Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. საქართველო მოლაპარაკებებისათვის მზადაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დესპანს საქართველოში ნოტა გადასცა. ნოტაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დილის ხუთ საათზე მოაწერა ხელი, წერია, რომ საქართველომ პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით ცეცხლი შეწყვიტა და მზადაა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. ნოტაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველომ სრულად გამოიყვანა შეიარაღებული ძალები ცხინვალიდან.
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: "სამწუხაროა, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს დიდ შეცდომად მიიჩნევს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა. "მართალია, დღეს ჩვენ განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ ნურაფრის ნუ გეშინიათ, ღმერთი მფარველია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა. სამწუხაროა, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა ასეთი დამოკიდებულებისა. ღვთის მადლი გადაარჩენს საქართველოს, რუსეთის ასეთი მოქმედება არის დიდი შეცდომა. ძველად ამბობდნენ, წყალი მიდგებ-მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო", - ბრძანა პატრიარქმა. ქადაგების დასრულებისას უწმინდესმა ერი დალოცა.
  3. რუსულმა ბომბდამშენებმა ანაკლიის სანაპირო ზოლი დაბომბეს რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში სამეგრელოში ანაკლიის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სასაზღვრო პოლიციის შენობაზე მიიტანეს. ამ თავდასხმას მსხერპლი არ მოჰყოლია. ადამიენბმა გაქცევა მოახერხეს. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია მთლიანად სანაპირო ზოლზე მდებარე შენობები. მოსახელობის უმეტესობამ ტერიტორია დატოვა.
  4. თემურ იაკობაშვილი: "ქართული ჯარი უკან დახევას არ აპირებს" "ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ჯარი უკან დახევას იწყებს, რეალობას არ შეესაბამება", -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. ქართულმა სამხედრო ძალებმა პოზიციების გადანაცვლება განახორციელს, რადგან ქართულ მხარეს ბრძოლა რამდენიმე ბაზაზე მოუწია. მისივე თქმით, პირველი ბრძოლა სამხრეთ ოსეთის ბანდფორმირებებთან მოხდა, მეორე - ე.წ. მოხალისეებთან, მესამე - რუსეთის რეგულარულ არმიასთან, რომელიც, როგორც იაკობაშვილი აცხადებს, წარმატებით იქნა მოგერიებული მანმადე, სანამ რუსებმა რაც გააჩნდათ საქართველოში ყველა ძალა ის ძალა არ შემოიყვენეს. იაკობაშვილის თქმით, მსხვერპლის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად. ტაქტიკური გადაადგილება საჭიროა. ამასთან, იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ქართველების მოწოდებისა, აფხაზები რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და კოდორის ხეობაზე შეტევა მიიტანეს. იაკობაშვილის თქმით, ქართველებს არანაირი იერიშის არ ეშინიათ და ქართულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ კოდორის ხეობის დაცვა. წყარო: http://itnexclusive.ge
  5. FIORENTINO

