Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. ეგრეა რა ბრატცი, დღეს 140 წლის წინ არც მეტი არც ნაკლები თვით ვლადიმერ ილიჩი დაიბადა .. სხვა რა შეიძლება ვთქვათ ამ ამბავთან დაკავშირებით? ............... .................... .................... არ მეძინება ................ დიახ. ისე კი იყო რა მასტი ასე ვთქვათ მამალი გიჟი. ხინკალი უყვარდა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც უმაგისობა იქნებოდა .. გეი არ იყო მაგრამ კარლ მარქსი ევასებოდა სიგიჟემდე და ბოლოს და ბოლოს გაგიჯდა კიდეც. შექმნა კარლის ფან კლუბი, ჩაუდგა სათავეში მარქსისტებს და 2017 წელს გერმანელების, ფინელებისა და ღმერთმა იცის კიდევ ვისი დახმარებით რუსეთის იმპერატორი მარილზე გაუშვა ... ისიც წავიდა მამენტ და რუსეთის იმპერიაც თან წაიღო .. დარჩნენ ასე მარქსისტები და ულიანოვი მარტო და ობლად ქუეყანასა ზედა .. ბევრი იფიქრეს მერმე თუ ცოტა საბჭოთა კავშირის შექმნამდე მივიდნენ და შექმნეს კიდეც მოგვიანებით ... შექმნეს და რა შექმნეს მერე .. დუღდა და გადადუღდა ყველა და ყველაფერი კავშირისა და უკავშირობის ამბებში. მილიონობით ადამიანი იქით დახვრიტეს, მილიონობით აქეთ, კიდევ მილიონები სადღაც ცენტრისკენ და ასე დაახლოებით 70 წლის მერე მარქსისტ ლენინისტებიც გაუდგნენ რუსეთის ბოლო იმპერატორის გზას, მარილზე .. საკუთარი ნაკეთობაც თან წაიღეს და საბჭოთა კავშირიც მიაბარეს წარსულს .. ეგ არის, რომ რაცხა სასურველი რეალობად გავასაღე ვგონებ ... არსად ეგ ############### არ წასულან .. ლენინიც კი წითელ მოდანზე აბირჟავებს დღემდე. მისი ბოლშევიკი მიმდევრები კი ნაბიჭვრებითურთ დაუნდობლად დაგულაობენ დუნიაზე და რაცხა არაფერი ეტყობათ, რომ სადმე წასვლას ჩქარობდნენ.. მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა .. ვისაც უნდოდეს მიილოცოს და გაიხაროს ილიჩის დღეობით .. ჩვენ კი ალალად და უსაყვედუროდ გავარტყით მაშინდელ, ეხლანდელ და მომავალ ბოლშევიკებს!
  2. dire რას მეჩხუბები ძმაუ მე დაგიშალე რამის დაკიდება : )))) მტრები მყამს http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  3. ფორუმზე პოსტვა არ არის საკმარისი .. როგორც კი რუსეთის ხელისუფების რომელიმე წარმმადგენელი საქართველოს ტერორიზმთან რაიმენაირ კავშირს ახსენებს საზოგადობამ სულ ცოტა საპროტესტო აქციები უნდა გამართოს და დასავლეთის მედიის მეშვეობით (თუ ეს მოხერხდა) კონტრ პიარი აწარმოოს .. საქართველოს სპეც სამსახურები დღეის მდგომარეობით არაფერს ექსტრაორდინალურს რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა აკეთებდნენ და სადმე მზვერავი თუ მუშაობს ან გავლენის აგენტი ეგ საგანგაშო რამე არ არის .. უფრო პირიქით ... ერთი რამ ცხადია რომ რუსეთს გაცილებით მეტი რესურსი აქვს საქართველოში ვიდრე ქართულ სპეც სამსახურებში წარმოუდგენიათ .. ია ტაკ დუმაიუ http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  4. ვეფხვი ბევრი რამე არც ეხლაა ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ერთხელ მაინც, რაც შეგვიძლია ის თუ გავაკეთეთ კატასტროფის თავიდან აცილებას თუ არა ნეგატიური შედეგების მინიმიზირებას მაინც შევძლებთ ... თუ არა და მაშინ დროა საქართველოს ევაკუერება დაიწყოს ... არავინ იცის დრო რამდენი დარჩა ..
  5. FRIDRIX ესეთი იქნება და უნდა იყოს ამ შემთხვევაში ოფიციალური თბილისის მოსაზრება. ეგ იასნია მარამ .... მეტი დაფიქრება ჭირდება ყველაფერს რასაც ხელისუფლება აკეთებდა და აკეთებს ..
  6. ვეფხვი ეტყობა კარგად არ ავხსენი თორე არ ვიცი რითი შეგექმნა შთაბეჭდილება რომ ან სააკაშვილის მხარდამჭერი ვარ ან და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ვისარგებლე რამით .. მაგ აგვისტოს ომს გადაყვა როგორც ქვეყანა და ასობით ადამიანის სიცოცხლე ასევე ჩემი ომამდელი ცხოვრებაც, ომი დამთავრებული არ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იდიოტი ეკა ზღულაძე ჩემ საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენიებდა (რა შედეგებს გამოიწვევდა ეს ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია) და როგორ ფიქრობ შეიძლება მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყო? ასე რომ სააკაშვილი, როგორც აგვისტოს ომამდე მეკიდა ისე დღეს მკიდია, მაგრამ არ მკიდია ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც შეიძლება იმ ომს შეეწიროს რომელზეც წელიწადზე მეტია აგერ ვსაუბრობ ... არ ################## სააკაშვილის რეჟიმს ტო ბოლო ბოლო .. ხალხმა რა დააშავა? ან რა ვქნათ აჭარა და სამცხე ჯავახეთი დავცალოთ მშვიდობიანი მოსახლეობისგან? იქნებ ახმეტის და ყაზბეგის რაიონები? იქნებ სამეგრელო? ან იქნებ თბილისი? საქართველოს ევაკუირებას ხომ ვერ შევძლებთ? ამაზეა რომ ვსაუბრობ და იმიტომ არის თავდაცვითი ომისთვის ადეკვატურ მზადებას, რომ მივიჩნევ მნიშვნელოვნად თორე ქვეყანასა და სამშობლოს შორის განსხვავებას და სააკაშვილის რეჟიმის შინაარსსა და რაობას კი ვხვდები როგორმე ... გაიგეთ ხალხო რომ სააკაშვილის მოშორების შესაძლებლობას ვაშინგტონი არავის არ მიცემს ვიდრე ქვეყნის დეზინტეგრაციას და "სომხეთის გაბედნიერებას" არ მიაღწევს და არც არსებობს საქართველოში რეალურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. და რადგან ეს ასეა ისევ მაგ სააკაშვილის მობრუნება უნდა ვცადოთ თუ არა და ################## ხელისუფლებას! ხალხმა უნდა ივარგოს და არ დათმოს ის რისი დათმობაც არ შეიძლება!
