Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. სხვებმაც დადეთ პროგრამა! http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  2. საზოგადოებამ ჯობია რომ გაიღვიძოს .. მე ჯობია რომ დავიძინო .. მიშა ჯობია რომ იქ დარჩეს .. დილა მშვიდობისა და ტკბილი სიზმრები ... მე http://s.rimg.info/f81aa3db683d19ea7ffeb153bb3850d8.gif
  3. ვეფხვი წინასწარ არ ვიცი როგორი პოსტი გამოვა, მაგრამ რაცხა გული მიგრძნობს ბლოგზე დასადბათაც ივარგებს და ამდენად სტილიც მთლად ფორუმული არ იქნება. ეგ არის დიდი სურვილი არ მაქვს ადამიანებს მითები დაუმსხვრიო მაგრამ მომიწევს .. არ იწყინო ვეფხვო :018: ილუზორული რუსეთის არაილუზორული სიძლიერე ადამიანი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო უთქვავს ბრძენს და როგორ არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას, როცა უკვე ოცი წელია პირადად მე და მილიონობით ჩემი თანამოქალაქე მითების, ლეგენდებისა და ათასგვარი, არაფრით გამყარებული თეორიების ბურუსით მოცულ სივრცეში ვცდილობთ ჭეშმარიტების ამოცნობას .. არაფერი გამოგვდის, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებთ ბრძნული გამომეტყველებითა და მენტორული ტონით სხვა ადამიანების დარწმუნებას იმაში, რაც დანამდვილებით, არც თავად ვიცით და არც ვინმე სხვამ შეიძლება იცოდეს, გარდა "რჩეულთა კასტისა" რათქმაუნდა, რომლის წევრ სუბიექტებს, განგებამ შვიდი მილიარდიანი ადამიანის, ფიქრების მბრძანებლობა არგუნა. ეს პოსტიც სწორედ ერთ ერთ ასეთ შემთხვევას ეძღვნება, როცა ერთის მხრივ მე და მეორეს მხრივ პატივცემული თანამოსაუბრე, დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს ვაფიქსირებთ და ისიც მტკიცებულობით ფორმაში. ისტორია კი ასეთია .. ქართული ინტერნეტ სივრცის ერთერთ ფორუმზე, მე ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან, "დასავლური სამყაროს" (არაექსკლუზიურად მაგრამ ძირითადად ქრისტიანული სამყარო) გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ მოქმედებენ და მათ შორის თითქოსდა არსებული დაპირისპირება სხვა არაფერია თუ არა "დიდი გეოპოლიტიკური აფიორა". ოპონენტი კი რუსეთზე, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტზე ამახვილებდა ყურადღებას და მის განსაკუთრებულ სიძლიერესა და ბოლოდროინდელ წარმატებეს უსმევდა ხაზს .. საუბრის შედეგად არც მე შემიცვლია მოსაზრება და არც ოპონენტს, თუმცა ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები აღნიშნულ თემას და ჩემი მოსაზრების გამყარების პარალელურად, რუსეთის სიძლიერის შესახებ არსებულ მითსაც, სათანადო ადგილს მიუჩენ, მთვარეზე გახსნლი რესტორნის გვერდით. იქ სადაც მითები ისვენებენ. მოკლედ უგზო უკვლოდ გრძელი, ორმაგი შესავალი კი გამოვიდა, მაგრამ არაუშავს, ჭეშმარიტების დადგენა ღირს ალბათ ამად. არადა დღეს უკვე 2010 წლის 23 აპრილია, 01:30 საათი და სულ რაღაც 15-20 წელი გვაშორებს მომენტს, როცა მსოფლიოს ენერგომატარებლების დეფიციტის პირობებში მოუწევს ცხოვრების სწავლა .. უკვე დღეს ემზადება ყველა წამყვანი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ევროკავშირი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და მრავალი სხვა, მომავალი რეალობისთვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს სავარაუდოდ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დააყენებს. მარტივად, რომ ვთქვა 15-20 წელიწადში, დედამიწაზე მოპოვებლი ნავთობი ყველა მსურველს ვეღარ შეხვდება, ან ვეღარ შეხვდება იმდენი