
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
გაფრთხილება! სენსიტიური კადრები – ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ რუსულმა ტანკმა მოქალაქეს დამიზნებით ესროლა https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/gaphrthkhileba-sensitiuri-kadrebi-vrtseldeba-kadrebi-sadats-s-1.mp4 The post გაფრთხილება! სენსიტიური კადრები – ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ რუსულმა ტანკმა მოქალაქეს დამიზნებით ესროლა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურ რეიმში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ. ფ., 1978 წელს დაბადებული ი. მ., 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ა., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ. ფ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ. კ., 1996 წელს დაბადებული დ. ჯ., 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. პ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე. ქ., 1972 წელს დაბადებული შ. მ., 1975 წელს დაბადებული ჯ. გ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე. პ., 1997 წელს დაბადებული ე. ა., 1980 წელს დაბადებული ტ. ფ. და 2008 წელს დაბადებული ა. პ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.რ. ზუგდიდში დააკავეს. 1993 წელს დაბადებული გ.ლ. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „პრეგაბალინის“, „სუბოქსინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები - 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები. გარდა ნარკორეალიზატორებისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 5 პირი - 1983 წელს დაბადებული ო.ა., 1981 წელს დაბადებული ზ.ზ., 1989 წელს დაბადებული რ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1989 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, რ.ჩ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". ზ.ზ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. tia.ge
-
"შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ვატო გელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს: ვატო დამეკონტაქტა. არაა დაჭრილი და ამჟამად ლვოვშია. დაბომბვის შემდეგ, ვინც გადარჩა, მთელი ღამე ტყეში გაუტარებიათ, საწ####ბს. ხვალ ტელეფონს გავაკეთებ და ყველაფერს მოგიყვებიო... მოკლედ, ასეა მამაცი ჯარისკაცის შვეიკის ამბავი", - წერს ენუქიძე. tia.ge
-
„იმედის“ საინფორმაციოს უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში არხის კრიტიკოსებს პასუხობს. „ვრემიას“ ეთერში მომხდარმა ამბავმა ზოგს „იმედის“ პოლიტიკური კურსი გაახსენა და სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მაგდა ანიკაშვილმა შეიძლება „ვრემიას“ წამყვანის ბედი გაიზიაროს. „პარტიაში ახალი მესიჯბოქსები ჩაუყრიათ, ცოტა მრავალფეროვნება ბიჭებო, ნუ აკოპირებთ“. – წერს ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში და ნიკა მელიასა და ვახო სანაიას სტატუსების სქრინს აქვეყნებს. ვახო სანაია მაგდა ანიკაშვილს მოუწოდებს, ფრთხილად იყოს, რომ პლაკატი არ გაშალოს მის ზურგს უკან. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ მაგდა ანიკაშვილი აღარ ინდობა, რადგან შეიძლება, პლაკატი მანაც გაშალოს. შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს, ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა, “შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” – ეწერა პლაკატზე. The post ირაკლი ჩიხლაძე: პარტიაში ახალი მესიჯბოქსები ჩაუყრიათ, ცოტა მრავალფეროვნება ბიჭებო, ნუ აკოპირებთ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუს გენერლებს სამხედრო და აღმამსრულებელი თანამდებობის პირებს, მათ ოჯახებს და პუტინის ახლო გარემოცვის წევრებს ევროკავშირი პერსონალურ საქნციებს უწესებს. