planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 64 ადამიანი გარდაიცვალა, 2 234 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 827 676 პირი გამოჯანმრთელდა, 12 695 კი გარდაიცვალა. The post როგორია კოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი „მძიმე ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება. მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ლივერპულში შაბათ-კვირას გაიმართება, ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს და ცხადყოფს, რომ რუსეთისგან მსგავსი ნაბიჯი „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება. „თუ რუსეთი ამ ქმედებას განახორციელებს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისათვის მძიმე შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს ლიზ ტრასი. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან რუსეთი უკრაინის საზღვარზე ჯარების რაოდენობას ზრდის. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო თავდასხმას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გეგმავს, თუმცა კრემლი აღნიშნულს უარყოფს. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, რასთან დაკავშირებით ისაუბრებს მესამე პრეზიდენტთან. ბუბა კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა. The post ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რას ნიშნავს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, როგორ განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე ქულებით და რა შედეგი მოაქვს თვითმკურნალობას – ამ ყველაფრის შესახებ კლინიკა „ჯერარსის” ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი -თერაპევტი, ამავე კლინიკის Covid -განყოფილების ექიმი და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი – მაია ლეფსვერიძე საუბრობს. “ფილტვების დაზიანება, ინფლირტაცია მხოლოდ რენტგენოგრაფიულად ჩანს და ის შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული. დაზიანების შეფასება ხდება 1-დან 24 ქულამდე. ერთი ქულა უდრის ფილტვის ქსოვილის 4- 4,2 %- ის დაზიანებას. თუმცა მარტო ქულებით არ ხდება სიმძიმის შეფასება, აქ მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება და ა.შ. პირველადი ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანება შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ შემდგომში პაციენტი დამძიმდეს. 5-6 ქულამდე დაზიანება ფილტვების სუსტი დაზიანებაა, ამ დროს ორგანიზმში პნევმონია მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ცხელება, მსუბუქი ქოშინი და არა სუნთქვის უკმარისობა. ფილტვის ქსოვილის 9-დან 12 ქულამდე დაზიანება შეიძლება ზოგიერთი პაციენტისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგალითად, მაღალი ადამიანის დიაფრაგმა გაჭიმულია და შესაძლოა, მისთვის ეს არ იყოს დიდი დაზიანება, მაგრამ ჭარბწონიანი პაციენტისთვის, სიმაღლის მიუხედავად, დიაფრაგმა მაღლა დგას, ფილტვის რეზერვი დაბალია და ანთებითი პროცესი შეიძლება უფრო მძიმედ წარიმართოს. ტანმორჩილი პაციენტებისთვის – 10-დან 15 ქულამდე საშუალო სიმძიმის დაზიანებად ითვლება. 15 ქულის ზემოთ 20 ქულამდე – ყველა საყურადღებო პაციენტია და სჭირდება დამატებითი კვლევები. 20 ქულის ზემოთ კრიტიკული დაზიანებაა, ფაქტობრივად, ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებულია და ყველა ასეთი პაციენტი მძიმედ ითვლება. მაღალქულიანი ფილტვის დაზიანების მქონე პაციენტები (16 ქულიდან ზემოთ) სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ. 24 ქულა უკვე ძალიან დიდი დაზიანებაა და თუ ის სწრაფად პროგრესირდება, ციტოკინური შტორმია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მთავრდება, რადგან სუნთქვის უკმარისობის უკიდურესი სტადია – დისტრესსინდრომი ვითარდება… ამ დროს თვითონ პაციენტის სურვილიც უნდა იყოს, უნდა იბრძოლოს, უნდა დაემორჩილოს ექიმს და, სწორი დანიშნულებით, ასეთი ადამიანებიც გამოდიან მდგომარეობიდან, მე მყოლია ასეთი პაციენტები, რომელთაც ჰქონიათ 22-24- ქულიანი დაზიანება, გამოსულან მდგომარეობიდან და დღემდე მაქსიმალურად ცდილობენ ფილტვის რესურსის აღდგენას. ასეთ მაღალქულიან პაციენტებში ანთება შეიძლება 6 თვე მუდმივად ჩანდეს რენტგენზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მწვავე ანთებაა, ეს არის ფიბროზულ – ინფილტრაციული ცვლილებები, ანუ უკვე შეხორცება, ფიბროზი მიდის იმ ადგილას და თავის კვალს ტოვებს. ამიტომ მას სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მუდმივი ვარჯიში”, – განაცხადა მაია ლეფსვერიძემ წყარო: kvira.ge The post როგორ განისაზღვრება ფილტვის დაზიანების სიმძიმე ქულებით? – რას სიმძიმეს შეესაბამება თითოელი ქულა და როგორ მკურნალობენ შესაბამისი სიმძიმის პაციენტებს? