძელო მოვიდა პისიარის პასუხი და ორივეს ომიკრონი გვაქვს აცრილები ვართ, არაფერი გვიჭირს ანუ ორჯერ კოვიდინფიცირებული, ორჯერ აცრილი ვარ და ორჯერ მოუტყან პატრონი ოკუპანტებს", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
საქართველოს პროდასავლურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც უნდა აწარმოონ კოორდინირებული და მჭიდრო მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად, - ამის შესახებ საუბარია პარტია "დროას" განცხადებაში, რომლითაც პარტია საქართველოში -აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება: " გუშინ, 11 იანვარს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველ ხალხს მიმართა. რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ფონზე, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფალი ნებისა და დემოკრატიული არჩევანის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა. ელჩის მიმართვამ ასევე ცხადყო, რომ: აშშ არ აპირებს რუსეთთან თავისი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ბედით ვაჭრობას; ვაშინგტონი არ გადაწყვეტს არაფერს საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე; შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო კონსულტაციებს, რათა საქართველო არ გახდეს მსხვერპლი რუსეთის სურვილისა, აღიდგინოს ექსკლუზიური დომინაციისა და კონტროლის სფერო აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე; აშშ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გარდა, საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს მუდმივ რუსულ დეზინფორმაციასა და ისტორიის დამახინჯებას, რაც ხალხს აბნევს და საზოგადოებას ყოფს; აღსანიშნავია, რომ კელი დეგნანის მიმართვას წინ უძღოდა 10 იანვარს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ქალაქ ჟენევაში, რომლის განმავლობაშიც აშშ-ის უკომპრომისო პოზიციამ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აიძულა რუსეთი, რიტორიკა შეერბილებინა და განეცხადებინა, რომ იგი უკრაინის დაპყრობას არ გეგმავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად და განვითარების უზრუნველსაყოფად, რამაც დიდწილად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც კი. თუმცა, დღეს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერამ დასავლეთისთვის თვისობრივად უფრო ღრმა დატვირთვაც შეიძინა: ნატოს ქვეყნები ახლა, როგორც არასდროს, აცნობიერებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა და რომ იგი პირდაპირ დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთანაც. ქართველი ხალხი თავისი გეოგრაფიული სპეციფიკის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში ცდილობს, დაანახოს დასავლეთს, თუ რატომ არის რუსეთისაგან ევროპის მომავალი უსაფრთხოების გარანტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პრიორიტეტი გახდა რუსეთის არგაღიზიანება დასავლეთში საქართველოს ინტერესების ნაკლები ლობირების ხარჯზე, რამაც გამოიწვია ის, რომ იქ, სადაც ისმის უკრაინა, აღარ ისმის საქართველო, ანუ დაზიანდა საქართველოს უსაფრთხოების ავტომატური ბმა ევროპის უსაფრთხოებასთან. თუმცა ელჩი დეგნანის მიმართვა ნიშნავს, რომ საქართველო ჯერაც მოიაზრება ნატოსა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოებების ტალღაში. ამავეს მოწმობს ამერიკელი სენატორების ნაწილის მხრიდან გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად, აშშ-მ ხაზი უნდა გაუსვას საქართველოს საკითხსაც. ელჩის მიმართვა და ზოგადად ევროპაში მიმდინარე მოვლენები განუყოფელია დასავლეთის ახალი დღის წესრიგისაგან, რომელიც დემოკრატიებად და ავტორიტარულ სახელმწიფოებად მსოფლიოს ასე ცხადად ცივი ომის შემდეგ პირველად ყოფს. დემოკრატიზაცია და დასავლეთისაგან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან, მაგრამ ელჩი დეგნანის განცხადება და აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ დასავლეთი თავიანთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებას ამიერიდან განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება. „დროა“ მიიჩნევს, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს სულ უფრო რეალისტური შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდროს თავისი ისტორიული ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში. თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი ნებისა და უნარების მქონე სამთავრობო გუნდიც. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სულ უფრო დაუფარავად დისტანცირდება დასავლეთისგან, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უახლესი ისტორიის რუსულ ნარატივს სთავაზობს (მაგალითად ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობისა და აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობის შესახებ) და შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. პარტია „დროა“ არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საქართველოს ევროპული კუთვნილებისა და ქვეყნის დეოკუპაციის ერთგული ძალა. სწორედ ასეთ ძალას ითხოვს და იმსახურებს ქართველი ხალხი და სწორედ ასეთი ძალა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს უფრო ღირსეული და დაცული მომავალი. 5 იანვრის განცხადებით პარტია „დროამ“ ასევე აიღო ინიციატივა პროცესისა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პროდასავლურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც უნდა აწარმოონ კოორდინირებული და მჭიდრო მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად. პარტია „დროა“ მადლობას უხდის ელჩ დეგნანს, აშშ-ის მთავრობას, თითოეულ მოკავშირესა და ამერიკელ და ევროპელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. tia.ge
-
„ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! ქართული პოლიტიკა ათავისუფლებს ქვეყანას“, – ამის შესახებ წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა, გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის. „ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული სასართლო პროცესი, არც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლა საკუთარი უდანაშაულობისთვის. ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის – ყველას ბრძოლაა, ყოველი ჩვენთაგანის (ო)პოზიციონირების გამაერთიანებელი მიზანი! დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს! დიდი ბრძოლები მოგველის! ადამიანი შეიძლება იყოს ციხეში. ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! პირიქით, ქართული პოლიტიკა ციხიდან ათავისუფლებს მართალ ადამიანს და ქვეყანას!“, – წერს გია ხარჩილავა. The post წალენჯიხის მერი – ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! ქართული პოლიტიკა ათავისუფლებს ქვეყანას! appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებენ. ნათელაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, გაზაფხულის სესიის დაწყებამდე მიიღებენ. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, 40-წუთიან სიტყვის უფლებას მოითხოვს. „დავიწყეთ გამოკითხვა სოც. ქსელებში იმის თაობაზე, შევიდეს თუ არა ლეიბორისტული პარტია ორგანიზებულ დამნაშავეთა სტრუქტურაში და ამხილოს პირადად იმ საქმეებში, რასაც უკეთებენ ხალხს. გამოკითხვა მიმდინარეობს, ალბათ, საგაზაფხულო სესიამდე ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით. საგაზაფხულო სესია თებერვალში იხსნება. უპირველესი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, 40 წუთიანი სიტყვის უფლება როგორც კი პარლამენტში შევალ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. The post შევა თუ არა პარლამენტში შალვა ნათელაშვილი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მონახულა. როგორც შეხვედრის შემდეგ მინაშვილმა განაცხადა, სააკაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გზებზე, რომლის საშუალებითაც ქვეყანა კრიზისიდან შეიძლება გამოვიდეს. „მიხეილ სააკაშვილთან მთავარი საუბარი რაც მქონდა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო იმასთან დაკავშირებით, როგორც მოვახერხოთ ქვეყანა რთული ვითარებიდან ამოვიყვანოთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეები ცხოვრობდნენ კარგად და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ეს არის ის საზრუნავი, რომელზეც ის ფიქრობს. მისი მთავარი საფიქრალი არის ის, რომ მთელი თავისი რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ იპოვოს გზა ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა. The post აკაკი მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მათ დახმარებისთვის სამმა თანამშრომელმა მიმართა. თანამშრომლები რეორგანიზაციის მიზეზით, დაწესებულებიდან განმარტების გარეშე გაუშვეს. „გორის ჰოსპიტლიდან დაახლოებით 20-30 