რამდენიც მას სურს. ეს ვიცი მე, ეს იციან ექსპერტებმა ენერგეტიკულ საკითხებში, ეს იციან ანალიტიკურმა ცენტრებმა და შესაბამისად ეს იციან მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის მთავრობებმა და რადგან ეს იციან, შესაბამისად ემზადებიან კიდეც. ძნელი სათქმელია მომდევნო ორ ათწლეულში რას და როგორ მოახერხებს სიერა ლიონე, ვიეტნამი ან გონდურასი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი უკვე დღეს აკეთებენ ყველაფერს, რათა საკუთარი ეკონომიკა კოლაფსისგან იხსნან და ენერგომომარაგების სტაბილური მარშრუტები შექმნან ... ამ პუბლიკაციაში აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მიმართულებით რომელი ენერგოპროექტები ხორციელდება, მაგრამ იმაზე კი გავამახვილებ თქვენ ყურადღებას თუ რა როლი უჭირავს მსოფლიოს ენერგომომარაგებისა და საერთოდ გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანას, რუსეთს. არადა ზუსტად იმ ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამო "ეღირსა" რუსეთი დასავლეთის დაფასებას და გეოპოლიტიკაში დაუბრუნებას. ესეც არის, უფრო სწორედ კი ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში, ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის პოზიციები მყარდება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რუსეთის, როგორც ზესახემწიფოს ხელახალ აღმავლობაზე ალაპარაკდა. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. რათქმაუნდა რუსეთი გაძლიერდა და ის ქვეყანა აღარ არის სადაც ადამიანები პურის რიგებში დგანან. რათქმაუნდა რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა სივრცეში მყარდება. რათქმაუნდა რუსეთი დაუბრუნდა გეოპოლიტიკას და რათქმაუნდა რუსეთი გახდა ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვი რეალურად დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება ან თვალსაწიერ მომავალში ჩამოყალიბდება ასეთად. არა ბატონო, რუსეთი გაძლიერებას არა იმდენად საკუთარ თავს, რამდენადაც დასავლეთს უნდა უმადლოდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ დასავლეთის ქვეყნებმა გადაარჩინეს რუსეთი დაშლას და სწორედ დასავლეთის ქვეყნებმა შესძინეს რუსეთის მომაკვდავ ეკონომიკას ახალი სუნთქვა. რათქმაუნდა არა უსასყიდლოდ. რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური ელიტა, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული მჭიდროდ არის ინტეგრირებული დასავლეთის ფინანსურ და პოლიტიკურ ცენტრებთან და შედეგად, დასავლეთის, როგორც ცალკე აღებული პოლუსის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს. ასე და ამგვარად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დასავლეთი განსაზღვრავს რუსეთის როლსა და ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რადგან იგივე დასავლეთმა, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რუსეთი დასავლურ ცივილიზაციაში დააბრუნა და როგორც სახელმწიფო სტრატეგიულ მოკავშირედ აქცია. მიზეზი მარტივია. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის ზრდის, უპრეცედენტოდ მაღალმა ტემპმა, ვაშინგტონი და ბრიუსელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, ახალ გეოპოლიტიკურ კონცეფციაზე და მოფლიო წესრიგის ახალ მოდელზე დააფიქრა. შედეგად დასავლეთმა მსოფლიოსთვის ახალი გეოპოლიტიკური "აფიორის" შეთავაზება გადაწყვიტა და "მრავალპორალური სამყაროს" კონტექსტში, რუსეთის ცალკე პოლუსად ფორმირება დაიწყო. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ რუსეთი ეტაპობრივად იბრუნებს ე.წ. გავლენის სფეროებს, რუსეთის ეკონომიკა იღებს ტექნოლოგიურ და ფინანსურ ინექციებს, რუსეთს ეძლევა საგარეო პოლიტის სამხედრო კომპონენტით გაძლიერების შესაძლებლობა და ბოლოს და ბოლოს რუსეთს დასავლეთში უსმენენ. უფრო სწორედ იქმნება ილუზია, რომ უსმენენ, რადგან დასავლეთმა კარგად იცის სად, როდის და რა ნაბიჯს გადადგავს მის მიერვე კონტროლირებადი და მისი განუყოფელი ნაწილი, "ზესახელმწიფო" - პოლუსი - რუსეთი. შესაბამისად დასავლეთმა (ვაშინგტონმა-ბრუსელმა) უკვე იცის, რომ მომდევნო 10-15 წელიწადში პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ანალოგიური პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება, ცენტრით მოსკოვში. დასავლეთმა უკვე იცის, რომ აღნიშნული გაერთიანების შექმნა უპრობლემოდ არ ჩაივლის და რამდენიმე ლოკალური ხასიათის ომის მიზეზი გახდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთმა უკვე იცის, რომელი სახელმწიფოები შევლენ გაერთიანებაში და დასავლეთმა უკვე იცის რა როლსა და ადგილს დაიჭერს ახალი ზესახელმწიფო (პირობითად "ევრაზიული კავშირი") მსოფლიო გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე. დასავლეთმა ეს ყველაფერი იცის და ამ ყველაფრისთვის მზად არის, რადგან თავად არის იდეისა და სცენარის ავტორი, რუსეთი კი "ტრადიციულად" შემსრულებელია. მოკლედ, მიხვედით ალბათ დასკვნამდე, რომ მოსზრება თითქოს რუსეთი აბსოლიტური სუვერენიტეტის მქონე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება და მოსკოვის ბოლო დროინდელი საგარეო პოლიტიკური "წარმატებებიც" ამაზე მეტყველებს, მხოლოდ ილუზიაა, რომლის შესაქმნელად დასავლეთმა ბევრი გააკეთა. კიდევ ბევრს გააკეთებს და შესაბამისად ინფორმაციული თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის თითქოს არსებული დაპირისპირების ილუზიას "საწვავი" არ მოაკლდება. დრო კი გადის. 06:28 წუთია და ისევ გათენდა. ენერგოდეფიციტამდე ერთი დღით ნაკლები დარჩა, ჩინეთი ერთი დღით მიუახლოვდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის სტატუსს. "რჩეულთა კასტა" კი "ისვენებს". ისვენებს, რადგან იცის, რომ თუ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ილუზიამ, პეკინზე "დამამშვიდებლად" არ იმოქმედა და თუ დასავლეთმა ირანის-ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე არსებული ნავთობსაბადოების პირდაპირი ან ირიბი კონტროლი ვერ შეძლო, ბირთვული ომი დასვავს საბოლოო წერტილს. ომი, რომელიც აზიურ ვეფხვს სამუდამოდ გადააშენებს. ომი, რომელიც ილუზიების სამყაროდან გამოიყვნას ყველას. სულ ეს არის .. პატივისცემით: ფიქრების მბრძანებელი ბრძნული გამომეტყველებითა და მენტორული ტონით http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  4. ვეფხვი ეხლავე გეტყვი ფეფხვო რუსეთის რაობას .. ალალს, უსაყვედუროს და არგუმეტირებულს და თუ კამათს გავაგრძელებთ ამ თემაზე იმედია ანალოგიურად არგუმენტებს მოიშველიებ შენც .. ეგ არის ცოტა მადროვეთ გეთაყვა პოსტი ჯოკერი უნდა გავაძრო http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  5. ვეფხვი ეგ ზუსტად ის ილუზიაა რის შექმნასაც დასავლეთი პოსტ საბჭოთა სივრცეში ცდილობს .. რუსეთის უძლეველობა არ გაიშვა რა არსად ... გინდა სამხედრო, გინდა პოლიტიკური და გინდა ეკონომიკური თვალსაზრისით .. აშშ-ისთვის ისე რა დონის სპარინგ პარტნიორადაც კი არ ვარგა, მაგრამ დასავლეთი იძულებულია ჩინეთის ნეიტრალიზების მიზნითა და გარკვეული რეგიონების