Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საიტების მუშაობა ისევ დაბლოკილია გავრცელებული ინფორმაციით, 9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ინტერნეტ-რესურსმა RU-მ ფუნქციონირება შეწყვიტა. დასაწყისისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ტელეარხების მუშაობა დაბლოკა, რადგან ოფიციალური თბილისის აზრით, რუსული მედია დეზინფორმაციის ტირაჟირებას ეწევა.
  2. რუსეთის ჯარები სამშვიდობოების დასახმარებლად არიან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მოქმედებები სამშვიდობო ძალების დასახმარებლად არის მიმართული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ქართული ჯარები 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებდნენ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2000 ადამიანის დანაკარგზე საუბრობს. ამ დროისთვის, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია 34 ათასმა მცხოვრებმა დატოვა. დევნილი მოსახლეობა თავს ვლაიდიკავკაზს და რუსეთის რეგიონებს აფარებს. რუსი სამშვიდობოების რიგებში 13 დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილია. სამშვიდობოების დასახმარებლად კონფლიქტის ზონაში 58-ე არმიის ქვედანაყოფები შევიდნენ. რეგიონში არსებული სიტუაციის შეფასებისას ჩურკინი აცხადებს, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ხალხისთვის, როგორც ოსებია, 200 ადამიანის მკვლელობაც კი გენოციდს ნიშნავს, არა თუ ორი ათასის.
  3. სამხრეთ ოსეთში რუსეთის 58-ე არმიის სარდალი დაიჭრა სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის სარდალი, გენერალ-ლეინტენატი ანატოლი ხრულევი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. არსებული ინოფრმაციით, ხრულევი რუსულ კოლონაზე ქართული არმიის ქვედანაყოფების იერიშის დროს დაიჭრა. ამავე კოლონის შემადგენლობაში ტელეკომპანია "ვესტის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. საქართველოში შემოჭრილი რუსული არმიის მეთაურის დაჭრის ფაქტი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო კოლონაზე აღნიშნული იერიშის დროს რუსული ტელეკომპანია "ვესტის" სამი ჟურნალისტი დაიჭრა. ისინი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  4. ცხინვალის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს არაფორმალური სხდომა გაიმართა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული გამართული გაეროს არაფორმალური სხდომა უშედეგოდ დასრულდა, - იუწყება სააგენტო "ფრანც-პრესი". "გაეროს უშიშროების საბჭომ, საქართველოსა და რუსეთს შორის, ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დოკუმენტის მიღება ვერ შეძლო" - იუწყება სააგენტო. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
  5. ცხინვალში საქართველოს შეარაღებული ძალების 12 ტანკი ააფეთქეს ცხინვალში ბრძოლების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების T-72 ტიპის 12 ტანკი და ერთი SU-25 კლასის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფებისა და არტილერიის იერიში ცხინვალზე შეჩერებულია. ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ცხინვალის სამხრეთით მიმდინარეობს, სადაც ქართული ქვეითი დანაყოფების მიერ სტრატეგიული დანიშნულების სიმაღლეებზე შეტევა გრძელდება. ოსური მხარის ინფორმაციით სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის დამაკავშირებელ ძარის გზაზე ქართული არმიის სატანკო შენაერთების იერიში უშედეგო აღმოჩნდა.
  6. სანდრო კვიტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. "იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია, დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. ონის რაიონის დაბომბვის დროს დაიჭრა 6 მოზარდი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მეტ-ნაკლებად მძიმეა სხვა დაჭრილების მდგომარეობაც. მობილიზებულია ყველა სამედიცინო სამსახური და ჯერ გამოყენებული არ არის რეზერვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად მუშაობს და რაიმე გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
  7. დღეს რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი დაპირდა სამხრეთ ოსეთიდან წამოსულ ლტოლვილებს, რომ ისინი ძალიან მალე დაბრუნდებოდნენ საკუთარ სახლებში...
  8. აზერბაიჯანმა საქართველოს ორი პორტით ნავთობის ტრანზიტი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ბათუმისა და ყულევის პორტებით ნავთობის ექსპორტ-იმპორტი გასული ღამიდან შეწყვეტილია", - განაცხადა აბდულაევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამჟამად ნავთობის ბაქო-ნოვორისისკის ნავთობსადენით ექსპორტის საკითხს განიხილავს. ქართული მხარე აცხადებს, რომ პორტების მეშვეობით ქვეყანაში ნავთობის ტრანზიტი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულმა ავიაციამ საერთაშორისო ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე დარტყმა განახორციელა, თუმცა მილსადენი არ დაზიანებულა.
