Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ვაზიანი რამდნეიმე კილომეტრშია თბილისიდან... ის ვაზიანი, რომელიც 4-ჯერ დაბობეს უკვე... დღეს თბილისის საჰაერო სივრცეშიც იყვნენ როგორც ვიცი... მოკლედ პიზდეც!
  2. პანიკაა უკვე ქვეყანაში... თბილისამდეც მოვლენ...
  3. რავი... მე ერთხელ მოგეცი 666 დღიანი ბანი და მერე ეტყობა მოგხსნა ვინმემ...
  4. აქ რომ გამოჩნდნენ ეგ გნიდები, გეფიცებით, მოვკლავ რამდენიმეს მაინც!
  5. ისე მამენტ ბანი არ გქონდა?
  6. ბაქრაძის განცხადებას ზუგდიდში პანიკა მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადების შემდეგ სამეგრელოს მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ყოველ წამს მოველით რუსი სამხედროების შემოსვლას. ზუგდიდის მოსახლეობა პაიკაშია, არ ვიცით სად წავიდეთ. ხელისუფლებისგან დახმარებას ვითხოვთ, - განუცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ცნობისათვის: ბაქრაძის განცხადებით, რუსული სახედროები ზუგდიდზე აპირებენ იერიშის მიტანას.
  7. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადება – რუსეთი ზუგდიდზე თავდასხმას აპირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა. "არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება რუსეთის მხრიდან ქალაქ ზუგდიდზე თავდასხმა. ქვეყანისთვის ამ უმძიმეს ჟამს, დგას საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. მე მინდა გადმოგცეთ საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდება". ყველა ერთად გავერთიანდეთ და სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა და არ მივცეთ რუსეთს საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია, ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველო ყველაფერს აკეთებს ამისთვის, პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობს მოვლენების განვითარებას. ამიტომ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ვიყოთ ერთად და ვაჩვენოთ მტერს, რომ მათ აქვთ საქმე ღირსეულ და ორგანიზებულ ერთად. მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ, ორგანიზებულობისაკენ და წინააღმდეგობის გაწევისაკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალები შემოსვლის შემდეგ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი, გაუმარჯოს საქართველოს!
  8. კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა პარლამენტის წინ პროტესტს გამოთქვამს პარლამენტისა და მერიის წინ კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა იკრიბება და მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. კონფლიქტის ზონიდან ჩასული მოსახლეობის თქმით, ცხინვალში ქართველმა საჯარისო ქვედანაყოფებმა პოზიციები დათმეს და რეგიონს რუსული ჯარები აკონტროლებენ. რუსული ავიაციის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად განადგურებულია სოფლები - კეხვი, თამარაშენი, ქურთა, ერედევი, ნული, ნიქოზი. შეშინებული მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს და ტყეებს აფარებს თავს. "მსხვერპლის რაოდენობამ სამი ათასს გადააჭარბა. დაღუპულები გზებზე, ბაღებსა და ქუჩებში არიან მიმოფანტულნი. ადგილობრივებს მიცვალებულების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ. რამდენიმე ქართული ბატალიონი კი საერთოდ არ არსებობს", - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტებთან საუბრისას განაცხადეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, 2 აგვისტოს ოსურმა მხარემ მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა დაიწყო. ქართველები ოთხი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ბრძანებით, საპასუხო ცეცლხს არ ხსნიდნენ, თუმცა შემდეგ კონფლიქტის ზონაში ქართველი სამხედროების შეყვანა აუცილებელი გახდა. დევნილი მოსახლეობის თქმით, მთავრობა ყურადღებას არ აქცევს პალამენტის წინ შეკრებილ ხალხს. არ უზრუნველყოფს საკვებით და თავშესაფრით. ისინი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, დახმარების მოლოდინში პარლამენტისა და მერიის წინ იმყოფებიან და მინიმალური პირობების დაკმაყოფილებამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ისინი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაპარტახებულ შენობებში განათავსა, სადაც არანაირი ელემენტარული პირობები არ იყო. დევნილებმა იქ დარჩენაზე უარი განაცხადეს და თბილისში ჩამოვიდნენ.
  9. FIORENTINO

    CHAT

    არის ცალკე განყოფილება საამისოდ და იქ ვწეროთ...
