Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. საჭირო შეიძლება არის. უნდა მოვახერხოთ სინამდვილისთვის თვალის გასწორება და ღირებულებების გადახედვა თუ ეს საჭიროა მაგრამ ის არის პრობლემა, რომ ამის გამკეთებელი არავინაა მგონი
  2. არის თუ არა ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის აუცილებლობა? პოლიტიკური მოძრაობის რომელსაც შექმნიან ფართო სპექტრისთვის უცნობი ადამიანები და შესაბამისად საზოგადოების ის წევრები რომელთაც არ იკადრეს იმ პოლიტიკურ სისტემის პირობებში საქმიანობა რომელიც ამერიკელებმა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ჩამოაყალიბეს. ვფიქრობ მართლა სახალხო პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ალბათობა მინიმალურია მაგრამ პირადად ჩემთვის ეჭვგარეშეა რომ თუ არა წესიერებისა და პროფესიანოლიზმის დაბრუნება პოლიტიკაში, ქვეყანა სამოქალაქო ომს ვერ გადაურჩება. თუ ყველაფერი უცვლელად დარჩა სომალის ქართული ვარიანტი მგონი გარდაუვალია. რას ფიქრობთ?
  3. თარგამაძე კი არა რამდენიმე თვეში აქ ამბები დაიწყება დედა შვილს არ აიყვანს ხელში როგორი ოპტიმისტური გათვლებიც არ უნდა გააკეთო სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის ყველაფერი ერთი ბიძგი უნდა და ზვავივით ჩამოიშლება ყველაფერი ეხლა იმაზე უფრო ღირს ფიქრი ადამინი როგორ გადაურჩება იმ მარაზმს პრაქტიკულად რომ გარდაუვალია.
  4. აგაშენა ღმერთმა საქმე ის არის ალბათ რომ ოპოზიცია კი არა ამერიკელები დადგმული სპექტაკლის როლები აქვტ გადანაწილებული ნაციონალებსაც ოპოზიციასაც ვიტომ ექსპერტებსაც და ყველა დანარჩენს ან ტიტქმის ყველას წესიერ ადამიანს ამბიციაც რომ ქონდეს გაუჭირდება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა
  5. უნდა ვისწავლოთ და თუ შევძლებთ სხვასაც ვასწავლოთ სხვა ვარიანტი არ არის მაინც ან უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან სამუდამოდ და უკან აღარ მოვიხედოთ არადა ვიყავი წასული და ჩამოვედი ძალიან "ჭკვიანი" რომ ვარ
  6. მგონი მოგიწევს დვიჯოკის ამოქოქვა 1-2 თვეში. იმედია ვცდები მაგრამ...
  7. ერტი რამე მინდა იქნებ ადეკვატური აღქმა დაიწყოს ამ საზოგადოებამ არსებული რეალობის და თვითონ იფიქრონ ადამიანებმა და სხვისი ნაფიქრით არ მიიღონ გადაწყვეტილებები მაგრამ ამას უკვე სამოქალაქო საზოგადოება ქვია ეგეთი კი საქარტველოში არ არის და ალბათ კარგა ხანი არ იქნება ამატ რუსთავი ორი ეტყვის რა არის როგორ არის და რატომ არის
  8. ეგეც მართალია ისე გუშინ ექსპერტების გამოფენა იყო მეტეხში და პრაქტიკულად იგივეს ამბობდნენ რაც ამ მასალაში წერია ასე, რომ ვნახოტ რა და როგორ იქნება
  9. რამდენიმე თვეში გამოჩნდება რა აბსურდია და რა არა. ისე კი ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება რუსთავი ორს და მაგდაგვარი ფსევდო ტელევიზიების ჟურნალისტების და ვითომ ექსპერტების ტლიკინს ყურადღება თორე მალე მართლა დაუკრეფავში გადახვალთ თქვენი ოპტიომიზმით და მერე წუწუნი გვიან იქნება. არა მარტო ბანკები გაჩერდებიან, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკულად ბანკროტია, იქნება საბიუჯეტო კრიზისი და ეკონომიკა თავისუფალ ვარდნას დაიწყებს. იმ მასალაში წერია რომ 3-5 თვიანი მონაკვეთი გამოავლენს ამ ყველაფერს და ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეც დარჩებით დამიჯერეთ და საერთოთ ქვეყნის ყოფნა არყოფნაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 2-3 თვეში კიდევ ერთხელ გადახედე ამ მასალას და თვით რა მართალი გამოდგა და რა არა თუ ესეთი იქნება