  7. ვთქვი ადრე ეს დედამოდღნული, რომ ეგ სირბანჯოები ქვეყანას გადააყოლებენ თქვა ტრაკის თამაშსს .. ადრე, რომ საეჭვო აქტიურობებს ქონდა ადგილი ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ბოლო რამდენიმე თვეა თითქოს ყველა "შავი" პროექტი შეაჩერეს და ხუი ეგო ზნაეტ .. ამ პოსტს გადმოვაკოირებ : )) -------------- იტოგში გინდა შიგნიდან გინდა გარედან იმდენი ნაბოზვარი ჩალიჩობს საქართველოს დედისდღვნას რომ ღვთიური ჩარევა თუ გადაარჩენს ხალხს და ქვეყანას .. თუ ფორუმებს კითხულობთ კუდიანო ღლეებო მე გეტყვით აგერ რომ თქვენზე ყველაფერი იციან გრუშნიკებმა, ეფესბეშნიკებმა და ყველა სხვამ .. იმენნა შეეშვით ლეღვობას, ერთი ორჯერ რომ გაგასრიალეს არ იფიქროთ რომ ვინმეზე ჭკვიანები ხართ! ქვეყანას შემოუბრუნებენ ისევ! ფარჩაკები ხართ ბლიად! მამალი ფარჩაკები!
  8. dire შენ ხარ საქართველო ჩემო კარგო, შენ ხარ საქართველო და ყველა სხვა საქართველოს მოქალაქე. დამიჯერე ეს უბრალოდ ასეა .. ქვეყანა ისეთივეა, როგორც შენ და შენი თანამოქალაქეები? არც უკეთესი და არც უარესი .. ესეც ფაქტია .. მეც არ მომწონს ქვეყანა და რაც შემეძლო, რაც მოვახერხე ყოველ შემთხვევაში გავაკეთე, რომ უკეთესი ყფილიყო, ქვეყანამ ანუ საზოგადოებამ კი წიხლი მკრა და გამომაგდო, მაგრამ რა ვქნა ეხლა? ქვეყანა, რომ არ მომწნს ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ სამშობლო ანუ საკუთარი ოჯახი, ახლობლები და ხალხი დავიკიდო? ქვეყანა და სამშობლო ხომ სხვადასხვა მცნებაა? სამშობლო იდეალური გვაქვს, ქვეყანა არ გვივარგა და ვერც ივარგებს ვიდრე ჩვენ არ ვივარგებთ .. სამწუხაროდ ხშირად საკუთარ თავზე (ჩემ თავსაც ვგულისხმობ და ქართულ საზოგადოებასაც) უფრო კარგი წარმოდგენა გვაქვს ვიდრე ვართ სინამდვილეში .. შენ კიდო ემოციები გალაარაკებს, მაგრამ რეალურად რათქმაუნდა არც არაფერი არ გკიდია .. მორალისტობაში არ ჩამომართვა ძმურად .. მაღალფარდოვანი ბაასი არისტოკრატებისთვის დამითმია მაგრამ ფაიზაღს ვამბობ რომ დაუფიქრდე .. ვეფხვი არაფერი არ გვაქვს გაცნობიერებული. არაფერი ... ბევრი რამე შეგვეძლო და არ გავაკეთეთ .. შეგვეძლო არ აგვერჩია პრეზიდენტად გამსახურდია, შეგვეძლო არ დაგვეშვა შეიარაღებული დაპირისპირება და სამოქალაქო ომი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, თბილისში, შეგვეძლო არ ავყოლილიყავით გარედან მართული პოლიტიკანების პროპაგანდას, შეგვეძლო ადეკვატური ადამიანებისთვის-რჩეული უმცირესობისთვის დაგვეთმო პირველობა და ბუნებრვად კუთვნილი ადგილი საზოგადობრივ პოლიტიკურ ელიტაში, შეგვეძლო დიპლომატიის ენაზე მოგვეგვარებინა პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან, შეგვეძლო რეალურად განვითარებული ეკონომიკა შეგვექმნა და შეგვექმნა სამოქალაქო საზოგადოება, შეგვეძლო აგვეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამე შეგვეძლო მაგრამ ვერ შევძლეთ ... ჩვენ ვერ შშევძლეთ. არავის არ უბნევ თვინს არანაირი პროპაგანდით .. ეს ხომ ფორუმია და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ? ხოდა მეც ვაფიქსირებ ჩემ აზრს, ისე და იმ თემებში როგორც და სადაც ვაფიქსირებ .. პლუს ამას ჩემი არგუმენტები მომყავს ამა თუ იმ მოსაზრების დასასაბუთებლად, რაც პროპაგანდა ნამდვილად არ არის .. ეგეც არ იყოს და მეც ერორების ფრაიმ თაიმში არ მიმყავდეს გადაცემა : ))))) გამოსავალი კი ყველა სიტუაციაში არსებობს. ჩვენ შემთხვევაში გამოსავალი საზოგადოების კონსოლიდირებაა და სამოქალაქო დაპირისპირებისა და საომარი მოქმედებების არ დაშვება თუ ეს მოვახერხეთ .. თუ არა და ადეკვატურად მაინც უნდა შევემზადოთ ... ეგ არის და გორის ციხე ძმაუ http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  9. dire საქართველო შენ ხარ ადამიანო და ვისთან გაქვს პრეტენზიები? რა უნდა გაგიკეთოს ქვეყანამ? რა არის ქვეყანა? თუ ქვეყანა არ ვარგა ესეიგი ჩვენ არ ვარგივართ და გამოსავალი არ არის ყველაფრის ხელისუფლებაზე გადაბრალება .. რა გავაკეთეთ რომ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს? ან ეგ ხელისუფლება რომელი საზოგადოების მიერ დაკომპლექტდა? ბოლო ბოლო კი გააყალბა სააკაშვილმა არჩვენები, მაგრამ წიწიბურა გინდოდათ ტო პრეზიდენტად? ეგ იქნებოდა საქვეყნო საქმის გაკეთება? --------------- მეც ბევრი რამე მახატია და ბევრ რამეს ვიკიდებ, მაგრამ, როცა ომზე, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის ბედზე და ქვეყნის არსებობაზეა საუბარი, დაკიდების უფლება არ უნდა გვქონდეს... --------------- მამენტ სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებული ინდივიდისგან მესმის რომ ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაიზაღს ვუბნობ ვგონებ ....