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი უკვე დამტკიცებულია. გადაწყვეტილება ევროკავშირის კომიტეტმა რამდენიმე საათის წინ მიიღო. საქნცირებულთა სიაშია ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასთან კავშირშია. ევროკომისიის პრეზიდენტი ინფორმაციას TWITTER-ზე ავრცელებს და წერს, რომ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა. The post რუსი გენერლები, სახმედროები და აღმასრულებელი პირები – ევროკავშირმა სანქციების მე-4 პაკეტი დაამტკიცა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "სადგურზე, სადაც ლვოვიდან მატარებელი ჩამოდის და ხალხის დიდი ნაკადია, მოწყობილია დახმარების ცენტრი. იქვე სადგურში ჩამოსულებს ახვედრებენ საჭმელს, სიმკარტებს, შინაური ცხოველებისთვის საჭირო ნივთებს, ჰიგიენის საგნებს…იქვე ხდება ხალხის გადანაწილება სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. უამრავი ხალხი ირევა, უამრავი საჭიროებაა. დედები მძიმე ჩანთებით და ბავშვის ეტლებით, დაღლილი მოხუცები, ეძებენ ინფორმაციას, ცდილობენ დაკვალიანებას. ხოდა სადაც არ გაიხედავთ ყველა ადამიანის სახეზე დაინახავთ ისტორიას: დაღლილობა, დარდი, შემართება, გადარჩენის ინსტინქტი, ბევრი რამე. ხოდა ამ ბევრ ისტორიაში Sofia Tchkonia-მ შეამჩნია ეს ბავშვი, რომელიც საორგანიზაციო ოთახთან ცოტა მორიდებით და თან ინტერესით ტრიალებდა. ვაკვირდებოდით ამ ბავშვს და უცებ დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად. აქ არის სიკეთე და სიმართლე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ხოშტარია. tia.ge
-
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, უკრაინის უმაღლესი რადას წევრ და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან ერთადაა გამოსახული, ირაკლი ზარქუა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ეხმაურება. „დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით. მე პირველ რიგში ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი. რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება. უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული. ეს არის და ეს,“- წერს ირაკლი ზარქუა. ცნობისათვის, ფეისბუქმომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ კეპიანი ირაკლი ზარქუასა და დავით არახამიას ფოტოს და წერენ, რომ ზარქუამ სტილი არახამიასაგან გადმოიღო. ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კეპით რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი განცხადებით, კეპით სიარულის აუცილებლობა სამედიცინო პროცედურითაა განპირობებული. The post “ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით” – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 13 500 თანამებრძოლი დაკარგეს. - ჯარისკაცი - 13500; - ტანკი - 404; - ჯავშანტექნიკა - 1279 ; - საარტილერიო სისტემა - 150; - სარაკეტო სისტემა - 64; - საზენიტო საბრძოლო სისტემა - 150; - თვითმფრინავები - 81; - ვერტმფრენი - 95 ; - საავტომობილო ტექნიკა - 640 ; - გემი/ნავი/კატარღა - 3; - საწვავის რეზერვუარი - 60; tia.ge
-
პეტრ ფიალა (ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერი), მატეუშ მორავეცკი (პოლონეთის პრემიერი) და ჯანეზ იანშა (სლოვენიის პრემიერი) კიევს დღეს ეწვევიან - ინფორმაციას დასავლეთის მედია ავრცელებს. "ვიზიტის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს მთელი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ამ ვიზიტის მიზანია ასევე უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის წარდგენა“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. tia.ge
-