  10. მეგობრებო თუ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გაინტერესებთ გადახედეთ ამ მასალას. საინტერესოა რამდენად ემთხვევაა ან არ ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები. საინტერესოა რამდენად ვართ მზად ხვალინდელი გამოწვევებისტვის. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა - ტრაგედიის ანოტაცია (ნაწილი მეორე)... საბანკო საფინანსო კრიზისი. საბიუჯეტო კრიზისი. ენერგოკრიზისი. უმუშევრობა. სასურსათო მომარაგება. სამოქალაქო დაპირისპირება. ტერიტორიების დაკარგვა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ეს არის არასრული ჩამონათვალა იმ პრობლემებისა, რომელთა გადაჭრა საქარველოს მოსახლეობას უახლოეს მომავალში მოუწევს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი შეუძლებელია საზოგადოებამ თავი აარიდოს მოსალოდნელ სოციალურ კატასტროფას. მით უმეტეს, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებას იგივე საზოგადოება ჯერჯერობით არ აპირებს, არ იცის ან არ შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების არარსებობისა და ადამიანური ღირებუულებებისა და პრინციპების ნიველირების შედეგად ხვალინდელი ტრაგედია რალურ კონტურებს იძენს. ტრაგედიის ანოტაცია. საბანკო კრიზისი: მსოფლიო საფინანსო და საკრედიტო კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა. მსოფლიო საბანკო სისტემის ფაქტობრივი გაჩერების შედეგად კრედიტირების პროცესი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბში შეჩერებულია. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნამ კატასტროფულ მაჩვენებლებს მიაღწია და ბოლო 5 კვირის განმავლობაში ინვესტორებმა ტრილიონობით აშშ დოლარი დაკარგეს. განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი საფინანსო სექტორში ასეულობით მილიარდი დოლარის ემისიით ცდილობენ საბანკო სისტემის შოკიდან გამოყვანასა და საკრედიტო ოპერაციების განახლებისათვის აუცილებელი ლიკვიდურობის შექმნას. დასავლეთი საფინანსო კრიზისში გარდატეხის შეტანას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, პრობლემებმა კი მსოფლიო ეკონომიკური სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიულ სექტორშიც იჩინა თავი. წამყვანი ეკონომისტების აზრით დასავლეთის ფინანსურმა ცენტრებმა ინვესტორის ნდობა დაკარგეს, პანიკის შეჩერებასა და რეპუტაციის აღდგენას კი მინიმუმ 24-30 თვე დასჭირდება. მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე წარმოქმნილ ქარიშხალს ვერც საქართველო გადაურჩა. პირველი დარტყმა ქვეყნის საბანკო სისტემამ აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს მიიღო, მსოფლიო საკრედიტო კრიზისი კი შესაზლოა საბანკო სისტემის სრული პარალიზებით დასრულდეს. ზეპირი განცხადებების მოიუხედავად პრაქტიკულად ვერცერთი ბანკი მოსახლეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტებით რეალურ მომსახურებას ვერ ახერხებს. უკვე გაცემული კრედიტების დაბრუნება კი საბანკლო სექტორის ერთ-ერთ ძირითად "თავის ტკივილად" იქცა. ესპერტთა ვარაუდით მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ქვეყნებში ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და მის შემდგომ შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა მესამე ქვეყნების რაოდენობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ძირითადი დონორი ქვეყნების ფინანსური მდგომარეობა, აღნიშნულ ორგანიზაციებს მანევრირების მხოლოდ მცირე შესაძლებლობას უტოვებს. ახლო მომავალში დასავლეთის ქვეყნებში დამატებითი საკრედიტო ხაზების გახსნის პერსოპექტივის არარსებობის გამო ქართული ბანკები ან გაბანკროტდებიან ან მათი მხარდაჭერა საბიუჯეტო სახსრებით განხორციელდება, რასაც საქართველოს ბიუჯეტის ისედაც მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა დანაშაულის კვალიფიკაციაც კი მიეცეს. თუმცა ეკონომიკაში საბანკო სისტემის როლისა მნიშვნელობის გათვალისწინებით არა ცალკეული ბანკის მაგრამ მთლიანად სექტორის გადარჩენისთვის შესაძლოა ეს უკიდურესი ზომაც კი დასაშვები აღმოჩნდეს. ბანკების მიერ ოპერაციების დროებითი შეჩერება ან მათი გაბანკროტება და საერთოდ საბანკო სისტემის მოშლა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ეკონომიკის სხვა სექტორების გაჩერებასაც გამოიწვევს. ცალკეულ მცირე და საშუალო კომპანიებს ფინანსური კრიზისის პირობებში სამუშაო მოცულობების შეზღუდვა და დასაქმებულთა შემცირება მოუწევთ. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სამრეწველო, სამშენებლო, სავაჭრო და მომსახურეობის სფეროებში მოქმედი მსვილი კომპანიებიც, რომელთაც ფინანსური სირთულეების შედეგად ეკონომიკური აქტიურობის მოცულობების შეკვეცა ან უკიდურეს შემთხვევაში სრული შეჩერება მოუწევთ. ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმს საბანკო სისტემის სიცოცხლისუნარინობის შენარჩუნება საბიუჯეტო თანხებით შეიძლება მოუხდეს, ბიუჯეტის ისედაც მცირე შესაძლებლობები კიდევ უფრო შემცირდება. საბანკო სისტემა კი ყველა შემთხვევაში ურთულეს კრიზისში აღმოჩნდება, რადგან სექტორის სრულყოფილ რეანიმირებას სავარაუდოდ საქართველოს სრული ბიუჯეტი არ ეყოფა. საბიუჯეტო კრიზისი: ხვალინდელი ტრაგედია მხოლოდ საბანკო სისტემის ფაქტობრივი გაჩერებით არ შემოიფარგლება. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, საქართველოში უმწვავესი საბიუჯეტო კრიზისი მწიფდება. ფინანსური კრიზისის შედეგად გაჩერებული ეკონომიკური აქტიურობა პირდაპირ ასახვას საბიუჯეტო შემოსავლებზე ჰპოვებს. გასული წლებისგან განსხვავებით, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებნის მნიშვნელოვან ნაწილს პრივატიზებისგან მიღებული თანხები და დასავლეთიდან აღებული კრედიტები წარმოადგენდა, 2009 წლის წლის ბიუჯეტი ვერც კრედიტებით შეივსება და ვერც პრივატიზების შედეგად. ერთის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები საკუთარი ბიუჯეტების დაბალანსებას ცდილობენ, წამყვანი საინვესტიციო ბანკები კი გაბანკროტების ან ნაციონალიზების მოლოდინში არიან. მეორეს მხრივ გასაყიდი სააკაშვილის რეჟიმმა თითქმის არაფერი დატოვა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი ის ინვესტორებიც გაიტანენ საქართველოდან თანხებს, რომელთაც ქვეყანაში კაპიტალდაბანდება წინა წლებში განახორციელეს. ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა რომც მოხერხდეს, მიღებული თანხა რეალიზებული ობიექტების რეალური საბაზრო ღირებულების მხოლო უმნიშვნელო ნაწილი იქნება და საბიუჯეტო დეფიციტის პრობლემას ვერ მოაგვარებს. ასეთ პირობებში ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზება სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მოქმედი კომპანიების დატერორებით შეიძლება გადაწყვიტოს, რაც უკეთეს შემთხვევაში დაგეგმილი საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება. დანარჩენი თანხის მობილიზება ვერ მოხერხდება, რადგან გასაგები მიზეზების გამო საბანკო და სამშენებლო სექტორების ფაქტობრივი გაჩერებით დაჩქარებული მწვავე ეკონომიკური კრიზისი საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიზეზი ვერ გახდება. ხელისუფლებას ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების აკუმულირების ბუნდოვანი შესაძლებლობა მაინც რჩება და ეს უცხო ქვეყნებში დამატებითი ვალების აღებაა. მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი დასავლეთი მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს ვერ აღმოუჩენს, რუსეთი, რომელსაც 500 მილიარდი დოლარის ოდენობის სარეზერვო ფონდი გააჩნია დახმარებას არ აღმოუჩენს, სხვა ქვეყნები კი განსაკუთრებით არასდროს ინტერესდებოდნენ ამიერკავკასიის ყველაზე არასტაბილური ქვეყნის ეკონომიკით და სააკაშვილის მხარდამჭერებად არ გამოდგებიან. ყაზახეთი და აზერბაიჯანიც კი აგვისტოს მოვლენების შემდეგ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობების მინიმალიზებას ცდილობენ. ოფიციალური ასტანა საქართველოში ჩადებული ინვესტიციების ქვეყნიდან მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გატანის შესაძლებლობებს განიხილავს, ოფიციალური ბაქო კი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზებისა და ახალი პარტნიორების ძიებას ცდილობს, რუსეთსა და სომხეთში. აღნიშნული და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მწვავე საბიუჯეტო კრიზისი გარდაუვალი ხდება. 