სამართავად რუსეთი გამოიყენოს .. ამისთვის კი სწორედ ის ილუზია ჭირდებათ რაც შენ პოსტშია წარმოდგენილი .. ასე მარტივად არის საქმე სინამდვილეში .. რუსეთი ვაშნგტონის მარიონეტებით იმართება. თუ პოლიტკორექტულად გსურს, საბჭოთა კავშირის დემონტაჟის შემდეგ, რუსეთი "დასავლეთის სამყაროს" განუყოფელ ნაწილად იქცა და დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისა და ბრიუსელის სტრატეგიული პარტნიორია .. ასე წერია ამ კინოს სცენარში .... http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  6. Marta1 თუ დასვალეთის ქვეყნები საჭირო კონდენციამდე არ შეკრეს და ჩინეთის ნეიტრალიზება ვერ შეძლეს ეგ დაუჯდებათ ძვირი თორე დღეს ფული იმდენი აქვთ სად ჯანდაბში წაიღონ არ იციან ... იმ საბერძნეთსაც კი პაკაზუხობის ამბავში ატირებდნენ ბოლო რამდენიმე თვე .. მაინც ხომ მისცეს 4 თუ 8 მილიარდი დოლარი? კიდევ მიცემენ ერთი 40-80 მილიარდს, ოღონდ იმაზეც ატირებენ მეტი ბოლი რომ დადგეს ... წარმოიდგინე დასავლეთის სამყარო პლანეტის მასშტაბში არსებული ფინანსების მინიმუმ 60-70% აკონტროლებს .. იმ ავიაკომპანიებსაც დღე დღეზე ჩაახუტებენ ალბათ ერთი ორ მილიარდს თუ საჭიროდ ჩათვალეს და მაგით მოაყომარებენ თემას .. მთავარია საქართველო არ ახსენონ კაჩინსკის თვითმფრინავთან დაკავშირებით .. სადაც მოსკოვის მეტროს აფეთქებისას ახსენეს აღარაფრის გამორიცხვა არ შეიძლება ..
  7. Marta1 სამაგიორეოდ მასებს აბოლებენ და ათში ცხრა ადამიანს გონია რომ რუსეთს ნატო-ზე, ევროკავშირზე და ამერიკაზე მეტი მტერი არ ყავს .. არადა ვაშინგტონიც, ბრიუსელიც და მოსკოვიც მშვენივრად ახერხებს ყალბი დაპირისპირების ბურუსლით მოცულ სივრცეში, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას .. მძაფრსიუჟეტიანი ფსიქოლოგიური თრილერია რა მოკლედ ... კინოში ვცხოვრობთ ... http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  8. Marta1 რათქმაუნდა ევროპას აწყობდა ის რაც მოხდა .. იმის დაშვება შეუძლებელია, რომ აშშ-ის და რუსეთის სპეც სამსახურებმა კაჩინსკის ლიკვიდაციის ოპერაცია ევროპელი კოლეგების ინფორმირების გარეშე ჩაატარეს .. ---------------- ამ პოსტს გავიმეორებ კაჩინსკის თემასთან დაკავშირებით .. ---------------- როგორც ადრე ვთქვი ბატონებო მართლაც ნაკლებრეალურად მიმაჩნია კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უბედურ შემთხვევად კლასიფიცირება .. თუნდაც ის ფაქტი რომ ელემენტალრი უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევით აღმოჩნდა პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ერთ ბორტზე, საკმარისზე მეტ კითხვებს ტოვებს, რომელებიც პასუხებს ითხოვენ ... პირადად ჩემი აზრით კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის, რუსეთისა და პოლონეთის სპეც-სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციაა. მხოლოდ რუსეთი ვერ გაბედავდა ალბათ ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციას .. კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის დასავლეთის სამყაროში ცენტრისტული ხაზის გაძლიერება (რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის პოლიტიკური ელიტა) და პლუს ამას გამოძიების მსვლელობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისთვის ტერაქტის კლასიფიკაციის მინიჭება და მის განხორციელებაში საქართვლოს დადანაშაულება ... იტოგში ეგ თვითმფრინავი არც უამინდობის და არც პილოტის შეცდომის გამო არ ჩამოვარდნილა .. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ...