  10. ვეფხვი რას გთავაზობთ და საფრთხეების გაცნობიერებას! როგორც შენ არ გჯერა საომარი მოქმედებების შესაძლო განახლებისა და ქვეყნის დეზინტეგრაციის გაგრძელების, ასევე არ ჯერა ამის მოსახლეობის უმრავლესობას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის! მოსალოდნელი საფრთხეების ადეკვატურ გაცნობიერებას, ადეკვატური ღონისძიებების გატარებაც მოყვება .. პლუს ამას შენსავით დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველო ომს წააგებს.. შეიძლება კრემლი ვერ გადავღებოთ მწვანედ, მაგრამ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვა უნდა მოვახერხოთ! მოვლენების უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და ვხედავ რა ამ საფრთხეს მშვიდად ვერ ვიქნები და ვერც დამკვირვებლის როლს შეურიგდები ... არ მოგწონს თემა? იგრუზები? უაზროთ მიიჩნევ? არ შემოხვიდე და არაფერი წაიკითხო. ყველაზე მარტივი გამოსავალი ...
  11. ისე თუ კაიფია კაიფი იყოს .. ორივე წიწიბურა თბილისის მერად! მაგარი დაგლიჯამს http://s17.rimg.info/56ed5c59f14393b6b19f62bdb61d5532.gif
  12. ვეფხვი რუსეთში მცხოვრები არალეგალი ვარ ბლინ რა ომის პარტია რის ომის პარტია .. საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ იმის და მიუხედავად ვის აწყობს ომი და ვის არა, ომი იქნება! და რადგან იქნება ესეიგი შესაბამისი შემზადებაც საჭიროა ..
  13. რა მიკვირს იცით ტო .. აგერ ბატონო ვაკვირდები თქვენი ჰაზრების ლოგიკას და ერთი რამ ვერ გამიგია .. რატომ უშვებდით ან რა არგუმენტებით უშვებდით იმას, რომ ირაკლი ალასანია ღია ან ფარულ ალიანსს არ შეკრავდა საქართველოში ვაშინგტონის "გავლენის აგენტების" ძირითად პოლიტიკურ ცენტრსა და დასაყრდენ რესპუბლიკურ პარტიასთან? მით უმეტეს, რომ ალასანია თავად არის ვაშინგტონის რჩეული "შვილი", რომელზეც თთრი სახლი პოსტსააკაშვილისეული საქართველოს მართვის გადაბარებას აპირებს .. აბა წიწიბურასთან დაიჭერდა ხანგრძლივად საქმეს? თუ ნათელას შვილთან?
  14. პლანეტა კრესტალიზაციას განიცდის! http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  15. როდის აქეთ წყვიტავს საზოგადოება პრეზიდენტის ვინაობას? რამე შეიცვალა საქართველოში და მე არ ვიცი? ვაშინგტონი ფაფუ? ვითომ? :ravic: თავს ნუ იბოლებთ მეგობრებო .. პოლიტიკურ ჰამბებში ... http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif ალასანია პოსტსააკაშვლისეული საქართველოს მომავალი ბელადია..
  16. analgin ეს ნოღას პარტიაზეა ხო საუბარი? თუ კი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ ნოღაიდელის და ანზოროვნას საერთო ამოცანა აჭარაში და შეძლებისდაგავარად ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ვითარების ესკალაციაა და არა არჩევნებში გამარჯვება .. მოსკოვს ეგ ჭირდება ვგონებ ... ვაშინგტონსაც ...
  17. dire რაციონალური არა, მგარამ კარგია რომ არ გეშინია მაინც ... არადა ქართული საზოგადოების ერთ ერთი ძირითადი პრობლემა ყველაფრის ან თითქმის ყველაფრის უსაზღვრო და თავდაუვიწყარი დაკიდება დახატვაა ...
