Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ყაზახეთში 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ​მიიღო. თოყაევის პრესმდივნის, ბერიკ უალის განცხადებით, 10 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლის გამო მიიღო. The post ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით პენსია გაიზარდა. პენსიის გაზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა 6 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 2022 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით გაიზარდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი – 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გაიზრდება 312 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნებ REZONANSI
  3. „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობას“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება მომდევნო კვირას დაგეგმილ ნატო-ს გაფართოების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. The post განიხილება თუ არა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება – სტოლტენბერგის პასუხი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160-მდე ოჯახს სახლი გადაეცემა. გადაწყვეტილების თანახმად, საცხოვრებელ ფართს ეკომიგრანტებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის. „მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 30 ათას ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ საცხოვრებელ სახლს“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა. The post 160-მდე ოჯახს სახლი გადაეცემა – გადაწყვეტილება მიღებულია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა იმ საკითხში, რომ მას საფრთხე ემუქრება უკრაინისა და ნატოს მხრიდან. სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის 100 000 ჯარისკაცი გადაისროლა, ამის მიზეზად კი უკრაინის მხრიდან პროვოცირება დაასახელა. „იდეა, რომ უკრაინა არის აგრესორი ამ სიტუაციაში, აბსურდულია. მოსკოვი ერთდროულად ავრცელებს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნატო და უკრაინა ემუქრება რუსეთს“, – განაცხადა ბლინკენმა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ნატო მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს. The post ენტონი ბლინკენი: ნატო მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 პირი გარდაიცვალა, 1 126 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ დაფიქსირებულია ვირუსის 956 032 შემთხვევა, საიდანაც 911 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 156 კი გარდაიცვალა. The post როგორია კოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობას“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება მომდევნო კვირას დაგეგმილ ნატო-ს გაფართოების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. The post განიხილება თუ არა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება – სტოლტენბერგის პასუხი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. ამერიკელმა მასწავლებელმა კოვიდდადებითი შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა, რომ ვირუსი მას არ გადასდებოდა – BBC-ის ინფორმაციით, 41 წლის სარა ბიმი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სარა ბიმის თქმით, 13 წლის ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და ტესტის შედეგის გადასამოწმებლად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა. მისი განმარტებით, არ სურდა თავადაც დაინფიცირებულიყო, ამიტომ ბავშვი კლინიკაში საბარგულით მიიყვანა. მედპერსონალმა ქალს განუცხადა, რომ ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ, თუ ბიჭს მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსებდა. თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. REZONANSI