2009 წელს საბიუჯეტო დეფიციტმა კი შესაძლოა სულ ცოტა 2-3 მილიარდი ლარი შეადგინოს. ვაშინგტონი, ბრიუსელი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით საქართველოს მხარდაჭერას მილიარდი დოლარის ოდენობით შეძლებენ, რაც ეროვნული ვალუტის არსებული კურსის პირობებში, საბანკო სისტემის მხარდაჭერისა და მოსალოდნელი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას არ ეყოფა. გარდაუვალია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რადიკალური შეკვეცა, რასაც საბიუჯეტო დაწესებულებებში მასობრივი შემცირებები მოყვება. ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ მცირე თანხას მიიღებენ ძალოვანი სტრუქტურები, თუმცა საბიუჯეტო კრიზისს, ვერც განათლების, ჯანდაცვისა და სოცილაური უზრუნველყოფის სფეროები გადაურჩება. სახელფასო დავალიანებებს საპენსიოც დაემატება. თუ რა თქმა უნდა სააკაშვილის რეჟიმმაა "საბეჭდი მაქანა" არ აამუშავა. ბიუჯეტის შევსების მიზნით რამდენიმე მილიარდი არაფრით გამყარებული ლარის დაბეჭდვა და ეკონომიკაში ფართომასშტაბიანი ემისიის განხორციელება ინფლაციური პროცესების დაჩქარებისა და ლარის კურსის ჩამოშლის მიზეზი გახდება, რაც არა მარტო საბანკო და სამშენებლო სექტორების, საერთოდ ეკონომიკის გაჩერებით შეიძება დასრულდეს. დიდია ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სეკვესტრირების პარალელურად, რაც არსებულ ვითარებაში გარდაუვალი და გამართლებული იქნება, ეკონომიკაში რამდენიმე მილიარდი ლარის ინექციითა და ლარის კურსის მანიპულიორებით შეეცდება მოჩვენებითი სტაბილურობის შენარჩუნებას. ეკონომიკის კანონებიდან გამომდინარე კი იმის მტკიცება შეიძლება, რომ ასეთ შემთხვევაში მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ მოხერხდება და ქვეყანა ჰიპერინფლაციის ტყვეობაში აღმოჩნდება. გაუფასურდება ლარი და მასთან ერთად მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაგროვილი ნებისმიერი დანაზოგი. ლარის გაუფასურების შედეგად უცხოურ ვალუტაზე წარმოქმნილი გაზრდილი მოთხოვნილების გამო ეროვნული ფულადი ერთეულის გაცვლით კურსზე და ინფლაციურ პროცესებზე ზემოქმედება შეუძლებელი გახდება. ფინანსური სისტემა და მთლიანად ეკონომიკა თავისუფალ ვარდნას დაიწყებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით ეროვნული ბანკის საცავებში მიმოქცევაში გასაშვებად გამზადებული ახლადდაბეჭდილი ეროვნული ვალუტის ერთი ნაწილი უკვე ინახება. 100, 200, 500 და 1000 ლარიანი კუპიურები უახლოეს მომავალში ქართული ყოველდღიურობის ნაწილი გახდება ვიდრე ახალი 5 000 და 10 000 ლარიანი კუპიურების დაბჭვდას ხელისუფლებას უკვე ჰიპერინფლაცია არ აიძულებს. ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა "საბეჭდი მანქანის" ამუშავების გადაწყვეტილებაა დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საგანი და ისტორია. უმუშევრობა: მწვავე ეკონომიკური კრიზისი, რომლის ნიშნები უკვე სახეზეა, პირველ რიგში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაწყებული შემცირებებისა და სახელფასო დავალიანების წარმოქამნის პარალელურად შემცირებები დაიწყება კერძო სექტორში. ეკონომიკის მომსახურეობისა და ვაჭრობის სეგმენტში მოქმედი კომპანიები უკვე ამცირებენ შტატებს, რაც ტენდენციის ხასიათს იძენს. გარდა ამისა სამშენებლო სექტორის გაჩერება, რომელზეც დასაქმებულთა დიდი ნაწილი მოდის უმუშევართა რაოდენობას ათიათასობით ადამინით გაზრდის. მომდევნო 3-5 თვიან მონაკვეთში, საბანკო, სამშენებლო, ვაჭრობის და მომსახურეობის სფერებში, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში მოსალოდნელი შემცირებებისა და უხელფასო შვებულებაში თანამშრომელთა გაშვების შედეგად, უმუშევართა რაოდენობა 100-150 ათასი ადამიანით შეიძლება გაიზარდოს. მინიმუმ იგივე პროპორციით გაიზრდება უკიდურესად მძიმე სოცალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვიც. სასურსათო მომარაგება: უახლოესი რამდენიმე თვე შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს კვების სექტორში მოქმედი კომპანიებისთვისაც. საბანკო და საბიუჯეტო კრიზისის შედეგად გაზრდილი რისკების გამო სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორმა კომპანიებმა შესაძლოა აქტიურობა შეამცირონ ან საერთოდ შეაჩერონ. მით უმეტეს თუ მოსახლეობის შემსყვიდველუნარიანობის კლების პარალელურად ინფლაციური პროცესებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია დაფიქსირდება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში დეფიციტი წარმოიქმნება სამომხმარებლო კალათის შემადგენელ თითქმის ყველა სახეობის პროდუქტზე. სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში პურის ფქვილის ან პურის დეფიციტი შეიქმნას, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში არც ეს იქნებოდა ექსპერტებისთვის განსაკუთრებული სურპრიზი. ჰუმანიტარულ დახმარებას მიჩვეული სააკაშვილი, როგორც მინიმუმ მოსახლეობის პურით უზრუნველყოფას მაინც შეეცდება, თუმცა ექნება თუ არა იგივე მოსახლეობას პურის შეძენის შესაძლებლობა ძნელი სავარაუდოა. ერთი რამ ცხადია, სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად სასურსათო დეფიციტის წარმოქმნამ უმართავი პროცესების კატალიზატორის როლი შეიძლება შეასრულოს. ენერგოკრიზისი: აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოდან ინვესტიციების გატანა დაიწყო და მსოფლიო საფინანსო კრიზისის გაღრმავებამ ეს პროცესი დააჩქარა. ერთ დროს საქართველოს პარტნიორი ყაზახეთიც კი დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს საკუთარი კომპანიები საქართველოს გაარიდოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იყიდება ყასტრანსგაზი, რომლის შეძენაც სააკაშვილის რეჟიმმა, როგორც სჩანს ვერავის აიძულა ან არავის აღმოაჩნდა შესაბამისი სურვილი და კაპიტალი. შედეგად ენერგობიზნესში ნებით თუ უნებლიედ წარმატებული სპორტსმენის კახი კალაძის ამბიცია გამოჩნდა. ქართული ფეხბურთისა და ენეგეტიკის სინთეზის შედეგები უახლოეს მომავალში გამოჩნდება ან არ გამოჩნდება მოსახლეობის სამზარეულოებში თუმცა ამაზე მოგვიანებით. ენერგოკომპანიები ენერგომომარაგების დივერსიფიცირების გზით შეეცდებიან საქმიანობის წარმართვას და მოსახლეობის ნაცვლად ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს თურქეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა მიიღებს. საქართველოს ცხოვრებაში ელექტეოენერგიით მომარაგების გრაფიკი დაბრუნდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებში აღმოაჩენს თავს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მასშტაბით გამათბობელი ზესონის დადგომის პარალელურად სახალხო მღელვარების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება. მით უმეტეს თუ ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შედეგად უმუშევარი და შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს, სხვა პრობლემებთან ერთად კი "უშუქობისა და უგაზობის, სიცივისა და შიმშილის" პირისპირ დარჩება. ეკონომიკა და პოლიტიკა: ნეგატიური ეკონომიკური პროცესების პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გააკტიურებაც დაიწყება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ დასავლეთში დისკრედიტირებული სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას უხეში ძალის მეშვეობით შეეცდება, ე.წ. ოპოზიცია კი იმავე დასავლეისთვის თავის მოწონებასა და ერთგულების დამტკიცებას. უკვე იკვეთება სცენარი იმისა თუ როგორი მეთოდებით შეეცდებიან ვაშნგტონელი სტრატეგები სააკაშვილის მათთვის მისაღები კანდიდატურით ჩანაცვლებას. თუმცა მოსალოდნელ პოლიტკურ პროცესებს ანალიტიკოსთათვის თუ აქვს მნიშვნელობა, რადგან თუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, არც ვაშინგტონიდან მართული სააკაშვილის, ასევე ვაშინგტონიდან მართული სხვა მარიონეტი ფიგურით ჩანაცვლება მოიტანს განსხვავებულ შედეგს ვიდრე პროგნოზირებადს. ვარაუდი იმისა, რომ ვაშინგტონელი სტრატეგების მიერ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შექმნილი ქართული პოლიტიკური სისტემის მიერ შობილი, ე.