Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. newstudio ეგ ფაქტი არ არის დეპრეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მომრავლება და სხვადასხვა მიმართულები მართვადი სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოების ზრდას არ ნიშნავს. არ მომხდარა ღირებულებებისა და პრინციპების რევიზია, არ მომხდარა საქართველოს უახლოესი ისტორიის ადეკვატური გაანალიზება და დასკვნების გამოტანა, არ მომხდარა დაშვებული შეცდომების აღიარება და არ მომხდარა ბევრი რამ რაც საზოგადოებრივ ცნობიერებაში რევოლუციურ ცვლილებებზე მიანიშნებდა .. ასე რომ სამწუხაროდ დღეს ისეთივეა საზოგადოება როგორც 5-10 წლის წინ იყო. იმედია ვდები მაგრამ ფაქტები არ მაქვს საპირისპირო აზრის გასაზიარებლად ...
  2. newstudio იქნებ კი არა ნამდვილად ჩვენი უჭკუობით ხდება ყველაფერი. ეგ არის რომ არაფრის გამოსწორება და არაფერზე დაფიქრება საზოგადოებას არ სურს ან არ შეუძლია .. ხელისუფლება კი ისეთია როგორიც საზოგადოებამ დაუშვა რომ იყოს და ამდენად ყველაფერზე პასუხისმგებელი მეტ წილად სწორედ საზოგადოებაა. გიორგი68 მეც ვფიქრობ რომ წესით არ უნდა აღიაროს, მაგრამ თუ ვაშინგტონმა ერაყის ოკუპაციისთვის ნიადაგის საბოლოოდ შემზადება დაიწყო და შესაბამისად სომხეთის გაბედნიერებაც ს კანცამი გადაწყვიტა, მაშინ აღარაფერს გამოვრიცხავ .. სააკაშვილი უნდა გადადგეს იტოგში. დროს მაინც მოვიგებთ ასე და უფრო ნათელიც გახდება ქვეყნის გარშემო არსებული ვითარება ..
  3. თუ უკრაინამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გადაწყვიტა ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპის გეგმა მოქმედებაში ჩაუშვა ... რუსეთი და სომხეთი ვაშინგტონის ხელში ნაჯახის როლს შეასრულებენ, ქართული პოლიტიკური სპექტრის ღმერთმა იცის რომელი და რამდენი პარტია კი მოვლენების დეტონატორის ..
  4. Siknadmo არ დავასებაზე არ არის .. ჩემს ემოციებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებთან რა საერთო აქვს? არც არაფერი. ანგლოსაქსებიც ისევე არ მძულს, როგორც სლავები, მაგრამ მათი პოლიტიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ობიექტური რეალობიდან არის გამომდინარე .. დღეს მოსკოვი ვაშინგტონის სატელიტია და დასავლური ცივილიზაციის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ გამოიყენება თეთრი სახლის მიერ... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეგ ყველაფერიც არაფერი იქნებოდა, რომ არა საქართველოს რთული მდგომარეობა და საქართველოსადმი, როგორც სახელმწიფოსადმი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დასავლეთის და კერძოდ ვაშინგტონის არაადეკვატური დამოკიდებულბა .. თემას და რუსეთის ცივილიზაციას რაც შეეხება და კვდება აბა რა ჯანდაბაა? პეპსის თაობა წამოეჩიტათ ამათ აქ და 50 წელიწადში მაგდონალდსის და საერთოდ "სოციალური პორნოგრაფიის" უფრო დიდი ფანები იქნებიან ვიდრე ამერიკელები ... dire ეს ცხოვრება ბალახია ძმაუ ბალახი!
