
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს: “ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს. მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ – რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ. შუადღე გადასული იქნებოდა =AZWtO18gpJv8Mzq2o6jl3HTvOea2DPRbBgbtFWEaRL8Up2iAsUyIPI6BIqRzQqVZ_yeqqGlKXBFVfwocwvqX_oGWzFPF_k1Hot95Q1fVPSMiQKioCOBTqGSw9Cg_hRWKRI4&__tn__=-]K-R"]Guram Chalagashvili-მა რომ დამირეკა – თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა – როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად. ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში. პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები. =AZWtO18gpJv8Mzq2o6jl3HTvOea2DPRbBgbtFWEaRL8Up2iAsUyIPI6BIqRzQqVZ_yeqqGlKXBFVfwocwvqX_oGWzFPF_k1Hot95Q1fVPSMiQKioCOBTqGSw9Cg_hRWKRI4&__tn__=*NK-R"]#СлаваУкраiнi No time to die.” The post “ვისაც კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში” – ოქრუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაქცევას სთავაზობდნენ, თუმცა მან ქვეყანა არ დატოვა. "ძალიან, ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ სააკაშვილი, რომლის მთავრობაში მოსვლას მე არასდროს მხარს არ დავუჭერ, დღეს ციხეშია. სააკაშვილს ომის დროს გაქცევას თავაზობდენ და არ გაქცეულა. ყველანაირი მხარდაჭერის და იმ საერთო კონსოლოდაციის გარეშე, რაც დღეს უკრაინას აქვს, სააკაშვილმა გაქაჩა და ქვეყანა არ დათმო. ისიც მახსოვს, მოლაპარაკებებში როგორ არ თმობდენ ჩვენთვის საზიანო პუნქტებს. მოკლედ, ღარიბაშვილი თავში და სააკაშვილი ციხეში დიდი უსამართლობაა", - წერს ხოშტარია. tia.ge
-
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეორე დღეა ჩაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს“-მა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა. როკის გვირაბთან ზვავსაშიშროების გამო, რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლა ხუთშაბათს, 3 მარტს შეწყდა. „გზა გადაკეტილია შემდგომ განკარგულებამდე. ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გუშინდელიდან გადაუღებლად თოვს. მთაში ამინდი ძალიან ცუდია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. მათი თქმით, ზვავსაშიშროება მაღალია. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ გზის გახსნის პროგნოზი საიმედო არ არის და ეს ყველაფერი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. დიდთოვლობის და ზვავების გამო ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით […] REZONANSI
-
საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: ""ნაციონალური მოძრაობა" მილიონ-ნახევარ დოლარს იხდის უცხოელ ლობისტებთან რათა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე გახდეს დამოკიდებული. მილიონ-ნახევარ დოლარად ნაყიდი ქვეყნის ღალატი ემსახურება მიზანს, სტატუსის მინიჭება არ მოხდეს "ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. "ნაციონალური მოძრაობის" ვიწრო პოლიტიკური ხედვა აზიანებს ქვეყანას. 2008 წლის ომამდე გაყიდული ომის შემდეგ დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხს ყიდიან. მილიონ-ნახევრად ყიდიან! ამ მოღალატეობრივი პროექტის დაფინანსებას დავით კეზერაშვილთან ერთად კობა ნაყოფიაც აპირებს. მოღალატე ყველგან და ყველაფერში მაინც მოღალატედ რჩება, ასეა ეს", - წერს მეგრელიშვილი. tia.ge
-
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს. დღეს დილით, უკრაინული მედიასაშუალებები ორლოვზე დაყრდნობით წერენ, რომ ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები, ამ დროისთვის, არ მიმდინარეობს. REZONANSI
-
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის. "ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს. მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ - რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ. შუადღე გადასული იქნებოდა Guram Chalagashvili-მა რომ დამირეკა - თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა - როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად. ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ - უკრაინაში. პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები. #СлаваУкраiнi", - წერს ოქრუაშვილი. tia.ge
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით ოფიციალურად 9 166 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. - ჯარისკაცი - დაახლოებით 9 166; - ტანკი - 251; - ჯავშანტექნიკა - 939; - საარტილერიო სისტემა - 105; - სარაკეტო სისტემა - 50; - საზენიტო საბრძოლო სისტემა - 18; - თვითმფრინავები - 33 (ინფორმაცია ზუსტება); - ვერტმფრენი - 37; - საავტომობილო ტექნიკა - 404; - მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა - 2; - საწვავის რეზერვუარი - 60; - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3. tia.ge
-
უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი უმაღლესი რადას სახელით ევროპასა და მთელს მსოფლიოს მიმართავს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და „ბირთვული მანიაკი“ შეაჩერონ. "უკრაინის უმაღლესი რადას სახელით მივმართავთ სრულიად ევროპისა და მსოფლიოს პარლამენტებს, მთავრობებსა და მოქალაქეებს. რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევას“, - აღნიშნა რადას თავმჯდომარემ. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქება ჩერნობილზე მძიმე შედეგებს გამოიღებს. შეგახსენებთ, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. tia.ge
-