  9. ქართველი ჟურნალისტები - გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრ კლიმჩუკი, რომლებიც ცხინვალში მუშაობდნენ, ორი დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიან. გიგა ჩიხრაძე, კონფლიქტის ზონაში რუსული გამოცემა "ნიუს ვიკის" დავალებით იმყოფებოდა, ალექსამდრე კლიმჩუკი კი "იტარტასის" ფოტოკორესპონდენტია. უკანასკნელად ჟურნალისტები, 8 აგვისტოს დილით, ცხინვალის მახლობლად ნახეს.
  10. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა არ დაგვეხმარება უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ელისეევმა გორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ყოველ საათში იღებს ინფორმაციებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და საქმის კურსშია ყველა დეტალის შესახებ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ელისეევის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოები საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობენ. კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, ელისეევმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ამ საკითხს არ განიხილავს. წყარო: http://itnexclusive.ge
  11. როკის გვირაბი აფეთქებული არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია როკის გვირაბის აფეთქების შესახებ, რომელიც ცხინვალის რეგიონს ჩრდილო ოსეთთან აკავშირებს - ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "როკის გვირაბის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს. როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიები რუსული ქვედანაყოფების მიერ საიმედოდ კონტროლდება", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსმა მესაზღვრეებმა კატეგორიულად უარყვეს გვირაბის აფეთქების შესახებ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც ცხინვალის რეგიონიდან ჩრდილოეთ ოსეთში დაჭრილები გადაყავთ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქართული მედია საშუალებებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ როკის გვირაბის აფეთქების შესახებ. წყარო: http://itnexclusive.ge
  12. სამხრეთ ოსეთში ტელეკომპანია "ვესტის" ჟურნალისტები დაიჭრნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსული ტელეკომპანია "ვესტის" ჟურნალისტები დაიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საავტომობილო კოლონა, რომლშიც "ვესტის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ქართული საჯარისო ფორმირებების ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. ამ დროისთვის, დაჭრილი ჟურნალისტები ვლადიკავკაზის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
  13. ბათუმის აეროპორტმა მუშაობა განაახლა აეროპორტის მომუშავე პერსონალის ინფორმაციით, აეროპორტმა მუშაობა მხოლოდ ათი წუთით შეწყვიტა. ამ დროისათვის ბათუმის აეროპორტი კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყანას უცხოელი ტურისტები მასიურად ტოვებენ. წყარო: http://itnexclusive.ge
  14. განადგურებულია 40-მდე ტანკი და 10 მოიერიშე რუსეთის გეგმა სატანკო იერიშის განხორციელების შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული შენაერთების მიერ აფეთქებულია რუსეთის ფედერაციის 40-მდე ტანკი და ჩამოგდებულია ათი მოიერიშე თვითმფრინავი. მისივე განცხადებით, ორი დაჭრილი რუსი პილოტი გადაყვანილია თბილისის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში და ამ დროისთვის მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. როგორც ზღულაძემ აღნიშნა, რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში გარკვეულ გადაჯგუფებებს ახორციელებენ და შესაბამისი ტაქტიკური ცვლილებები განხორციელდება ქართულ შენაერთებშიც. ეკა ზღულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ სიმშვიდეს ცხინვალსა და მის შემოგარენში".
  15. რუსეთმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა კოდორის ხეობაზე რამდენიმე წუთის წინ ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს. ამის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ჭურვები სოფელ ჩხალთის მიდამოებში ჩამოყარეს. პირველი ჭურვის ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე შეტევის შედეგებს ამ დრომდე ადგენენ. შეგახსენებთ, დღეს აფხაზეთის მთავრობამ კოდორის ხეობიდან ქართული ქვედანაყოფების განდევნისთვის საომარი ქმედებები დაიწყო. წყარო: http://itnexclusive.ge
  16. ვინ აკონტროლებს სინამდვილეში ცხინვლს? საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალის ტერიტორიას აკონტროლებენ, აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს, სანდო წყარომ საწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს ცნობით, მყარი პოზიცია ქართულ სამხედროებს მხოლოდ ზნაურის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ. ხოლო თამარაშენში, ქურთასა და დიდი ლიახვის ხეობაში ისევ იბრძვიან. ამ დროისთვის ცეცხლის ალშია გახვეული ცხინვალის ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები. წყარო: http://itnexclusive.ge