  18. ნახალოვკელი კაი ბიჭი და ჩვენი ძმა მორფიკა ხსნის კანდიდატურას წიწიბურ მესიას სასარგებლოდ! ქეშები რულამენ! http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif
  19. კრესტალე სიტყვებია ძმაუ http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif
  20. აი ესენი აკლდა მოსკოვს მამენტ და აგერ ბატონო : ))))) ჩემთან არ მოვლენ რამე რომ იყოს? უფასო ლექციას ჩაუტარებ გეოპოლიტიკურ ჰამბებში ატვეჩაი ვარ http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif
  21. ეს პროგნოზირებადი იყო და ამაზე არ შევჩერდები .. როგორც ადრე ვთქვი გიგი უგულავა თბილისის ახალი ძველი და ისიც არჩეული მერი გახდება! არა, იმიტომ არა რომ ჩემი ჯგუფელი იყო ისიც სამხედროზე : )))) და მორალურ მხარდაჭერას გაუწევ, არა ბატონო, უფრო იმიტომ, რომ ასე სურს ფიქრების მბრძანებელს და სააკაშვილის მამაპაპური უფროსობის გეოპოლიტიკურ გეგმებს. ირაკლი ალასანია კი პოსტსააკაშვილისეული, სამწუხაროდ განახევრებული და განადგურებული ქვეყნის საბელადოდ მოემზადოს.. ესეც ფიქრების მბრძანებელს სურს .. გია გაჩეჩილაძე ის ტიპი არ არის ტო მესიურ მიდრეკილებებში როა შემჩნეული? თუ კი მაშვინ ღმერთო დაიფარე საქართველო! დაბოლილი წიწიბურები გეკაიფებიან ხალხო ... ახუიეწ .. http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif
  22. bowman ეტყობა ყურადღებით არწაიკითხე ჩემი პოსტები ... რათქმაუნდა აზერბაიჯანი ესაზღვრება ირანს და ნომინალურად შესაძლებელია მილსადენები ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიმართულებით გატარდეს მაგრამ ... პრობლემა ის არის, რომ აზერბაიჯაბის 30 პროცენტი სომხეთის მიერ არის ოკუპირებული. ერევანი მთიანი ყარაბახის გარდა კიდევ 6 სხვა რაიონს აკონტროლებს აზრბაიჯანის ტერიტორიაზე (მათ შორის იმ რაიონებსაც სადაც ოპტიმალურ ვარიანტში მილსადენებს შეიძლება გაევლო) და ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ურიგულირებამდე არანაირ ტრანსნაციონალურ ენერგოპროექტებზე საუბარი არ შეიძლება (იმედია ამაში არ შემეკამათები).. გარდა ამისა ვაშინგტონისთვის პრობლემურ ზონად იქცა საქართველო, რომელსაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო სტაბილურ "პარტნიორად" აღარ განიხილავს .. რატომ? თუნდაც ამიტომ აგერ .. ესეც რომ არ იყოს სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვის იდეის ლობირებას ახორციელებს სომხური ლობი აშშ-ი და იგივეს აკეთებს მოსკოვი, რომელიც დღეის მდგომარეობით, ოპტიმალურ პოზიციაშია სამხრეთ კაკასიის რეგინთან დაკავშირებით წარმოებულ გეოპოლიტიკურ "თამაშში" და ნომინალურად, დასავლეთის ცივილიზაციის კონტექსტში, ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად პოზიციურ დონეზე საკუთარი გავლენის გაძლიერებას არ ერიდება ... მოკილედ ვერც სომხეთს აუვლის ვაშIნგტონი გვერდს და ვერც აზერბაიჯანით ჩაანაცვლებს მას .. ობამას პრეზიდენტობის გამო ირანთან ომის გამორიცხვა ვფიქრობ არგუმენტი არ არის .. ჯერ ერთი აშშ-ის გეოპოლიტიკა ათწლეულებზე იწერება და პრეზიდენტების მოსვლითა და წასვლით, მრიცხველთა გაანაცვლებისა არ იყოს, ჯამი არ იცვლება .. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ წავა, რადგან აშშ-ის გეოპოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიული მართვა უნიკალური სახელმწიფო სისტემის მიერ ხორციელდება და პრეზიდენტი ამ საკითხში მხოლოდ დამკვირვებლის-ხელის მომწერის როლშია .. (არ უნდა დავაკნინთ, მაგრამ არც უნდა გადავამეტოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა) ირანი ნამდვილად არ არის ერაყი და გაცილებით ძლიერი არმია ყავს ვიდრე სადამ ჰუსეინს ყავდა "უდაბნოს ქარიშხალთან" (ერაყის პირველი ომი) შერკინებამდე. მიუხედავავდ ამისა დიდი შეცდომა იქნება ირანისა და აშშ-ის არმიების ერთ სიბრტყეში განხილვა .. დამერწმნე ირანის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, ავიაციის, ფლოტისა და მსხვილი სახმელეთო შენაერთების ნეიტრალიზებისთვის აშშ-ს 14-28 დღე ეყოფა .. პარტიზანული ომი სხვა თემაა, თუმცა საბოლოო ჯამში აშშ-ისთვის ირანის ოკუპირება შესრულებადი ამოცანაა და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ფუნდამენტალური ხასიათის დაბრკოლება ვაშIნგტონს არ აქვს .. შOრს რომ არ წავიდეთ აშშ-ირანის ომის გარდაუვლობაზე სულ ცოტა რამდენიმე თვალშIსაცემი ფაქტორი მიუთითებს .. 1. დამეთანხმე რომ მზის აბაზანების მისაღებად არ ყავს ირანის მეზობელ ავღანეთში აშშ-ს 120 000 ჯარისკაცი გაგზავნილი, და არც ყაყაჩოს მინდვრების სადარაჯოდ.(თალიბანთან და ალ ქაიდასთან თავზეხელაღებული დაპირისპირების ლეგენდა მოდი მოხალისე ანალიტიკოსებს დაოტოვოთ). 2. რომ არა აბსოლიტური გარანტია იმისა, რომ აშშ-ი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, ისრაელი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაასრულებდა თეირანის ბირთვული პროგრამისა და ისლამური რესპუბლიკის სასულიერო და პოლიტიკრი ხელმძღვანელობის ისტორიას .. და ბოლოს .. აშშ-ს შეზღუდულ დროში მოუწევს სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფნის საბოლოო კონსტრუქციის ფორმირება, რადგან ბირთვულ არსენალს ირანი მომდევნო 2-3 წელიწადში რათქმაუნდა ვერ შექმნის (ატომური ბომბი ხომ ავტომატის დაშლა აწყობა არ არის?), მაგრამ 1 ან 2 მცირე კილოტონაჟის ბირთვული ბომბი თეორიულად შეიძლება დაამზადოს .. ეს აშშ-საც აწყობს რათა ირანზე თავდასხმა გაამართლოს .. ეგ კი არა და 11 სექტემბრის შემდეგ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის სპეც სამსახურებმა 3-5 კილოტონიანი ბომბი თავად ააფეთქონ სადმე ნიუ იორკში (შეიძლება სადმე სხვაგან), თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულონ და ეს ფაქტი ირანზე თავდასხმის მიზეზად აქციონ .. ეს მომენტი არა მგნია სერიოზულ განხილვას საჭიროებდეს .. კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფებაშI ვინმემ ისწავლა რამე, მაგრამ ......... საქართველო სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების კარგად დახასიათება "ალბათ" მეტისმეტად ოპტიმისტური იქნება ... რაც შეეხება 58-ე არმიას და აგვისტოს ომს, ერევანი ვერ დაუშლიდა რუსეთს იმის არ გაკეთებას რის გაკეთებას არც აპირებდა .. სად უნდა შეეყვანა სომხეთიდან რუსეთს გიუმრიში დისლოცირებული 58-ე არმიის დანაყოფები? სამცხე ჯავახეთში? თუ თბილისისკენ დაეძრა? რატომ? მაშIნ მოსკოვს ამის გაკეთება არ ჭIრდებოდა .. ასე რომ .... კარგად გამიგე მე სომხეთზე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს მსგავსად სტრატეგიული ინტერესების მქონე სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არავითარ შემთხვევაში არ ვეხები სომეხ ხალხს .. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია .. იცი თავის დროზე ვინ იყო აშშ-ის პარტნიორი? შენ წარმოიდგინე და პოლ პოტი. წითელი ქხმერების ბელადი. "ადამიანი", რომელმაც კამბოჯის ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი (ძირითადად ვიეტნამელი ეთნიკური წარმოშობის) საკუთარი თანამოქალაქე გაანადგურა .. ასე რომ ვაშინგტონისა და საქართველოს სტრატეგიულ და გინდაც არასტრატეგიულ პარტნიორობაზე და საერთოდ აშშ-ის პარტნიორებზე საუბარი არ ღირს .. თეთრმა სახლმა არაერთხელ გამოიყენა სააკაშვილი და საქართველო და მინიმუმ კიდევ ერთხელ გამოიყენებს, როცა სააკაშვილს რუსეთთან საომარი მოქმედებების პროვოცირებას აიძულებს .. იმედია სააკაშვილი მოვა გონს და შეეცდება ვაშინგტონისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, მაგრამ თეთრ სახლს (ლენგლის) სააკაშვილის გარეშეც შეუძლია რუსეთან ომის პროვოცირება, რაც დღეისთვის არის კიდეც აშშ-ის ერთ ერთი ამოცანა, რომელსაც განახორციელებს კიდეც მომდევნო 1-2 წელიწადში .. რა მოხდება და რა არა ამას მომავალი გვაჩვენებს. იმედის მოდელირებული სცენარი კი იდეალურად ჯდება, კი არა და არაფრით ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეოპოლიტიკის სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სეგმენტის ჩემს მიერ წარმოდგენილ ხედვას, როგორც მნიშვნელოვანი მაგრამ მხოლოდ დეტალი ..
  23. მისალოდნელი ომის საფრთხეებზე საუბრისას ხშირად ისმევა კითხვა თუ რა ამოძრავებს აშშ-ს, რა ამოძრავებს რუსეთს და რატომ არის ზესახელმწიფოების დღეს წარმოებული გეოპოლიტიკა საშიში საქართველოსთვის .. ვფიქრობ ეს პუბლიკაცია ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს ამ კითხვებს .. http://itngeorgia.wordpress.com/2009/07/03...83%98%e1%83%99/ საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა მოსალოდნელი ომის თემა ბოლო დროს ისევ და ისევ აქტუალური გახდა. ომზე საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება, თუმცა იშვიათად ხდება განხილვა იმისა თუ რა მიზეზების გამო შეიძლება დაიწყოს ომი და რა მიზნების მიღწევას შეეცდებიან ამ ომით რეგიონში უმსხვილესი "მოთამაშეები" აშშ და რუსეთი. ამდენად ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ იმ რეალიებს, რაც საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში არსებობს. ამერიკა და ამერიკის ინტერესი … მოდი დავივიწყოთ ის ბანალური მოსაზრება, რომ აშშ-ი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაზე ზრუნავს და პირდაპირ მნიშვნეოვანზე ვისაუბროთ … – აშშ-ის მთავარი ინტერესი საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის ენერგორესურსები და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალია. არაფერი უფრო მეტად ვიდრე საკუთარი ნაციონალური ინტერესები და ენერგოუსაფრთხოება ვაშინგტონს არ აფიქრებს. ამრიგად ენერგეტიკაში არსებული ვითარება განვიხილოთ … ექსპერტების პროგნოზების თანახმად, დაახლოებით 2020 – 2025 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ვიდრე მოთხოვნა. ნავთობმოპოვების მოცულება უკვე მცირდება ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში სადაც ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი (გაერთიანებული სამეფო) ათწლეულების მანძილზე აქტიურად მუშაობენ ნავთობისა და გაზის მოპობვებაზე. პრობლემები ექმნებათ აფრიკის კონტინენტის ნავთობმომპოვებლებს, განსაკუთრებით ნიგერიას და არც ისე მარტივად არის საქმე ლათინურ ამერიკაში … თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად … 2020-2025 წლისთვის მსოფლიო ენერგოდეფიციტის ზღვარზე აღმოჩნდება, ამ მხრივ და ამ დროისთვის განსაკუთრებულად დაუცველი ამერიკის შეერთენბული შტატები და ჩინეთი იქნება, ანუ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა და შიდა სტაბილირობა პირდაპირი გაგებით ენერგომატარებლებით ადეკვატურ მომარაგებაზე არის დამოკიდებული. უკვე დღეს ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ენერგომოხმარების კუთხით პირველობაში ეცილიბა, ხოლო 2020 წლისთვის დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უპირობოდ უმსხვილესი მომხმარებელი გახდება. 2020 წლისთვის ნავთობის მოთხოვნა მიწოდებას შორის უარყოფითი სალდო და ნავთობზე პროგნოზირებადი დეფიციტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს გეოპოლიტიკური მასშტაბის კონკრეტულ მოქმედებებს აიძულებს, რათა დროულად მოხერხდეს აღნიშნული ქვეყნების, ძირითადი ენერგომატარებლებით სტაბილური მომარაგების გარანტირება. ეს მოქმედება სახელეა აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ანტარქტიდისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შელფის მიმართულებითაც კი… მარტივად რომ ვთქვა ჩინეთი და აშშ-ი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ ურთიერთდაპირისპირება ენერგომატარებლების გამო და უკვე დღეს დაირეზერვონ ენერგოსაბადოები და ენერგოდერეფნები, რომელთა მეშვებნითაც საუკუნის ბოლომდე საკუთარი ქვეყნების ენერგომომარაგებას შეძლებენ … ჩინეთი აქტიურად მუშაობს ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინეტებზე. თუმცა