Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. ქრისტიანი ვარ მეგობარო და ვალდებულიც ვარ რომ პატივი ვცე ჩემს წინაპრებსა და ტრადიციებს.
  2. დიდი მორწმუნე მე არ გახლავართ მაგრამ როგორც იტყვიან ღმერთის მწამს. კითხვაზე კი გიპასუხებთ: ნუ მორწმუნის გადმოსახედიდან გეტყვი რომ მაგ დროს ელოდებოდა იმას რომ შენ და სხვებს ეგეთი კითხვები გაგიჩნდებოდათ რათა გამოცდა ვერ გაგეარათ, ხოლო არაეკლესიურის აზროვნებით კი გეტყვი რომ ღმერთი თეთრწვერებიანი მოხუცი არ გახლავთ როგორიც თქვენ და სხვებს წარმოგიდგენიათ... ეს და სხვა ადამიანის მოგონილი პრიმიტიული აზროვნება ღმერთის რაობაზე უბრალოდ ზედმეტად ადამიანურია... ღმერთი ის ყოვლადბრძენია რომელიც ყველგან და ყველაფერშია, ის არის აზრისა და უაზრობის, ყველაფრისა და არაფრის, წესრიგისა და ქაოსის მიზეზი, რომელსაც ყვლეფარის და არაფრის შესახებ აბსოლიტური ცოდნა გააჩნია. ღმერთი ჩემო კარგებო ნებისმიერი ადამიანის აზროვნებაზე გაცილებით რთული და მიუღწეველია... მას ვერასოდეს ვერ ჩაწვდები რადგან ის უსასრულო აზრია უაზრობაში.
  3. ამ თემის შესახებ მსმენია და დამაჯერებელიც არის, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორები რომლებიც სამყაროს და საერთოდ წესრიგის არსებობას განაპირობებს ქაოსში. თუ ქაოსში იქმნება წესრიგი და მაშასადამე ყველაფერი, მაშინ რა აზრი დევს საერთოდ სამყაროს არსებობაშ? უბრალოდ არაფერი ხდება ყველაფერს თავისი საწყისი ფაქტი, მიზეზი და შედეგი აქვს, ადამიანი ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხანი ვერ ჩაწვდება ამას. ღმერთი ნეირონებში კი არა უსასრულობის, აბსოლიტური სიცარიელის და უაზრობის ფუნდამენტურ მნიშვნელობაში უნდა ვეძებოთ.
  4. ადამიანები ვერ ხვდებით ღმერთის ნამდვილ არსს, მათ შორის ათეისტებიც. ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით მხოლოდ იმ აზროვნებას, რომელიც თავად ადამიანმა შექმნა დაწერა თუ იფანტაზიორა თავისი გაგებით, რომ ეს ვითომდა ღმერთის სიტყვებია და ამ ყველაფერ პრიმიტიულობას უკავშირებთ ყოვლადბრძენ არსებას. ვინმე დაფიქრებულხართ სერიოზულად რას წარმოადგენს და სად არის ღმერთი? არა... რატომ უნდა დაფიქრდეთ თქვენ ხომ უკვე იცნობთ "თეთრწვერიან მოხუც არსებას" ადამიანის დაწერილი ბიბლიიდან, ყურანიდან, სხვადასხვა წიგნებიდან და სხვისი წარმოსახვიდან.
  5. მსოფლიოში ყველაზე მრავალ რიცხოვანი სექტა რომელიც შეიქმნა სადღაც XIX-XX საუკუნეში. არის ტიპიურ ამერიკული აზროვნების გამოვლინება ზოგადად მათი სარწმუნოების ხედვის შესახებ. ეს და სხვა უამრავი ყოფილი თუ არსებული ამერიკული სექტებიც ფანატიზმზეა დამყარებული და გულისხმობს მხოლოდ მასის კონტროლს ისეთი ძლიერი იარაღით, როგორიცა ბიბლია. იეჰოვას მოწმეები, როგორც ცნობილია ბიბლიაში დაწერილს პირდაპირი გაგებით თარგმნიან, მაგრამ ამ სექტის შემქმნელი როგორც სხვა ყველა ლიდერი, ფანატიკოსი და შეშლილი პიროვნება იქნებოდა, რომელსაც მიზნად დასახული ჰქონდა ადამიანთა კონტროლი, თუმცა სამწუხაროდ ამ ავადმყოფობამ ფეხი აიდგა და მსოფლიოში უამრავი მსხვერპლი შეიწირა.
×
×
  • შექმენი...