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია – პოლიტიკური სპექტრი მეორე დღეა მსჯელობს ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს. უკვე გაჩნდა რამდენიმე ვარაუდი და სახელი და გვარი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ თანამდებობაზე თამარ გაბუნიას კანდიდატურა არ განიხილება – ეს მინისტრის მოადგილემ თავად დაადასტურა. The post ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპა არა ქართველი ხალხის არამედ საკუთარი ინტერესების მხარდამჭერია. შალვა ნათელაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს არაელიტური ევროპის ჩინოვნიკი უწოდა. “შარლ მიშელს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ეს არა ერთხელ დამიფიქსირებია, მაგრამ ის არის ევროჩინოვნიკი, არ წარმოადგენს იმ მოაზროვნე ელიტარულ ევროპას, როგორიც ჩვენ გაგვიგია და როგორითაც ვამაყობთ და გარდა ამისა. როცა ევროპას მიადგებით სამათხოვროდ და საშველად, საკუთარი შეცდომები გააანალიზეთ მეგობრებო და გაიხსენეთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი… მთელ ევროპას ვკიდივართ ფეხზე, თუ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს, არ მოვუფრთხილდებით ერთმანეთს. გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ უნათესაო სახელმწიფო. ევროპა არის ელიტის მხარდამჭერი საქართველოსი. ეს ელიტა ხან არის პოლიტიკური შევარდნაძე-სააკაშვილი, ხან არის ოლიგარქიული მილიარდების მქონე ივანიშვილის რეჟიმი. ევროპა არ არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი, ევროპა არის თავისი ინტერესების მხარდამჭერი. ევროპას უნდა რომ ჩვენ ვყავდეთ გავლენის სფეროდ, ჩვენზე გაიაროს, გაატაროს და გამოატაროს ტვირთები,” – განაცხადა “კურიერში” ნათელაშვილმა. The post შალვა ნათელაშვილი: მთელ ევროპას ვკიდივართ ფეხზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები”, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების გარდა, ნატო-ს ქვეყნებს ასევე აქვთ ვალდებულებები ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განუყოფელობასთან დაკავშირებით, ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე. „ეს პრინციპი პირველად ჰელსინკის დასკვნით აქტში გამოცხადდა, შემდეგ კი კვლავ დადასტურდა და განმტკიცდა 1990 წელს პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისთვის, სადაც ნათქვამია: „თითოეულის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ყველა დანარჩენის უსაფრთხოებასთან”. ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე მიღებული იქნა ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მონაწილე სახელმწიფოები „არ გააძლიერებენ თავიანთ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე”. რუსეთი ასევე დაჟინებით მოითხოვს შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, შეთანხმების ლეგალურ კონსოლიდაციას, რუსეთის მეზობელ, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში თავდასხმითი იარაღის სისტემების განუთავსებლობის შესახებ, რაც მოსკოვის თქმით, საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთს რუსოფობიის კურსი აქვს აღებული და თავიანთი უკრაინელი პროტეჟის შეზღუდვის ნაცვლად, ნატო მათ აგრესიული ნაბიჯებისკენ უბიძგებს. „სხვაგვარად შეუძლებელია შავ ზღვაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების გახშირებული დაუგეგმავი სწავლებების ინტერპრეტირება. ნატო-ს წევრი-ქვეყნების თვითმფრინავები, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები, რეგულარულად ახორციელებენ პროვოკაციულ გადაფრენებს და სახიფათო მანევრებს რუსეთის საზღვართან. გრძელდება უკრაინის ტერიტორიების სამხედრო ათვისება, იარაღით აღჭურვა”, – აღნიშნულია განცხადებაში. მოსკოვი დაძაბულობის შესამცირებლად ნატო-ს გარკვეულ ნაბიჯებს სთავაზობს, მათ შორის რუსეთსა და ნატო-ს სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის, უსაფრთხო დისტანციაზე შეთანხმება, განსაკუთრებით კი ბალტიისა და შავ ზღვებში. მოსკოვი მოუწოდებს თავდაცვის უწყებათა დონეზე რეგულარული დიალოგის განახლებისკენ აშშ-სა და ნატო-სთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, შეუერთდეს მორატორიუმს საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული ძალების განთავსებაზე ევროპაში. The post მოხდეს უარყოფა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები – რუსეთის საგარეო უწყება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“, გაუქმებას (дезавуировать). “2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. The post რუსეთის განცხადება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკანონო პატიმრობაში რჩებიან ოკუპირებული სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს გატაცებული მოქალაქეები. ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. The post ვინა რიან გატაცებული მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩებიან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 184-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 300 323 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 11 184 ადამიანი აიცრა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 6,11%, ბოლო 14 დღის – 7,93%, ბოლო 7 დღის – 7,53%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი. The post საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,11%-ია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 64 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი. The post დღე-ღამეში საქართველოში 64 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს მომავალი წლიდან დააჯარიმებენ – ამის შესახებ, ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამისათვის უკვე მზად არიან და აპარატურის ნაწილი შეძენილი აქვთ. ცნობისტვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადასახადო სისტემა მოქმედებს. The post გორის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით უბილეთო მგზავრების დაჯარიმება იწყება first appeared on TV Trialeti. REZONANSI

