ხალხო გულში არაფერია სისხლის გარდა და რამდენიმე რეცეპტორისა (ადრენო რეცეპტორები) რომლებიც მხოლოდ ადრენალინის სისხლში არსებობაზე რეაგირებენ და შესაბამისად გულის შეკუმშვების რიტმს ზრდიან თანაც ყველაზე ზარმაცი ორგანია გული, მისი მუშაობის ნახევარი პერიოდი ის მოდუნებული ანუ მოსვენებულია, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ორგანოებზე ისეთებზე როგორიცაა ვირი ორგანო ღვიძლი და თავისთავად ტვინი (რომელიც ძილშის ფაზებშიც არანაკლებ აქტიურია) . ხოლო რაც შეეხება გრძნობებს და მთელ სიყვარულებს და ჰაი ჰუებს ეს ტვინში მიმდინარე ელექტრო-ქიმიური პროცესებია, მეტსაც გეტყვით იმ ნივთიერებებსაც ჩამოგითვლით რომლებსაც ე.ჭ პოზიტივის ნეიროტრანსმიტერებს უწოდებენ, ესენია, სეროტონინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, ადრენალინი, ნორადრენალინი და კიდო სხვები... ცდებმა აჩვენა რომ შეყვარებული და ზოგადად პოზიტიურ ხასიათზე მყოფი ადამიანების სისხლში მომატებულია სეროტონინის, დოფამინის, ოქსიტოცინის და ადრენალინის დოზები. ხოლო უგუნებობის და ნეგატიური განწყობის დროს მათი სიმცირე, დეპრესიის დროს კი მათი სრული არ არსებობა სისხლის პლაზმაში... მოკლედ მთელი ადამიანური ეს გრძნობები "გულები" სულები და ჭუპლი-მუპლები ტვინში მიმდინარე პროცესებია, გული და სული ტვინშია დანარჩენი უბრალოდ მექანიზმია რომელიც პროგრამას ემორჩილება.