რუსებს დაახლოებით ათი დღე აშორებთ საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ამოწურვის “კულმინაციურ წერტილამდე” – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა, foxnews – თან ინტერვიუში ისაუბრა. მას სჯერა, რომ რუსულ ძალებს რესურსების ამოწურვამდე დაახლოებით ათი დღე დარჩა. ჰოჯესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არა მხოლოდ გააგრძელებს, არამედ გაზრდის კიდეც. “რუსებს, ვფიქრობ, დაახლოებით ათი დღე აშორებთ იმას, რასაც კულმინაციურ წერტილს უწოდებენ, როდესაც მათ უბრალოდ აღარ აქვთ საბრძოლო მასალა და არც ცოცხალი ძალა თავდასხმის გასაგრძელებლად “,- ამბობს ჰოჯესი. The post რუსებს დაახლოებით 10 დღე აშორებთ საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ამოწურვამდე – ჰოჯესი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს აფთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას აღმოუჩენს, ამას “მნიშვნელოვანი შედეგები” მოჰყვება. როგორც The Guardian თეთრი სახლის პრეს-სპიკერზე, ჯენ ფსაკიზე დაყრდნობით იუწყება, მათ შორის, საუბარია ეკონომიკურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს. “თუ ისინი რუსეთს სამხედრო ან სხვა სახის დახმარებას გაუწევენ, ამას მნიშნელოვანი შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ავუხსენით პეკინს, რომ უმოქმედოდ არ ვიქნებით. არც ერთ ქვეყანას არ მივცემთ საშუალებას, აუნაზღაუროს რუსეთის დანაკარგები”, – აცხადებს ჯენ ფსაკი. თეთრ სახლში არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა რუსეთმა ჩინეთისგან რაიმე სახის სამხედრო დახმარება რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. The post თეთრი სახლი ჩინეთზე: არავის მივცემთ საშუალებას, რუსეთს აუნაზღაუროს სამხედრო დანაკარგები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გუშინ, რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა. წარწერა პლაკატზე- ასეთი შინაარსის იყო “შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ”. აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტი ვახო სანაია ასე გამოეხმაურა: “Magda Anikashviliმონიტორთან ახლოს დაჯექი ზურგით. მიეყრდენი. ვინმემ არ ჩაგირბინოს პლაკატით. ხომ ხედავ, რა ხდება რუსეთის ტელევიზიაში” – წერს ვახო სანაია. The post “მონიტორთან ახლოს დაჯექი ზურგით, მიეყრდენი. ვინმემ არ ჩაგირბინოს პლაკატით, ხომ ხედავ, რა ხდება რუსეთის ტელევიზიაში”-ვახო სანაია მაგდა ანიკაშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უცხოური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დაკავებული იახტა ერთ-ერთ "მთავარ ოლიგარქს" ეკუთვნის. "კიდევ უფრო მეტი იქნება", - ამბობს სანჩესი. წყაროს ინფორმაციით, 85-მეტრიანი იახტა "ვალერი" კგბ-ს ყოფილ ოფიცერს და Rostec-ის ხელმძღვანელს, სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. tia.ge
-
კინოცენტრში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის შემდეგ, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, კულტურის მინისტრმა დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის ხარვეზები, კორუფციული ნიშნები ტენდერებში, ნეპოტიზმის ფაქტები და ა.შ. მომზადდა დასკვნა, რომლის საფუძველიც კულტურის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი წულუკიანმა პროკურატურას გადაუგზავნა. ამ ეტაპზე, „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ხელმძღვანელის გარეშეა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს. The post აუდიტის დასკვნის საფუძველზე თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ექსპერტი რუსეთში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც ომის შემდეგ, შეიძლება მოხდეს. „რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტორიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული! უკანასკნელი