Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. FIORENTINO

    CHAT

    გეჩვენებააააააათ...
  2. ჩრდილოეთ ოსეთში მყოფ ქართველებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება სურთ ჩრდილიეთ ოსეთიში მყოფი ქართველები დერეფნის გახსნას ლარსის მიმართულებით ითხოვენ. ისინი პროტესტის ნიშნად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას ტოვებენ და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს იულონ გაგოშიძესა და საქართველოს სახალხო დამცველს თხოვენ. ინფორმაცია აფხაზეთის მედია ცენტრმა მოგვაწოდა. http://itnexclusive.ge
  3. გორის დაბომბვა გრძელდება მოსკოვი არ ეთანხმება ნატოს გენერალური მდივნის შეფასებას, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. "ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მოვისმინოთ, რომელთა ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვაა. მაგრამ არასდროს დავუგდებთ ყურს სამხედრო ბლოკის გამონათქვამებს", - ნათქვამია ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოპ სჰეფერმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და სამხედრო ძალის ჭარბი და არაპროპორციული რაოდენობით გამოყენებაში დაადანაშაულა.
  4. რუსულმა არტილერიამ გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო რუსულმა არტირელიამ ქალაქ გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადა. უტიაშვილის თქმით, რამდენიმე ბოლო საათია გორზე საავიაციო იერიშიც ხორციელდება. "ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ უახლოეს ხანებში ბრძოლაში რუსული მძიმე ტექნიკაც ჩაერთვება", - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი. რუსული მხარე ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებს. http://itnexclusive.ge
  5. საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი ეწვევა 11 აგვისტოს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 11 აგვისტოს 11:00 საათზე ესტონეთის პრემიერი მინისტრი ქართველ კოლეგა ვლადიმერ გურგენიძეს შეხვდება. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის საავადმყოფოს, გორის ჰოსპიტალსა და მცხეთაში დევნილთა ბანაკს მოინახულებს. http://itnexclusive.ge
  6. CNN გორის ინტენსიურ დაბომბვას ადასტურებს გორზე რუსული სამხედრო არტილერიის მიერ იერიშჰის მიტანის ფაქტზე ტელეკომპანია "სი-ენ-ენიც" საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მანმადე ქალაქ გორის ინტენსიური დაბომბვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადა. უტიაშვილის თქმით, რამდენიმე ბოლო საათია გორზე საავიაციო იერიშიც ხორციელდება. "ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ უახლოეს ხანებში ბრძოლაში რუსული მძიმე ტექნიკაც ჩაერთვება", – აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი. რუსული მხარე ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებს.
  7. კოდორის ხეობაში სიმშვიდეა ბოლო მონაცემებით, კოდორის ხეობაში სიმშვიდეა. რუსული ავიაციის სამხედრო ბომბდამშენები ამ დროისთვის არ გამოჩენილან. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივს" ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. ადგლობრივების თქმით, კოდორის ტერიტორიას კვლავ ქართული საჯარისო ფორმირებები აკონტროლებენ. ცნობისათვის: რამდენიმე ხნის წინ რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში კოდორის ხეობაზე მიიტანეს. მსხვერპლი შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
  8. რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობა ლოზუნგით "STOP RUSSIA" გამოვიდა "რუსეთის ხელისუფლებამ დღევანდელ მოვლენებში ძალიან მძიმე და ტრაგიკული როლი შეასრულა", - განაცხადა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე "STOP RUSSIA" მისულმა ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. შევარდნაძის განაცხადებით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. ექს-პრეზიდენტის თქით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში განვითარებული მოვლენებით აღშფოთებას გამოთქვამს. მოედანზე შეკრებილმა მოსახლეობამ მეომრების გასამხნევებლად და სოლიდარობის ნიშნად სანთლები დაანთო.
  9. ათენსა და ლვოვში ქართული დიასპორა აქციას გამართავს საქართველოს კონფლიქტის ზონებში განვითარებული მოვლენების გამო, ათენის მთავარ მოედანზე, სინაგმაზე საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. აქცია დღეს 08:00 საათისთვის არის დაგეგმილი. აქციაში მონაწილეობა ათენში მცხოვრები ქართველები მიიღებენ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოთხოვნა საქართველოს კონფლიქტური ზონებიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება. ანალოგიური აქციას ლვოვის გენერალური საკონსულოს წინ, დღეს 16:00 საათზე უკრაინაში მცხოვრები ქართველებიც გამართავენ.
  10. რუსული სადესანტო ჯგუფი აფხაზეთში შევიდა ერთერთი რუსი მაღაქლჩინოანი სამხედროს ინფორმაციით, კვირას გვიან საღამოს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ჯგუფი შევიდა. მედესანტეები და საბრძოლო ტექნიკა აფხაზეთში რუსული სამხედრო საჰაერო ტრანსპორტის საშუალებებით გადასხეს. სამხედროს განცხადებით, ოპერაციის მიზანია, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ანალოგი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაუშვან. ინფორმაცია "აფხაზეთის მედია ცენტრმა" მოგვაწოდა.