  9. ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 25 წლის მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, მისმა ახლობლებმა დაადასტურეს. გოგონას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, 28 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. The post სამწუხარო ინფორმაცია რომელიც ეხლა ვრცელდება. ვინ არის 25 წლის გოგო რომელიც ტრაგიკულათ დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3. The post სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ნეაპოლის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტზე ციხის 8 მცველი დააპატიმრეს, 18 შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, 52 მათგანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. კადრებში ჩანს როგორ სცემენ ოფიცრები პატიმრებს ხელკეტებით, ასევე როგორ გარბიან შეშინებული მსჯავრდებულები, მცველები კი მათ მისდევენ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, რომ ოფიცრები პატიმრებს ხელკეტებით სცემენ, მეორე კადრში პატიმრები გარბიან მცველები კი მათ სასტიკად უსწორდებიან. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პატიმრები მუხლმოდრეკილი არიან, მცველები კი მათ უმოწყალოდ სცემენ. The post ნეაპოლის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტზე ციხის 8 მცველი დააპატიმრეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 301 309 275 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 476 169 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 58 794 313 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 834 7341 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. The post მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზით აცრილმა 47 წლის ფერმერმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც გაიგო, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. შემთხვევა 5 იანვარს საბერძნეთში მოხდა. ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით exclusivetv.ge წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ეშინოდა, რომ ვირუსის გამო ის საავადმყოფოში მოხვდებოდა, სადაც მას ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთებდნენ. tia.ge
  14. რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “საინტერესოა თურქეთის პოზიცია ყაზახეთში ОДКБ-ს/რუსული სამხედრო ნაწილების შესვლის თაობაზე; და ისიც, ხომ არ გაართულებს თურქეთ-სომხეთის ძლივს დაწყებულ ურთიერთოებს ფაშინიანის მიერ ჯარის შეყვანის გადაწყვეტილების გამხმოვანებლის როლი?! და მაინც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა რას შემატებს თუ დააკლებს რუსეთის პოზიციას ყაზახეთის მოვლენები 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ნუ, რუსული მედიით რა განცხადებებსაც ვისმენთ, რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს დამატებით არგუმენტად გამოიყენებს, იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება,” – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში. შეგახსენებთ, ყაზახეთში გამოსვლები ნავთობის ფასის მომატებას მოჰყვა, რაც შემდეგ პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. პრემიერის გადადგომა ვითარების დასამშვიდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მომიტინგეებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობების ნაწილი. მთავრობამ დახმარებისთვის ე. წ. სამშვიდობო მისიით რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო ბლოკს უხმო. ბოლო ცნობებით, ქალაქ ალმათიში ყველა ადმინისტრაციულ შენობას სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. The post ხათუნა ლაგაზიძე: რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. დამსაქმებლების მხრიდან მრავალჯერ უარის მიღების შემდეგ, ოთხმა აუტიზმის მქონე ახალგაზრდამ, ათენში საკუთარი საკონდიტრო საწარმო გახსნა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება სავსე იყო სირთულეებით, მე მივაღწიე იმას, რაც მსურდა. შევძელი და ავიღე კულინარიის დიპლომი – საკონდიტრო ნაწარმის განხრით, რამაც მომცა შესაბამისი განათლება და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. სირთულეები, რომლებსაც მე და ჩემი გუნდი ვაწყდებით, გვაძლიერებს და გვაახლოებს ჩვენს მიზნებთან. მადლობას ვუხდით ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და მხარს გვიჭერდა ამ საქმის წამოწყებაში.”- აღნიშნავს ჟურნალისტთან საუბარში საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელი. საწარმოში ჯანსაღი მარცვლეულისგან ბარებს ამზადებენ. ბარების რეცეპტი, სპეციალურად მათთვის ცნობილმა ბერძენმა შეფ-მზარეულმა ელიას მამალაკიმ შექმნა. როგორ შეფ-მზარეული აღნიშნავს, ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, როდესაც ხედავენ, მათი მცდელობის დაფასებას და აღიარებას, ისინი დიდ სიხარულს განიცდიან. მისი თქმით, მათთვის აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული საწარმო, უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა მაღაზიებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. The post აუტიზმის მქონე ახალგაზრდებმა, დამსაქმებლების მხრიდან უარის მიღების შემდეგ საკუთარი საწარმო გახსნეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ოსკაროსანი მსახიობი, სიდნი პუატიე გარდაიცვალა. ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი 94 წლის იყო. ის პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარით დაჯილდოვდა ფილმში "მინდვრის შროშნები" მონაწილეობისთვის 1963 წელს. პუატიემ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "შუაღამის მცხუნვარება", "გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე" და სხვა. tia.ge
  17. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს იმ ჩინოვნიკების სია, რომლებიც სისსხლის სამართლის დამნაშავეები არიან და ბიუჯეტის ფულს იპარავენ. სააკაშვილის ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა მისი თანაპარტიელების მიერ. ასეთი ენთუზიაზმი ნაციონალურ მოძრაობას გასულ წელს არ გამოუვლენია, როდესაც შავი სიის შექმნის ინიციატივით ლეიბორისტული პარტია გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერიმა ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა ლაპარაკის ნაცვლად პირდაპირ საქმეზე გადავიდეს. მან ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნა დაანონსა. წლების წინ ის მონიტორინგის ცენტრ „მედიატორს“ ხელმძღვანელობდა. „მედიატორს“ უამრავი სკანდალური დასკვნა აქვს დადებული. კახა კალაძეს იმდენი სკანდალური საქმეები ამოუქექა „მედიატორმა“, რომ თბილისის მერს საკრებულოში დღემდე ხაბეიშვილის აჩრდილი ეჩვენება. არადა ეს უკანასკნელი ერთ წელზე მეტია პარლამენტში მოღვაწეობს. _ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო უნდა იყოს იმ კონკრეტული საჯარო მოხელეების ვინაობა, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, ქურდობენ, მოქალაქეებს ფაქტობრივად სიცოცხლეს პარავენ, რის შემდეგაც, მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევა უწევს. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მოსამართლეების, პროკურორების, საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ დანაშაულს ჩადიან. ვაპირებ ანტიკორუფციული მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც იქნება ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იპარავს, _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. cnews.ge The post დამნაშავე ჩინოსნების გამოსავლენად ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ მოძრაობას აფუძნებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. მსახიობ ნიკა ქაცარიძეს ხვალ მისი საყვარელი რუსთაველის თეატრიდან გამოემშვიდობებიან. მსახიობის ბიძა,მადრიდში მცხოვრები ტენორი ვალერიან გამგებელი წერს: "სიტყვებით ვერ გამოვხატავ ტკივილს, რომელიც შენმა ასე მოულოდნელმა სიკვდილმა მომაყენა, ჩემო სისხლო და გულო, ჩემო ნიკუშა. ალბათ დროც ვერ განკურნავს ამ სევდას, სანამ ცოცხალი ვარ ამ ქვეყანაზე. უფრო მიძლიერდება ეს ტკივილი, როცა არ ძალმიძს, ხვალ შენს საყვარელ თეატრში გამოგემშვიდობო და გულში ჩაგიკრა საბოლოოდ. მხოლოდ დამრჩენია ის, რომ უფალს შევევედრო, რომ ნათელ-სასუფეველი დაგიმკვიდროს ზეციურ საქართველოში!”. tia.ge
  19. უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენს სახლში იმყოფებიან, ზოგჯერ ძალიან რთულია ისინი აიძულო წავიდნენ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის საკითხს შეეხო. „რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს კითხვები მოთხოვნის ბუნებასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მეტი ამის შესახებ. მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს და ისე გააკეთოს ეს, რომ პატივი სცეს მომიტინგეების უფლებებს და ამავდროულად კანონი და წესრიგი დაიცვას. ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენის ამ სიტყვებს სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თავხედობა“ უწოდა. მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან. The post ენტონი ბლინკენის ამ სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თავხედობა“ უწოდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ქართლში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ტყუპი ძმის, ვანო კუცარაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ 45 წუთით დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა. "იმ წუთში დავრეკე სასწრაფოში. თან ვუთხარი, რომ აჩქარებულიყვნენ 31 წლის ბიჭია დაჭრილითქო,კაი ხნის მერე მოვიდა, სასწრაფომდე პოლიცია მოვიდა", - ამბობს ოჯახის წევრი. სასწრაფო დახმარების სამსახური ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს. დაზარალებული ოჯახი არ გამორიცხავს, რომ უწყებას სასამართლოში უჩივლოს. შემთხვევა შიდა ქართლში,ახალსოფელში 2 იანვარს მოხდა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წყარო - "ტვ პირველი" tia.ge
  21. „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ქვეყანას, რომელსაც ორგანიზაცია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს, გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების თარგმანს “ამერიკის ხმა” აქვეყნებს. დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100) დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7) ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა. საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ძირითადი ქულა ორი პუნქტისგან შედგება: პოლიტიკური უფლებები 40 ქულიდან 23 სამოქალაქო თავისუფლებები 60 ქულიდან 37 მიუხედავად გაუარესებული მაჩვენებლისა, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერია. გლობალური თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანს 10 ქულა აქვს, რაც ნიშნავს რომ „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტერიუმებით, ქვეყანა თავისუფალი არ არის. სომხეთის მაჩვენებელი 55 ქულას შეადგენს და საქართველოს მსგავსად, ის ნახევრადთავისუფალი ქვეყნების რიგებში ხვდება. აზერბაიჯანთან შეადარებით, უკეთესი მაჩვენებელი არის რუსეთში, ქვეყანამ წელს 20 ქულა აიღო, რაც ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა. საქართველოს კვლავ ჰყავს სამთავრობო კომენტატორები ინტერნეტში მაღალი რეპუტაციის მქონე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ 2021 წელს მსოფლიოში არსებული ვითარებაც შეაჯამა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქულა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რჩება პრობლემური საკითხები. მათ შორის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ე.წ. სამთავრობო კომენტატორები.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ გზით საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. 9 პუნქტიდან საქართველოში „ფრიდომ ჰაუსმა“ მხოლოდ ერთი პუნქტის დარღვევა დააფიქსირა თუმცა ეს არის ე.წ. უცვლელი პრობლემა ბოლო 3 წლის განმავლობაში. ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით გამოყვანილი შეფასებებით, თუ საქართველოს გასულ წელს 100-დან 76 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 100-დან 77 შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ ქულა გაუმჯობესდა. თავების მიხედვით ქულები კი ასე გამოიყურება: ინტერნეტზე წვდომის მხრივ არსებული დაბრკოლებები – 25 ქულიდან 19. შეზღუდვები კონტენტზე – 35-დან, 31 ქულა მომხმარებლების უფლებების დარღვევა – 40 ქულიდან, 27 „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, თუ 2020 წელს საქართველოში არსებობდა სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარის გამო პირის პასუხისმგებლობის დაყენების ფაქტი, 2021 წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კვლევაში შეშფოთებაა გამოხატული, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოება მაღალ დონეზე დაცული არ არის. ორგანიზაცია თვლის, რომ გარე საფრთხეები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოში ამ დრომდე არის რეგიონები, სადაც ინტერნეტის მიწოდება ვერ ხდება, რადგან ინფრასტრუქტურა გამართული არ არის. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტი უფრო გავრცელებულია, თუმცა არა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ, ანგარიშში აღნიშნულია რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ყოველდღიურად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი. კვლევით ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში უფროსი ასაკის პირთა 77.4 პროცენტმა ინტერნეტით ისარგებლა. თითქმის 21.4 პროცენტს კი ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. წყარო: ამერიკის ხმა The post Freedom House: საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა რეგიონში კვლავ ლიდერია appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. „თქვენ, ქალებს პირის გაჩერება არ შეგიძლიათ ?” – კოზანის მიტროპოლიტის მიერ, წირვისა და წყლის კურთხევის შემდეგ გამოთქმულ ამ სიტყვებს, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, იმ დროს როდესაც მიტროპოლიტი საკუთარ მრევლს ესაუბრებოდა, შეამჩნია რომ რამდენიმე ქალი ტაძარში გაუჩერებლად საუბრობდა. რამაც სავარაუდოდ, მისი გაღიზიანება გამოიწვია და ქალების მიმართულებით საკმაოდ უხეში კომენტარი გააკეთა. „თქვენ, ქალებს პირის გაჩერება არ შეგიძლიათ ? როგორ უძლებთ მათ მაცოდინა? როგორ იტანთ ?” – თქვა მიტროპოლიტმა რის შემდგომაც ჩვეულებრივ განაგრძო მრევლთან საუბარი. The post „თქვენ, ქალებს პირის გაჩერება არ შეგიძლიათ ?” – მიტროპოლიტის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც თავისი ჯანმრთელობის პრობლემებს აცრას უკავშირებს. ,,საქართველოში უმეტესობამ არ იცის, რადგან ეს არ შუქდება: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ციხეშია ავსტრალიაში. ის უარს აცხადებს აცრის გაკეთებაზე. ჩავიდა ავსტრალიაში დიდი მუზარადის – ავსტრალიის ღია პირველობის სათამაშოდ, დაუშვეს მასზე გამონაკლისი, მონაწილეობის მისაღებად, იმუნური დაავადება აქვს, ისე სპორტსმენებსაც აიძულებენ გაკეთებას. სპორტსმენები უარს ამბობენ აცრის გაკეთებაზე, რადგან ეს საწამლავია და არ უნდათ ჯანმრთელობის შერყევა. სოფიკო, ჩემი და, იმიტომ არ არის შეჯიბრზე, აცრა არ აქვს; პსრ ტესტით კი ყველა ქვეყანაში არ უშვებენ… მოკლედ, როცა ჯოკოვიჩი ჩავიდა ავსტრალიაში, ბრალად დასდეს კანონის დარღვევაში, აცრის გარეშე უკანონოა საზღვრის გადაკვეთაო და ჩასვეს ციხეში… უკეთილესი, უწესიერესი კაცია, მორწმუნე. უჯანმრთელესი. აცრა რადგან არ გაიკეთა და არ ემორჩილება ტერორს, ასე ,,სჯიან”, – წერს იუნა შაფათავა. რაც შეეხება ჯოკოვიჩის გარშემო ატეხილ სკანდალს, ის 5 იანვარს ჩავიდა ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 17 იანვარს დაიწყება. ავსტრალიის მესაზღვრეებმა ჩოგბურთელი აეროპორტში სავიზო შეცდომის გამო დააკავეს, რადგან კოვიდპასპორტი არ გააჩნდა. ჯოკოვიჩის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩამოართვეს ტელეფონი, საფულე, ტანსაცმელი: ,,ნოვაკმა და მისმა გუნდმა წარადგინეს ისეთივე დოკუმენტები, როგორიც 25-მა სხვა ჩოგბურთელმა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ – მხოლოდ ნოვაკს. მას დასაბანიც არ აქვს, ციხეშია. ჩვენი სიამაყე ამ იდიოტების ტყვეა”. ავსტრალიის ვიცეპრემიერმა განაცხადა: „თუ სათანადოდ არ შეავსო ფორმები, მაშინ ის დასცინის სხვა ერის სუვერენულ ხელისუფლებას. მან უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ღმერთმა მიანიჭა ნიჭი, ეს ნიჭი არ აღემატება სხვა ერების სუვერენულ უფლებებს”, - წერს მსახიობი. tia.ge
  24. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ტემპერატურა 9 იანვარს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. თბილისში 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. 9 იანვრის მეტეოროლოგიური პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისი +13 უმეტესად უნალექოდ. თელავი + 15 უმეტესად უნალექოდ. რუსთავი +13 უმეტესად უნალექოდ. სოხუმი + 14 უმეტესად უნალექო ამინდი ზუგდიდი + 15 უმეტესად უნალექო ამინდი მესტია +6 უმეტესად უნალექოდ. ფოთი +16 უმეტესად უნალექოდ. ბათუმი +16 უმეტესად უნალექოდ. ოზურგეთი +17 უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი +15 უმეტესად უნალექოდ. ამბროლაური +9 უმეტესად უნალექოდ. ახალციხე +7 უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი +10 უმეტესად უნალექოდ. ბაკურიანი +8 უმეტესად უნალექოდ. გორი +11 უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი +11 უმეტესად უნალექოდ. სტეფანწმინდა +5 უმეტესად უნალექოდ. გუდაური +6 უმეტესად უნალექოდ. The post როგორი ამინდი იქნება უქმეებზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "თუ გვინდა მწვანე პასპორტმა რეალური როლი შეასრულოს ომიკრონის ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ ორი კატეგორიის პირზე: 1. ბუსტერული დოზით ვაქცინირებული (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი) 2. ნეგატიური ტესტის მქონე სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვა”, - წერს კულუმბეგოვი. tia.ge
×
×
  • შექმენი...