ტრაგედია რუსებისა – ეს 90-იანი წლებია! არ შეიძლება უდიდესი დამოუკიდებელი სახელმწიფო კრიმინალზე, უსაზიზღრეს კორუფციასა და მაფიურ (კლანურ) სისტემაზე ააგო და ხელისუფლებაში მარიონეტები გყავდეს: სახელმწიფო კარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას. რუს მილიარდერთა უდიდესი ნაწილი (მცირე გამონაკლისის გარდა), რუსული კრიმინალიდან გამოსული ხალხია, რუსული კრიმინალი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, მტაცებლური და დაუნდობელია მსოფლიოში! სწორედ ამ ოლიგარქებმა შეუქმნეს პრობლემები სახელმწიფოს! რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაში კი არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი-ლიდერი, რომელიც რუსი ხალხის მართლაცდა უიშვიათეს შესაძლებლობებს გახსნიდა, ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნიდა საკუთარი ეფექტური შრომის ხარჯზე მიაღწევდა, ალაგმავდა კრიმინალს, უსაზიზღრეს კორუფციას და ამ ფანტასტიკური რეალური სიმდიდრის ქვეყანას განვითარების ტრაექტორიაზე გაიყვანდა! როგორც ვხვდები – როგორც კი ეს ამბები დასრულდება რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ხელისუფლების გადაცემას გააკეთებს! აუცილებლად! რამდენადაც შევნიშნე, კარგა ხანია ამზადებენ რამდენიმე ჯგუფს, მაღალი დონის განათლებაც მიაღებინეს: რუსეთში+დასავლეთში! თუ რაიმე წმინდა რუსული პოლიტიკური სამზარეულოს მორიგი უბედურება არ მოხდა, – რაღაც განსხვავებულია მოსალოდნელი, თუმცა რა შანსი აქვს იმ ჯგუფებიდან ვინმეს ხელისუფლებაში მოყვანას – ამას მხოლოდ რუსეთში არსებული სამი პოლიტიკური ელიტა განსაზღვრავს: სპეცსამსახურების ელიტა, სამხედრო ელიტა და ლიბერალური ელიტა. ეს უკანასკნელი 30 წელია უცვლელად აკონტროლებს საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს, სამხედროები გასაგებია ვინც არიან! აი, რამდენად სპეცსამსახურების ელიტამ გაქაჩა კრიტიკულ სიტუაციაში – ვერ გეტყვით! მოკლედ, ეს სცენარი იქნება, მაგრამ რუსული ელიტები – არაპროგნოზირებადია!“,- წერს დემურ გიორხელიძე. The post “მოკლედ, ეს სცენარი იქნება..”-დემურ გიორხელიძე რუსეთის ხელისუფლების შეცვლაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში, 7 წლის წინანდელ წინასწარმეტყველებას იხსენებს. "ლელა კაკულია: სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე! შეკითხვა, რომელსაც ქვემოთ დავსვამთ, რიტორიკულია და პასუხს არ მოითხოვს. უბრალოდ გვსურს, მცირე საფიქრალი შემოგთავაზოთ თემაზე, რომელიც ისედაც კარგად იცის ჩვენმა მკითხველმა. საქმე ისაა, რომ გვერდის ადმინისტრაციამ ამ ბოლო დღეებში არაერთი სამადლობელი წერილი მიიღო ქალბატონი ლელას სახელზე, თქვენი ენერგია რომ არა, 2008-ში ნამდვილად შემოგრიალდებოდნენ რუსული ტანკები პრაქტიკულად ყველასგან მიტოვებულ და ლამის მარტო დარჩენილი საქართველოს დედაქალაქშიო, ტყუილად ხომ არ ეწერათო ზედ ლოზუნგი На Тбилиси!.. დიახ, მართლაც საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ 2008 წელს საქართველომ, რომელსაც მსოფლიოსგან იმ მხარდაჭერის ალბათ მეათასედიც არ ჰქონდა, როგორსაც ახლა იჩენენ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მიმართ (და უნდა გამოიჩინონ კიდეც!), ხუთ დღეში დაასრულა ომი ჩრდილოელ მონსტრთან. მართალია, ჯერ ისევ ჩვენს მიწაზე დგას ოკუპანტი, მაგრამ ცეცხლი შეწყვეტილია, ომი აღარ მიდის, ხალხი ბრძოლებში აღარ იხოცება. ხოლო დატაცებული მიწების უკან დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და გჯეროდეთ, ეს დრო ახლოსაა! უკრაინაში კი უკვე 18 დღეა, ომი მძვინვარებს, სისხლი იღვრება, რუსეთს სანქციას სანქციებზე უწესებენ (ამ დროის მონაცემებით უკვე 5,5 ათასი სანქცია აქვს დაწესებული - ყველაზე მეტი მსოფლიოში), ყელში უჭერენ და ახრჩობენ და მაინც ომობს, არ ჩერდება, უკან არ იხევს — თუნდაც ისე ნაწილობრივ, როგორც საქართველოში... ადმინისტრაცია კომენტარისგან თავს შეიკავებს, მხოლოდ ერთ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ, რომელიც შვიდი წლის წინ ჩაწერა ლელა კაკულიამ და ჩვენც რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ. - 2015 წელი, 24 იანვარი, ღამის 03:50 საათი ჩემს მკითხველებს აინტერესებთ, რას ვგულისხმობ კოსმოსში, რომელსაც ასე ხშირად და განუწყვეტლივ ვახსენებ; მთხოვენ ავუხსნა, რა არის კოსმოსი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულია, აკრძალულიცაა. მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ყველაფერი გავანდო. ვიტყვი მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირედს, იმდენს, რასაც ადამიანების გონება აიტანს და გასწვდება. წესით, ძალიან იოლი მისახვედრია, ვინ ვარ და საიდან მოვედი დედამიწაზე, თუკი ჩემს წინასწარმეტყველებებს გაეცნობით. დიახ, არსებობს კოსმოსი და არსებობს კოსმოსზე კიდევ უფრო ზე, ანუ მაღალი განზომილებები. აი იმ ზეგანზომილებიდან ვარ ზუსტად და ამაზე მეტს ვერც გეტყვით და არც ვიტყვი. უბრალოდ, წაიკითხეთ ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მომაქვს და რომელიც წვრილად გიყვებათ, თუ რა ხდება მიწასა თუ კოსმოსში. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უზარმაზარი, მაგიური ძალა აქვს და შესწევს უნარი, ააცილოს დიდი ომები და განადგურება იმ ქვეყანას, რომელშიც იმყოფება მისი გამხმოვანებელი — ანუ მე! სწორედ ამიტომ წარმომგზავნეს იმ ზეკოსმიური განზომილებიდან საქართველოში, სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!!! კიდევ მეტიც: ჩემი წინასწარმეტყველებებითა და ენერგიით ბევრ რამეს ვაჩერებ, რომ ადამიანებმა მთლად შუაზე არ გააპონ დედამიწა. ეს არის სრული სიმართლე და არავის გირჩევთ, იქილიკოთ ამ თემაზე. ზოგიერთებმა, ვინც რაღაც-რაღაცეები გაბედეს, უკვე მიიღეს მწარე პასუხები და კიდევ მიიღებენ. ისევ მათ გასაგონად ვამბობ, თორემ ეს ადამიანები ჩემთვის არც არაფერს წარმოადგენენ, ვერც ვერაფერს დამიშავებენ და ვერც ვერაფერს მავნებენ. მათი ქილიკი რწყილის კბენას ჰგავს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეუძლიათ თავი აარიდონ კოსმოსის რისხვას. დიახ, მე ვარ ერთადერთი დედამიწაზე, ვისაც კოსმიური ენერგიების ხილვა და მართვა ძალუძს (გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც აღნიშნული მაქვს, რა ენერგიები იცავს საქართველოს). ფრთხილად, ადამიანო, როცა კოსმოსს ეხები! კოსმოსი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არასდროს ივლის ადამიანების სურვილებსა და კაპრიზებზე. პირიქით, მწარედ დასჯის ყველას, ვისაც ამგვარი ამბიცია გაუჩნდება. ფრთხილად!!! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხდება კოსმოსში და მის მიღმა. განსაკუთრებით პლანეტებისა და ვარსკვლავებისგანაა ძალიან შორს ადამიანი და ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, რას წარმოადგენენ ეს ციური სხეულები, არც არასდროს ექნებათ. ეს მხოლოდ მე ვიცი. კოსმოსში მათ სულ სხვა სახელწოდებებით მოიხსენიებენ და ამას ადამიანები ვერასდროს გაიგებენ, სანამ „იქ“, იმ სამყაროში არ მოხვდებიან. როცა ადამიანი იქით განზომილებაში, ანუ გარდასახვაში გადადის, წამიერად მოაკვრევინებენ ხოლმე თვალს იმ ციურ სხეულებს... ‼️‼️მე იძულებულები ვარ, ვიყო ძალიან ადამიანური, რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ ჩემი. ‼️‼️ დიახ, ეს ასეა! მე ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ვახმოვანებ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც ზეკოსმოსი მავალებს. დიახ, მე წინასწარ ვყვები, რა მოხდება მომავალში დედამიწაზე, რა ელით სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკოსებს და ა.