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა სამმა თანამშრომელმა. მათი განმარტებით, აბსოლუტურად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიწერე, რომ ახალი წლიდან ხელშეკრულებები წყდებოდა. არ შეუტყობინებიათ რაიმე რეორგანიზაციის შესახებ. არაოფიციალურად იციან, რომ მათი გათავისუფლება დაუკავშირდება რეორგანიზაციის შედეგად კადრების შემცირებას. თუმცა იმის თაობაზეც აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად ახალ თანამშრომლებს იყვანენ სამსახურში. ისინი მიიჩნევენ, რომ გათავისუფლებულები არიან პოლიტიკური მიუღებლობის გამო“, – განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ლექსო მერებაშვილმა. The post გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
1 დოლარი ხვალ 3.0875 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0893 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.5065 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.5002 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0063 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 515 მსესხებელს უფიქსირდება, – ამის შესახებ ნათქვამია „კრედიტინფოს“ 2021 წლის დეკემბრის სტატისტიკაში. მისი მიხედვით, კონტრაქტების საერთო რაოდენობა 412 097-ს უტოლდება. ამასთანავე, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 884 295 ადამიანს აქვს. მათი მოცულობა ჯამში 31 780 857 938 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტი აღებული აქვს 621 672 ადამიანს. ჯამში გაცემული სესხების მოცულობა 2 199 583 044 ლარს აღწევს. ანგარიშის თანახმად, 20 191 ადამიანს საერთო ჯამში 496 221 716 ლარის სესხი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან აქვს აღებული. The post სესხზე ვადაგადაცილება 228 515 მსესხებელს უფიქსირდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მუქარის ფონზე, EU უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატოსთვის ევროპის უსაფრთხოებისთვის გაგზავნილი წინადადებები, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „ამას თან ახლავს უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და მუქარა რუსეთისგან, რომ მისი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. The post ჟოზეფ ბორელი: რუსეთის მუქარის ფონზე, EU უნდა იყოს მტკიცე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ბუწაშვილი წერს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი 3 დღემდე შემცირდა. მისი თქმით, ამ შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. „დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს). ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს“, – წერს ბუწაშვილი. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია). „50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი. რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული. ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს. კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 5%. ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ინფექციონისტის განცხადებაში. The post რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“ – ინფექციონისტის განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მთავრობამ ავეჯის განახლება გადაწყვიტა. 4 მილიონიანი ტენდერი ავეჯის შესაძენად უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. კორუფციის მკვლევარებმა 4 კომპანიის უკან, რომელიც 4 მილიონს მიიღებს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ 2 ხელშეკრულება ივანიშვილის დისშვილს კახა კობიაშვილს გაუფორმდება. კორუფციის მკვლევარები და მთავრობის ოპონენტები ახალი ტენდერის გამოცხადებაში კორუფციის რისკებსა და ბიუჯეტის თანხების არასწორ ხარჯვას ხედავენ. გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან ახლა წავა მილიონობით ლარი რბილ სავარძლებზე. დაახლოებით 8 ათასამდე მხოლოდ რბილი სავარძლის შეძენა ხდება და ამ ყველაფერს აკეთებენ ჩინოვნიკები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად”, – ამბობს ირაკლი აბესაძე. “ლელოს” წევრი, საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონი მთავრობას ფულის ფლანგვის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ბოლო წლებში ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა თითქმის