Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. სრულიად. მსფლიო იმიტომ არის ისეთი როგორიც არის რომ კაცებს მათი მთავარი ინსტინქტი პირველობისკენ სწრაფვა მართავს. პირველობისკენ სწრაფვა კი იმას ნიშნავს რომ წაართვა ვიღაცას რაღაცა. ეს კარგი არ არის, მაგრამ ქალებსაც აქვთ ის ნაკლი რომ ლიდერობაში კაცს ვერ შეედრება. ამიტომაც მაგრად მკიდია ვინ იქნება მმართველი
  2. ვაფშე მე თუ მკითხავ პოლიტიკა ქალების საქმეა, სახელწმიფოთშორისი კონფლიქტებიც ნაკლებად იქნება, ალბათ იმიტომ რომ ქალი უფრო ჰუმანურია.
  3. რა იციან ეს ორსული ქალივით რო დაიკარგებიან ხოლმე toma1
  4. ხოო... ეხლაც მაქვს ხოლმე ეგ განცდა რომ სიგარეტს მოვუკიდო ჩახეთქვის მერე... მაგრამ 1 ფრაზით შემოვიფარგლები ხოლმე: "უჰ ეხლა სიგარეტსაც მოვწევდი... რომ ვეწეოდე"
  5. ალბათ ელოდებოდი კიდეც რომ ეგრე მოხდებოდა, ფსიქოლოგიურ მომენტს ხომ იცი რამხელა გავლენა აქვს
  6. არც მანამდე მეტყობოდა წონაზე ცვილილებები და არც დანებების შემდეგ... ინდივიდუალურია რას გაიგებ. მე და შათენა სწრაფი აცეტილატორების ტიპს მივეკუთვნებით როგორც ჩანს, ანუ მეტაბოლიზმი სწრაფი გვაქვს და იმ შენ საჭმელსაც და ნიკოტინსაც სწრაფად გარდავქმნით ვიდრე სავარაუდოდ შენ
  7. მეც ეგრე ვარ 2 წელია ერთი წონა მაქვს დაჭერილი, მერყეობა +- 2კგ
  8. ეჰ სახლის ღვინო ასწორებს თან ჭამის დროს დალევა არამარტო სასარგებლოა. ვისაც წონის პრობლემა არ აქვს მადას მატებს და როგორც იტყვიან შეერგება
  9. დედაჩემმა მე და ჩემი ძმა ობლობაში გაგვზარდა, 2 წლის ვიყავი მამაჩემი რომ მოკლეს და დედაჩემმა მე და ჩემი უმცროსი ძმა მარტომ გაგვზარდა 90-იან უბედურ წლებში ფაქტიურად შემოსავლის გარეშე. მე მახსოვს ეგ ყველაფერი, ბავშვი ვიყავი და უდარდელად ვუყურებდი ყველაფერს მაგრამ რომ გავიზარდე მივხვდი რა ტანჯვა გამოიარა ამ ქალმა. გამძლეობა და შვილების იმედი, ეს ორი რამ იყო საჭირო დედაჩემისთვის და მანეს შეძლო... 2 ვე შვილი გზაზე დააყენა და ეხლა ჩვენი ჯერია მას ავუნაზღაუროთ ის ტანჯვით გავლილი წლები. აი შენი ხვალინდელი დღე, შენი შვილი,რისი იმედიც უნდა გქონდეს.
  10. სამწუხაროა... არ ვიცი როგორ დაგეხმარო... ყველაზე მეტად შენი შვილი მეცოდება. ნუ დაადანაშაულებ ამ ყველაფერში საკუთარ თავს მთავარი ესაა, ყველაზე დიდი ფსიქოლოგი საკუთარი თავია, უბრალოდ ეცადე სხვანაირად შეხედო ყველაფერს, ვერც იმას გეტყვი რომ შეეგუო ამ ყველაფერს მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი ვარიანტია ხოლო მეორე ის რომ ყველაფერი გარემოს და ცხოვრებას დააბრალო, რაც დამიჯერე კარგს არაფერს მოგიტანს უფრო მეტი სიძულვილის და თვითგანადგურების მეტს. ცხოვრება ყოველთვის ცდილობს რომ დაგანარცხოს მიწაზე ვინც და რაც არ უნდა იყო, ზოგს უმართლებს ზოგს არა მაგრამ ერთადერთი რაც შენ შეგიძლია ისაა რომ გახდე უფრო გამძლე, მდგრადი, პრინციპული და ადეკვატური ყველაფრის მიმართ. ეს რაც შეეხება მორალურ და შინაგან მხარეს, ხოლო მაერიალურს რაც შეეხება არც ესაა მარტივი საქმე რადგან სამსახური რომ ნახო შვილი ვის უნდა დაუტოვო, ეს პრობლემაა, მაგრამ იმედია რამე გამოჩნდება თუ ძიებას არ შეწყვეტ. რავიცი თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი არ მოგერიდოს.