  5. ფორუმული comedy club -ი გაიჩითა http://s4.rimg.info/282c7775420065155e0a3bbacf471164.gif
  6. გააგრძელეთ მეგობრებო! საინტერესოდ მსჯელობთ :გივი: ვიზიარებ გამომსვლელების მოსაზრებებსა და შესწორებებს. :კიდევ გივი: http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  7. ნამდვილად მომაკვდავი ცივილიზაციაა რუსეთი, თუ რათქმაუნდა ცივილიზაციად მივიჩნევთ მას .. ასე სადღაც დაახლოებით 50 წელიწადში დასავლეთი ისე შეისრუტავს რუსეთს რომ თანამედროვე საფრანგეთისგან არაფრით იქნება გამორჩეული .. დეერჟავნიკულ იმპერიალისტური რუსეთის ასე წყნარად და მშვიდად მიეცემა წარსულს .. ეგ არის, რომ მანამდე ვაშინგტონი ყველანაირად გამოიყენებს რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად და სხვა დანარჩენთან ერთად ჩინეთის "მოსათვინიერებლად".
  8. lasha_alo თემას ადეკვატური შემზადება ჭირდება მეთქი პონტის გულისთვის კი არ დავწერე იქ : ))) პონტის გულისთვის პრინციპში იშვიაქთად ვხმარობ სიტყუვებს და წინადადებებს ასე რომ დღეს თუ სოხუმი კონფედერაციაზე კი არა დამოუკიდებლობის აღიარებაზეც არ დაელაპარაკება თბილისს იმას არ ნიშნავს რომ იმ სოხუმში მოკავშირეები არ ვეძებოთ და კონფედერაციის და ნებსმიერი სხვა პროგრესული იდეის ირგვლივ საუბარი არ ვაწარმოოთ. თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე, ასე ვთქვათ არაოფიციალური კონტაქტების ფარგლებში. ეს რომ ალასანიას შეუძლია ეჭვგარეშეა. იგივეა ცხინვალთან მიმართებაში. ორივე სუბიექტთან თანასწორი და კორექტული ურთიუერთობების კონტექსტში მარტო შეიძლება მოვიაზროთ სერიოზული თემების განხლვა, გინდა დღეს და გინდა თვალსაწიერ მომავალში. ეს გასაგები ამბავია. ანტინატოს იდეოლოგია არც აქვს ალასანიას და პრინციპში იდიოტიზმის მწვერვალი იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ნატოს წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების კეთება .. მე ის ვიგულისხმე ჩემ სიტყვებში, რომ ხალხის დაბოლებას ნუ შეეცდება ნატოში ახლო ან თვალსაწიერ მომავალში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თორე ხვალ რომ მიგვიღონ ნატოში არც მე ვიქნები წინააღმდეგი და არც შენ ვგონებ .. იტოგში შანსი აქვს ალასანიას, რომ მართლა რეალური პოლიტიკა აკეთოს რასაც შედეგი მოყვება, მაგრამ ამისთვის პერიოდულად მაინც არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლა უნდა გაბედოს. თუ ეს მოახერხა და თუ ვაშინგტონმა საქართველოს დეზინტეგრაციაზე უარი თქვა შეიძლება არც იყოს ცუდი მაგის "გაბელადება".. ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის შემდეგ უდაოდ პროგრესი იქნება.. ბოლო ბოლო არასრულფასოვნების კომპლექსი მაინც არ უნდა ქონდეს ტიპს .. dire არა მგონია ჩემი ენა იყოს პრობლემა, უფრო თითები იდეაში შეიძლება მაგრამ არა დღეს და არა დღევანდელ საქართველოში. ხვალ ვნახოთ ... ისე კი მოსკოვიდან მართულს ნებისმიერი ჯობია მგონი .. Lo Janko ენამ არ მიყივლოს კი არა ვაშინგტონის მიერ შეგულიანებულ ერევაში ერთი სული აქვთ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წამოიკიდოს რუსეთი, დიდი ჰარმენიის კონტექსტში საკუთარი გეგმების შესრულებას რომ შეუდგნენ ... ნახე რა ხდება ანკარაში, ბაქოში, მოსკოვში და ვაშინგტონში