  9. Gagi 67 ამგვარ ხელშეკრულებებს ოფიციალურად არ დებენ, ამგვარი ფარული შეთანხმებების არსებობა დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის რეალურ პოლიტიკაში მჟღავნდება .. ისიც არა ყველასთვის .. რამდენიმე მარტივ მაგალითს მოვიყვან თემისთვის არააუცილებელ ღრმა ისტორიულ ფილოსოფიურ დისპუტში რომ არ ავღმოჩნდეთ .. 1. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა - არანაირი მკვეთრი და ქმედუნარიანი რეაქცია დასავლეთს არ გაუკეთებია ამაზე .. შეშფოთება აღშფოთება საგულისმო ფაქტორი არ არის .. 2. ობამას რუსეთში ვიზიტის დროს გაფორმდა შეთანხმება აშშ-ის სამხედრო ტვიერთების რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში ტრასპორტირების შესახებ. 3. რუსეთმა მკვეთრად უმატა ირანის კრიტიკას .. 4. რუსეთის აქტიურობის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობისგან საქართვრლოს იზოლირება რეალურ კონტურებს იძენს .. 5. უკრაინა რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა .. (+ ყირგიზეთი) 6. რუსეთის პოზიციები დღითიდღე მყარდება სამხრეთ კავკასიაში ... 7. ნატო-რუსეთის თანამშრომლობა უმჯობესდება .. 8. რუსეთი დასავლეთიდან (საფრანგეთი-გერმანია-იტალია) იღებს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს .. ფრანგული მისტრალი, გერმანული ჯავშანი და სხვა ... 9. ბოლო წლების მანძილზე მოსკოვის გავლენის მკვეთრი ზრდის მიუხედავად აშშ-ი და ევროკავშირი არ ცდილობს რუსეთის ეკონომიკურ დასუსტებას .. არადა შეუძლია ... 10. რუსეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში ჩამოვართა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, დაიღუპა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის ერთ ერთი ძირითადი მოწინააღმდეგე, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა. დასავლეთი დუმს .. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს რამდენიმე მომენტიც ცხადყოფს, რომ რუსეთსა და აშშ-ს ან ევროპასა და რუსეთს შორის რეალური დაპირისპირება არ არსებობს. არსებობს ერთგვარი კონკურენცია, მაგრამ სამივე მხარე (ვაშინგტონი-ბრიუსელი-მოსკოვი) დასავლეთის სამყაროს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ მოქმედებს .. მათი სამიზნე კი აღმოსავლეთია ანუ ჩინეთი + ისლამური სამყარო .. http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  10. Gagi 67 მე გაძალებთ რამეს? საქართველოს მტერი იქნება ყველა ქვეყანა, რომელთანაც დავძაბავთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთვებით, ასე რომ რუსეთი რომ დღეს მტერია ეს არახალი ამბავია, მაგრამ ეს თემა რა შუაშია? პირველი პოსტით მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ რუსეთი მოქმედებს არა დამოუკიდებლად არამედ დასავლეთთან-ვაშინგტონთან შეთანხმებულად და საქართველომაც ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს .. ანუ .... საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჯამური შედეგი ის უნდა იყოს, რომ დასავლეთს ერთიანი და ძლიერი საქართველო აწყობდეს და არა მისი დეზინტეგრაცია, როგორც ეს დღეს არის .. ასეთ შემთხვევაში დასავლეთის კონტროლ ქვეშ მყოფი რუსეთიც აღარ იქნება საქართველოს წინააღმდეგ სკალპელის (გნებავთ ნაჯახის) როლში გამოყენებული ... სულ ეს არის ... http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  11. http://planeta.ge/index.php?showtopic=22334 http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  12. Achiko1972 ეგრეა ეგ ამბავი ... ლანგარზე მიართვა ელცინმა პუტნს მმართველობა. პუტინი კი ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ მისი გერმანიაში კაგებეშნიკობის დროიდან დასავლეთის (აშშ-ის CIA ან ბრიტანეთის MI-6) სპეც სამსახურების მიერ დავერბოვკებული მასტია .. ---------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------- ეს პატარა პუბკიკაციაც ამ თემას ეხება და იყოს აქაც ... http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9d%e1%83%a0/ 16/02/2010 დიდი გეოპოლიტიკური აფიორა ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თითქოს არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს .. ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი .. რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ … არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში სამსახურის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს, თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში .. როგორ ან რატომ? მოგახსენებთ ……….. მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით .. ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიიღებს.. თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ …….. 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა დასავლეთმა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა)) 2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი .. 3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას .. 4. 5. 6. 7. 8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს .. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.. 9. 10. 11. გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის” ლეგენდის მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა … ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება … იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ .. რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს .. ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დღევანდელიც …
  13. მოკლედ მეგობრებო მინდა ერთხელ და სობოლოოდ გაიგოს ყველამ, ვისაც გაგება შეუძლია, რომ არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ს შორის. არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის. არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთის სამყაროს შორის და არ არსებობს არანაირი ორი, სამი ან ოთხი რუსეთი! მინდა ყველამ გაიგოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია გახდა ვაშინგტონისა და ლონდონის დომინირების პირობებში არსებული "დასავლური სამყაროს" (არაექსკლუზიურად, მაგრამ ძირითადად ქრისტიანული სამყარო) კონტროლირებადი და სრულუფლებიანი წევრი! მინდა ყველამ გაიგოს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული გეოპოლიტიკის უკან დგას "დასავლეთის სამყაროს" ღია და ფარული ინტერესები! მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან (ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებთან) მიმართებაში, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა, "დასავეთის სამყაროს" გეოპოლიტიკური მიზნებისა და ინტერესებისამებრ არის შეთანხმებული და ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის მიუხედავად, არ ეფუძნება ექსკლუზიურად ვაშინგტონის, ბრიუსელის ან მოსკოვის სუვერენულ ნებას! მინდა ყველამ გაიგოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთი ხაზი და ის დასავლეთსა და აღმოსავლეთს (ჩინეთი-ისლამური სამყარო) შორის გადის! მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემა და მტერი არის არა რუსეთი, აშშ ან ევროკავშირი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოების უგუნურებამდე დაუკრეფავში გადასული ამპარტავნობა, ინფანტილურობა, დაბალი განათლებისა და კულტურის დონე! P.s. ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის დამღუპველად მიმაჩნია საზოგადოებაში გაბატონებული და პრიმიტივიზმის შედევრად ქცეული კონცეფცია, რომ თურმე "ამერიკა ჩვენი მეგობარია, რუსეთი ჩვენი მტერი, ევროპა ბებერი ბოზი". სწორედ ამ ტიპის პრიმიტიული აზროვნების შედეგია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებითა და ცხოვრების დონით უკმაყოფილო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დღეს პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციისკენ ამჟღავნებს სიმპატიებს და ვერ აცნობიერებს, რომ მრიცხველთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ავტომატურად არც რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება მოუტანს საქართველოს მშვიდობიან განვითარებასა და ეკონომიკურ აღმავლობას. და ბოლოს. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ვიდრე საზოგადოება არ გააცნობიერებს, რომ თავად არის საკუთარი თავისა და ქვეყნის ძირითადი პრობლემა, ვერც ვერანაირ განვითარებას სახელმწიფო ვერ შეძლებს .. გავხდეთ უკეთესი ადამიანები, რომ უკეთესი გახდეს ქვეყანა!