  11. პლაცებოს ფენომენი არსებობს მედიცინაში და აქ ადამიანის ფსიქიკის გავლენაა საკუთარ ორგანიზმზე მეტი არაფერი, საავადმყოფოშიც იკურნებიან ადამიანები გამოხდილი წყლით და ცარიელი სახამებლის ტაბლეტებით. მღვდლის არა მაგრამ იყვნენ პიროვნებები რომლებიც წერდნენ სახარებებს და აღთქმნებს... ღმერთმა ჩამოყო ხელი და თვითონ დაწერა? არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო რელიგიას მაგრამ იქნებ რომელიმე წმინდანი რომელიც სასწაულებს ხედავდა და ისმენდა უბრალოდ შიზოფრენიით იყო დაავადებული და ამ უნებლიე სიცრუეს წერდა ფურცელზე რომელსაც ეხლა მღვდალები კითხულობენ, ან სრულიად ჯანმრთელი გონებით უბრალოდ იტყუებოდა. რახან წმინდანია ამის ფიქრის უფლება არ გვაქვს? ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ. ხო მართლმადიდებელი რომ ვიყავი მაშინ მივედი ამ დასკვნამდე რადგან ვხედავდი რომ ადამიანებს ღმერთზე ფიქრის ეშინოდათ. მე კიდვ ისეთი შემოქმედის არ მინდა მწამდეს რომელიც შიშზეა დაყრდნობილი. იმისთვის გამაჩინა რომ მეშინოდეს? რაღაც ტირანიას უფრო წააგავს. თუნდაც ცდებოდე, თუნდაც სისულელეს ფიქრობდე, უნდა ცდილობდე და ფიქრობდე მასზე (თუ გწამს). რელიგია კი ამას ფაქტიურად კრძალავს, მხოლოდ ის უნდა აკეთო რაც მან დააწესა (ანუ ის რაც მისი სახელით დაწერეს ადამიანებმა და არა თვითონ მან). ნამდვილი ზეარსება ჩემო მეგობარო არაფერს არ მოითხოვს რადგან ის ბრძენია, არაფერს არ აკეთებს რადგან ის ბრძენია, არაფერს არ გეუბნება რადგან ის ბრძენთა ბრძენია... გადი გარეთ ბუნებაში და დაუსვი კითხვა სამყაროს ან ღმერთს... პასუხს ვერ გაიგებ, უფრო სწორედ გაიგებ ერთადერთ პასუხს, დუმილს. დუმილი კი ყველაზე დიდი სიბრძნეა რადგან ის გაიძულებს ფიქრის დაწყებას, ახდენს აზროვნების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უმჯობესია განმარტოებით დარჩე საკუთარ დუმილთან პირისპირ ვიდრე იჯდე და ვიღაცეების სწავლებებს უსმენდე და დაწერილ წიგნებს კითხულობდე. მარტო გაჩნდი და ეს სიმარტოვე რაღაც აზრით მოგეცა ხოდა დამოუკიდებლად ეძებე პასუხები და ნუ უსმენ სხვათა ქადაგებებს, რადგან ის ვინც ქადაგებს უმეცარია ხოლო ის ვინც დუმს ბრძენია. რას ვიზავთ ბავშვობიდან ეგრე ვიზრდებოდით, იმდენად ღრმად იყო ჩემში რელიგიის ფესვები რომ რაღაც მომენტში გავაცნობიერე რომ ეს ესე ვერ იქნება და რაღაც არასწორია, იმდენად გამიჭირდა ამის შეგუება რომ ფაქტიურად რამდენიმე წელი დამჭირდა რომ ჩემი სინამდვილის საბოლოო შეხედულება ჩამომეყალიბებინა. მიჯაჭვული ვიყავი რელიგიას და ეხლა უდიდესი შვება და თავისუფლება ვიგრძენი... ეხლა მე თავისუფალი ვარ ჩემს გონებაში, ეს კი დამიჯერე ყველაზე დიდი თავისუფლებაა რაც კი არსებობს. ეხლა მე ფიქრებით ყველა კუთხეს და მიუწვდომელ სიღრმეებს ვწვდები რაც აქამდე უბრალოდ არ შემეძლო და უფლება არ მქონდა პირველ რიგში ჩემი თავის მიერ ჩემივე თავზე აკრძალვების არსებობით.