წ. პოლიტიკოსები, ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენასა და ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის არიდებას შეძლებენ უსაფუძვლოა. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ საკუთარი ამბიციებისა და ძალაუფლების სურვილის მიმდევრები მოსახლეობაში დაგროვილი პროტესტის საკუთარი მიზნების მიღწევისთვის გამოყენებას უდაოდ შეეცდებიან. რამდენად წარმატებულად, ეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ხელოვნებაში განსწავლული სააკაშვილისა და ამერიკული "პოლიტიკური ინკუპატორის" წარმოებული ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელების გადამეტებულ ამბციებს მორიგი სამოქალქო დაპირისპირება და სისხლისღვრაც კი შეიძლება მოჰყვეს. სამოქალაქო დაპირისპირება: საბანკო კრიზისი, საბიუჯეტო კრიზისი, ენერგოკრიზისი, ეკონომიკური აქტიურობის შეჩერება, უმუშევრობა, სასურსათო დეფიციტი, ადამიანის სოციალური მდგომარეობის კრიტიკული გაუარესება და როგორც შედეგი ჰუმანიტარული კატასტროფა. ზემოთ აღნიშნული პროცესების განვითარების შემთხვევაში 2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შესაძლოა "მშიერი ბუნტის" პრეცედენტი დაფიქსირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია სახალხო მღელვარება. საგულისხმოა რომ სააკაშვილის რეჟიმს მისთვის სასურველი PR კამპანიების წარმოებისა და საზოგადოებრივი პროტესტის ეფექტური ნეიტრალიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. 7 ნოემბრის მცირე თუ დიდი მასშტაბით განმეორებაც პრაქტიკულად გარდაუვალია. ეჭვგარეშეა, რომ ხალხის მიერ "რობოკოპებად" წოდებული სპეც-დანუიშნულების რაზმებს კიდევ მიეცემათ შესაძლებლობა გააკეთონ ის რაც ყველაზე კარგათ გამოსდით. ცხინვალიდან გამოქცეული "გმირები" ალბათ საკუთარი ამჯერად შეუიარაღებელი ხალხის წარმატებული ცემის ოპერაციით შეეცდებიან სააკაშვილისა და ამერიკელი ინსტრუქტორების თვალში, შელახული რეპუტაციის აღდგენას. არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათობა იმისა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლებას დათმობს და რევოლუციად წოდებული მორიგი საწირკო წარმოდგენის შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორდება მინიმალურია. ხავერდოვანი რევოლუციების ორგანიზებაში კარგათ გაწაფული ნაც-მოძრაობისა და "თავისუფლების ინსტიტუტის" "მამები" კონტრ-რევოლუციურ ნაბიჯებს ალბათ უახლოეს მომავალში გადადგავენ და ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი ან ვერ გაბედავს ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაში მონაწილეობის მიღებას ან გაბედავს და უკეთეს შემთხვევაში პოლიტ პატიმართა რიცხვს შეემატება. არც პოლიტიკური მკვლელობისგან იქნება ვინმე დაზღვეული. სადამსჯელო რაზმებს სავარაუდოდ ბევრი "საქმე" ექნებათ. პოლიტიკურ ასპარეზზე ერთდროს სააკაშვილის თანამებრძოლისა და ბავშვობის მეგობრის ნინო ბურჯანაძის გამოჩენა და მისი გახმაურებული განცხადებები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, თეთრი სახლი სავარაუდოდ სწორედ ქართველი "რკინის ქალბატონისა" და ახალი ხავერდოვანი რევოლუზიის შედეგად შეეცდება "ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე პროგნოზირებადი და დამჯერი ხელისუფლების ინსტალირებას. სააკაშვილსაც აქვს ნომინალური შანსი ვაშინგტონის რჩეულის სტატუსის რეანიმირებას შეეცადოს და ეს თეთრ სახლში ჯონ მაკეინის შესახლების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახით პრაგმატულობასა და მოგებაზე აღმოცენებული თანამედროვე რომის იმპერიას, არადისციპლინირებულობაში, ადამიანის უფლებების