Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. მოგებაში 2 მხარე ვერ დარჩება ეს ყველაფრის კანონია. თუ მიაქვს ერთს არაფერი რჩება მეორეს და თქვენ გინდათ საპირისპირო დაამტკიცოთ? ) საინტერესოა... მექანიზმს თუ ამიხსნით გაგარკვევთ ყველაფერში
  2. და შენ როგორ ფიქრობ შენი საქმეებით (კონკრეტულად შენ არა, ზოგადად) რამე შეიძლება დაიმსახურო?
  3. ეჰ... კანონზე სისულელე არაფერია ამ ქვეყნად. კანონი მოგონილი აბსტრაქტული მცნებაა რომელსაც ჩვენ აბსტრაქტულ ფასს ვადებთ. თუ ვინმეს გონია რომ სწორია ნაგვის ქუჩაში დაყრა ესეიგი ეს მისი კანონია... ვინ ამიხსნის იმას რომ ეს ასე არ არის? ყველა კანონი ხომ ჩვენი, ადამიანების მოგონილია... ისევე ისიც რომ ვიღაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაგავი სად დაიყრება, ესეც ხომ მისი როგორც ადამიანის მოგონილი წესია. გლობალური თავის მოტყუებაა კანონი მეტი არაფერი. ნამდვილი კანონები ბუნებაშია დაწერილი და დანარჩენი ისეთივე სისულელეა როგორც სიზმარი.
  4. ეს კაზინოები უნდა ამოიძირკვოს რა. ეს არის ადამიანის ბნელი მხარეყველა რაკურსით... სიბინძურის პიკი და ყველა ვინც ამ საქმეში მონაწილეობს ბინძურია პირდაპირი გაგებით ! ვისაც უდნა ეწყინოს არ მაინტერესებს !
  5. [quote name=wIwAKa ' timestamp='1421415294' post='503224] დაწერეთ აბა რა წარმოგიდგენიათ ისეთი ერთი შეხედვით არარეალური ^_^ სულ მთლად არარეალური თუ რეალურთან მიახლოებული? სხვათაშორის დღეს წარმოვიდგინე სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი... თქვენი აზრით დაძრავს თუ არა მიკრო ავტობუსს ხალხი თუ ისინი ფეხებს გაყოფენ მათი სკაბების ქვეშ და ისე მიაწვებიან მაგ ყვითელ მახინას? ოღონდ მარშალ გელოვანიდან აღმართით რომ ადის გაგარინამდე აი იმ აღმართზე რას ფიქრობთ თქვენ.
  6. დიადად არ მაინტერესებდა ეს მასონები და რავიცი ვნახოთ რა გამოვა აქ ბოგინით
  7. [quote name=wIwAKa ' timestamp='1421312788' post='503178] არა ჯანსაღი კრიტიკის თაყვანისმცემელი ვარ :დ და პასუხის დაბრუნებაც მიყვარს ^_^ აუფ... შენ მართლა წიწაკა იქნები
  8. არცერთმა და ყველამ ერთადაც... სამხედროები ყველას ჰყავს... ნუ სახელმწიფოს არსებობა როგორც ასეთი აღარ უნდა იყოს... იქნება მხოლოდ ეთნიკური ჯგუფების დასახლებები და ასე უხეშად რომ ვთქვათ ეთნიკური საზღვრები. იმას არ ვამბობ რომ სახელმწიფოები უნდა დაიშალნონ. ყველაფერი ისევ ისე იქნება ოღონდ საზღვრებს ფასი აღარ ექნებათ რადგან დასაცავი არაფერი არ იქნება თუ ყველა სამხედრო პირი საერთო სისტემას დაექვემდებარება, საზღვარი მხოლოდ ეთნიკური აღრევის და სხვა ცნობილი პროცესებისაგან თავის ასარიდებლად დაგვჭირდება. თითოეული წარმომადგენელი ასე დავარვათ "უმაღლესი გენერალი" იქნება თანაბარ უფლებიანი ერთნაირი რანგით, მაგლითად ეროვნებით ქართველ "უმაღლეს გენერალს" შეეძლება ბრძანება მისცეს ამერიკელ ჯარისკაცებს და პირიქით. მოკლედ აღარ იქნება კონკრეტული სახელმწიფოს არმია იქნება ერთი რომელიც დაექვემდებარება ამ საბჭოს სადაც იქნება 25 50 ან უფრო მეტი წარმომადგენელი... ამ საბჭოს წევრი შეიძლება ნებისმიერი ეროვნების დამსახურებული სამხედრო პირი გახდეს, რომელიც ეროვნულ პატრიოტიზმზე წინ თავისთავად გლობალურ საერთო ინტერესებს დააყენებს.