  11. კი, რუსები იყვნენ... თბილისის ცაზე გულაობენ...
  12. ედმონდ მიულერი: "ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული სტუაციაა" ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული სტუაციაა და ვითარების ესკალაცია მიმდინარეობს. ასეთ შეფასებას აძლევს გაეროს დაკვირვებელთა მისია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმინარე სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციებში გენერალური მდივნის მოადგილემ, ედმონდ მიულერმა გააცხადა.
  13. გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში რუსულ აგრესიაზე მსჯელობა გადადო გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომაზე საქართველოში რუსულ აგრესიაზე მსჯელობა გარკვეული დროით გადადო. საქართველოს მუდმივწარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ რუსეთი სამხედრო დანაშაულისთვის გააკრიტიკა, საერთაშორისო საზოგადოებისაგან კი დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა. საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა თავის მართლება სცადა. საკმაოდ კატეგორიული იყო გაეროში ამერიკის წარმომადგენელი. მან რუსეთის ქმედება არაადეკვატურად შეაფასა და ფედერაცია უფლებამოსილების გადაჭარბებაში საერთაშორისო ნორმების უგულვებელყობაში დაადანაშაულა. სხდომაზე დოკუმენტი მომზადდება, რომელიც საბოლოოდ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე გაეროს რეზოლუციის საფუძველი უნდა გახდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე წარადგინა კრიზისიდან გამოსვლის მარტივი გეგმა, როელიც სამ ელემენტზეა დაფუძნებული, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემა და სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც ქართული და რუსი სამხედრო ძალების ცხინვალიდან გამოსვლას და ძველ პოზიციებზე დაბრუნება გულისხმობს. http://itnexclusive.ge
  14. ზაზა გოროზია: "ზუგდიდი არ ჩაბარებულა და არც ჩაბარდება" რუსული საინფორმაცი სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს ქალაქი ზუგდიდი რუსულ მხარეს უბძოლველად ჩაბარდა. ამ ინფორმაციას ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე ზაზა გოროზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ წუთებში "აი-ტი-ენ ექსკლუზივი" დაუკავშირდა ზაზა გოროზიას, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო: "ზუგდიდი არც ჩაბარებულა და რაც ჩაბარდება!" "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კითხვაზე, თუ რატომ წერს რუსული მედია, თითქოს ინფორმაცია გოროზიამ დაადასტურა, გუბერნატორი სამი სიტყვით ხსნის: "ეგენი გიჟები არიან".
  15. აფხაზეთში რუსული დესანტი ჩავიდა აფხაზეთში რუსული დესანტი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. კოალიციური სამშვიდობო ძალების სარდლის თანშემწის ალექსანდრე ნოვიცკოვის განცხადებით, დესანტის ჩაყვანის აუცილებლობა სამშვიდობოთა დაცვა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაციის აფხეზეთში განმეორების თავიდან არიდებაა. დესანტი სოხუმის აეროპორტში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადასხეს.
  16. რუსული მხარე ქართული სარაკეტო კატერის განადგურების ფაქტს ადასტურებს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის თანაშემწე იგორ დიგალომ შავ ზღვაში ქართული სარაკეტო კატერის განადგურების ფაქტი დაადასტურა. კატერი ჩაძირულ იქნა აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ფლოტის მიერ, მას შემდეგ რაც ზონაში პატრულირებისას ოთხი ქართული გემი იქნა შემჩნეული, მათგან სამი ფოთის მიმართულებით გაემართა. http://itnexclusive.ge
  17. კოდორი ისევ იბომბება ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ზემო აფხაზეთს კვლავ დაესხა რვა რუსული ბომბდამშენი, რომლებიც ინტენსიურად ბომბავენ სოფლებს, - ომარიშარას, გენწვიშს, ღვალღვას და აჟარას. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს აფხაზეთის "მედია-ცენტრმა" მიაწოდა.