  12. ყველაფერს რაც კი ღმერთმა შექმნა მისცა თავისი წესები, არ ვიცი შენთვის რამდენად იქნება ეს არგუმენტი მაგრამ მთავარი რი რაც მინდა რომ მიხვდეთ ის არის რომ სასწაულები რომელიც ვითომდა ხდება არ არის ღმერთის ინდივიდუალური ნება. ეს ყველაზე უხამსი და არაადეკვატური რწმენაა რაც კი მართლმადიდებლობას გააჩნი!ა. თუ ღმერთმა შექმნა სამყარო რომელსაც დაუწესა თავისი კანონები(ფიზიკის) რაში უნდა დაჭირდეს ამავე ფიზიკის კანონების დარღვევა რომ რაღაც მის მიერ შექმნილ საცოდავ არსებებს დაუმტკიცოს რომ ის მართლაც არსებობს. უბრალოდ როგორც ადამიანმა მითხარი სად არის აქ ლოგიკა იმის გათვალისწინებით რომ მღვდლები გვიმტკიცებენ იმას რომ ღმერთი გამოსაცდელად გვაჩენს... და თურმე ჰოპ... თვით ღმერთი თავისივე შექმნილ კანონებს ალოგიკურად და ბავშვური ახირების მსგავსად არღვევს იმის გამო რომ რამდენიმე ჭიაყელას აჩვენოს ის რომ "ის" მართლაც არსებობს. ღმერთი ჩემზე ალოგიკური ყოფილა... მაგრამ ამით იმის დამტკიცება კი არ მინდა რომ ღმერთი არ არსებობს, არამედ იმის რომ თქვენს მიერ დახატული ღმერთი პიროვნებაა და არა ზეარსება, პიროვნება რომელიც ადამიანური(ჭიაყელის) თვისებებით შეამკეთ (სიყვარული, მრისხანება, სამართლიანობა და ა.შ), იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ ვიცით. სინამდვილეში თუ ღმერთი არსებობს არცერთმა თქვენთაგანმა არ იცით ის რა არის, ლაპარაკობთ მის ნაცვლად, აწესებთ მის ნაცვლად, არ გესმით მისი და ისმენთ იმას რაც არავის გაუგონია. ღმერთის კი არა მასში ადამიანის, საკუთარი თავის დანახვა გინდათ და ამას აკეთებთ კიდეც წარმატებით. ღმერთი უსასრულობაა ხომ ამბობთ, ხოდა ჩაწვდით უსასრულობას და ნახავთ თუ რა არის ღმერთი. მას კი ვერასდროს ჩაწვდებით და თქვენ ჩაუწვდომელის თვისებები გცოდნიათ. მივედით პარადოქსამდე. ღმერთი თურმე საერთოდ არ გვცოდნია და "ვატრაკებთ" მისი სახელით. ეს ტრაგედია, ხოლო სასაცილო ნაწილი ამ ყველაფერში ისაა რომ გეშინიათ იმაზე ფიქრის რაც ყველაფრის აზრის მიმცემია და ასე გინდათ გზის გაკვლევა კომპასის გარეშე. ამიტომ მე რელიგიას მოვშორდი რათა ვიაზროვნო და ვიფიქრი იმ ნებით რაც მე მომეცა როგორც დამოუკიდებელ "რაღაცას" და არა იმ სისტემის ნაწილს რომელიც ვალდებულია ისმინოს და ირწმუნოს იმის რაც მის გარემოშია მიღებული. ეს უკვე ღმერთის ნებით ადამიანის პირადი ნების შეზღუდვაა, გამოდის რომ რაღაცის სათამაშოები ვართ და ჩვენ რობოტებისგან არაფრით განვსხვავდებით რადგან შემოქმედმა უკვე იცის ჩვენ რავართ ვინ ვიქნებით და რა მოგვივა, ანუ არავითარი გამოსაცდელი გზა არ არსებობს. ეს კიდევ ერთი პარადოქსი, "თავისუფალი ნების" პარადოქსი. ასეთ ალოგიკურობას უამრავს მოგიყვებით, უბრალოდ უკვე ზედმეტი მომივიდა ისწდაც. მოკლედ მაგრად ცდებით. ყველა რელიგია მაგრად ცდება ღმერთთან დაკავშირებით ამის თქმა მინდა მაგრამ ამ უმეცრების ფესვები იმდენად ღრმაა რომ ჩემნაირი უბრალო ვიღაც ვერაფერს შეცვლის. გწამდეთ იმის რისიც გწამთ. ეს ესეც უნდა იყოს და ამის წინააღმდეგი არ ვარ... უბრალოდ მინდა რომ დაიწყოთ ფიქრი.
  13. ბაქტერიების 10 000 მდე სახეობაა ცნობილი და ვარაუდობენ რომ მილონამდეც იქნება უცნობი სახეობები, თან პრიალა ზედაპირზე როგორიცაა მინა ან მარმარილო უკეთესად ჩანს ბაქტერიების კვალი ვიდრე ისეთ უხეშ ზედაპირზე როგორიცაა ხე ან მეტალი. ნუ ბაქტერიების შემთხვევა იშვიათი იქნება რადგან ყოველთვის ისეთი პირობები არ ექნებათ რომ იდეალურად გამრავლდნენ მაგრამ ყველაზე უფრო დამაჯერებლად მე მიმაჩნია თავად სასულიერო პირების ოხუნჯობა დილაობით, რომ მრევლი (ფულის შემომტანი) მოიზიდოს.
  14. ხო ჩემი პროფესიაა, ბავშვობიდან მიყვარდა ქიმია და მასთან დაკავშირებული ყველაფერი... უბრალოდ ამ ქვეყანაში ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც ამ ტექნიკურ პროფესიებს აფასებს და შესაბამისად არც აინტერესებთ. პრაქტიკულად ჩემი კურსელების გარდა ჩემს პროფესიაზე არავის ვესაუბრები იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამ თაობას არ აინტერესებს ეს სფერო, სკოლის ასაკიდანვე ბავშვებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ქიმიის, მათემატიკის ან თუნდაც ფიზიკის მიმართ იმის მუხედავად რომ ნიჭი ბევრს აქვს, უბრალოდ "ქიმიაა" და არ ევასებათ... ხომ ხვდები როგორცაა გაფარჩაკებული ამ ქვეყანაში მეცნიერება. ეჭვი მეპარება ვინმე დაინტერესდეს ამ ფორუმზე რომ თემა გავხნა ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული ან თუ დაინტერესდება ვერაფერს გაიგებს რადგან ხშირად ელემენტარული არ იციან. არავის არ ვადანაშაულებ სისტემის გარდა უბრალოდ ესეთი ვითარებაა და მორჩა
  15. არამგონია... მეც გამიგიამ აგრამ ყოველშემთხვევაში ნამდვილად არ მსმენია სამედიცინო დასკვნა მაგის შესახებ... ვიღაცა ტკბილეულის მოყვარული რომელიც სიგარეტის დანებებას აბრალებს თავის უკბილობას ეგ უკვე აღარ ვიცი... მწეველობის გაგრძელება უფრო გააუბედურებს პირის ღრუს ვიდრე მისი დანებება მე პირადად ჭორი მგონია
  16. ხო... რა იყო რამ გაგაკვირვა
  17. ფარმაცევტული დავამთავრე თსსუ ში, ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ ფარმაცევტული ანალიზის განხრით.