  9. იმ ხელსაწყოს დაკვირვების პროცესს შემდგომში ისევ გონი დაკვირდება. თუ ვინმემ ან რამემ ხელსაწყოს მიერ დაფიქსირებული შედეგი არ ნახა ეს იგივეა რომ საერთოდ არც დაფიქსირებულა არაფერი. ბოლო-ბოლო მარტივი ლოგიკაა... ეგ ხელსაწყო თავისით არ გაჩნდებოდა თუ არა საწყისი დაკვირვეის წინაპირობა, ანუ ბიოლოგიური, ბუნებრივი დამკვირვებელი.. რობორტი თავისით ვერ გაჩნდება თუ მას არ შექმნიან, ეს არის თვითონ "რობოტის" არსებობის დედააზრი, უხეშად რომ ვთქვათ ამ რაღაც სადამკვირვებლო მოწყობილობას რობოტი დავრქვათ და პასუხიც გაცემულია. რობოტი კი ვერასდროს ვერ იქნება ისეთი ნამდივლი ინტელექტის (აზროვნების) მქონე როგორც ადამიანი და ამის გასაგები მარტივი აზრობრივი ექსპერიმენტი ალან ტურინგმა შემოგვთავაზა რომელსაც "ჩინური ოთახი" უწოდა.
  10. შემიყვარე... მაგრამ ვინ უნდა შეიყვარო. შენთვის მე ხომ უბრალოდ მონიტორზე გამოსახული ინფორმაცია ვარ არ მწამს ამ კიბერ სიყვარულის თუ რა ჯანდაბაც ქვია
  11. [quote name=wIwAKa ' timestamp='1421241271' post='503153] ჰო მივხვდი რომ განიხილავთ, თან როგორ არ გააკრიტიკოთ და განიხილეთ ^_^ როგორც ჩანს კრიტიკის მოყვარულთა ბანაკში არ ზიხარ სიმართლე რომ ვთქვა არც არავის სიამოვნებს უბრალოდ უძლებენ და არ იმჩნევენ, რომ შემდგომი დასკვნები გამოიტანონ.
  12. რათქმაუნდა ის რაც შენ ხარ 90% ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია. ყველას ერთნაირი გამოცდილება არ ექნება და ეს ანვითარებს შენს აზროვნებას. როგორ გარემოშიც იზრდები და ვითარდები იმის შესაბამისი იდეებით იქნები გამხჭვალული მაგრამ რაღაც ეტაპზე ადამიანს შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს რაღაცის მიმართ ან შეიძლება არ გაუჩნდეს ეს სრულიად შემთხვევითი პროცესია, მე რომ ეხლა რაღაც-რაღაცეებზე კითხვები არ გამჩენოდა დღეს ეს ადამიანი (ჩემი სახით) შეიძლებოდა ისევ ფანატიკოსი მართლმადიდებელი ყოფილიო. ანუ იგივეა რომ 1000-დან ერთ-ერთ თეთრ გზაზე შავი ქვა იპოვო სრულიად შემთხვევით. რომელმაც შეგაცვლევინოს მიმარტულება უბრალოდ ელემენტარული ასოციაციების ან კითხვების გამო. არავინ არიცის ვინ სად რას აღმოაჩენს, ამას ვითარებათა შემთხვევითობა მოიტანს. ამიტომ იმის თქმაც არ შეიძლება რომ ყოველთვის ის იქნები რა გარემოშიც განვითარდები. ალბატ ესეც განასხვავებს ადამიანს ცხოველებისგან.
  13. მაშინაც კი როდესაც თავს მარტო არ გრძნობს თუ სიმართლე გაინტერესებს, უბრალოდ ეს გაუთავებელი და ხშირად უაზრო ურთიერთობები მხოლოდ შინაგანი ეგოისტური, სიამაყის ძახილია "მე მისმინეთ", "მე რაღაცას წარმოვადგენ", "ხო ეს მე ვთქვო... მე გავაკეთე" "მე..მე...მეეეე" მარტო რო რჩებიან ეს ხმა არ ესმით... ერთადერთი სიბრძნის, და ყველაფრის პასუხის, დუმილის ეშინიათ.