  18. რუსეთის საზღვაო ფლოტის გემმა ქართული სარაკეტო კატერი გაანადგურა რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემმა ქართული სარაკეტო კატერი გაანადგურა - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრიოს წარმომადგენლის განცხადებით, ქართული სარაკეტო კატერი ორჯერ შეეცადა რუსეთის ფლოტის გემზე შეტევას, შედეგად საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ქართული სარაკეტო კატერი გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ კვირა დილით, აფხაზეთის პორტმა შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი", სადაზვერვო გემი "სმეტლივი" და სამხედრო საზღვაო ფლოტის სამი სადესანტო გემი მიიღო. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. http://itnexclusive.ge
  19. ზემო აფხაზეთში რუსულ-აფხაზური იერიშის დროს 5 პოლიციელი დაიჭრა ზემო აფხაზეთის აღების მცდელობისას დღეს, 5 ქართველი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციელები ზემო აფხაზეთში მოიერიშეებს ეწინააღმდეგებოდნენ, იერიშისას პოლიციელები დაიჭრნენ. როგორც "აფხაზეთის მედია-ცენტრს" შშს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, პოლიციელები ამ დროისათვის ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. დღეს აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა რამდენიმეჯერ სცადეს ზემო აფხაზეთის შტურმით აღება, თუმცა ქართველმა პოლიციელებმა პოზიციების შენარჩუნება წარმატებით შეძლეს. http://itnexclusive.ge
  20. საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები შექმნილი ვითარების გამო ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები შექმნილი ვითარების გამო ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ. ისინი საკუთარი ინიციატივით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თევდორაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, სრული თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს. სასულიერო პირებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. "ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის გამო, რომელსაც ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები გარდაცვლილი ბავშვებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. ჩვენ ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულების გადასარჩენად და შევთხოვთ უფალს, რათა შეწყდეს სიკვდილის მანქანის მოქმედება ჩვენს სამშობლოში. მიგვაჩნია, რომ ყველა ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მივმართავთ თხოვნით დაპირისპირებულ მხარეებს, რათა ყოველთვის ახსოვდეთ უფლის მცნებანი და ხელმძღვანელობდნენ მათი სულისკვეთებით, ვევედრებით უფალს, რათა მისი წყალობით დასრულდეს ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ნეგატიური პროცესები", - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირები სისხლის გასაღებად სისხლის გადასხმის ცენტრში გაემგზავრნენ. http://itnexclusive.ge
  21. განათლების არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვას ამზადებენ 11 აგვისტოს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" 13.00 საათზე განათლების სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – "განათლების ლიდერთა ლიგა", განათლების ინსტიტუტი და მასწავლებელთა გაერთიანება წერილით განათლების მსოფლიო ინსტიტუტს მიმართავს, რომელიც 500-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს. მიმართვა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ეხება. http://itnexclusive.ge
  22. კახა კალაძემ მილანში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართა "თქვენ ყველას მოგეხსენებათ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან საოიმარ მოქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და მე, როგორც ჩემი ქვეყნის შვილსა და გულშემატკივარს არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი აღნიშნულ მოვლენებს. მინდა აქედან, მილანიდან, მივაწვდინო ხმა საერთაშორისო საზოგადოებას. 1991 წელს, როიცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მასინვე დაუდგა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაშიც რუსეთმა მაშინაც უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ დღეს აგრესია გაცდა სამხრეთ ოსეთის რეგიონს და რუსული ავიაგამანადგურებლები ბომბავენ საქართველოს ქალაქებს. ჭურვებს უშენენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც 200-300 კილომეტრით არის მოშორებული კონფლიქტის ზონას. იბომბება სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტები... და რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, საცხოვრებელი სახლები. იბომბება საზღვაო ნავსადგურები, აეროპორტები, რკინიგზა, სკოლები და სასწრაფო დახმარების პუნქტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორის... დაღუპულია 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე... განადგურებულია ქალაქები. ჭუხელ ღამის განმავლობაში ავია-გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალქზე – თბილისზე. მინდა ვთხოვო საერთაშორისო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს, რომ ხმა აიმაღლონ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ სისხლისღვრისა და უსამართლოიბის შეჩერება, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რომ საქართველოს ერთადერთი დანაშაული მისი თავისუფლებისაკენ დ აიმ ღირებულებისაკენ სწრაფვაა (დემოკრატია, თავისუფლება) რასაც ცივილიზებული საზოგადოება იზიარებს. და თუ დღეს ამ აგრესიას პასუხი არ გაეცა, მერწმუნეთ, ხვალ ჩემი ქვეყნის ბედი შესაძლებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა და ევროპის სახელმწიფოებმაც გაიზიაროს. ამიტომ, ჩემი ხალხის სახელით, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ჩემს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას პირისპირ რუსეთის აგრესიული მანქანის წინააღმდეგ. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და ის ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ... შევაჩეროთ, სანამ მისი შეჩერება შესაძლებელია.
  23. ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ზუგდიდის რაიონი დაიკავეს რუსეთის "სამშვიდობო" ძალებმა 10 აგვისტოს 23 საათისთვის ზუგდიდის რაიონი უბრძოლველად დაიკავეს, - იუწყება სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიაზე დაყრდნობით უცხოური მედია. ამ დროისთვის რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფებს ზუგდიდის რაიონის ყველა სტრატეგიული პოზიცია აქვთ დაკავებული და აქტიურ პატრულირებას ახორციელებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუს სამხედროებს ზუგდიდის რაიონში შესვლის ნებართვა იმ პირობით მისცეს თუ მათთან ერთად რაიონზე კონტროლის პროცესში მონაწილეობას, ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი გაეროს დამკვირვებლებიც მიიღებენ. ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რის გამოც საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება. მოსახლეობა ზუგდიდის რაიონს ტოვებს. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...