სომხეთთან მიმართებაში .. ვგონებ რომ არა შემთხვევით .. მოკლედ საფრთხე რეალურია და რუსეთ საქართველოსა და საქართველო სომხეთს შორის მოსალოდნელ ომზე იმდენი დავწერე რომ აღარ განვმეორდები .. იქნებ სააკაშვილი გადადგეს და საფრთხეები ნაწილობრივ მაინც განეიტრალდეს .. lasha_alo ანკარას იმაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ვიდრე მას აქვს .. ვაშინგტონმა რამდენიმე კვირის წინ სომეხი ხალხის გენოციდზე საუბრების ხელახლა დაწყებით ზუსტად მაგ ანკარას მიუთითა საკუთარი ადგილისა და როლისკენ თანამედროვე სამყაროში .. ბაქო კი პოლიტიკურ კონტექსტში (ენერგეტიკა სხვა თემაა და ისედაც დასავლეთის ხელშია) საერთოდ არავის არაფრად აღელვებს, თუ სერიოზულად შევხედავთ თემას.. ასე რომ ვაშინგტნმა თუ საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, ვერც ანკარა შეაჩერებს მას და ვერც მამაზეციერი სამწუხაროდ .. მინდა ვთქვა საქართველოს მოსახლეობა აღუდგება თქვა წინ აგრესიას, მაგრამ თავის მოტყუებას არასდროს ვცდილობდი და არც ეხლა შევეცდები საკუთარი თავის იმაში დაჯერებას, რომ ქართული საზოგადოება იარაღით ხელში დახვდება და ბოლო წვეთამდე შეებრძოლება აგრესორს .. dire ომის წარმოებას სერიოზული შემზადება ჭირდება მათ შორის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისითაც .. მზად არის ქართული საზოგადოება ომისთვის? ის 20 სართულიანი "ომის თემა" სწორედ ამ საკითხს ეხებოდა მაგრამ დამაჯერებელი დადებითი პასუხი ვერ დაიდო ...
  9. lasha_alo კეთილი და პატიოსანი ბატონო. ეგ არის რომ შენ თუ გაბედავ კონფედერაციის ხსენებას ეგ კიდო არ ნიშნავს იმას რომ ალასანია გაბედავს ამას. არადა კარგად რომ გააანალიზოს სიტუაცია და შესაბამისადაც შეამზადოს თემა შეიძლება მოკავშირეები არა მარტო თბილისში არამედ ცხინვალში და სოხუმშიც კი გამონახოს .. ეს თუ ქვეყნის ინტერესზე ვლაპარაკობთ რათქმაუნდა, თორე ალასანია რომ მომავალი ყოფილი ბელადია ამაში ფაქტიურად დარწმუნებული ვარ ... ვნახოთ მიშუტკა რა გადაწყვეტილებით დაბრუნდება ვაშინგტონიდან ... ესეც ბევრ რამეს განსაზღვრავს .. maka არა
  10. dire ვეჭვობ რომ სადღაც დაახლოებით ეგრეა საქმე როგორც უბნობ პატივცემულო .. ეგ არის, რომ რუსეთი თუნდაც დღეს თბილისის იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიებს ხელშეუხებელს არ დატოვებს და სამცხე ჯავახეთს და აჭარას ვაშინგტონის სურვილისამებრ სომხეთს გადააბარებს, სამეგრელოს, ყაზბეგის რაიონს, დუშეთის რაიონს, ახმეტის რაიონს და კიდევ ღმერთმა იცის რომელ ტერიტორიებს კი სათავისოდ წაიღებს .. დანარჩენი საქართველო შეიძლება ჩააბარონ კიდეც ლენგლის ბიჭებმა პროდასავლურ ალასანიას, მაგრამ ის უკვე ვეღარაფრის პრინციპულად შეცვლას ვერ შეძლებს თუ რათქმაუნდა რაიმე სასწაული არ მოხდა .. სასწაულში კი არა ღვთიურ ჩარევას არამედ საზოგადოების გამოფხიზლებას და ტოტალურ ომს ვგულისხმობ .. ქვეყანა ისედაც განადგურებულია და ასედაც, მაგრამ სახელმწიფოებრიობის და ვგონებ უფრო მეტი ადამიანის გადარჩენის შანსი დღეს სწორედ რუსეთთან და სომხეთთან ტოტალური ომისთვის მზადებაში უნდა იყოს .. ია ტაკ დუმაიუ მომენტ ... დამონებული და მოსკოვის ან ვაშინგტონის მართული საქართველო არ მჭირდებოდა და არც არასდროს დამჭირდება ..