  17. რუსეთმა შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საქმე აღძრას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საქმე აღძრას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა აზერბაიჯანულ სააგენტო "დეი აზ"-თან საუბრისას განაცხადა. "მე არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგა, სტრასბურგი და სხვა ინსტიტუტები ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას დიდ ყურადღეაბას დაუთმობენ", - აცხადებს კარასინი. რუსი დიპლომატი კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის შესახებ საუბრობს და ამ ფაქტს სამხედრო დანაშაულს უწოდებს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის ფაქტს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა უკვე იძიებს. წყარო: http://itnexclusive.ge
  18. ფოთის საზღვაო ძალებმა რუსეთის ბომბდამშენები მოიგერია ფოთის საზღვაო ძალებმა რუსეთის ბომბდამშენები მოიგერია. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ფოთის მაჟორიტარმა თეიმურაზ წურწუმიამ მიაწოდა. მისი თქმით, ფოთზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ რუსული თვითფრინავები ტერიტორიას გაერიდნენ. საჰაერო თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. წყარო: http://itnexclusive.ge
  19. პუტინმა საქართველოს კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწვეტისკენ მოუწოდა. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და სხვა ერების ინტერესებსა და უფლებებს პატივი სცეს. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწვეტის შესახებ არსებული შეთანხმება", - განაცხადა პუტინმა უცხოურ მედიასთან საუბრისას. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, 2008 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პეკინში იმყოფებოდა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. წყარო: http://itnexclusive.ge
  20. დატოვებენ ქართველები ოლიმპიადას? ოლიმპიადა სამი დღის წინ ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ დღეს ასეა: პეკინის ოლიმპიადა მთლიანად ქართველი ერისთვის კი არა, იქ მყოფი სპორტსმენებისთვისაც კი მეორეხრისხოვანი გახდა. საქართველოში საომარი მდგომარეობაა და ახლა არავის სცხელა პეკინის ტატამისთვის, ტაიჭიოსთვის თუ პლაჟისთვის... წუთი წუთზე ველოდებით ინფორმაციას – შესაძლოა, ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ოლიმპიადა დატოვოს. ჯერჯერობით, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს საბოლოოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ამაზე თათბირი მიმდინარეობს. წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ასეთი განცხადება გააკეთა: "მოვუწოდებ ჩვენს სპორტსმენებს, პროტესტის ნიშნად დატოვონ პეკინის ოლიმპიადა. ეს იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს სპორტსმენებს არ აუკრძალავს ასპარეზობას. ამიტომ ვთხოვ ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა რუსეთის დელეგაციის ოლიმპიადიდან გაშვება მოითხოვონ პეკინში და თუ ეს არ შესრულდა, მაშინ თავად ჩვენებმა დატოვონ ოლიმპიადა". და კიდევ, პეკინის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას საგანგებო პრეს-კონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს... არც არის გასაკვირი, რადგან ოლიმპიადა ჩინეთშია, ჩინეთი კი რუსეთს მაინცდამაინც არ აწყენინებს. წყარო: http://itnexclusive.ge
  21. პუტინი სოჭის ოლიმპიადიდან ვლადიკავკაზში ჩავიდა შექმნილი კონფლიქტიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს. ეს არის საქართველოს სამხედრო შენაერთების თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაყვანა, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან სატელეფონო საუბარისას. მედვედევის თქმით, საქართველომ და რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი. აშშ-ის პირველმა პირმა რუსეთს საქართველოს ტერიტორეების დაბომბვის შეწყვეტის მოთხოვნა დაუყენა. ბუში მზადაა მოსკოვთან ითანამშრომლოს კონფლიქტის მშვიდობიან ფაზაში დასაბრუნებლად მოსკოვთან ითანამშრომლოს. დღეს ჩინეთიდან ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრემიერი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. პუტინი სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსალეობის დასახმარების კოორდინაციის მიზნით თათბირს გამართავს. წყრაო: http://itnexclusive.ge
  22. ფოთი ისევ იბომბება ფოთში, პორტის მიმართულებით დაბობვის ხმა ისმის. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ფოთის მაცხოვრებლებმა მიაწოდა. ადგილობრივების თქმით, რუსული თვითფრინავები ფოთის პორტს ისევ ბომბავენ. მოასხლეობა კი ქუჩაშია გასული. სატელოფონო კავშირი შეზღუდულია. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა ბოლო დაბომბვას მსხვერპლი. წყარო: http://itnexclusive.ge
  23. ბათუმის აეროპორტის ევაკუაცია დაიწყო ინფორმაციას საქართველოს ტელევიზიები ავრცელებენ. თნფორმაციის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ გუშინ სამჯერ დაარღვია ბათუმის საჰაერო საძღვარი და დაბომბვის საშიშროება რეალურად იდგა. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და დაგეგმილ რეისებსაც გრაფიკის მიხეედვით შეასრულებს. წყარო: http://itnexclusive.ge
  24. ეს იქნება აპინული მთავარი თემა... ვისაუბროთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე... დააფიქსირეთ თქვენი აზრი... მდგომარეობა კი სავალალოა...
×
×
  • შექმენი...