  14. FRIDRIX ფრიდრიხ ომის წარმოება იმდენად კომპლექსური თემაა რომ ერთი გენერალიც კი ძალიან დიდი დანაკარგია კრიტიკულ სიტუაციაში .. პოლონეთმა კი ერთდროულად დაკარგა არა მხოლოდ პრეზიდენტი არამედ გენ შტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე გენერალი .. გენ შტაბისა და არმიის იერარქიული წყობის მყისიერი მოშLის პირობებშI ვერანაირი ომის დამწყები პოლონეის არმია ვერ იყო ... ამაზე გათვალსეც აშშ-ის და რუსეთის სპეც-სამსახურებმა და იმიტომ ჩაასმევინეს ის გენერლები პრეზიდენტის თვითმფრინავში პოლონეთის სპეც სამსახურებს თორე რა უჭირდა გინდა გენერალური შტაბის უფროსს გინდა რომელიმე სხვა დაღუპულ გენერალს საიმისო რომ არმიის განკარგულებაშI არსებული ბორტებით გამგზავრებულიყვნენ რუსეთშI? როგორც ქართული ისე პოლონური სპეც სამსახურები მრავლად იქნება ორმაგი აგენტებით გაჟღენთილი .. დარწმუნებული ვარ CIA-პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის ელიტაში საკუთარი ხალხი ყავს და სწორედ მათ(ორმაგი აგენტები) გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც პოლონეთის სამხედრო ელიტა, რომელსაც ერთად მოძრაობა ლამის წესდებისამებრ ეკრძალებათ, პრეზიდენტის ბორტზე აღმოჩნდა .. ხო ხვდები შენი ეს მოსაზრება არგუმენტად რომ ვერ გამოდგება .. სამწუხაროდ ვაშIნგტონი და მოსკოვი რულავს და რულავს როგორც პოლონეთშI და საქართველოში ასევე დანარჩენი პლანეტის მინიმუმ 80% ქვეყნებში .. უფრო ვაშინგტონი რათქმაუნდა მაგრამ ერთი ნაგავია იტოგში .. ერთი ფარული ალიანსის წევრები არიან ...
  15. Achiko1972 სხვა სიტყვებით მაგრამ იგივეს ამბობ რასაც მე .. დროა დავივიწყოთ რუსეთისა და დასავლეთის ფსევდო დაპირისპირების ისტორია და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთიც ისეთივე წევრია დასავეთის სამყაროს, როგორც ახალი ზელანდია მაგალითად .. უფრო მნიშვნელოვანი წევრი რათქმაუნდა და უფრო მეტ საქმეში გამოყენებადი ... დღეს ერთი დაპირისპირების ხაზი არსებბს მსოფლიოში .. ეს არის დასავეთი (პირობითად ქრისტიანული სამყარო) და აღმოსავლეთი (ჩინეთი-ისლამური სამყარო). ეს არის ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური წიაღსვლების კვაკუთხედი და რუსეთი როგორც პლანეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთის სამყაროს შემადგენლობაში მოიაზრება და პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით ანგლოსაქსების მიერ იმართება ... ისევე როგორც ევროკავშირი ... დღეს რუსეთი ვაშინგტონის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზი იმდენად თვალშისაცემია რომ ამის არ დანახვა უბრალოდ არ შეიძლება ...
