Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. FIORENTINO

    CHAT

    რა ხდება აქ?
  2. ამას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია შედეგი, რომელიც სავალალო იქნება (უკვე არის, დამიჯერეთ)...
  3. სუ 24, სუ 25 ან სუ 30 იყო ალბათ... აქ ასეთებს იყენებენ ეგ გნიდები... ისე რატომ ვერ წვავს ხალხი, რომ რუსეთი თავისი შესაძლებლობების 1 პროცენტის მეასედსაც არ იყენებს... მაგათ გონიათ, რომ რუსეთი ახლა მთელ ძალებს იყენებს... რუსეთს რომ მოუნდეს ბლიად 1 საათში ჩამოგვიყრის 40 ტონა ბომბს და საქართველო აღარ იარსებებს...
  4. არა, არ იყვნენ ჩვენები... ახლა გავარკვიე და 100% რუსები იყვნენ...
  5. შეილება... ისე როგორები იყვნენ? ასეთი იყო? ტოისწ სუ 25... http://img378.imageshack.us/img378/62/su25fn4.jpg
  6. ოსმა სეპარატისტებმა ქართველი ჟურნალისტი დახვრიტეს ცხინვალში ქართველი ჟურალისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დასტურდება. ტელეკომპანია "ალანიის" ჟურნალისტი, გიგა ჩიხლაძე ცხინვალში რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტი ოსი ბანდფორმირებების წევრებმა დახვრიტეს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. "პლანეტა" გიგა ჩიხლაძის ოჯახს, მის მეგობრებსა და ყველა ჟურნალისტს სამძიმარს უცხადებს. წყარო: http://itnexclusive.ge
  7. საქართველოსა და აშშ-ის დელეგაციების მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საკითხს განიხილავენ. საბჭოს წევრებმა სხდომის დასაწყისში გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადება მოისმინეს. გენმდივანი, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დიდი მსხვერპლის გამო შეშფოთებულია. გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის კონფლიქტის ზონას გასცდა და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, კონფლიქტის მეორე კერაში - ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. გენერალური მდივანის თქმით, ზემო აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე, რომლის შესახებაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო დღეებია საუბრობს, საერთო ვითარების უფრო მეტად გამძაფრბას გამოიწვევს. გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ იმ რუსულმა ფორმირებებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ყოველგვარი ფორმატის გარეშე იმყოფება, რეგიონი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. შექმნილი ვითარება კი მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს. ღაც შეეხება საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაეროში - ირაკლი ალასანიას, მან გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესები დაწვრილებით გააცნო და კონფლიქტურ ზონებში მონიტორინგის დაწესება მოითხოვა. "საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა კვლავ მიმდინარეობს. მსვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რუსეთის სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აქტიურად ახდენენ. საქართველოს მოსახლეობის განადგურებისა და მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა ალასანიამ. საქართველოს წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა გაეროში რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქების, სოფლებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვის შესახებ. ქართული ჯარები კონფლიქტის ზონიდან შორს არიან განლაგებულნი, თუმცა რუსეთი შეტევებს კვლავ ახორციელებს. რუსეთი არ გვაძლევს საშუალებას ჰუმანიტარული ტვირთის შემოვიტანოთ, ალასანიამ დატყვევებული რუსი პილოტზეც გაამახვილა ყურადღება, შეგახსენებთ, პილოტმა აღიარა, რომ მას მიღებული ჰქონდა ბრძანება, სრულიან გაენადგურებინა ყველაფერი. "ეს, რა თქმა უნდა, სამხედრო დანაშაულის ელემენტებს შეიცავს" – აღნიშნა ალასანიამ. საქართველოს წარმომადგენელმა იქვე აღნიშნა, რომ "რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს აიძულებს, ბრძოლის კიდევ ერთი ფრონტი გახსნან". "ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეტევა სერიოზული მასშტაბებით არის დაგეგმილი და შესაძლოა, რომ ეს შეტევები ისევ გაგრძელდეს". რაც შეეხება, გაეროში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს, როგორც მოსალოდნელი იყო, მის ცინიზმს საზღვარი არ ჰქონდა, რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ სამნხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. "სამხრეთ ოსეთში ვითარება საქართველოს აგრესიის გამო დაიძაბა. არ გვინდოდა გვეფიქრა, რო აშშ საქართველოს მწვანე შუქს აუნთებდა. ამიტომ, რაც მოხდა, ქართულ-ამერიკული საერთო მანევრი იყო. ამ შეტევაში 100 აშშ-ს სამხედრო პირიც მონაწილეობდა. ამიტომაც ამას მოჰყვა საპასუხო რეაქცია. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში საოცარი სისწრაფით ზრდიდა თავდაცვი8ს ბიუჯეტს, ახლა უკვე გასაგებია, რისთვის ემზადებოდნენ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებული დაიღუპა 12 რუსი სამშვიდობო, 30 000-იანი ოსური მოსახლეობიდან 2 000 ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ დავიცავით ჩვენი მოქალაქეები – აცხადებს ჩურკინი. წყარო: http://itnexclusive.ge
  8. FIORENTINO