  11. პრინციპში მართალია. ესეც პრინციპში მართალია. ეს პრინციპში პირველი თეზისის გაგრძელებაა და ასევე მართალია. ლოგიკურია. ეს ძალიან ლოგიკურია ესეც ლოღიკის ფარგლებშია აი აქ დაზუსტებებია საჭირო. ნატოზე სერიოზულად საუბარი უახლოეს მომავალში სირცხვილია და სერიოზულ პოლიტიკოსს არ ეკადრება. ტერიტორიული მთლიანობაში ტერიტორიული მოწყობის რა მოდელს გულისხმობს ალასანია? თუ კონფედერაციას ეს რეალისტურია, თუ ფედერაციას ან უნიტარულ სახელმწიფოს ეს უვიცობაა და ობიექტური რეალობის არ-ვერ დანახვა .. ნებისმიერ შემთხვევაში მეტი კონკრეტიკაა საჭირო როგორც ამ ასევე ყველა სხვა თეზისთან მიმართებაში .. და რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალასანია პოსტ სააკაშვილისეული საქართველოს საბელადოდ ყავს ვაშინგტონს არსნალში და კარგი იქნება ამას საზოგადოებასთან ერთად ალასანიაც თუ გააცნობიერებს. სამწუხარო ფაქტის კონსტატრება მომიწევს, მაგრამ ვიტყვი, რომ გარე ძალებისგან დამოუკიდებლად საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლების შინაარსსა და რაობას დღეის მდგომარეობით ვერ განსაზღვრავს .. P.s. იმედია სააკაშვილი უახლოეს მომავალში გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი საქართველოს მარტივ მამრავლებად დაშლის რუსეთის და სომხეთის ხელით და ვეჭვობ ალასანიას თუნდაც დასაკონკრეტებელი თეზისები ვინმეს ან რამეს გამოადგეს .. http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  12. ლ ი ც ი კი ბატონო ადმინისტრაციის საქმეებში არ ვერევი, არც მე მაქვს რაიმე პრობლემა მაგ უზერთან, რაც უნდა ის უთქვია და უფიქრია, მაგრამ გული მიგრძნობს სიტყვიერადაც იქნებოდა გაფრთხილებული .. ანალოგიური შინაარსის პოსტებით არ მიმართავს ნახევარ ფორუმს? asesino_141 უბრალოდ ვსაუბრობთ თემის ჰამბებში. პრეტენზიები არ მაქვენ გეთაყვა
  13. ლ ი ც ი ბატონო ლიც თქვენთვის ცნობილია უდანაშაულობის პრეზუმციის შესახებ რამე? მორალისა და ზნეობის შესახებ? თუ ცნობილია იქნებ მითხრათ რატომ აძლევს ვინმე (ამ შემთხვევაში ფორუმელი) თავს უფლებას იმისა, რომ სასამართლოს ფუნქციები შეითავსოს და ადამიანები (ამ შემთხვევაში თანაფორუმელები) სხვადასხვა სამართალდარღვევაში-სისხლის სამართლის დანაშაულში, მათ შოროს სამშობლოს ღალატში დაადანაშაულოს, ისიც მტკიცებულობითი ფორმით? და რატომ უნდა დარჩეს ეს ფორუმის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა? მამაზეციერი ნუ გონია აქ თავი ზოგ ზოგიერთს ჯობდეს ვგონებ და ზე დონე მორალისტი კიდო : ))) თუ თანაფორუმელებთან გარჩევები გსურთ პმ არსებობს და ჩემი თავი შემოგევლოთ, მე ლიჩნა სიტყვას არ დაგიტოვებთ ვალში :გივი: http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  14. ვეფხვი პრინციპული განსხვავება არ არის .. ვაშინგტონიც და მოსკოვიც სხვადასხვა მეთოდებით მაგრამ მხოლოდ სკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ იყენებდა და იყენებს საქართველოს .. სამწუხაროდ ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის საქართველოს მოსახლეობა მზად არ აღმოჩნდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ვაშინგტონმა ჯერ მისთვის ხელსაყრელი ადამიანები მოიყვანა ხელისუფლებაში, შემდეგ მისთვის ხელსაყრელი ადამიანების ძალაუფლების გასამყარებლად საჭირო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სისტემა შექმნა, ბოლოს კი აგერ ქვეყნის დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა და მისი ერთიანობის საკითხიც .. ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ქართული საზოგადოების ბრალია.. მოხდა კი მხოლოდ ის რისი უფლებაც ხალხმა მისცა გარე თუ შიდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებს .. შედეგი ერთია, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს შენარჩუნების შანსი ასეთი სუსტი და მცირე, თანამედროვე ისტორიაში არასდროს ყოფილა .. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ ქართული საზოგადოება შეძლებს გაღვიძებას და რჩეული უმცირესობის ჯერ დაფასებას შემდეგ კი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტის ამ რჩეული უმცირესობის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტების ხელშეწყობას .. თეორიულად ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისა და წინსვლის შანსი, პრაქტიკულად კი ჩემი იმედების მიუხედავად უნდა ვაღიარო, რომ ქართული საზოგადოება არც ამისთვის არის მზად .. ანუ ჩიხშია საქართველოც და ქართული საზოგადოებაც. ჩიხიდან გამოსავლა კი ტერიტორიების, ათასობით სიცოცხლისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას .. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელსაც და როგორსაც მას მე ვხედავ ..
  15. ვეფხვი შინაარსი ძველია და ტერმინიც ალბათ ძველი .. როცა ნაციონალებმა განსხვავებული აზრის სრული იგნორირება გადაწყვიტეს ავტომატურად ბოლშევიზმის გზას გაუდგნენ, ნაბოლშევიზმის. აბა რა ქვია მაი ჰამბავს? Saturn გილოცამ გადადგომას :nekro: მამენტ საღოლ! ვიპ მემბერობა უნდა მოეცათ შენთვის მამენტ. ნა ვსაკი პაჟარნი
  16. ფაიზაღ! საერთაშორისო ჰამბების ქვეგანყოფილება ფორუმ.გე-ზე ვერ ქაჩამს და არა მგონია რაიმე ქვე დვიჟენიამ აქ გაქაჩოს ..
  17. ვეფხვი კიდო კაი მე აღარ მდებ ბრალს ნაცბოლშევიკობაში :nekro:
  18. akkai სად ნახე ოპოზიციური პარტია საქართველოში? ეგეთი რამე მანდ არ არსებობს .. არშემდგარ სახელმწიფოებში არსებობს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია და მის მიერ შექმნილი და მართვადი კორუმიპრებული-ხელოვნური საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მიერ დაკომპლექტებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა. სწორედ სახელისუფლებო პარტიისა და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის ფსევდო ოპოზიციური გაგრძელებებია ქართული პოლიტიკური სპექტრის უკლებლივ ყველა სუბიექტი და ეგ ფენომენი რეალურ ოპოზიციად არ უნდა მიიჩნიოთ .. ასე მარტივად არის საქმე მამენტ :nekro:
  19. asesino_141 არის უფროსო :nekro: Georgiana მე მაპატიეთ გეთაყვა იმედები თუ გაგიცრუეთ :და მედვედევის დედაც მომიკითხეთ თქვენ გაზრდა გახარებას მე ჩემი სამშობლო მიყვარს ჩემო კარგო, სამშობლო რომელსაც შეძლებისდაგვარად ვიცავ და ყოველთვის დავიცავ სადაც და როგორც არ უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა ერთი და იგივე არ არის .. კარგი იქნება ამას თქვენც თუ გაიაზრებთ, რადგან სამშობლოს სიყვარულის მიუხედავად არ უნდა იქცეთ სტერეოტიპების მონად და არ უნდა შეეწინააღმდეგოთ იმ ქვეყნის ძირეულ რეფორმირებას, რომელიც დღეის მდგომარეობით საკუთარი მოსახლეობისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ჩემთან მიმართებაში ასეთად წარმოჩინდა საქართველო, როგორც სახელმწიფო და მაგ არშემდგარი ქვეყნის პატრიოტობას ნუ მომთხვთ თქვენ გაზრდა გახარებას. რეკომენდაციებით და საკუთარი მოსაზრებებით თუ დახმარებას შევძლებ, მიუხედავად ყველაფრისა დღესაც არ დავზარდები ქართულ საზოგადოებას (ზუსტად იმ სამშობლოს სიყვარულის ჰამბავში), რომლის შინაარსი და რაობა განმსაზღვრავს კიდეც საბოლოო ჯამში ქვეყნის რაობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ქვეყანა საქართველო ჩემი ნდობისა და სიყვარულის ღირსია .. ცუდი სამშობლო არ არსებობს, ცუდი ქვეყნებით კი მთელი მსოფლიოა გადაჭედილი ... fact! http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif
  20. Georgiana საიდან მოიტანე რომ მე პოლიტიკოსი ვარ? პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი ომამდე არ მივიყვანდი საქმეს, შევეცდებოდი მაინც, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო სულ სხვა რამეს ვიტყოდი და მერწმუნე გაცილებით უკეთ და არგუმენტირებულად ვიდრე ეს მიშამ და მისმა ბანდამ გააკეთა. მე ჟურნალისტი ვარ გეთაყვა და ჩემი პროფესიული მოვალეობა არა ხელისუფლების დაცვა არამედ ხალხის ადეკვატური ინფორმირებაა, რასაც ვაკეთებდი კიდეც ყოველთვის. ეს არის ჟურნალისტის საქმე და ჟურნალისტის მიერ სახელმწიფოს სამსახური, რადგან თუ ხელისუფლებამ იცის, რომ მედია რეალურად დამოუკიდებელია, სათანადო სიმაღლეზეც დგას და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას აწვდის, მერწმუნე გაცილებით ფრთხილი იქნება ქმედებებში და ისე ადვილად ვეღარ დააბოლებს ხალხს, როგორც ამას დღეს აკეთებს. სულ ეს არის თორე გიხაროდენ ბატონებო, მე პირადად ხალხის სამსახურის გამო უკვე გავიტისკე რამეთუ საზოგადოებამ სამსახური არ დამიფასა კი არა და პრინციპში ფეხებზეც უპრობლემოდ დამიკიდა. თემაც დახურულია, რადგან როგორც ადამიანი დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად ვნანობ იმას, რომ როდესღაც ქართული საზოგადოების სამსახურში ჩაბმა გადავწყვიტე და ჯერ წლები ჟურნალისტად ვემსახურე, მერე კი დამოუკიდებელი რედაქცია შევქმენი. ეგ არის რომ როგორც ჟურნალისტი ნამდვილად ამაყი ვარ და ვიქნები იმით რაც გავაკეთე. ამასაც ბევრი ვერ გაიგებს ... ასე რომ სიმართლე არ მოგწონდეს ერთია, მაგრამ სიმართლე არ დაინახო და შესაბამისი დასკვნები არ გააკეთო სულ სხვა რამეა .. ვიდრე პახმელია დამეწყო ამით დავასრულოთ დღევანდელი სჯაბაასი ... გინდა მოღალატე იძახეთ ეხლა და გინდა ტყის ღორი .. არცოდნა თუ არცოდვაა და ალბათ გეპატიებთ ... თქვენ იცით და გორის ციხემ http://s16.rimg.info/895d93efe9330de646b9e70ab1ca4099.gif