  18. მაგაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემს... ინდივიდუალურია, თუ ადამიანს სუსტი კბილების მიდრეკილება აქვს მაშინ სიგარეტსაც შეუძლია პროვოცირება მოახდინოს მაგისი. ზოგი საერთოდ 80 წელი ეწევა მაგრამ არაფერი ემართება საერთოდ.
  19. Shaten მაგას მარტივი პასუხი აქვს... ავიღოთ ხატები, თუნდაც წმინდანის საფლავები რომელთანაც ათასობით ადამიანი მიდის და თავის ბინძურ ხელს ახებს მათ, ბინძურში მე ბაქტერიებით სავსე ხელებს ვგულისხმობ (იგივე ვარიანტია კოცნის შემთხვევაში, ცნობილია რომ ადამიანის ბიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ადგილი პირის ღრუა). ხოდა ეს ბაქტერიები როდესაც იწყებენ გამრავლებას რაღაც სხეულზე თავისთავად კოლონია მრავლდება და გამოყობს სხვადასხვა ნივთიერებები სავსე "სუპს" რომელიც სითხის სახით გროვდება წვეთებად. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამაში სასწაულებრივს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება კურნების უნარს ეგ პლაცებოს ეფექტია და მეტი არაფერი. პლაცებოს ეფექტი კი ხშირად საუკეთესო წამალზე ძლიერიც არის...
  20. ამაში ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ნებისმიერ რელიგიურ ადამიანს ღმერთშიც ეპარება ეჭვი. არ გაგჩენია შენ თავში კითხვა "მართლა არსებობს ღმერთი?", "იქნებ არ არსებობს" ან "და რო არ არსებობდეს?". 1 წამით ამ ფიქრის გაელვებაც ერთხელ ცხოვრებაში უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ეს ქვეცნობიერის ონავარი თამაშების ნაწილია სადაც ღმერთი არსებობს კიდეც და ამავდროულად არ არსებობს. შენი ბიოლოგიური მახინა ორივე ვარიანტს განიხილავს როგორც ურთიერთ გამომრიცხავს. საკითხი მხოლოდ იმაშია რომელს მიიჩნევს შენი ცნობიერი ნაწილი რეალურს, ცნობიერება კი ბრმაა და იმ ვარიანტს მიემხრობა რომლის ნამდვილი ან ცრუ არგუმენტებც მეტი იქნება. ეს გაშიფრული რწმენაა და დამეთანხმები რომ რწმენის გაშიფრვა შეუძლებელია, აქედნა გამომაქვს ლოგიკური დასკვნა, თუ ცნობიერება რწმენას დამახინჯებულად აღიქვავს მაშინ ნამდვილი რწმენა ქვეცნობიერის მიღმაა დამალული და ძალიან ხშირად ადამიანები ცდებიან საკუთარ შეხედულებებში, ზოგი ცხოვრების ბოლომდე რჩება მოტყუებული ზოგი კი პირიქით რაღაც დროის მერე ხვდება ამას. შეიძლება პირიქით ათეისტი გახდეს რელიგიის მიმდევარი იმიტომ რომ ქვეცნობიერი რწმენა მას ეგეთი ქონდა ... საიდან სად გადავხტი და იმის თქმა მინდოდა რომ თუნდაც 1 წამით რომ შეგეპარება ეჭვი ღმერთის არსებობაში ესეიგი შენ ეჭვი ეშმაკის არსებობაშიც გეპარება და ეგ დევს შენს ქვეცნობიერში. გამოდის რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია "წრფელი გულით" მიყჰიდოს სული ეშმაკს თუ მასში 1 პატარა ნაპერწკალი მაინც არის ეჭვისა. იცი ეგ ფრაზა უფრო ურწმუნო მეცნიერს შეეფერება. ღმერთმა თუ გაგაჩინა და მოგცა გამოსაცდელი გზა ესეიგი ის არასდროს არ გაჩვენებს იმას რაც შენ დაგეხმარება ამ გზის გავლაში, ჯერ ერთი იმიტომ რომ შენ გამორჩეული არავისგან არ ხარ, ყველა ხომ ვერ ხედავს იმ ვითომდა სასწაულებს რომელიც შეიძლება ერთმა ნახოს? შპარგალკებს არ მოგცემს და თუ მართლა ეგრე მოხდება მაშინ პარადოქსულად ღმერთი თავისივე არებობის აზრს გადაუსვავს ხაზს... პირიქით ის ყოველ ნაბიჯზე ეჭვებს დათესავს შენში რათა შენი ნება გამოსცადოს, ამიტომ როგორც მორწმუნეს გირჩევ რომ ორგანოებს არ ენდო პირველ რიგში. მე ასეთი პრინციპით ვცხოვრობდი როცა ოდესღაც მართლმადიდებელი ვიყავი...