  14. ჩემი გაგებით ეს არის შინაგანი ლოგიკური და შესაბამისად ადეკვატური პროტესტი გარემოს (მათ შორის სხვა აზრის) მიმართ , ერთგვარი ბარიერი რომელიც გამოყოფს შენს შეხედულებებს გარემოს გავლენისგან. ეს იმას ნიშნავს რომ მორალს მოკლებული ადამიანი მიდრეკილია სხვისი აზროვნების გავლენაზე და შესაბამისად მოირგებს ამ უცხო ახალ რაღაცას როგორც საკუთარს. მორალი არ გულისხმობს იმას რომ სხვისი აზროვნება არ უნდა გაიზიარო ან არ უნდა გაატარო საკუთარ თავში, მაგრამ როდესაც ეს ხდება შენს თავში "გადახარშვის გარეშე" ეს არის არამორალურად დამუშავებული ინფორმაცია, ხოლო როდესაც ამ ახალს გაფილტრავ და შესაბამისად დაეთანხმები მთლიანად ან ნაწილობრივ შენი შეხედულებების გათვალისწინებით(აუცილებლად) ეს იქნება ასე დავარქვათ მორალური დამუშავების პროცესი. მსგავსად შეიძლება განვიხილოთ პრინციპულობა, ეს დაახლოებით მორალის მსგავსია მაგრამ აქ გარემოსთან ერთად საკუთარ თავთან პროტესტიც უნდა მივიღოდ მხედველობაში, ეს უფრო რთული პროცესია ჩემი აზრით რადგან შეიძლება უშუალოდ საკუთარ აზროვნებაში ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებს შორის ჯახილს შეეხოს.
  15. მესმის შენი მაგრამ სხვანაირად არ გამოვა ჯერ ისევ პრიმიტიულები ვართ რომ სხვაგვარი წყობა გაჩნდეს, მეც დიდად არ მომწონს მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ... ჯერ პარაზიტული მატერიები და ასპექტები უნდა მოვიშოროთ, რისი გაკეთებაც მაგ წითლად აღნიშნულითც შესაძლებელია. დისციპლინირებული ცოტა შინაგანი გაგებით ვიგულისხმე, ესენი არიან ადამიანები ღრმა მორალური, ფსიქოლოგიური და თუნდაც ფილოსოფიური გაგებით, რათქმაუნდა განათლებულებიც, რომლებიც განსხვავებით "ბელადებისგან" ყველაზე და ყველაფერზე მეტად წინ დააყენებენ საკუთარ და შესაბამისად მათი ჯგუფების მიერ შექმნილ და შეთანხმებულ პრინციპებს. ჩავარდნები იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ პრინციპული და მორალურად მოზრდილი ადამიანი ყველაზე სანდო და ხანგრძლივი გარანტია ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ რაც არსებობს ან რაც შექმნილა ჩვენს რეალობაში. ამიტომ ვამბობ რომ უნდა იყოს საბჭო და არა ერთი კონკრეტული ლიდერი. ამ საბჭოში უდნა იყვნენ თანაბარი რანგის, შესაძლებლობის და ძალის მქონე ის პირები რომლებიც ზემოთ ავღწერე. მათ არ დაჭირდებათ ძალაუფლება რადგან მილიტარისტული წყობიდან გამომდინარე მათ ხელში იქნება ყველაზე უმაღლესი და მნიშვნელოვანი რამ, მოკლედ ჯარი. შესაბამისად ბოლო მოეღება ომებს რადგან მთელი მსოფლიოს ჯარი დაექვემდებარება ამ საბჭოს რომელიც წინააღმდეგობას მხოლოდ კრიმინალს და სხვა ტერორისტების მსგავს უმნიშვნელო ბანდებს გაუწევს. მე ვფიქრობ რომ ეს ყველაზე კარგი და მომგებიანი სცენარი იქნება ზოგადად პლანეტისთვის რადგან ამ დონის მილიტარიზმი მეცნიერებასთანაც იქნება შერწყმული და დაიწყება ახალი კვლევები და ახალი ეპოქა მეცნიერებაში რათა მოხდეს ახალი რესურსების მოძიება... სამომოვალოდ ცივლიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას რითი შევძლებთ ეს უკვე ფანტასტიკის საქმეა მე აღარ ჩავერევი მეტ-ნაკლებად რომ დავწყნარდებით მერე უკვე შეიძლება თავისუფლად ვილაპარაკოთ მაგ "სხვა აზროვნებაზე".