მილიარდ ნახევარი ლარით. ეს არის ის თანხა, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს პოლიტიკური კორუფციისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის და ავეჯის მაგალითზე ჩანს, რომ ასევე იყენებს საკუთარი კომფორტისათვის. ეს არ არის მიზნობრივი ხარჯვა, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი და ყოველწლიურად არ შეიძლება, რომ ერთიდაიგივე ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ხდებოდეს ამხელა თანხის დახარჯვა”, – ამბობს საბა ბუაძე. ტვ პირველი The post მთავრობამ ავეჯის გასაახლებლად 4 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა ქალებსა და მამაკაცებში საკმაოდ ხშირი და სერიოზული პრობლემაა. პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, სექსოლოგები ამბობენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ამ საკითხით ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია. სექსოლოგი ზურაბ მარშანია საქართველოში განქორწინების გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზად სწორედ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას ასახელებს, თუმცა მისი თქმით, ხშირად წყვილები ამას ერთმანეთთან საუბარშიც კი არ აღიარებენ. "ლიბიდოს დაქვეითება კლინიკურ სექსოლოგიაში განმარტებულია როგორც სქესობრივი ლტოლვის შემცირება. ეს შეიძლება დაემართოს როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მსოფლიო სტატისტიკით, ქალებში პრობლემა მამაკაცებზე ხშირად გვხვდება. სამწუხაროდ, ქართული სტატისტიკა არ არსებობს. - ბატონო ზურაბ, ძირითადად რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ? - როგორც მამაკაცი ასაკში შესვლის შემდეგ უფრო მოწყვლადია სექსუალური დისფუნქციისადმი, ასევეა ქალიც. მაგრამ იცით, როგორი მაქვს სტატისტიკა? - ხანშიშესული ქართველი ქალი ჩემთან არ მოდის... და საერთოდ, 50 წელს გადაცილებული ქართველი ქალი, ხშირად უარს ამბობს სექსზე. ფიქრობენ, შვილიშვილი მყავს და რა დროს ჩემი სექსიაო, რა შუაშია შვილიშვილი სექსთან, გამაგებინეთ, ხალხნო? თუ ქალს შეუძლია, კარგადაა, რატომ არ უნდა ჰქონდეს სექსი? - რჩევების სახით, რას ეტყოდით პოტენციურ პაციენტებს? - ჯანსაღ სექსზე ზრუნვისა და ექიმთან მისვლის გარდა, საუბარსაც აქვს მნიშვნელობა, სექსზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. მე-16 საუკუნეში ფრანგი მოაზროვნე მიშელ დე მონტენი ამბობდა, "ვილაპარაკოთ სექსზე მეტი". დიახ, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა სექსზე, სექსუალურ განათლებაზე, რომ ვიყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები და რა თქმა უნდა, ექიმთანაც უნდა მივიდეთ. სირცხვილი არ არის, ხალხნო, სექსოლოგთან მისვლა, სირცხვილია სექსუალური დისფუნქციის დამალვა და ეს ვერ გაიგო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. - შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ მარიხუანას მოხმარება, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული პრეპარატები? - დიახ, შესაძლებელია, თუმცა უფრო ხშირად 90-92 პროცენტში ეს ფსიქოგენური ფაქტორიდან მოდის. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ამ პრობლემით პაციენტები, თუმცა ქალების მომართვიანობა ნაკლებია. მამაკაცი უფრო ბედავს. არადა, ქალში უფრო მძიმედ მიმდინარეობს სექსუალური დისფუნქციები, სამკურნალოდაც უფრო ძნელია. ჩვენს ქვეყანაში ქალებს სექსუალური დისფუნქციის დროს ჯერ კიდევ ეუხერხულებათ ექიმთან მისვლა. როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, მისი ცხოვრების ხარისხი იკლებს, ის არ არის ბედნიერი, ბოროტდება, უკმაყოფილოა ყველაფრით. ეს, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პირდაპირ მოქმედებს. - როგორ ხდება მკურნალობა? - სექსოლოგი ეძებს ჯერ დარღვევების მიზეზს. ფსიქოგენურია დარღვევა თუ სხვა ტიპის. არის თუ არა ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა მარტივი? სამწუხაროდ არა და განსაკუთრებულად ქალებში. მამაკაცებში შედარებით მარტივია. განსაკუთრებით თუ ეს ტესტოსტერონის ნაკლებობით არის გამოწვეული. ქალის სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა, განსაკუთრებულად ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა, უკიდურესად რთული და ხანგრძლივია. თან მამაკაცს უფრო ყოფნის მოთმინება, ქალებს - არა. ქალი ელის შედეგს პირველივე ვიზიტიდან. აი, მოვედი ბატონო ზურაბ და მომარჩინეთ, მეტი აღარ მოვალ, მრცხვენია. ვერ მოვარჩენ ერთი ვიზიტით ადამიანს და ეს უნდა გააცნობიერონ. - დაზღვევა თუ მოქმედებს სექსოლოგთან ვიზიტისას? - არა, არასოდეს არ მოსვლიათ თავში აზრად სექსუალური დისფუნქციის დაზღვევა. ალბათ, უნდა გქონდეს ბრილიანტის პაკეტი, რომ სექსოლოგის მკურნალობა შედიოდეს. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, მოქმედი კანონმდებლობით გენიტალური ინფექცია, სექსუალური დისფუნქცია და უშვილობის მკურნალობა, არ ფინანსდება. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი ძირითადად ფსიქოგენურია, პირიქით, ფსიქიკურმა დარღვევებმა თუ შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება? - ნებისმიერი სექსუალური დისფუნქცია ქალსა და მამაკაცში, რომელიც არღვევს სექსუალური ცხოვრების ჰარმონიულობას, 100 პროცენტით იწვევს საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს. - საქართველოში ძალიან გაზრდილია განქორწინების რიცხვი... - განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დისჰარმონიული ქორწინება. ხშირად წყვილები ერთმანეთს ვერ უტყდებიან ამის შესახებ, მაგრამ ერთ რამეს მაინც აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს წყვილებს შორის ღიაობა იზრდება საქართველოში. სექსოლოგიაში არსებობს ტერმინი რა არის სქესობრივ ცხოვრებაში მისაღები დიაპაზონი - ანუ რა მოსულა სექსში. რაც უფრო მეტი მოსულა, რაც უფრო ღიაა ცოლი და ქმარი ერთმანეთთან, მით უფრო ჰარმონიული და ჯანსაღია წყვილი. მიხარია, რომ ამ კუთხით უმჯობესდება მდგომარეობა საქართველოში, ეს ხდება ჩემ გარეშე და ჩემი დახმარებითაც. ambebi.ge tia.ge
-
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს, საპასუხოდ კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია გუშინ ესკალაცია დაიძაბა. შეტაკების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს ერთი რიგითი გარდაიცვალა, სომხეთის მხარეს ი დაიჭრა 2 და დაიღუპა ასევე 2 ჯარისკაცი. The post აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჟურნალისტი ნუკა არველაძე ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება: “ვისესხებ 16 მილიონს, ხანდაზმულობის პერსპექტივით და შემდგომი ჩამოწერით!!!! რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მცანით დამნაშავედ! თაღლითობა დანაშაულია და არა მდგომარეობა!”- წერს ნუკა არველაძე. The post ვისესხებ 16 მილიონს, ხანდაზმულობის პერსპექტივით და შემდგომი ჩამოწერით – ნუკა არველაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ცოტნე ჯავახიშვილი კორონავირუსის "ომიკრონ"შტამთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას და ანალიზს სოციალურ ქსელში ავრცელებს: "ომიკრონი გაირკვა ბევრი რამე, კერძოდ: საიდან და რატომ გაჩნდა ეს ვარიანტი; რა გზით გაურბის იმუნიტეტს; რატომ არ/ვერ აღწევს ფილტვებამდე; რატომ არის მსუბუქი; რატომ არის ასე გადამდები; რატომ არის საშიში; თუ ეს და სხვა რამეებიც კარგად გავიგეთ, უფრო ადვილი იქნება… ყველაფერი უფრო ადვილი იქნება; ახალი მუტაციები და ძველების კომბინაციები გაბნეულია ომიკრონის მთელ გენომში; რატომ ვერ აღწევს ფილტვებამდე? თურმე იმიტომ რომ ვერ ასწრებს. ვერ ასწრებს იმიტომ რომ ომიკრონის სპაიკი კიდევ უფრო მაგრად (დელტაზე უკეთ) ებმის თავის რეცეპტორს, ამიტომ ზედა სასუნთქი გზები ვირუსებს “იჭერენ”; ასე ადვილად გადამდებიც ამიტომაა რომ მაგრად ებმის რეცეპტორს. ამას “აფინიტი” ქვია სტრუქტ ბიოლოგიის ენაზე; თუკი თავის რეცეპტორს მაგრად ებმის, ანუ სწრაფად და ადვილად შედის უჯრედში, რატომაა მსუბუქი? თურმე იმიტომ რომ აქვს მუტაცია E გენში და ამ გენის პროდუქტი ცილა E აქამდე ყველა ვარიანტში თრგუნავდა ინტერფერონებს. ინტერფერონები ერთგვარი სიგნალია რომ რაღაც ვირუსი შემობორიალდა და არიქა, მზად იყავით. ანუ მეზობელი უჯრედები აზრზე არ იყვნენ რო მალე მაგათი რიგიც მოდიოდა. ომიკრონის ეს მუტაცია ნაკლებად თრგუნავს ინტერფერონებს, ანუ დაინფიცირებულის მეზობელი უჯრედები აზრზე მოდიან და თავს იცავენ. ნაწილობრივ (მხოლოდ ნაწილობრივ) ამიტომ სიმპტომებიც მსუბუქია. ჯერჯერობით; > მაშ როგორ მრავლდება ასე სწრაფად? ომიკრონს ისეთი მუტაცია აქვს ე წ N გენში რაც დაახლ 2-3 ჯერ (ალბათ მეტჯერ) აჩქარებს ახალგამოჩეკილი ვირუსების აწყობას უჯრედში, და ეს ერთგვარად აბალანსებს ანუ აკანსელებს ინტერფერონების ეფექტს - ოღონდ (ეს მნიშვნელოვანია) მხოლოდ ინფიცირებულ უჯრედში. ინტერფერონული “პასუხი” გლობალურია, სიგნალი უჯრედებიდან გამოდის და “ჟბანში” სხვა უჯრედებს აფრთხილებს. ამიტომ ვირუსი სხვა უჯრედებზე და ქსოვილებზე ადვილად ვერ გადადის. მაგრამ ზედა სასუნთქი გზებიდან ამოფრქვეულ ახალ თაობას ვერაფერს უშვრება. ეს თაობაც თავისუფლად “დაგულაობს”, განსაკუთრებით სათხილამურო კურორტებზე, სადაც სურდო და ცხვირში თხლიპინი ხშირად იფაქტება; კორონა ამ თხლიპინს იყენებს; რა მოხდა გუდაურში ყველამ ვიცით; ეხლა ცოტა გენომიკა: სწრაფად გამრავლებას ხელს უწყობს მუტაციები ე წ პოლიმერაზას და ეგზონუკლეაზას გენებშიც (ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ანუ გენომის რეპლიკაცია სწრაფად ხდება. ზოგადად: რაც უფრო სწრაფად ხდება დნმ ის და მითუმეტეს რნმ ის რეპლიკაცია, მით მაღალია ახალი მუტაციების გაჩენის შანსი; ეს ხდება კიდეც - ეგაა რომ ომიკრონს უკვე იმდენი მუტაცია აქვს რომ ახლები, ასე ვთქვათ ვეღარ ქაჩავენ - აბსლტრ უმრავლესობა იღუპება; მაგრამ - მუტაციების გაზრდილი სიხშირე იმასაც ნიშნავს რომ უკვე არსებულების ე წ რევერსია ადრე თუ გვიან მოხდება (უკვე მოხდა) და ახლებისთვის “სივრცე” გამოთავისუფლდება. ესეც ახალი ვარიანტების წყარო. საიდან გაჩნდა ეს ვარიანტი? შეიცვალა გარემო. იმუნიტეტის სახით კორონა წააწყდა დაბრკოლებას. ამუშავდა “მომაწვები-მოგაწვების” წესი. მოხდა სელექცია. ზემოხსნებულ ეგზონუკლეაზაში, რომელიც თვითონ არეგულირებს მუტაციების სიხშირეს, ჩანს რევერსიის კვალი (ეს გენეტიკური კოდის თავისებურებაა) ანუ მუტაცია იქაც მოხდა, რამაც გააათასმაგა მთელ გენომში მუტაციები. ამათი 99.999…% იღუპებოდა. ამიტომ ვერ ვხედავდით. მაგრამ ერთხელაც ისევ ამ ეგზონუკლეაზაში იგივე ადილას მოხდა მუტაცია, ანუ რევერსია. ფუნქცია აღდგა. ვირუსი “დასპაკოინდა”. ახალი ვარიანტიც გამოიჩეკა. ომიკრონის და შემდეგი თაობების (თებერვლის ბოლოს ალბათ უკვე გამოჩნდება) გავრცელება აუცრელების ბრალია. ცალსახად. ნუუ, მოკლედ ასეა და გრძლად საუბარს სხვა ფორმატი ჭირდება. ევოლუციის მთავარი პრინციპი: გადარჩება არა ღონიერი ან გონიერი, არამედ ის ვინც უკეთ ეგუება ცვლილებებს. ნუ ვიფიქრებთ რომ ბაღლინჯოებს რამით ვჯობივართ. ბაქტერიებზე და ვირუსებზე რო არაფერი ვთქვათ. რა ხდება ან მოხდება კლინიკებში, აზრზე არა ვარ. ეს ექიმების და ეპიდემიოლოგების საქმეა", - წერს ჯავახიშვილი. tia.ge
-
სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი კოვიდინფიცირებულებს მიმართვას და მათ დახმარებას სთავაზობს: "არავითარი მორიდება და უხერხულობა - კოვიდპაციენტებო, თუ ჩემი დახმარება რამეში დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთ. შემიძლია, გაგეგაგზავნოთ წამლებზე, საკვებზე, სხვა საჭირო ნივთებზე. მართლა, გულწრფელად გეუბნებით. მხნედ და მშვიდად იყავით, მალე გამოჯანმრთელდით. არაFერზე იღელვოთ. მარტო არ ხართ. 5 თვის შემდეგ გორიალა გავაკეთე ზეგ-ში და ისიც თქვენს სამსახურშია. ძალა ერთობაშია, ძალა თანადგომაშია", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე. tia.ge
-
სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა, განუცხადა, ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებს. „მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შესახებ, ამის შემდგომ რეგლამენტის თანახმად, ჩვენი კომიტეტი ამ განაჩენს გამოითხოვს და 15 დღის ვადაში მოხდება შესწავლა და დაუყოვნებლივ დაიდება დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება ბიუროს. ბიუროს შემდეგ, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, საბოლოო სიტყვა ექნება პარლამენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის განმარტებით, თუკი საკითხი სესიის სხდომაზე, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, არანაკლებ 50 დეპუტატის, მხარდაჭერა დასჭირდება. ცნობისთვის, 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ. The post პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს: რამხელა აჟიოტაჟია თიბისის საქმეზე. მოგვიანებით დავწერ ამ თემაზე, მაგრამ მანამდე ორ კითხვას დავსვამ: ბანკის კრედიტ ოფიცერი თქვენ რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში და შემდეგ თქვენგან ისესხოს იგივე თანხა და გაუგოს ბანკმა, ბანკი იტყვის რომ დანაშაული არაა ჩადენილი, თუ როგორც მინიმუმ თაღლითობად ჩაუთვლის და გააგდებს მგლის ბილეთით? მცირე ხნის შემდეგ, კრედიტ ოფიცერი რომ დაგეხმაროთ და ბანკს დაუმტკიცოს თქვენი ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს ეს ვალი, ამავე დროს თქვენგან უკან ნასესხები თანხაც არ დააბრუნოს, რა კვალიფიკაციას მისცემს ბანკი, როცა ამ სქემას გახსნის? დაახლოებით იგივეა ეს საქმე. გულახდილი პასუხები გაეცით. დანარჩენს მოგვიანებით. ჰო, ახლა რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ. ეს დაახლოებით იგივეა განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობა რომ დაგიმტკიცდეს და ამბობდე, ის ვერ დამიმტკიცეთო?!