    CHAT

    მე ვერა... მაგრამ ღამეს ვათენებ უკვე ზედიზედ მესამედ სამსახურში ომის გამო... სულიერად მათთან ვარ... ააააააააააა
  6. სერგეი ლავროვმა საქართველოს საელჩოს რუსეთში ნოტა გაუგზავნა მოსკოვში საქართველოს საელჩოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით ნოტა გაუგზავნა. რუსეთის ფედერაცია საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. სერგეი ლავროვი "საქართველოს მშვიდობის იძულებისა და შავი ზღვის ფლოტის გემების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით" 3 ზონის შექმნას მოითხოვს. რუსეთი აწესებს დაკვირვების ზონას – 50 კილომეტრამდე, სახიფათო ზონას – 30 კილომეტრამდე და აკრძალულ ზონას – 20 კმ. და 20 კმ-ზე ნაკლები მანძილით. ნოტაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თუ ქართული მხარე ულტიმატუმს არ შეასრულებს, რუსული ხომალდების მეთაურები გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცის მიზნით ცეცხლს გახსნიან.
  7. უცხოელი დიპლომატები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ უცხოელი დიპლომატები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ. ევროკავშირის ტროიკის წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს შეხვდნენ. იაკობშვილმა მათ საქართველოში შექმნილი ვითარება დეტალურად გააცნო, შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსულ აგრესიულ მოქმედებები განიხილეს. იაკობაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები დარწმუნდნენ რომ, დღეს საქართველოს ტეროტორიაზე განვითარებული მოვლენები რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტია და აქ ოსი ხალხი არაფერ შუაშია. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრამდე ევროკავშირის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. ევროკავშირის გაფართოებულმა წარმომადგენლობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბოლო ინფორმაციები ეკა ტყეშელაშვილისგან მოისმინა.
  8. ალექსანდრ სტუბი: "რუსეთი ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს შუამავლის სტატუსით ვეღარ დაუბრუნდება" რუსეთი ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს შუამავლის სტატუსითვეღარ დაუბრუნდება, - აცხადებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი. "ამჟამად რუსეთი წარმოადგენს მხარეს კონფლიქტში და როცა შეწყდება ცეცხლი და დაიწყება მოლაპარაკებები, ამის გათვალისწინება აუცილებლად მოხდება. დაბრუნება სტატუს-კვოსკენ, იმისკენ, რაც იყო, აღარასდროს მოხდება", - განაცხადა სტუბმა.
  9. მარაზმია... არანაირი ომი მათ შორის... კი არიან მტრები, მაგრამ საქართველოს გამო არ დაძაბავენ ურთიერთობას ერთმანეთში...
  10. აშშ: საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის-ამერიკის ურთიერთობაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს, რომსაქართველოში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა უარყოფითად აისახოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მივანმა დენი პერინომ. ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს საშიშსა და არადეკვატურს უწოდებს. დენი პერინოს თქმით, ბუში მუდმივად იღებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაშიშექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაშიშექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.
  11. FIORENTINO