დღეის მდგომარეობით ლათინურ ამერიკაში მოპოვებული ნავთობის ძირითადი ნაწილი, ამერიკის შეერთებულ შტატში გადაიზიდება, რადგან ამ კონტინეტზე მოპოვებული მარკის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 80% ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ასე რომ ჩინეთი ძირითადად საძიებო სამუშაოებისა და პერსპექტიული საბადოების ათვისებაზე მუშაობს .. თითქმის იგივე ხდება აფრიკის კონტინენტზე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დღეს აფრიკა ჩინეთის ერთგვარ ექსპანსიას განიცდის და მრავალი ქვეყანა ფაქტობრივად ჩინეთის კოლონიას წარმოადგენს .. დღეის მდგომარეობით აფრიკის კონტინენტის უმსხვილესი ნავთომბმომპოვებელი ქვეყანა ნიგერია "ანგლოსაქსების" კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა სერიოზულ პრობლემებს აწყდება სეპარატიზმის თვალსაზრისით, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ნავთობმოპოვებაზეც. ნიგერიის ნავთობსაბადოებოს ძირითადი ნაწილი, მდინარე ნიგერის დელტაში მდებარეობს და დელტის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით გადაიზიდება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე განთავსებული ტერმინმალებისკენ. დელტის, რომლის აბორიგენი მოსახლეობაც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ფედერალურ ხელისუფლებას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის "ფარგლებში" პრაქტიკულად ყოველ თვე მილსადენებს და ნავთობ საქაჩ პლატფოპრმებს აფეთქებს. მარტივად რომ ვთქვა აშშ-ს სერიოზული პრობლემები აქვს აფრიკის კონტინენტზე და ჩინეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს… ნიგერია 36 შტატისგან შედგება და ზესახელმწიფოების დაინტერესების შემთხვევაში ისევე დაიშლება მარტივ მამრავლებად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება დაიშალოს თუ ნავთობმომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნება … ახლო აღმოსავლეთის ძირითადი ნაწილი ისედაც ამერიკის შეერთებული შტატების ენერგომომარაგებაზე მუშაობს და ამ რეგიონის პროამერიკული სახელმწიფოებს საუდის არაბეთს, ქუვეითს, გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს და ერაყს მოპოვებული ნავთობის მოცულობის ხანგრძლივი პერიოდით მკვეთრი ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. უფრო პირიქით მომდევნო 20-25 წლის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მოცუობა შეიძლება 20-30%-ით შემცირდეს, რაც ფრიად მნიშვნელოვანი ციფრია. ჩრდილოეთის ზღვაში განთავსებული ნავთობისა და გაზის პლატფორმები ძირითადად ევროპის ენერგომომარაგებაზე მუშაობს და აშშ-ისთვის დახმარება ვერ იქნება, თან ნავთობის მოპოვების კუთხით მონაცემები ამ შემთხვევაშიც ნეგატიურია … ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება შემდეგი სურათი: 2020-2025 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან დაპირისპირება რომ არ მოუხდეთ, პეკინი და ვაშინგტონი აქტიურად მუშაობენ ენერგოპროექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა აშშ-ის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. ამ კონტექსტში უბრუნდები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას. როგორც უკვე ვთქვი სამხრეთ კავკასია ვაშინგტონს აზერბაიჯანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგების გამო ჭირდება, პლუს შუააზიისა და ირანის ენერგოპოტენციალზე გასასვლელად. წლების მანძილზე საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოდ და "პარტნიორად" მოიაზრებოდა, თუმცა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდაჭერამ თეთრი სახლისთვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. ფართომასშტაბიანი კორუფციისა და ქვეყნის არაადეკვატური მართვის პირობებში საქართველომ ვერ მოახერხა ვერც დემოკრატიულ და ვერც ფინასურად-ეკონომიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირება. შედეგად ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რაც კიდევ უფრო სავალალოა ევროკავშირისთვის მიმზიდველობა დაკარგა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებითა და შემდგომი პერიოდით.. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომი პრობლემური ტერიტორიების საკითხის “მოგვარების” ანუ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოსგან იურიდიულად ჩამოშორებისა და ამ გზით ტერიტორიალური მთლიანობის საკითხის "გადაჭრის" მიზნით დაიწყო, თან ვაშინგტონის რეკომენდაციით. როგორც ჩანს ვაშინგტონში ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს გაიმყარებდა ცხინვალისა და სოხუმის დახმარებით, მოსკოვი სამხრეთ კავკასიურ ენერგოდერეფანზე კონტროლის აღდგენისკენ მიმართულ აქტიურ მოქმედებებს შეაჩერებდა და ამაში სერიოზულად შეცდნენ. რუსეთი მთლიანად დერეფნის კონტროლზე აცხადებს პრეტენზიებს და არა მხოლოდ ცხონვალსა და სოხუმზე, რის გამოც ვაშინგტონს შემდგომი მოქმედების ორი ვარიანტი რჩერბა: ან დატოვოს რეგიონი და ენერგომატარებლები და ენერგოდერეფანის "სხვაგან" ეძებოს, რადგან ობიექტურად არ შესწევს რეგიონალურ დონეზე რუსეთთან დაპირისპირების ძალა, ან გაურიგდეს რუსეთს და რუსეთის მიერ კოტროლირებადი სამხრეთ კავკასიიდან მიიღოს ენერგომატარებლები. ვფიქრობ ვაშინგტონმა არჩევანი რუსეთის მიერ კონტროლირებადი კავკასიიდან ნავთობის მიღებაზე გააკეთა, რადგან ვისაც ეკონომიკა მაინც და მაინც არ აინტერესებს იმის გასაგებად ვიტყვი, რომ პლანეტაზე არც ისე ბევრი ადგილია სადაც დიდი და აუთვისელებლი ნავთობსაბადოები არსებობს, არადა ნავთობის გარეშე ამერიკის ეკონომიკა მოკვდება და მოკვდება პირდაპირი გაგებით, რამეთუ ნავთობია არა მხოლოდ ბენზინი და დიზელი არამედ თითქმის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებით და დამთავრებული კოსმოსური ტექნოლოგიებით ... მოკლედ ალტერნატიული ენერგიის წყაროების იდეა, მოყვარული ეკოლოგებისთვისთვის