  16. FRIDRIX პოლნეთის სპეც სამსახურები იმიტომ არიან გარეული ჩემი აზრით, რომ მხოლოდ მათ შეეძლოთ პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ელემეტალური უსაფრთხოების ყველა ნორმის დაღვევის მიუხედავად ერთ ბორტზე მოეთავსებინათ .. იმ გენერლების კაჩინსკის თვითმფრინავში ყოფნას კი იმით ვხსნი რომ დასავლეთის და რუსეთის სპეც სამსახურებმა იოტისოდენა შანსიც კი არ დატოვეს იმისა რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციას, პოლონეთის არმიის მხრიდან გართულებები მოყოლოდა. ანუ პოლონელებს ელემენტალური ომი რომ არ დაეწყოთ რუსეთთან და კალინინგრადშI პოლონური არმიის დესანტი არ გადაესხათ ... დაუკვირდი რა ხალხი იჯდა თვითმფრინავში .. ფლოტის ადმირალი, საჰაერო ძალების სარდალი, სახმელეთო ძალების სარდალი, გენერალური შტაბის უფროსი, სპეც დანიშნულების დანაყოფების შეფი .. ანუ პოლონეთის შეიარაღებული ძAლების იმ კომპონენტების ხელმძღვანელები რომელთაც რეალურად შეეძლოთ კალინინგრადის მიმართულებით საომარი მოქმედებების დაწყება .. ყველა ამ ადამიანს სავარაუდოდ ცალკე საჰაერო ბორტები ემსახურება და რომ არა ოპერაციაში პოლონეთის სპეც-სამსახურების მონაწილეობა არა მგონია ისინი პოლონეთის პეზიდენტის თვითმფრინავში აღმოჩენილიყვნენ ...
  17. როგორც ადრე ვთქვი ბატონებო მართლაც ნაკლებრეალურად მიმაჩნია კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უბედურ შემთხვევად კლასიფიცირება .. თუნდაც ის ფაქტი რომ ელემენტალრი უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევით აღმოჩნდა პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ერთ ბორტზე, საკმარისზე მეტ კითხვებს ტოვებს, რომელებიც პასუხებს ითხოვენ ... პირადად ჩემი აზრით კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის, რუსეთისა და პოლონეთის სპეც-სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციაა. მხოლოდ რუსეთი ვერ გაბედავდა ალბათ ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციას .. კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის დასავლეთის სამყაროში ცენტრისტული ხაზის გაძლიერება (რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის პოლიტიკური ელიტა) და პლუს ამას გამოძიების მსვლელობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისთვის ტერაქტის კლასიფიკაციის მინიჭება და მის განხორციელებაში საქართვლოს დადანაშაულება ... იტოგში ეგ თვითმფრინავი არც უამინდობის და არც პილოტის შეცდომის გამო არ ჩამოვარდნილა .. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ...
  18. kisa მაგ სასტავს არ უნდა მიეცეს ხმის უფლება .. თორემა მურტაზას ბორდელის კლიენტებმა შეიძლება ვინმე მამაშა გაიყვანონ მოდერათ : ))))))))))))))))))))))))))
  19. კარგი ჰაზრია ... დაამატეთ მარტა კანდიდატებს
  20. ეს პონტი ნახეთ 1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ პოლიტგანყის უზერს. მურტაზას ბორდელის კლიენტები არჩევნებზე არ დაიშვებიან, თუნდაც პოსტების ნახევარი პოლიტგანყში ქონდეთ გაპოსტილი ... 2. არჩევნები სახელობითი. უფრო გამჭვირვალე ვერაფერი ვარიანტი იქნება ... 3. არჩეულმა მოდერატორმა არჩევნებიდან 1-2 თვეში კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ნდობის მანდატი ოღონდ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთა შორის (სახელობითი გამოკითხვა ამის შესაძლებლობას იძლევა). ანუ ჩატარდეს ნდობის ხარისხის შემოწმება და თუ ამა თუ იმ მოდერის მხარდამჭერებს შორის ნდობის 50-ზე მეტის მოპოვება მოდერატორმა ვერ შეძლო ის ტოვებს პოზიციას და გამოთავისებულ ადგილზე ინიშნება ახალი მოდერი ადმინისტრაციის მიერ, მომდევნო არჩევნებამდე რათქმაუნდა .. ეგ არის რა მამენტ ...
  21. DonCaredo მხარს უჭერ დონ კარედოს. მიეცით ამ ადამიანს 2 ხმის უფლება! თუ არა ძმაუ მე მითხარი და ფარულ გარიგებაშI გავიდეთ : )) მოდერებთან ბლატები მექნება და რამე http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif
  22. არჩევნების დღე დაიდოს! http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
×
×
  • შექმენი...