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საწვრთნელ-სასწავლო შენობაში დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, ჯენიფერ გრანჰოლმი აცხადებს, რომ რადიაციის დონის მატებაზე რაიმე ნიშანი არ არსებობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 550 კმ-ზე, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ზაპორიჟიეს ქარხანა განსხვავდება და გაცილებით უსაფრთხო სახეობის არის, ვიდრე ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 100 კმ-ში მდებარეობს. 1986 წელს, მისი აფეთქების შედეგად, რადიოაქტიური ნარჩენები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის […] REZONANSI
-
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს, რადგა მათ არ სურთ ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს. "არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს აშშ-ის სამხედროების მხრიდან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას მოითხოვს და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. tia.ge
-
უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მათი ცნობით, მგზავრობა უფასო იქნება. „4 მარტის საევაკუაციო რეისები კიევიდან: რეისები სადგურ Київ-დან: 01:56 – №17 Ужгород – Харків; 04.02 – №21 Харків – Трускавець; 04:21 – №150 Чернівці – Полтава; 04:21 – №130 Ворохта – Кременчук; 04:36 – №1 Івано-Франківськ – Костянтинівка; 05:38 – №138 Краматорськ – Хмельницький; 09:00 – №959/960 Київ – Ужгород; 09:00 – №705 Дарниця – Львів; 06:23 – №142 Львів – Лиман; 06:23 – №114 Львів – Лиман; 10:00 – №715 Дарниця – Львів; 11:50 – […] REZONANSI
-
UFC-ის უკრაინელმა მებრძოლმა იგორ პოტიერიამ დაუმარცხებელ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა, რომელსაც უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჯერ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. “მილიონობით ადამიანი გიყურებდა და ცდილობდა, შენნაირი ყოფილიყო. ძალიან ბევრ სავარჯიშო დარბაზში მისაბაძი ადამიანი შენ იყავი. შენი კარიერა უკრაინაში დაიწყე. ძალიან ბევრი ისაუბრე სიამაყეზე და რწმენაზე და ყველას ესაუბრე, როცა შენ ავტობუსს დაესხნენ თავს. ახლა კი შენ დუმხარ”. ხაბიბი რამზან კადიროვთან და პუტინთან დაახლოებული პირია. The post “კარიერა უკრაინაში დაიწყე, მილიონობით ადამიანი გიყურებდა, ახლა კი შენ დუმხარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა. „ამ ომის ლოგიკაა – სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, წერს პოდოლიაკი. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. REZONANSI
-
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში უკრაინაში ობლად დარჩენილი ბავშვების შვილად აყვანის თემას ეხმაურება და წერს: „დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს. ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა. ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვისზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.პ.ს. ერთადერთი გაუგებარი და მოუწესრიგებელი ბავშვთა სახლები არის რელიგიურ დაწესებულებები. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ დეინსტიტუციონალიზაციას. საქართველომ თუ ვინმე გაწირა, სწორედ რელიგიურ პანსიონატებში მყოფი ბავშვებია, რომელთა უფლებებიც სასტიკად და სისტემატურად ირღვევა. სახელმწიფო კი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ეშინია საპატრიარქოსი. მაგრამ ამასაც მივხედავთ!“, – წერს პატარაია. The post “დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ” – ბაია პატარაია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში მიიტანეს 25-ე სკოლაზეც, რომელიც დანგრეულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. “ახლახანს რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის 25-ე სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაშავებულთა და დაღუპლუთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. სკოლა დანგრეულია, ახლა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, – თქვა ქალაქის მერმა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ. უკრაინაში ომი უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს. The post ჟიტომირში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელების დასახმარებლად თბილისიდან მოხალისეები მიემგზავრებიან. მათ შორის არის ,,ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი, დავით ქაცარავაც. „მოხალისეები მივემგზავრებით უკრაინაში. დიდება უკრაინას!”, – დაწერა რამდენიმე დღის წინ დავით ქაცარავამ. დღეს კი წერს, რომ უკვე უკრაინაშია. „ადგილზე ვართ“, დაწერა ქაცარავამ სოციალურ ქსელში. The post დავით ქაცარავა უკრაინაში მოხალისედ გაემგზავრა: „ადგილზე ვართ“ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში უკრაინაში ობლად დარჩენილი ბავშვების შვილად აყვანის თემას ეხმაურება და წერს: „დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს. ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა. ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვისზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.პ.ს. ერთადერთი გაუგებარი და მოუწესრიგებელი ბავშვთა სახლები არის რელიგიურ დაწესებულებები. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ დეინსტიტუციონალიზაციას. საქართველომ თუ ვინმე გაწირა, სწორედ რელიგიურ პანსიონატებში მყოფი ბავშვებია, რომელთა უფლებებიც სასტიკად და სისტემატურად ირღვევა. სახელმწიფო კი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ეშინია საპატრიარქოსი. მაგრამ ამასაც მივხედავთ!“, - წერს პატარაია. tia.ge
-
“მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია და საქართველო ამ ომში არ ჩაერთვება“ – ლელა კაკულია https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/mesame-msophlio-omi-datsqhebulia...-amis-thqma-minda-qarthvelebi.mp4 ვიდეო: “ჯორჯიან თაიმსი”. GTTV The post “მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია… ამის თქმა მინდა ქართველებისთვის“ – ლელა კაკულიას მოულოდნელი წინასწარმეტყველება ვრცელდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, ნექტარიოს მჭედლიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ხარკოვიდან 78 ჩვილს აშვილებენ. "მეგობრებო გავრცელდა "ფეისბუქზე" ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან. უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ", - წერს მჭედლიძე. შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა, გიორგი არველაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვიდან 78 ობოლი ბავშვი გამოიყვანეს. "არ იციან რა უყონ. თუ ვინმეს გინდათ შვილება, ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ. მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით,“ - წერდა არველაძე. tia.ge
-
რუსეთში საინფორმაციო შეზღუდვა გრძელდება, ქვეყანაში ნაწილობრივ დაბლოკილია ფეისბუკი, ასევე გამოცემა “მედუზა”, BBC-ის და “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციები, ასევე Deutsche Welle. გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოიარხმა “ეხო მასკვი” და ტელეკომპანია “დოჟდმა“. პროკურატურისა და “როსკომნადზორისგან” მედიასაშუალებების შეზღუდვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ისინი რუსეთის სახელისუფლებო მედიისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. მედიასაშუალებებს დანაშაულად ჩაუთვალეს ის, რომ მათ რუსეთის სამხედრო აგრესია ომად მოიხსენიეს და არა როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რასაც მას რუსეთის ხელისუფლება უწოდებს. The post რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა – კრემლმა BBC და “რადიო თავისუფლებაც” შეზღუდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კომპანია Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტომა ბრაიან ჩესკიმ „ტვიტერზე“ დაწერა. ცნობისთვის: 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დაწესდა. პარალელურად, საერთაშორისო კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ. The post Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ოკუპანტი რუსების საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადსხვა ლათინური ასოა გამოსახული. დაზუსტებით, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლოები, უცნობია, თუმცა არსებობს ვერსიები, რას აღნიშნავს Z, V, X და სხვა ლათინური ასოები, რომელიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნიშნები, რუსი სამხედროების კომუნიკაციისთვის არის აღნიშნული. თავდაცვის კვლევითი ცენტრის ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სიმბოლოები დაკავშირებულია, სავარაუდოდ, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, სადაც ქვედანაყოფები განლაგდებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლოები. მაგალითად Z! – ეს ნიშნავს რუსეთის აღმოსავლეთ ძალებს, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ. Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში; ვარაუდობენ, რომ სამკუთხედში გამოსახული Z შესაძლოა სულ სხვა დანიშნულების მატარებელი იყოს და შესაძლოა, სამხედრო ტექნიკას, რომელზეც ეს სიმბოლოა დატანილი, განსხავევებული ტაქტიკური ამოცანები ჰქონდეს. რაც შეეხება სიმბოლო V -ს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს საზღვაო ქვეითების აღმნიშნვნელი სიმბოლოა. ასევე, V ნიშანს ხსნიან, როგორც გამარჯვებული დაჯგუფების სიმბოლოს. ასევე, სამხედრო ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ თუ Z-ს აქვს რუსეთის აღმოსავლეთ ძალების სიმბოლო, შესაძლოა, V აღნიშნავდეს დასავლეთ ძალებს. X – ჩეჩნურ სამხედრო შენაერთებს გულისხმობს. A- სპეციალური დანიშნულების რაზმებს. ხოლო, O -ბელარუსში დისლოცირებულ ჯარებს. The post Z, V, X, O – რას ნიშნავს ლათინური ასოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა გამოსახული appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „პირველად ისტორიაში! არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში არ დაუბომბავს ატომური ენერგობლოკი. ქვეყანა ტერორისტი – ატომურ ტერორამდე მივიდა. რუსი პროპაგანდისტები იმუქრებიან, სამყაროს “ატომური ფერფლით” ავსებაზე. ახლა ეს მხოლოდ მუქარა არაა, ეს რეალობაა. ჩვენ არ ვიცით რით დასრულდება ხანძარი ელექტროსადგურზე“. The post ზელენსკი: არც ერთ ქვეყანას არ დაუბომბავს ატომური ენერგობლოკი, რუსების მუქარა უკვე რეალობაა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი საკუთარ Facebook-პოსტში უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის საშუალება არის მხოლოდ რუსი ხალხი. “არსებობს რუსეთში ბრუტუსი? არის რუსეთის არმიაში უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი? ამის ერთადერთი დასასრული იქნება ეს ტიპი რუსეთში ვინმემ რომ მოკლას. შენს ქვეყანასა და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევდი. ერთადერთი ხალხი, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. მარტივი სათქმელია, რთული გასაკეთებელი. თუ დარჩენილი ცხოვრება ბნელეთში ცხოვრება, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება და სიღარიბეში ყოფნა არ გსურთ, უნდა იმოქმედოთ”, – წერს ამერიკელი სენატორი. The post გრემი პუტინზე: ერთადერთი დასასრული იქნება რუსეთში ის ვინმემ რომ მოკლას appeared first on [/url]. ALIA.GE