დავტოვოთ და საკითხის სერიოზულ განხილვას დაუბრუნდეთ … სერიოზულად კი გამოდის ის რაც გამოდის და ვაშინგტონს განსაკუთრებული არჩევანი არ აქვს და როგორც ჩანს მართლაც უთმობს რუსეთს ამიერკავკასიას. მით უმეტეს, რომ ვაშინგტონს ახალი ენერგოპროექტების განხირციელების დაწყება ეჩქარება, რუსეთთან სამხრეთ კავკასიისთვის დაპირისპირება კი ამ ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობას არ მისცემს. რაც ისევ ამერიკისთვის არის მარცხი, ვინაიდან ეს ტერიტორია თუ რამისთვის ჭირდება ეს ენერგოპროექტებია. მეტი არაფერი. ვაშინგტონის მიერ სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს რუსეთისთვის დათმობაში, სამომავლო ენერგოპროექტების რუსეთის ზედამხედველობისა და რუსული ენერგოკომპანიების პირდაპირი მონაწილეობით განხორციელებას ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დგება საკითხი თუ რა მარშრუტი ექნება ენერგოდერეფანს სადაც ეს პროექტები განხორციელდება … დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სავარაუდოდ ამ დერეფანის მარშრუტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ჩემი ვარაუდით აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთის მიმართულებას, აზერბაიჯანი – სომხეთი – თურქეთი, ირანი-სომხეთი-თურქეთი, შუა აზია-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებები ჩაანაცვლებს. რატომ? 1. იმიტომ, რომ ბოლო 20 წელი საკმარისზე მეტი არგუმენტი აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოზე არასტაბილური ქვეყანა აფრიკის კონტინეტზეც კი ძნელად მოიძებნება. არასტაბილური "მილსადენების მიმდებარე ტერიტოია" კი ნამდვილად არ არის ის შედეგი რისთვისაც ვაშინგტონმა საქართველოში მილიარდობით დოლარი ჩაიდო. 2.. იმიტომ, რომ ქვეყნის სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, საქართველომ კი ვერ მოახერხა ეკონომიკის დივერსიფიცირება, ინტელექტუალური-კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების დაწყება და დასავეთის ბაზარზე გასვლა. იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დღემდე რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რასაც თავის მხრივ საქართველო რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები განაპირობებენ. ამდენად ვაშინგტონისთვის ცხადი ხდება, რომ ვიდრე ქვეყანა აშშ-ის კოლონიალურ მდგომარეობაში რჩება, ვერ მოხერხდება ვერც მისი ეკონომიკური განვითარება და ვერც ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა .. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონს რუსეთთან დათმობაზე წასვლა მოუწევს და რადგან საქართველოს შემთხვევაში შორეულ პერსპექტივაშიც კი არ არსებობს შანსი, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად ქვეყანა ეკონომიკის განავითარებას და მილსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვაშინგტონი ენერგოდერეფანის გადატანას სომხეთის ტერიტორიაზე მოითხოვს. სწორედ ამერიკა მოითხოვს ენერგოდერეფანში მარშრუტის ცვლილებას, რადგან სომხეთმა იგივე ბოლო ოცი წელი დაადასტურა, რომ ფრიად სტაბილური და ბიზნეს უნარების მქონე ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ბლოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ვაშინგტონისთვის შორეული პერსპექტივისთვის მაინც ტოვებს შანსს იმისა, რომ ერევანი ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მოსკოვის გავლენიდან გამოვა და პროამერიკულ პოზიციებს დაიკავებს (გასათვალისწინებელი ფაქტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძლიერი სომხური ლობი), შესაბამისად ენერგოდერეფანიც ვაშინგტონის სრულ კონტროლს დაუბრუინდება … ამასაც, რომ თავი გავანებოთ საქართველოს ამერიკის კოლონიალური მდგომარეობიდან გამოსვლა უკიდურესად მტკივნეული დროში გაწელილი პროცესი იქნება და სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომლის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზებას მინიმუმ 3-4 წელი დასჭირდება, უმოქმედობის 4 წელი ამერიკას უბრალოდ არ აქვს… მოსკოვსა და ვაშინგტონს ენერგოდერეფნის ფუნქციონალურობის კუთხით ბოლო დრომდე პრობლემად რჩებოდათ ბაქოსა და ერევნის, ერევნისა და ანკარას დაძაბული ურთიერთობები, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამ მხრივ უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და დღეს ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება. როგორც, ჩანს ენერგოდერეფნის ფარგლებში ერევანი და ბაქოს ურთოიერთობები აზერბაიჯანის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისა და ყარაბახის პრობლემის ბაქოს სასარგებლოდ მოგვარების ხარჯზე განხორციელდება. ერევანი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს უფრო ნოყიერი “ლუკმისთვის”, რაც სამცხე ჯავახეთი და აჭარა იქნება, რადგან სხვა შემთხვევაში ერევანს გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ “თამაშში” ჩართვა არ უღირს და არანაირ დათმობებზე არ წავა. ერევანი ანკარას ურთიერთობები კი სომეხი ხალხის გენოციდის თემის ნეიტრალიზების ხარჯზე გახდება შესაძლებელი, რაც ანკარასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა, თუ მას არ სურს, რომ სომხეთს ათეულობით მილიარდი დოლარი გადასცეს კომპენსაციის სახით და ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული შანსიც დაკარგოს ... მოკლედ ყველაფერი დღესავით ნათელია. აშშ-ი და რუსეთი საქართველოს ანაწევრებენ. და ბოლოს, შეიძლება ვინმემ გულუბრყვილოდ იკითხოს თუ რატო დაეხმარება რუსეთი ამერიკას ნავთობმომარაგების კუთხით? პასიხი მარტივია, 2025-2030 წლისთვის რუსეთსა და კონტინეტლაურ ევროპას იმ დროისთვის სავარაუდოდ უძლიერეს ზესახელმწიფო ჩინეთთან დიალოგი, ვაშინგტონთან ერთად ურჩევნიათ ვიდრე მარტო, ხოლო ვაშინგტონმა, რომ ეს "დიალოგი" შეძლოს "საწვავი" (ენერგორესურსები) ჭირდება. P.S. მოკლედ ესეა და იმედია საკმაოდ პოპულარული