  16. ვიკიპედიაზე ვნახე... საიდან უნდა დამეთრია რაც მგონია ის დავწერე პატარა იუმორით
  17. ოხ კაი ეხლა რა შენ ნუ გადაგაქვს საუბარი "იქით" აბა ადრე მიეღოთ ეგ კანონი, სულ სხვანაირად იჭიკწიკებდი
  18. სისტემას ვერ დაუპირისპირდები იმიტომ რომ მაგ სისტემის ნაწილი შენც ხარ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს... ეგ მუსულმანები იმიტომ მძლავრობენ რომ გარეკილი მილიტარისტები არიან, სისტემაში მილიტარიზმი მოსული თემაა და მხოლოდ მაგით შეიძლება საქმეების დალაგება, მოკლედ უხეში ძალით... ეგ მუსულმანი პარაზიტები ტრაკებს იმიტომ ათამაშებენ რომ ვიღაცეებს ზევით აწყობთ ეგეთი სიტუაცია და კატალიზატორის როლს თამაშობენ ამ გლობალურ დრამაში. ეგ ვირთხები უნდა ჩამოვყაროთ და სათავეში დისციპლინირებული ადამიანები უნდა მოვიდნენ, ეგეთები კი სამხედროები არიან. გლობალური სამხედრო საბჭო უნდა შეიქმნას რომელიც სათავეში მოვა და დაიწყებს ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ რომელსაც ეს ვირთხა ინდუსტრიალისტები ხელს აფარებენ და საკუთარი ჯიბის გასქელების მიზნით ხელსაც კი უწყობენ ფარულად პატარ- პატარა ვირთხებს. ტექნოლოგიურ და მეცნიერულ პროგრესს ყველაზე მეტად ეს ბანკები და კორპორაციები უშლიან ხელს. შენ გგონია "პერპეტუმ მობილი" არ არის მოგონილი? ან ალტერნატიული უსაფრთხო საწვავი? ან თუნდაც კიბოს წამალი? ეგენი მსოფლიოს შეჭამენ და მერე მთვარესაც მოინელებენ თუ საჭირო გახდა. ფრთხილად უნდა ვიყოთ უკვე ძალიან გადაიჟვეს.
  19. ოოო აი ეგ შეგნება და გაგება ჩვენს შესაძლებლობებს ძალუძს, მაგრამ ზარმაცები ვართ შინაგანად და არ გვინდა დავიწყოთ ეგ ახალი აზროვნების რევოლუცია თუნდაც საკუთარი თავიდან. თუ ეგეც არ გამოდის მაშინ მეორე და ამდროისთვის უფრო ეფექტურია ძალის გამოყენება, ანუ ეს ეხლანდელი კაპიტალისტური წყობა უნდა შეიცვალოს(დაინგრეს!) ახლით რომელსაც სათავეში მილიტარისტული ძალები ჩაუდგებიან. ეს უკანასკნელნი კი ჩემო ბატონო ძალით შეძლებენ ყოველგვარი სიბინძურის აღმოფხვრას, რომელზეც შენ საუბრობდი... ნუ ეს მეორე ვარიანტი სავარაუდოდ მომავალში დაიმკვიდრებს თავის ადგილს, ხოლო ჩემი სურვილი იქნება რომ პირველი ვარიანტით განვითარდეს სცენარი.
  20. სიტყვებით არიან აშენებულები და სიტყვებითვეა შესაძლებელი მათი დანგრევა ...
  21. მარტოობა განიძია რომელსაც დამოუკიდებელი წმინდა თვითშეგნების, თვითშეცნობის და საკუთარი მსოფლმხედველობის მოტანა ძალუძს. პრობლემა იმაში არ არის რომ მარტო რჩები საკუთარ თავთან, პრობლემა ის არის რომ რამდენადაც შენ ცდილობ საკუთარ თავთან მარტო დარჩენას იმდენჯერვე ხედავ სრულ სიცარიელეს, რომელში ჩასვლისაც გეშინია. აქედან მოდის ეს შიში მარტოობისა, რომლის გადალახვაც არ შეუძლია ძალიან ბევრს... შემდეგ უვკვე მარტივი მისახვედრია, იქმადე ვერ ჩაიხედები ამ სიცარიელეში სანამ შიშს არ გადალახავ, შიშს კი მხოლოდ მაშინ გადალახავ როდესაც გააცნობიერებ ინტუციურ დონემდეც კი რომ ეს უსაზღვრო სიცარიელე შენ ხარ... შენ კი შენი თავის არ უნდა გეშინოდეს, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური აზრი შენი აზროვნებისა. !!! კულტურა გვაკლია მარტოობის !!! სამწუხაროდ
  22. ზემოთ, ანუ უფრო მაღალ მატერიებს შეხედონ და დღევანდელ ზედაპირულობას და ბანალურობას მოშორდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უკვე აღარ მინდა ადამიანურად საუბარი უმრავლესობასთან იმდენად ალოგიკურები და არაადეკვატურები გახდნენ (...თუ იყვნენ... ნუ რა მნიშვნელობა აქვს)
  23. [quote name=wIwAKa ' timestamp='1421140086' post='503093] თუ გავერკვიე აქ რაგაცეებში ალბათ დავრჩები ) რა გარკვევა უნდა კაცო "აქ სრული ანარქიაა" როგორც ერთმა ჩვენმა კიბერ მეგობარმა თქვა ადრე რა თემაც გინდა აირჩიე და რაც გინდა დაწერე... თუ გინდა გადაუხვიე თემიდან და თუ გინდა ცაში აფრინდი. მოკლედ რაც გაგიხარდება ის დაწერე, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თავიდან ბოლომდე
×
×
  • შექმენი...