Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. განმუხურიდან აფეთქებების ხმა ისმის სამეგრელოს სოფლებში აფეთქებების ხმა ისმის. მოსახლეობის მტკიცებით. ხმა, სავარაუდოდ, განმუხურიდან ისმოდა. "განმუხურიდან დაბობვის ხმა გვესმის, პანიკაში ვართ არ ვიცით სად წავიდეთ. ყველანი ქუჩაში ვართ გასულები", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ადგილობრივებმა.
  2. კოდორის ხეობას ისევ ბომბავენ კოდორის ხეობაში ცეცხლი ისევ გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, დაიბომბა სოფლების აჟარისა და მარუხის ტერიტოტიები. რუსულმა ავიაძალებმა ნახევარტონიანი ჭურვები ჩამოყარეს. ქართველმა მხარემ კოდორის ხეობაში ერთი მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო, რასაც კონფლიქტის ზონებში საქართველოს მედია ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი ადასტურებს.
  3. საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის 300 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10 ათასი ქვეითი ჯარისკაცი შემოვიდა როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში შემოსულია რუსეთის რეგულარული არმიის 300 ერთეული მძიმე ტექნიკა, 10 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული საარტილერიო დანადგარი - იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2. 10 აგვისტოს, დილით, რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტი აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში შევიდა. რუსული და უცხოური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 აგვისტოს, დილით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საქართველოს წ####ბში შევიდა და ოჩამჩირის აკვატორიაში დაიწყო ძალთა კონცენტრირება.
  4. საქართველომ ზუგდიდის დაბობვის შესახებ განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა ზუგდიდის დაბობვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთის საზღვართან ინტენსიური სროლები მიმდინარეობს. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებულია. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის არმიის გენერალური შტაბი უარყოფს.
  5. რაჭის თავზე რუსული თვითმფრინავები კვლავ გამოჩნდნენ ონის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავები კვლავ გამოჩნდნენ. "მამისონის უღელტეხილის მხრიდან ონის ტერიტორიაზე დაახლოებით 12:00 საათისთვის რუსული ავიაციის ორი თვითმფრინავი შემოფრინდა. მათ ამჯერად იერიში არცერთ ობიექტზე არ განუხორციელებიათ", – გაანაცხადა ონის რაიონის გამგებლიმა ბაჩო სხირელმა. 9 აგვისტოს რუსული თვითმფრინავების მიერ ონის ტერიტორიაზე ჭურვების ჩამოყრის შედაგად. დაჭრილია 8 ადამიანი. დანგრეულია სამოცბინიანი კორპუსი. დაცხრილუილია 12 საცხოვრებელი სახლი და კიდევ რამდენიმე დამწვარია. ბაჩო სხირელის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა, ნაწილი კი კვლავ ადგილზეა.
  6. რუსები შესაძლოა ენგურის ხიდიდან სამეგრელოში შევიდნენ "ენგურის ხიდთან ახლომდებარე სოფელ რუხისა და სხვა სოფლების მოსახლეობა გარბის. ენგურის ხიდზე რუსული სამხედროები არიან განლაგებული და შესაძლოა სამეგრელოს ტერიტორიაზე გადავიდნენ", – განუცხადა "აი-ტი-ენ ექსკლუზივს" ადგილობრივმა მოსახლეობამ. მოსახლეობა პანიკაშია და ტყეებში იხიზნება.
  7. ამ დროისათვის გორში სიმშვიდეა ბოლო ინფორმაციით, გორში სიმშვიდეა და სროლების ხმა არ ისმის. ქალაქი უკვე 6 ათასმა ადამიანმა, ძირითადად ქალებმა ბავშვებმა და მოხუცებმა დატოვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზეა მობილიზებული გორის ხელისუფლება. გორში მუშაოებენ სასურსათო მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურები. საავტომობილო გზებზე შეზღუდვა მოხსნილია. გორში დილიდან გახსნილია მედია ცენტრიც, საიდანაც უცხოელი ჟურნალისტები ინფორმაციას დასავლურ მედიასაშუალებებს გადასცემენ.
  8. "დღეს ომი ამერიკასა და რუსეთს შორის დაიწყო" "დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფეფერაციას შორის ომი დაიწყო", - ასე შეაფასა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყება საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვალერი კოროვინმა. კოროვინის თქმით, ბოლო პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთოებების განვითარება მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ პროცესში აშშ ფარული, მაგრამ რეალური მოთამაშეა. "სწორედ, ამერიკის ნება-სურვილი დგას საქართველოს ქმედებების უკან, რისი მიზანიც სამხრეთ ოსეთში და კავკასიის მთელ რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ზეწოლის შესუსტებაა", – აღნიშნა ექსპერტმა.
  9. უკრაინა ყირიმის პორტში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების მიღებაზე უარს აცხადებს უკრაინა ყირიმის პორტში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების მიღებაზე უარს აცხადებს. "საბრძოლო მოქმედებებში ჩათრევის შესაძლო თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის გათვალისწინებით, უკრაინული მხარე უფლებას იტოვებს, თავის ტერიტორიაზე დროებით არსებული შავი ზღვის ფლოტის ნაწილები და გემები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში, უკან უკრაინაში არ მიიღოს", - აცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
  10. მართლა მომხდარა თავდასხმა... ფუ ბლიად, რამდენი ძმაკაცი მყავს რეზერვისტებში...
  11. სააკაშვილზე თავდასხმა მოხდაო რუსული მედია იუწყება...
  12. უკრაინა კონფლიქტში არ ჩაერევა, თუმცა სიტუაციის დასარეგულირებლად ყველანაირ დახმარებას გაუწევს "უკრაინა კონფლიქტში არ ჩაერევა, თუმცა შეეცდება საქართველოში სიტუაციის დასარეგულირებლად ყველანაირი დახმარება გაუწიოს", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ გრიშკომ. უკრაინა საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებასაც ჰპირდება. წყარო: http://itnexclusive.ge
  13. ფსევდო პატრიოტიზმი მძვინვარებს ქვეყანაში ბლიად!
  14. FIORENTINO

    CHAT

    სად ისმის სროლის ხმა?
  15. სიტუაციას აქციით ვუშველით არა? და ცოცხალი ჯაჭვით... ფუ ბლიად!
  16. FIORENTINO

    CHAT

    რავი, მეც... სტაბილურად ჯერ...
  17. FIORENTINO

    CHAT

    სისაიდ რაუა ხარ?
  18. რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, ფოთზე იერიში მიიტანონ ფოთში რუსული სამხედრო ძალების მხრიდან იერიშს ელოდებიან. ინფორმაცია აი-ტი-ენ ესქკლუზივს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. ადგილობრივების თქმით, მოსალოდნელი იერიშის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულია ფოთის სასაზღვრო ძალები. როგორც ცნობილია, ფოთი მოსახელობის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა. წყარო: http://itnexclusive.ge
  19. რეავი... რუსეთი თავისი შესაძლებლობების 1 პროცენტის მეასედსაც არ იყენებს ჯერ...
×
×
  • შექმენი...