    CHAT

    ჩემი მეზობელი დაცხრილეს
  12. სისხლის ბანკებში მარაგი საკმარისადაა ექიმები სისხლის ჩაბარების მსურველებს დროებით სისხლის ჩაბარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ექიმთა განცხადებით, სისხლის ბანკებში საკმარისი რაოდენობის მარაგია. ამიტომ სჯობს მოქალაქეებმა სისხლი რამდენიმე დღის შემდეგ ჩააბარონ მედიკოსთა განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, გაცილებით უკეთესია ახალი სისხლის გამოყენება. საკმარისი რაოდენობის მარაგის არსებობის შესახებ ინფორმაციას იაშვილის კლინიკისა და უზნაძის #45-ში განთავსებული სისხლის ბანკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებიც ადასტურებენ.
  13. რუსულმა სამხედროებმა შესაძლოა სენაკზე იერიში კვლავ განახორციელონ რუსული სამხედრო ავიაციის ბომბდამშენები სენაკზე იერიშის განხორციელებას კვლავ აპირებენ. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოსახელობის უმეტესი ნაწილი სენაკიდან იხიზნება. აღნიშნული ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივს" ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
  14. იუშჩენკო საერთაშორისო საზოგადოებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მსოფლიო და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიან ფაზაში გადასაყვანად შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ვიქტორ იუშჩენკომ ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასთან სატელეფონო საუბრები გამართა. კონსულტაციების მთავარი თემა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტა იყო.
  15. გორზე იერიში განახლდა რუსული სამხედრო ავიაციის ვეტმფრენებმა ქალაქ გორის დაბომბვა განაახლეს. დაბომბვის ამსახველი კადრები ტელეკომპანია "როიტერის" პირდაპირ ეთერში გადაიცა. ქალაქი რუსულმა სამხედრო ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა. აფეთქებებს მსხვერპლი მოყვა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
  16. რუსთაველის თეატრში ქართველი სპორტსმენებიც მივიდნენ ამ წუთებში რუსთაველის აკადემიურ თეატრში ქართველ ხელოვენებს ქართული სპორტის ცნობილი წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც იცით, გუშინ, კულტურის ცნობილმა სახეებმა საქართველოს მიმართ ბოლო დღეებში განხორციელებული ქმედების მისამართით მემორანდუმი შეიმუშავა, რომელშიც გამოთქმული იყო აღშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საომარი ქმედებების წინააღმდეგ. ქართველმა სპორტსმენებმა, კულტურის მოღვაწეობების მსგავსად სოლიდარობა და მხარადჭერა გამოუცხადეს ქართველ მებრძოლებს და განაცხადეს, რომ მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ საქართგველოს ინტერესების დასაცავად. შეგახსენებთ, რომ, დღეს 20 საათზე თბილისში ვარდების მოედანზე და ქუთაისის ცენტრში ცნობილი სახეები და მოსახლეობა ქართველი მებრძოლების მხარადსაჭერ აქციას გამართავს.
  17. რომის პაპი საქართველოსა და რუსეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს რომის პაპი რუსეთს საქართველოს ტერიტორიებზე გახსნილი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბენედიქტ მეთექვსმეტე ოფიციალურ მოსკოვსა და თბილისს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს და მხარეებს მშვიდობის დამყარებას ურჩევს. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქტიურად ჩაერთნონ საქართველოს ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებში და მშვიდობის დამყარებას შეეცადონ.
  18. დემონ მულეტი: სოხუმი კოდორის ხეობაზე შეტევითი თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ "თვითაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობაზე შეტევითი თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში დემონ მულეტმა. "შეშფოთებას გამოვთქვამთ კონფლიქტის გამწვავების გამო, მით უფრო, რომ ნათელია, კონფლიქტი სამხრეთ ოსეთს ცდება და აფხაზეთშიც ღვივდება", – აღნიშნა მულეტმა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნა გაახმოვანა. აფხაზი სეპარატისტები ზემო აფხაზეთის ტერიტორიიდან გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გაყვანას მოითხოვდნენ. მოთხოვნის მიზეზი აფხაზურ მხარეს არ აუხსნია. ამ ეტაპზე გაეროს სამხედრო დამკვირვებლთა ჯგუფმა კოდორის ხეობა დატოვა და სოხუმის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
  19. FIORENTINO

    CHAT

    ნუ გეშინიათ...
  20. 20 საათზე ვარდების მოედანზე და ქუთაისში აქცია გაიმართება დღეს, 20 საათზე, ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად, თბილისში, ვარდების მოედანზე და ქუთაისის ცენტრში, ცნობილი სახეები და უბრალო მოსახლეობა შეიკრიბება. აქციაზე მისვლა ყველა მსურველს შეუძლია.
  21. და ვინმეს რა მართლა გჯეროდათ, რომ ამერიკა დაეხმარებოდა საქართველოს? ეს გამორიცხული იყო, არის და იქნება... ჩვენს გამო ამერიკა არ დაუპირისპირდება რუსეთს...
  22. ბაღაფში საქართველოს ხელისუფლების გასამართლებას მოითხოვს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებსა და უკრაინას დააკისრა. "ყველამ, ვინც საქართველოს შეიარაღებით დახმარება აღმოუჩინა, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ბაღაფშმა. ბაღაფშმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახის დიალოგის წარმოებაზე უარი განაცხადა. "საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო დამნაშავეებისგან შედგება, რომლებიც ოსი ხალხის გენოციდის გამო უნდა გაასამართლონ", - აღნიშნა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
  23. ოტობაიიდან დაბობვის ხმა ისმის სამეგრელოს სოფლებში აფხაზეთის ტერიტორიიდან დაბობვის ხმა ისმის. მოსახლეობის მტკიცებით, ხმა სავარაუდოდ გალის რაიონ სოფელ ოტობაიიდან ისმის. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელის მოსახლეობამ მიაწოდა. "აფხაზეთიდან დაბობვის ხმა გვესმის, პანიკაში ვართ, არ ვიცით სად წავიდეთ. ყველანი ქუჩაში ვართ გასული", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ადგილობრივებმა.
×
×
  • შექმენი...