ფულის გათეთრების ნაცვლად, დაუმტიცდათ ფულის გაშავება. გიგი უგულავა, თავისი აღიარებულ-დამტკიცებული 48 მილიონით და დავით ბაქრაძე, დანა-ჩანგლებით და შემთხვევით აღმოჩენილი არადეკკლარირებული კოლოსალური თანხებით (ზუსტად არ მახსოვს, მილიონ ლარამდე იყო), სჯობს გაჩუმდნენ, ასეთ საქმეებზე. მხოლოდ უარესად ძირავთ. ველოდები გასაჩივრებებს ყველა ინსტანციაში და საბოლოო განაჩენს. თუ ამ ბრალდებაში, ანუ თაღლითობაში თავი ვერ გაიმართლეს, ბანკირებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დანაშაულია. თუმცა, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, ამაზე უკეთეს განაჩენს როგორ დააყენებენ, როცა თავად ბანკს აღიარებული აქვს ეს დანაშაული და 1,1 მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადა. პარალელურად ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაყვანა მოხდა. ავვთო წერეთელი ამბობს, ხელი არაფერზე მომიწერიაო, ანუ მისი კომპანიების ხელმძღვანელებს აბრალებს? მამუკა ხაზარაძე კი მუდმივად აცხადებს, ჩემი მეგობარი წერეთლისგან ვისესხეო. ამ ბრიფინგზე წონიანი პოლიტიკოსები რომ უმაგრებთ გვერდს, ნუ, ერთს ეხება, პრინციპში, პასუხისმგებლები ხართ რომ დანაშაული, ანუ თაღლითობა არ ჩადენილა? ასევე, თუ ყველა სხდომაზე დადიოდნენ, განაჩენს რატომ დაელოდნენ პარტიის ოფისში? ციხე არავისთვის მიხარია. მით უმეტეს, ეკონომიკურ თემებზე, მაგრამ როცა ასეთ რეზონანსს აძლევენ, უბრალოდ ვმსჯელობთ. დეტალურად და მარტივი ენით, მოგვიანებით“ – წერს ამირან სალუქვაძე. The post „რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ“ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის ომი პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა. აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შეფასებისას კარინშმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი დადებითი შედეგები – მოლაპარაკებები შედგა. მისი თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს ნატოს უკარნახოს, თუ რომელი ქვეყნები უნდა იყვნენ ან არ უნდა იყვნენ მის შემადგენლობაში და სად არის შესაძლებელი ნატო-ს ჯარების განთავსება. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ყველაზე ცუდი შედეგი, კარინშმა თქვა, რომ ყველაზე ცუდი სცენარი ომია. „თუ ომი იქნება, მაშინ ნატო მზად არის”, – თქვა კარინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რუსეთსა და ალიანსს შორის თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი. The post ლატვიის პრემიერი – რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ნატო მზად არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ვარაუდით, საქართველოში, თებერვლის ბოლომდე იმ ადამიანთა 90%, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვს, "ომოკრონით" დაინფიცირდება. “პრაქტიკულად, ყველა გადაიტანთ "ომიკრონს". ვინც “ფაიზერით” სამჯერ ხართ აცრილი, თქვენ ე.ი. ხართ აცრილი! დანარჩენები ერთხელ, ორჯერ აცრილები, სამჯერ ჩინურით აცრილები, კოვიდ გადატანილები და მერე აცრილები, ეს ყველაფერი არის ზღაპრები, ძილის წინ ბავშვებს რომ უყვებიან. თქვენ არ ხართ აცრილი, შეიგნეთ ეს! ასევე მინდა გითხრათ, ვინც აცრილი არ ხართ, თებერვლის ბოლომდე, შუა რიცხვებამდე 90%-ი, საქართელოში ყველა დაინფიცირდებით. მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ეს არის რეალობა", - აცხადებს ვიდეომიმართვაში ფხაკაძე. tia.ge
-
“სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად” – ამ მოწოდებით Manifest.ge-ზე პეტიცია ვრცელდება. განცხადების ავტორები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობს და დიალიზი სჭირდება, მას მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს – ან მესტიის მუნიციპალიტეტიდან აიყაროს ან დაიღუპება. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას, რათა სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეძლონ: გთავაზობთ პეტიციის ტექსტს: “ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობს და დიალიზი სჭირდება, არჩევანი არ აქვს – მესტიის მუნიციპალიტეტიდან უნდა აიყაროს ან მოკვდება. ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები ისედაც არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს – ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. სვანეთიდან, უახლოესი კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, ზუგდიდშია. მესტიიდან ზუგდიდამდე 140 კილომეტრია. ერთი მიმართულებით მგზავრობას 2.5 – 3 საათი სჭირდება. ზამთარში, დიდთოვლობისას ან როცა გზა მოყინულია, უფრო მეტი. ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. ტაქსით მესტიიდან ზუგდიდამდე ერთი გზა 150 ლარი ღირს. ოჯახი დიდი შემოსავლით თუ არ არის უზრუნველყოფილი, ამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რადგან კვირაში, ძირითადად, დიალიზის სამი სეანსია აუცილებელი. კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც მესტიის ზემოთ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და დიალიზი სჭირდებათ. ისინი უშგულიდან, კალიდან, მულახიდან და სხვა სოფლებიდან ჯერ მესტიაში უნდა ჩამოვიდნენ, მესტიიდან როგორმე და რამით ზუგდიდში მოხვდნენ, დიალიზი გაიკეთონ, რომლის ერთ სეანსსაც 4 საათი სჭირდება, მერე ისევ მესტიაში დაბრუნდნენ, იქიდან კი მესტიის ზემოთ სოფლებში, რაც ერთ დღეში შეუძლებელია. საქართველოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს, თუმცა ყველაზე მაღალმთიან რეგიონში სახელმწიფომ ადგილობრივი საავადმყოფო დღემდე ვერ უზრუნველყო აუცილებელი სამედიცინო ტექნიკითა და სპეციალისტებით. არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, ზემო სვანეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს სჭირდება დიალიზი. მესტიის საავადმყოფოში თირკმლის გამოკვლევა არ ხდება. “მთის ამბების” ინფორმაციით, ამჟამად თბილისის კლინიკებში, ზემო სვანეთიდან დედაქალაქში საცხოვრებლად იძულებით გადმოსული 17 ადამიანი იღებს დიალიზის სერვისს. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2021 წელს პროგრამის წლიური ბიუჯეტი 53 650 000 ლარია. პროგრამაში 3400 ადამიანია ჩართული. საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რომ სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში შეძლონ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ ხდებოდეს მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით. ამ პეტიციის განთავსება მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზე გვსურდა, სადაც პეტიცია 30 დღეში 10 ათას ხელმოწერას თუ დააგროვებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია ვალდებულია ის განიხილოს, ზოგიერთი პეტიციის განხილვა კი, შესაძლოა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოხდეს. პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად 30 ნოემბერს წარვადგინეთ, მაგრამ დღემდე დაბლოკილია, რითაც მთავრობის ადმინისტრაცია დადგენილ წესებს არღვევს. ამიტომ, გამოვიყენეთ ალტერნატიული შესაძლებლობა, პეტიცია განვათავსეთ manifest.ge-ზე. ვეცდებით 10 ათასი ხელმოწერა შევაგროვოთ და მთავრობას წერილობით წარვუდგინოთ. გთხოვთ, გაავრცელოთ პეტიციის ბმული და მოიწვიოთ ადამიანები ხელმოსაწერად. დიდი მადლობა!” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. The post “კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, მესტიიდან 140 კილომეტრშია” – სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად პეტიცია ვრცელდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კანადის ერთ-ერთ პროვინცია კვებეკში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, დამატებითი გადასახადი დაწესდება. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს. ამჟამად კვებეკის მოსახლეობის მხოლოდ 12.8 პროცენტი არ არის ვაქცინირებული, თუმცა სწორედ არავაქცინირებულ პირებზე მოდის ჰოსპიტალური შემთხვევების თითქმის ნახევარი. კვებეკი არ არის პირველი ადგილი, სადაც არავაქცინირებული პირებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციები დაწესდა. საბერძნეთის არავაქცინირებულ მოქალაქეებს ყოველთვიურად დამატებით 100 ევროს გადახდა უწევთ, ხოლო სინგაპურში არავაქცინირებულთათვის მკურნალობა უფასო არაა. The post კანადის ერთ-ერთ პროვინციაში აუცრელებისთვის გადასახადი დაწესდება appeared first on [/url]. ALIA.GE