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ. დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ. განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს სწავლის ხარისხის გაკონტროლებას, მოსწავლის მიღწევების დონის დადგენას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიზნების მიმართ. განსაზღვრულ შეფასებაში იწერება ქულა. კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, ნაწილი კი – საკლასო […] The post სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება first appeared on TV Trialeti. REZONANSI

ვერძი მოქმედებისთვის დროა, შესაძლებლობები, კი იმაზე მეტი გაქვთ ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ შეძლებთ დაინახოთ და სათქვენოდ გამოიყენოთ ის, რაც აქამდე თითქოს მიმალული იყო. კურო თუ ყოყმანობთ და ფიქრობთ ინვესტირებას რაიმე საქმეში, სძლიეთ ეჭვებს, სულ მალე მტკიცედ გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ და ყველაფერს წარმატებულად, თუმცა არაორდინალური გზით დააგვირგვინებთ. ტყუპები დღის წესრიგში დადგება ურთიერთობების შეცვლის სტატუსი, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს თქვენი ყოველდღიური ყოფა და გარემო. კირჩხიბი შესაძლოა დაღლილობამ ან მოტივაციის უქონლობამ მთლიანად გამოგაცალოთ ენერგია, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალით და გამაჯანსაღებელი თვისებებით დაგიბრუნდებათ სასიცოცხლო ენერგიები. ლომი სადაც არ უნდა იყოთ, რა სფეროშიც არ უნდა საქმიანობდეთ, დრო დადგა წარმოაჩინოთ თქვენი ძალები და […] The post 10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი first appeared on TV Trialeti. REZONANSI

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სემეკი განმარტავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. „ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, – აცხადებენ კომპანიაში. The post გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია – რას ამბობენ სემეკში first appeared on TV Trialeti. REZONANSI

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია. რა ხდება? ე.წ. ბუსტერ-დოზა დღეს საჭიროდ და აუცილებლად ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში აცრილი ადამიანის სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. რნმ ვაქცინების შემთხვევაში (BioNTech / Pfizer და Moderna), როგორც წესი, ეს სრული იმუნიზაციიდან ექვსი თვის შემდეგ ხდება. სხვა ვაქცინის შემთხვევაში კი, რომელიც მხოლოდ ერთ ინექციას საჭიროებს, მაგალითად, როგორიცაა Johnson & Johnson-ი, გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია ბუსტერ-დოზებს რეკომენდაციას კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში უწევს. რამდენჯერ შეიძლება დამჭირდეს ბუსტერ-დოზა? ნიშნავს თუ […] The post მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები? first appeared on TV Trialeti. REZONANSI

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან […] The post სამებაში აფხაზეთში ომის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს first appeared on TV Trialeti. REZONANSI

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ iPlus-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება. ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება. როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს. „ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი. რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი. The post საქართველოში კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი 2022 წლიდან იქნება first appeared on TV Trialeti. REZONANSI