  10. წითელი ჯვრის კომიტეტმა მობილიზაცია გამოაცხადა წითელი ჯვრის კომიტეტმა ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზაცია გამოაცხადა. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, როგორც კი თბილისის აეროპორტი მზადყოფნას გამოთქვამს, ორგანიზაცია კონფლიქტურ ზონებში დაჭრილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჟენევიდან სპეცრეისით 8 ტონა სამედიცინო დახსმარების საშუალებებს, მედიკამენტებსა და ინვანტარს ჩამოიტანს. წითელი ჯვარი ცხელ წერტილებში წყალსაქაჩი სადგურის გასამართად მასალის ჩამოტანასაც გეგმავს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში 1 500-მდე ადამიანის სასმელი წყლით უზრუნვალყოფა შეეძლება. წითელი ჯვრის კომიტეტმა საქართველოს მასშტაბით სამდხედრო ექიმების მობილიზაცია გამოაცხადა. სამედიცინო დახმარების მედიკამენტები და სამხედრო ექიმები, საჭიროებისდა მიხედვით სამედიცინო პუნქტებში გადანაწილდებიან. წყარო: http://itnexclusive.ge
  11. სოხუმის უნივერსიტეტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან საპროტესტო მიმართვას ავრცელებს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აპროტესტებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებს საქართველოს მიმართ. აი-ტი-ენ ექსკლუზივს განცხადების ტექსტი "აფხაზეთის მედია ცენტრმა" მიაწოდა. "XXI საუკუნეში, მსოფლიო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლე აღიარებულია უპირველეს ღირებულებად, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის, ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური აგრესია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიუთითებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივი აზროვნების საშინელ ჩამორჩენილობაზე. საქართველოს ოს ხალხთან არაფერი აქვს გასაყოფი, რადგან ჩვენ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია გვაკავშირებს. მოვუწოდებთ ყველას, ხმა აიმაღლოს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. იმედი გვაქვს, მსოფლიოს შეგნებული საზოგადოებრიობა და თვით რუსი ხალხის საუკეთესო შვილები ხმას აიმაღლებენ ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ". წყარო: http://itnexclusive.ge
  12. საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონფლიქტის ზონაში, ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს იწყებს. განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. "ჩვენ გვსურს ჰუმანიტერული დერეფნის ორგანიზება. მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს საომარი მოქმედებების ზონა დატოვოს. ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობის საშუალება რუს სამხედროებსაც ექნებათ. რუსული მხარე კონფლიქტის ზონიდან საკუთარი დაღუპულებისა და დაჭრილების გაყვანას შეძლებს", - განაცხადა იაკობაშვილმა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ცხინვალიდან ევაკუაციას ჟურნალისტებიც ითხოვენ. "ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირების პერიოდში მზად ვართ დროებით შევწყვიტოთ ცეცხლი. იმედს გამოვთქვამთ, რომ იგივეს რუსული მხარეც გააკეთებს", - აღნიშნა იაკობაშვილმა. წყარო: http://itnexclusive.ge
  13. გვირაბი უნდა აეფეთქათ რა თავიდანვე... თავიდანვე მაგაზე უნდა ეჩალიჩათ...
  14. ქართულმა საჯარისო შენაერთებმა ცხინვალი დატოვეს ქართულმა საჯარისო შენაერთებმა, რუსულ რეგულარულ არმიასთან ბრძოლების შემდეგ, ცხინვალი დატოვეს. ინფორმაცია ჟურნალიტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს მდივანმა, კახა ლომაიამ მიაწოდა. ლომაიას თქმით, ქართულმა საჯარისო შენაერთები ცხინვალის მისადგომებთან პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ. უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად რუსულმა რეგულარულმა არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა. 10 აგვისტოს ღამის განმავლობაში განადგურდა 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და არტილერია. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სტრატეგიული პოზიციების დასაკავებლად ქართულ და რუსულ სამხედრო შენაერთებს შორის ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყარო: http://itnexclusive.ge
  15. აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერჯერობით სიმშვიდეა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ენგურის ხიდზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ღამემ მშვიდად ჩაიარა და რაიმე ექსესებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ "აი-ტი-ენ ექსკლუზივს" აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა. მისივე თქმით, ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტილია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება.
  16. სამეგრელოში ამ დროისთვის სიმშვიდეა სამეგრელოში ფოთში, სენაკში, ხობში და ზუგდიდში ამ დროისთვის სიმშვდეა. რუსეთის ბომბდამშენებს ღამის განმავლობაში სამეგრელოს ქალაქებზე იერიში არ მიუტანიათ. მოსახლეობა დაბომბვის მოლოდინშია, თუმცა მსხვილი დასახლებული პუნქტებში საცხოვრებელი სახლების მასიური დატოვების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ცნობისათვის: სამეგრელოში რუსულმა ბობდამშენებმა 10 აგვისტოს სოფელ ურთასა და ძველ აბასთუმანზე მიიტანეს იერიში.
  17. აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვრებისკენ დაიძრნენ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები უსაფრთხო ზონაში, გალის რაიონში -უშუალოდ საქართველოს საზღვრისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. "საქართველო აფხაზეთის საზღვრთან პროვოკაციულ ქმედებებს არ წყვეტს, ინტენსიურ სროლებს ახორციელებს, რის გამოც რესპუბლიკის არმია იძულებულია უსაფრთხოების ზონაში გადავიდეს და საქართველოს საზღვრისკენ დაიძრას" - აცხადებს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო. 10 აგვისტოს, დილით, აფხაზმა სამხედროებმა კოდორის ხეობა ინტენსიურად დაბომბეს.