    ნახეთ

    აუ არ გვინდა რა ასეთი არაფრისმომტანი თემები ძალიან გთხოვთ...
  9. სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტი და მძიმე გამოცდის წინაშე დგას "ჩვენი ქვეყანა დგას გადამწყვეტი და მძიმე გამოცდის წინაშე. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. როგორც პრეზიდენტი ძალიან მტკივნეულად განვიცდი თითოეულ დანაკარგს", – ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სარამოს თავის გამოსვლა. "მინდა თვითოეულს გითხრათ მადლობა გმირობისთვის, გამძლეობისთვის და ორგანიზებულობისათვის, იმისთვის, რომ არ აჰყევით პანიკას. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ჩვენი ქმედებით, სწრაფვით თავისუფლებისკენ. მე ვიყავი ზუგდიდში, სადაც ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო და ვხედავდი ხალხის ორგანიზებულობას და განწყობას. მადლობელი ვარ პოლიციის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს", - განაცხადა სააკაშვილმა. "ის, რაც ხდება, არის არა შეტევა ცხინვალზე ან აფხაზეთზე, არამედ საქართველოზე, დღეს დგას საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩვენი შვილების მომავლის საკითხი. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა დავძლიოთ შიში, ვიყოთ ორგანიზებულები და ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს სააკაშვილი. პრეზიდენტმა სიტუაციის დარეგულირების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და ასევე ხშირი კონტაქტი აქვს აშშ-ს მთავრობასთან. "რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრის და მოადგილეების დონეზე. საქართველო მუშაობს იმაზე, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს". თავისი გამოსვლა სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვით დაამთავრა: "მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან "ვარდების მოედანზე", არასოდეს ასე მშვიდობიანი შეკრება იქ არ ყოფილა. მადლობას გეტყვით კიდევ ერთხელ გამძლეობისთვის". სააკშვილმა აღიარა, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ, "დღეს დგას არა რომელიმე რეგიონის არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი და ჩვენ ერთად, ორგანიზებულად გავიმარჯვებთ".
  10. ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის ერთი ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება ერაყიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის ერთი ნაწილი უკვე გამოყვანილია და საქართველოში იმყოფება. უახლოეს ხანში მათ ცხინვალის რეგიონში გადაისვრიან. ამის შესახებ ინფორმაცია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა. ერაყში სამშვიდობო მისიით 2000 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. წყარო: http://itnexclusive.ge
  11. "ალანიას" ჟურნალისტი დაიღუპა... ვრცლად დავწერ რამდენიმე წუთში...
  12. FIORENTINO