ენით ავხსენი ის თუ რა? როგორ? და რანაირად? თან მაქსიმალურად მოკლედ, რადგან კიდევ ათასი სხვა ნიუანსი და დეტალი შეიძლება მოვიტანო დიდი სურათის უკეთესად წარმოსაჩენად. ეგ არის, რომ მაგ შემთხვევაში ეს პოსტი 500 გვერდიანი მოცულობის წიგნს დაემსგავდსსება: ))) ასე და ამრიგად საქართველო მორიგი განსაცდელის წინაშე დგას და თუ მიმდინარე ან მომავალ ზაფხულს, უფრო სწორედ კი თუ უახლოეს მომავალში რუსეთთან და სომხეთთან საომარი მოქმედებები დაიწყება და ტერიტორიებს დავკარგავთ, ამის ერთ ერთი ძირითადი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან ერთად აშშ-ის ენერგოინტერესები და ზესახელმწიფოთა გეოპოლიტიკა იქნება. იყოს ეს პოსტიც ისტორიისთვის : )) ამ თემის ერთგვარი გაგრძელება >>> აპოკალიფსი ქართულად პატივისცემით: asds : ) ამ ლირიკულ გადახვევასაც დაურთავ პოსტს ბარემ ... მამენტ ვწერ რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია … იმის იმედით, რომ ხალხი დაუფიქრდება წარმოდგენილ თემებს და ადეკვატურად შეაფასებს სიტუაციას, რადგან თუ ეგრეთ წოდებული დიდი სურათის კონტექსტში არ განვიხილავთ ყველაფერს, შეცდომებს შეცდომებზე დაუშვებთ … ნახეთ ჩინეთი უკვე დღეს როგორ უძაბავს აშშ-ს, იქით ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რომელზეც პეკინს უსერიოზულესი გავლენა აქვს და რომელიც (ფხენიანი) თითქმის ყოველ წელს ბირთვულ ტესტებს ატარებს და ყოველ მეორე თვეს ახალი ბალისტიკური რაკეტების საფრენოსნო და სხვა ტიპის გამოცდებს აწყობს. რაკეტების, რომელთაც ფრენის სიშორის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში “კონტინენტთაშორისი” კლასიფიკაცია შეიძლება მიენიჭოთ. აქეთ კი ნიგერიასთან მიმართებაში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, ნიგერის დელტაში მოქმედი პარტიზანები იარაღსა და ლოგისტიკურ დახმარებას ჩინეთის ფაქტობრივ კოლონიებად ქცეული კამერუნიდან და ჩადიდან იღებენ … მოკლედ ეს ბრძოლა ენერგომომარაგებისთვის რაზეც მე ვლაპარაკობ უკვე დაწყილია და 2025-2030 წლის კონტურებიც იკვეთება, როდესაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის ღია პოლიტკურ და ვინ იცის სამხედრო დაპირისპირებასაც შეიძლება ქონდეს ადგილი. ალბათ იმიტომ არის, რომ ჩინეთის სამხედრო პროგრამების ძირითადი ნაწილი 2020-2025 წლისთვის ჩინეთის არმიის თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანას ითვალისწინებს, დაწყებული ფლოტითა და ავიაციით და დამთავრებული სახმელეთო ჯარებით .. ეს ხომ უმიზეზოდ არ ხდება?. აგერ რაც მე ვიცი და რაც მედიაში გასული ინფორმაციაა იმის თანახმად, პეკინს 70 – 100 000- იანი წყალწყვის ავიამზიდების პროგრამა აქვთ ჩაშვებული პროექტირებაში, ვიდრე საკუთარი პროექტირების ავიამზიდს ააგებდნენ რუსეთში უკვე შენდება ავიამზიდი ჩინეთისთვის, ასევე აამუშავეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელ ბომბდამშენის პროგრამა , მუშაობენ ახალი თაობის სტრატეგიული ბომბდამშენის პროგრამაზე, ახალი თაობის ძირითადი საბრძოლო ტანკისა და მოიერიშე ვერტმფრენების პროგრამებზე და ათასი სხვა რამ მოკლედ და ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ ამ ყველაფერზე. კოსმოსური პროგრამებისა და კოსმოსური დაზვერვის კუთხითაც კი უკვე ფრიად ადეკვატურ დონეზე არიან, შედარებით ახალი კოსმოსური სახელმწიფოს კვალობაზე … ჩინეთმა ხვალ შეიძლება თავი გაანებოს იზოლიაციონისტურ პოლიტიკას და აქტიური საგარეო მოთამაშე გახდეს, რადგან უკვე დღეის მონაცემებით საამისო ყველა წინაპირობა ექმნებათ … ანუ ჩინეთი მოდის და მთელი მსოფლიო ემზადება : )) ჩვენთანაც არის ეს ყოველივე კავშირში, რადგან ვაშინგტონის მოქმედებები საქართველოში პირდაპირ კავშირშია, როგორც ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან ასევე 2025 წლის მსოფლიოს რეალიებთან …
  24. კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩემი ეს პატარა პუბლიკაცია და ვფიქრობ ურიგო არ იქნება ის ფორუმელებიც თუ გადახედავთ, რომელთაც რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირების გჯერათ .. პუბლიკაციაში მოყვანილი არგუმენტები თუ საკმარისად არ ჩათვალოთ დამატებითი არგუმენტების მოყვანა პრობლემა არ იქნება http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9d%e1%83%a0/ დიდი გეოპოლიტიკური აფიორა ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს .. ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი .. რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ … არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში მუშაობის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში .. როგორ ან რატომ? მოგახსენებთ ……….. მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით .. ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიიღებს.. თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ …….. 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა დასავლეთმა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა)) 2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი .. 3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას .. 4. 5. 6. 7. 8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს .. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.. 9. 10. 11. გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის” ლეგენდის მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა … ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება … იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ .. რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს .. ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დღევანდელიც … ----------- ცოტა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ჩემის აზრით დღემდე აქტუალურ "ძველ" პუბლიკაციას დავდებ თქვენის ნებართვით ...
×
×
  • შექმენი...