  18. ცხინვალში ნანგრევებს ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი სამხრეთ ოსეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე სროლების შედეგად საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში ათასობით მშვიდობიანი მცხოვრებია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტის ხელმძღვანელი, ირინა გაგლოევა ავრცელებს. გაგლოევას თქმით, დაიბომბა ქალაქის საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებში 150 ადამიანია მოყოლილი. ამ დროისთვის, ქალაქში ხალხის გადასარჩენად აქტიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
  19. რუსულმა ბომბდამშენებმა სოფელი ურთა დაბომბეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსული ავიაციის თვითმფრინავებმა სამეგრელოს სოფელი ურთა რამდენჯერმე დაბომბეს. ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება. აი-ტი-ენის ინფორმაციით დღეს დილით სამეგროლოს კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიბომბა. ზუგდიდში აფეთქებების ხმები ისმის.
  20. სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად ცხინვალის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა ქართულ, ოსურ და რუსულ სამხედრო შენაერთებს შორის, ცხინვალის გარშემო მდებარე სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად, მთელი ღამის განმავლობაში, ბრძოლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა გაგლოევამ "ინტერფაქსს" აცნობა. დილით დაახლოებით 6:45 წუთზე, სიმაღლეების დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლები შეჩერდა. გაგლოევას ვარაუდით, სწორედ ამ სტრატეგიული სიმაღლეებიდან ახორციელებდნენ ქართული საჯარისო შენაერთები ცხინვალის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას. ქართული მხარის მიერ დაიბომბა ცხინვალი სააავადმყოფო, რომლის რამდენიმე კორპუსი, მთლიანად განადგურდდა. ამას გარდა გაგლოევამ განაცხადა, რომ ბრძოლების დროს ღამის განმავლობაში, 6 ქართული ტანკი იქნა განადგურებული. როგორც "ვესტი 24"-ს რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა განუცხადა, ბრძოლების დროს ქართული მხარე სტრატეგიული სიმაღლეების სამხრეთ ნაწილს იკავებდა, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ამ დროისათვის რეგონში კვლავ მძიმე მდგომარეობაა - მხარეები აქტიური საბრძოლო მოქმედების განახლებისთვის გადაჯგუფებებს აწარმოებენ.
  21. რუსეთის ავიაციამ კოდორის აეროპორტი დაბომბა დღეს გამთენიისას რუსეთის ბომბდამშენებმა, კოდორის აეროპორტი დაბომბეს - აცნობეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ზემო აფხაზეთიდან. რუსული საჰერო ძალების მიერ აეროპორტზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი. ერთი ქალბატონი მსუბუქადაა დაჭრილი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. დაბომბილია კოდორის ხეობის სოფლებიც.
  22. დაიბომბება დასავლეთ საქართველოს სამხედრო აეროდრომები? ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო ავიაციამ, შესაძლოა სენაკის და კოპიტნარის სამხედრო აეროდრომები დაბომბონ. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ორმა რუსულმა ბომბდამშენმა ზუგდიდს გადაუფრინა და სენაკის და კოპიტნარის მიმართულებით გაფრინდა.
  23. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ოჩამჩირის პორტში 10 აგვისტოს, დილით, რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტი აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში შევიდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ გააკეთა. 9 აგვისტოს, დილით, რუსული და უცხოური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საქარველოს წ####ბში შევიდა და ოჩამჩირის აკვატორიაში დაიწყო ძალთა კონცენტრირება. საქართველოს თავდაცვის უწყება ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს.
  24. რუსეთის ავიაცია თბილისის ცაზე გამოჩნდა რუსეთის საბრძოლო ავიაციამ დილით 05:45 საათზე იერიში თბილისში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანა. აი-ტი-ენ ექსკლუზივისთვის თვითმხილველთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიბომბა 31-ე საავიაციო ქარხნის აეროდრომი და ასაფრენი ბილიკი სადაც ქართული არმიის სატრანსპორტო და მოიერიშე ვერტმფრენებია ბაზირებული. აფეთქებების ხმა ქალაქის ცენტრში ისმის. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.
  25. აფხაზეთი კოდორის ხეობაში სამხედრო შეტევას აპირებს 10 აგვისტოს, დილით, აფხაზეთი კოდორის ხეობაში სამხედრო შეტევის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ სამშვიდობო ოპერაციებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, დევიდ მულემ განაცხადა. მისი თქმით, 9 აგვისტოს, თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლება გაეროს დაუკავშირდა და მას კოდორის ხეობიდან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გაეროს დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლების გაყვანა სთხოვა. საქართველოში არსებულმა გაეროს მისიამ დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, აფხაზეთმა, კოდორის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც ქართული მხარის მიერ იყო კონტროლირებადი, საარტილერიო დარტყმა განახორციელა.
×
×
  • შექმენი...