    CHAT

    ვირუსს გვტენი ბიჭო? აგენტი ესა...
  13. მედვედევმა საქართველო გენოციდში დაადანაშაულა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტირი მედვედევმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებას ცხინვალის რეგიონში გენოციდი უწოდა. "ის ფორმები, რომელითაც საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს არც შეიძლება სხვაგვარად შეფასდეს და მხოლოდ ერთი სახელი - გენოციდი შეიძლება ეწოდოს", აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პროკურატურის საგამომძიებო კომიტეტის უფროსს ალექსანდრე ბასტრიკინს ცხინვალში ქართველების დანაშაულის დაამტკიცებელი ნივთმტკიცებულების შეკრება მოთხოვა.
  14. ლავროვმა და რაისმა საქართველოზე ილაპარაკეს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამ ინფორმაციას რუსული მედია საშუალება ავრცელებს. ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ლავრომმა რაისს გააცნო რუსეთის პრინციპული შეფასება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ სიტუაციაზე. მინისტრმა ხაზი გაიუსვა, რომ რუსეთის მოქალაეების სიცოცხლეს საშიშროება ჯერ კიდევ ემუქრება და სწორედ ამიტომ, ფედერაციის სამშვიდობო ძალები კვლავაც გააგრძელებენ ომის იძულებითი შეჩერების ოპერაციას საერთაშორისო ნორმების მიხეედვით. ლავროვმა რაისს საქართველოს სამხედრო შენაერთების მხრიდან მრავალგზის დარღვეული მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შესახებაც უამბო, რამაც სამხრეთ ოსეთში ღრმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ლავროვმა აქცენტი გააკეთა ქართული ჯარის სამხრეთ ოსეთიდან დაუყოვნებლივ გამოყვანაზე იმ პოზიციებამდე, რომლიც რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაგზავნილ ნოტაში წერია და განაცხადა, რომ აუცილებელია შედგეს იურიდიული დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტის მხარეებს აიძულებს ძალა აღარ გამოიყენოს.
  15. ბაღაფშმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვალიდან თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე საომარი მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება. დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში და სოხუმის რაიონის ნაწილში. საომარი მდგომარეობა 11 აგვისტოდან, 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში იმოდმედებს. აფხაზმა სეპარატისტებმა ნაწილობრივი მობილიზაციაც გამოაცხადეს.
  16. გურგენიძემ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა გამართა საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მიუხედავად რუსული ავიაძალების მიერ მიტანილი იერიშისა მწყობრიდან არ გამოსულან, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლადო გურგენიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. ლადო გურგენიძესათვის ანგარიშის წარდგენის დროს, ეკონომიკის მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ, განაცხადა, რომ ფოთის პორტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამართულად მუშაობენ. მათ ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებათ. სამხედრო იერიშის შედეგად, მიღებულ იქნა დაზიანებები, მაგრამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ლადო გურგენიძის ცნობით, ენერგეტიკული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ენერგეტიკის მინისტრყ, ალეკო ხეთაგური ბაქოში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს. გორს კი წუხელ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მარტიაშვილმა, სახელმწიფო მინისტრისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ ორშაბათიდან გაეროსთან ერთად სამინისტრო დევნილთა აღრიცხვას და გადანაწილებას დაიწყებს. რადგან მუდმივი მიგრაციის გამო, ამ ეტაპზე დევნილთა აღრიცხვა ვერ ხერხდება. ხელისუფლება ცდილობს იძულებით გადაადგილებულ პირთა პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას.
  17. თბილისში უცხოელი დიპლომატები ჩამოდიან დღეს საღამოს თბილისში სპეცრეისით ჩამოვლენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შტუბი, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა. დიპლომატები შეხვედრას საქართველოს ხელისუფლებასთან გამართავენ, რის შემდეგაც მოსკოვში გაემგზავრებიან. თბილისში ჩამოსვლამდე განცხადებას ავრცელებს ეუთო, სადაც ნათქვამია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრყ, შეეცდება მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს. ასევე ეუთოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია გაკეთდეს ჰუმანიტარული დერეფანი. თბილისში უკვე იმყოფება ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც საფრანგეთის, აღმოსავლეთ ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებისაგან შედგება.
  18. გერმანია და რუსეთი საქართველოში ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად მზად არის აფხაზეთის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიიდან და შვედეთიდან პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილები მიიღო. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს აფხაზეთის "მედია-ცენტრმა" მიაწოდა. აღნიშნული ქვეყნები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. წერილებში ასევე გერმანია და შვედეთი საქართველოში ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად და ქართველი მეგობრების დასახმარებლად სრულ მზად ყოფნას გამოთქვამენ.
  19. რუსულმა ავიაციამ "თბილავიამშენის" აეროდრომზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა რუსეთის საბრძოლო ავიაციამ 17:00 საათზე იერიში თბილისში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანა. აი-ტი-ენ ექსკლუზივისთვის თვითმხილველთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიბომბა 31-ე საავიაციო ქარხნის აეროდრომი და ასაფრენი ბილიკი სადაც ქართული არმიის სატრანსპორტო და მოიერიშე ვერტმფრენებია ბაზირებული. აფეთქება ამ ობიექტზე დილის 05:45 საათზე მოხდა. მაშინ რუსეთის ავიაციის თვითმფრინავმა 4 ჭურვი ჩამოაგდო. მათგან მხოლოდ ერთი აფეთქდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.
  20. საქართველოს მხარდამჭერი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება მსოფლიოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში ქარათველები მშვიდობიან აქციებს მართავენ. ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ათენში, რუსეთის საელჩოსთან. მოთხოვნა იგივეა, ათასობით ქართველი რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. აქციები ამ დროისთვის მიმდინარეობს, ამერიკაში, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში და ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. ჩვენი დროით 20 საათზე, აქციას ისევ გამართავენ მიუნჰენში მცხოვრები ქართველები და საქართველოს გულშემატკივრები.
×
×
  • შექმენი...