  21. Georgiana შენ სიტყვებში ნამდვილი პატრიოტიზმი გამოსჭყივის! ძირს მე! ძირს სიმართლე! ძირს საღი აზრი! გაუმარჯოს რაც მაგრები ვართ მაგრები ვართს! ჩამოასხით ერთიც დავლიოთ! 2 pac-ის ხსოვნა იყოს! ის ცოცხალია ჩვენ გულებში http://s16.rimg.info/895d93efe9330de646b9e70ab1ca4099.gif ----------------------------
  22. Gagi 67 ამას შავი იუმორიც არ ქვია პატივცემულო ... სიმართლის თქმა არასდროს არის ღალატი, ჟურნალისტისთვის კი პროფესიული მოვალეობაა! მამენტ ასეა ეს და გაგებაში რომ არ ხარ კიდევ არაფრის, ხმა არ უნდა ამოიღო.. მერწმუნე წარმოდგენა არ გაქვს რა და როგორ ხდებოდა ცხინვალის რეგიონში ომის დაწყებამდე და არც იმაზე თუ ვინ ვის ესროდა და რატომ ... სიმართლის დანახვა რომ არ შეგიძლიათ ამ ზე პატრიოტებს ეგ კი ტეხამს ალალად, მაგრამ რას ვიზავთ, რაჟდიონნი პოლზაწ ლეტატ ნე სმოჟეტო ნათქვამია და როგორც ჩანს არც ის არის საჭირო რომ ყველამ ყველაფერი გაიგოს : ))) ჩემ 7 თაობას რაც შეეხება კიდო და მერწმუნე ყოველთვის იამაყებენ ჩემი პრინციპულობითა და საქმეებით : ))) ასე არის და ასე იქნება : ))) იქით საქართველოს აქვს ჩემთან თავი სამართლებელი და ბოდიში მოსახდელი! რაღაცა სერიოზულ გაუგებრობაში ხარ მოხვედრილი : ))) აჰა ნუ შენ გცოდნია ესეიგი და დანარჩენი მსოფლიო ჩემის ჩათვლით ტყემალზე ვზივართ და ბალს მივირთმევთ არა შუშხუნა ღვინოსთან ერთად? ახუიეწ : ))))) უხ შენ შემოგევლე როგორი შემართებით გაქვს ნაწრი :party: რაფრა დავიჯერო ჩემი სახელი არ იცი შე დალოცვილისშვილო : ))) თანაფორუმელებს კითხე იმათ ეცოდინებათ გული მიგრძნობს ხოდა ისა კიდო რა ქვიოდა და ალბათ არ მიწყენ შენ მოსისხლე მტრად თუ არ მივიჩნევ თავს .. რაცხა სხვა გეგმები მაქვს ამ ცხოვრებაში :givi : ოხ! აგაშენა ღმერთმა! მთლად გულთან ახლოსაც ნუ მიიტან ყველაფერს გეთაყვა თორემა მასე გულმაც შეიძლება გიმტყუვნოს ვირტუალურ სამყაროში მოსისხლე მტრებზე ნადირობისას და არ იქნებოდეს ეგ კარგი ჰამბავი http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif
  23. dire სიმართლე გითხრა საქართვეოდან ევაკუირებას გთავაზობთ ... სხვა დანარჩენისთვის ვგონებ რომ გვიანია .. ორ სიტყვაში ასეა, თან სამს არავინ გაიგებს .. ნუ ერთი ვარიანტიც რჩება კიდევ .. იქნებ ღმერთმა გადმოხედოს ღვთისმშობლის კურთხეულ ქვეყანას და ღვთაებრივი ჩარევა გახდეს გადარჩენის მიზეზი ... მე როგორც ათეისტს ამ ბოლო ვერსიის განსაკუთრებით მჯერა და ამიტომ აღარ გავვრცელდები .. SHARI თუ სააკაშვილი გადადგა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა, შეიძლება მერის არჩევნებში ნამდვილად ვერ გაიმარჯვოს, რადგან საქართველოს ახალი ბელადი გახდება. თუ ეს ვარიანტი გაწყობთ კი ბატონო .. თუ ეს ვარიანტი არ გაწყობთ, მაშინ უგულავა მერი ხდება, ალასანია მომავალი ბელადობისთვის აგრძელებს მზადებას ან მაისშივე ხდება ბელადი თუ სააკაშვილმა და ვაშინგტონმა ასე ინებეს .. ნებისმიერ ვარიანტში ისე იქნება როგორც თეთრ სახლში და ლენგლიში მდებარე ფეშენებელურ მრავალსართულიანში გადაწყვიტავენ და არა ისე როგორც თბილისის ან საქართველოს მოსახლეობას სურს .. აი ეს ნამდვილად ხვალინდელი ფაქტია და აქ მნიშვნელობა აღარ აქვს რისი გეეჭვება და რისი არა და პრინციპში იგივეს ამბობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაც :party:
×
×
  • შექმენი...