უგულვებელჰყოფასა და ავტორიტარიზმში მხილებული სააკაშვილის მხარდაჭერა საკუთარი ისედაც შელახული საერთაშორისო რეპუტაციის ფასად უჯდება. განსაკუთრებით 7 ნოემბრისა და 7 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. შესაბამისად პოლიტიკური პროცესები საქართველოში სავარაუდოდ ახალი ხავერდოვანი რევოლუციის მიმართულებით განვითარედება, რადგან უკონტროლო და ნაკლებად პროგნოზირებადი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში შენარჩუნებით ვაშინგტონი შესაძლოა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე "ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენსა და სხვა პერსპექტიულ ენერგოპოექტებზე კონტროლის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონის მითითებებსა და ფინანსებზე დამოკიდებული ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ფიგურის გარშემო გაერთიანებას დაიწყებს. ეს პროცესი ნაწილობრივ დაიწყო კიდეც. მცირე დროის წინ ვაშინგტონში "დაბარებული" არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს სავარაუდოდ შესაბამისი დირექტივებითაც დაუბრუნდება და თანამებრძოლებს ეჭვებსაც გაუფაქნტავს და ჭეშმარიტ გზასაც დაანახებს. ბურჯანაძის გარშემო გაერთიანებული "ოპოზიციაც" საპროტესტო აქციების ახალ ტალღას წამოიწყებს და საქართველოში ცხოვრებით გადაღლილ ადამიანებს ისევ სააკაშვილის სპეც-რაზმების სამიზნედ აქცევს. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაში ის ძალა იქნება, რომელსაც ქვეყნის მართვის სადავეები არა არჩევანში კარგად გაცნობიერებულმა ამომრჩეველმა არამედ ვაშინგტონმა ჩააბარა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი მეტწილად, ბოლო 15 წლის მანძილზე ხელისუფლებაში დასმული ვაშინგტონის მარიონეტების არაკომპეტენტურობისა და დანაშაულებრივი გულგრილობის ბრალია, ვერც სააკაშვილი, ვერც ბურჯანაძე და ვერც არსებული პოლიტიკური სისტემის სხვა რომელიმე მონაწილე, ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანას ვერ შეძლებს. ამდენად უახლოეს თვეებში ხვალინდელი დღის იმედის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიეცემა დაფიქრების, დაშვებული შეცდომების დანახვისა და გამოსწორების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი ქვეყნის ცხოვრებაში პოზოტიური ძვრების გამომწვევი მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. თუ ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რეალური მმართველი არა საქარველოს მოსახლეობა ან მტრის ხატად ქცეული რუსეთი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებია. თუ ადამიანებმა ნათლად დაინახეს კავშირი ამიერკავკასიისა და შუააზიის ენერგორესურსებთან დაკავშირებით წარმოუბულ ვაშინგტონის გეოპოლიტიკასა და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაძევებას შორის. თუ ადამიანებმა დაინახეს კავშირი ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებასა და თეთრი სახლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი "ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენის მშენებლობას შორის. თუ ადამიანებმა დაინახეს კავშირი შევარდნაძესა და სააკაშვილს შორის, "ბაქო-თბილისი-ჯეიხანსა" და "ნაბუკოს" ენერგოპროექტს შორის, მაშინ ადამიანები იმასაც დაინახავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ოკეანესგაღმა მდებარე ქვეყნის, ბოლო 15 წლის მანძილზე კი მეგობრად წოდებული, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკულ მოთხოვნილებებსა და გეოპოლიტკურ ინტერესებს ეწირება. და თუ ადამიანებმა ეს ყველაფერი დაინახეს ალბათ იმაზეც დაფიქრდებიან, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ და არიან ღირსეული, განათლებული და პროფესდიონალი ადამიანები, რომელთაც ვაშინგტონის მიერ შექმნილი კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის პირობებში, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. თუ საზოგადოებამ გამოიღვიძა და გზა ქვეყნის გარედან მართული მარიონეტების ნაცვლად რეალურად ღირსეული უმცირესობის წარმომადგენლებს დაუთმო მაშინ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისში ახალი იმედები, ახალი საქართველო შეიძლება აღმოცენდეს. საქართველო სადაც ადამიანები ზნეობრივი ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და არა პირადი ამბიციებით, პრინციპების ერთგულნი რჩებიან და ქვეყანასა და თანამოქალაქეებზე პასუხისმგებლობას არ გაურბიან, ცივილიზებულ საზოგადოებას აშენებენ და ტოლერანტობითა და მიმტევებლობით აღწევენ მიზანს. ეს ყველაფერი მხოლოდ შეიძლება მოხდეს, რადგან რეალურ შესაძლებლობასა და მის რეალიზებას შორის ჯერ კიდევ დგას იმედგაცრუება, დაქსაქსულობა, ზნეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების იგნორირება, ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობა ან არარსებობა, უნდობლობა, შიში პასუხისმგებლობისა და უპასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობას ფუნდამენტალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება კიდევ ერთხელ მოუწევს. სამოქალაქო ომი და ტერიტორიებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვა თუ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო? არავინ იცის რა არჩევანი გაკეთდება, მაგრამ არჩევანი გაკეთდება და ახალი წელი ან ახალი საქართველოს დაბადებით დაიწყება ან აღარ იქნება ახალი და ძველი წელი, იქნება ომი და იქნება ნგრევა. იქნება სომალი ქართულად. P.S. ის თუ რამდენად ადეკვატურად ასახავს მოცემული მასალა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსალოდნელ ცვლილებებს მომდევნო რამდენიმე თვეში გაირკვევა, თუმცა არის საკითხი, რომლის სრიოზულად განხილვა უფრო სარისკოა ვიდრე მოვლენების განვითარების ის სქემა რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ და თუნდაც ამიტომ ღირს მასზე ერთი წამით შეჩერება. ქვეყანაში აგვისტოდან დღემდე განვითარებული მოვლენებისა და სააკაშვილის მომდევნო ნაბიჯების პროგნოზირების მცდელობისას ერთი თითქოსდა წარმოუდგენელი სცენარი მივიღე. ვფიქრობ არ არის გამორიცხული სააკაშვილმა მორიგი სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს აფხაზეთის, ცხინვალის ან ახალი მიმართულებით - სამცხე ჯავახეთის რეგიონში. "დიდი ქართველი ბელადი" დაიწყებს ომს წააგებს ომს და ვიდრე მოსახლეობა ვითარბაში გარკვევას მოახერხებს ქვეყანის დატოვებასაც მოასწრებს. ემიგრაციაში კი საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის სახელით შეეცდება მდგომარეობისა და სტატუსის შენარჩუნებას. ან კიდევ უარესი, მეზობელ ქვეყნებთან საომარი მოქმედებების პროვოცირებითა და ახალი ტერიტორიების დაკარგვით პირნათლად შეასრულებს მასზედ დაკისრებულ დავალებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს. ცხინვალზე აბსოლიტურად გაუმართლებელი და თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ოსი ეროვნების თანამოქალქეებზე დანაშაულებრივი იერიშის შემდეგ ამ პრეზიდენტად წოდებული ინდივიდისგან მე პირადად არაფერი გამიკვირდება. იმასაც კი ვერ გამოვრიცავ, რომ სააკაშვილმა იცოდა რა რუსეთის სავარაუდო რეაქცია, შეგნებულად მიიღო ცხინვალის რეგიონში ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება და ამით სეპარატისტულ რეგიონებს ფაქტობრივად დამოუკიდებლობა მიანიჭა. ვშიშობ შემდეგი სიაში ჯავახეთი არ აღმოჩნდეს. მოსალოდნელი ეკონომიკური და პოლიტიკური ქარიშხალის თანმსდევი გაურკვევლობისთვის თავის არიდება და მოსახლეობის ყურადღების გაფანტვა სააკაშვილმა შეიძლება ჯავახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებითა და ამ რათქმაუნდა ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი სქემის ცხოვრებაში განხორციელებით სცადოს. ხელისუფლება კი ბურჯანაძემ ჩაიბაროს, რომელსაც განახევრებული ქვეყნის მართვა არ უნდა გაუჭირდეს.
×
×
  • შექმენი...