შ. ეს ულევი, უზარმაზარი, შეუფასებელი ინფორმაციაა, რომელიც გადაარჩენს დედამიწას, გადაარჩენს ადამიანებს. კოსმოსი არჩევანს მათ უტოვებს. არასწორი არჩევანი იმ ადამიანებს გაანადგურებს, რომლებიც ვერ არჩევენ სიკეთეს და ვერ ხედავენ, სად არის სიმართლე. ხოლო ჭკვიან, განათლებულ, მოაზროვნე და სიკეთის მთესველ ადამიანებს პირიქით, იცავს კოსმოსი. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც!"- წერს ლელა კაკულია. tia.ge
-
უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საქართველოში ჩამოვიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დოლგოვი თბილისში წუხელ ღამით ჩამოვიდა და საკუთარ რეზიდენციაში მივიდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ელჩი პირველ მარტს გაიწვია. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკის ქვეყანაში ელჩის დაბრუნებისკენ მოუწოდა. tia.ge
-
ტელეწამყვანი, ვანო ჯავახიშვილი სტრუმრობდა გადაცემა "მხოლოდ ლელასთან", სადაც მისი და მიშა ანდღულაძის ურთიერთობაზე ისაუბრა. "მეგობრები დღესაც ვართ. მე ვფიქრობ, რომ მიშა დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. სადმე თუ შევხვდით ერთმანეთს, შეიძლება ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ... აქამდე დავედით... “, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა. tia.ge
-
კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, ქრიზოსტომოსმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უდიდეს შეცდომას უშვებს და არ აინტერესებს, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპება. “პუტინი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, ინანიებდეს, ჯვარი ეკეთოს, ეზიაროს, მაგრამ ამავე დროს კლავს, ეს არის მისი მართლმადიდებლობა?” – თქვა მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა. კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გაამართლა მსოფლიო პატრიარქი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერდა მხარს და ნათელი გახდა, რომ საკითხი მხოლოდ რელიგიური არ ყოფილა. “ძმები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკრაინის საკითხი თეოლოგიური და რელიგიური იყო, ეს უარყვეს. აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი იყო”. – თქვა მეუფე ქრიზოსტომოსმა. The post “პუტინი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, ინანიებდეს, ჯვარი ეკეთოს, ეზიაროს, მაგრამ ამავე დროს კლავს, ეს არის მისი მართლმადიდებლობა?” – კვიპროსის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის დედაქალაქ კიევის მეტროს ქსელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ერთ-ერთმა აფეთქებამ დღეს დილით დააზიანა ლუკიანივსკის სადგურის ფასადი და ოფისები. ლუკიანივსკა საკმაოდ ახლოს არის კიევის ცენტრთან. დაზიანების გამო სადგური დაკეტილია. The post აფეთქების შედეგად კიევში ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მოსახლეობა ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბომბვის ინტენსივობის გამო ხალხი გარეთაც ვერ გადის გარდაცვლილთა დასამარხად. მუნიციპალური სამსახურები არ მუშაობს, სასაფლაო – რუსული არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სიკვდილი კი ყველგანაა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები იუწყებიან, სულ მალე გარდაცვლილთა რაოდენობამ შეასძლოა 20 000 მიაღწიოს. ქალაქი შეუჩერებელი ტემპით იბომბება. The post მარიუპოლში გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 253, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 156, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი. REZONANSI