  21. დოზის შემცირება კი არა შემზადება უნდა და რაღაც მომენტში წკაპან ... 1 დღეში, არა 1 მომენტში დავანებე თავი. 5 წელი ვეწეოდი ოფიციალურად (არაოფიციალურად 7 ალბათ) და ისე უცბათ დავანებე რომ არც ღრძილები ამტკივებია არც სახსრები, უბრალოდ 1 თვე სიზმრებში ვხედავდი რო ვეწეოდი ყოველ ღამე მეტი არაფერი და თავისთავად 1-2 თვე მოწევის სურვილს იგნორირებას ვუკეთებდი (რასაც თქვენ ნებისყოფას უწოდებთ). წელიწად ნახევარია არ ვეწევი
  22. რატომ ვერ გავაკეთებ შემეშინდება თუ რიტუალის წესებს ერ დავიცავ? გულით ისურვე ღმერთიო ამბობენ და გულითვე ვისურვებ ეშმაკს რა პრობლემაა, რამდენია ჩემსში კარგიც იმდენია ბოროტიც, თუ ღმერთის სიყვარული შემიძლია, მაშინ სიძულვილიც შემიძლია და ამიტომაც ვარ ადამიანი. ნუ ამაზე საუბარი ძაან შორს წაგვიყვანს თან არაა აუცილებელი ის ისმინო რაც შენს რწმენას ეწინააღმდეგება... ყველას თავისებურად სწამს იმის რისიც სწამს და ერთგვარ დანაშაულად მიმაჩნია ის რომ ვიღაცამ აუკრძალოს ან ეცადოს შეურყიოს რწმენა სხვას.
  23. მითხარი სასწაული და გეტყვი რა როგორ ხდება ლოგიკის და ფიზიკის გათვალისწინებით. ისე, უმრავლესობა სასწაულებისა უბრალოდ მორწმუნეთა პანიკური ფანტაზიაა და მეტი არაფერი, ცრურწმენების მსგავსად. შავმა კატამ რომ გადაირბინოს ეს აუცილებლად ცუდის მომტანი მინიშნება შეიძლება ეგონოს ვისაც ამის სწამს და არც კი მოუსმინოს სხვას, ჩაიკეტოს ოთახში და დილით რო გამოვა დაიჯეროს ის რომ მას იმიტომ არ დაემართა არაფერი რომ ის ოთახში ჩაიკეტა და არსად არ წასულა. ძირითადად მორწმუნეთა უმრავლესობა სამწუხაროდ ასეთი აზროვნების ტიპს მიეკუთვნება. უფრო მეტსაც გეტყვი... გინდა ეხლავე ეშმაკს სულს მივყიდი, სრული სატანისტური და ანტიეკლესიური წესებით. მხოლოდ 1 ლარს ვთხოვ სატანას და მას სულს მივყიდი მემგონი მომგებიანი იქნება... მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლარიანი არ გამიჩნდება ჯიბეში... ნუ შეიძლება ეშმაკი გასტროლებზეა წასული და ამით გაიმართლოს ვიღაცამ თავი. მაგრამ ის რომ ჯიბეში 1 ლარი არ გამიჩნდება ეს უკვე რაღაცის მიმანიშნებელია ისე სხვათაშორის სულიერების და ასე ვთქვათ ღმერთზე უფრო დიდი რაღაცის მწამს და არ გეგონო უბრალო ათეისტი.
×
×
  • შექმენი...