Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ქართველი პოლიცია იარაღის დაყრას არ აპირებს "არც ერთი ქართველი პოლიციელი იარაღი ჩაბარებას არ აპირებს, ისინი ქალაქ ზუგდიდში რჩებიან და თავის მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. უტიაშვილის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობდა ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა. ქალაქ გორს რამდენიმე ათეული თვითმფრინავი ბომბავდა. დაზიანებულია ქალაქ გორის ცალკეულ ობიექტები. დაბომბვების შედეგად მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან. დაიბომბა თბილისის შემოგარენი. ერთ-ერთი სამიზნე თბილისის აეროპორტის სარადარო სისტემები წარმოადგენდნენ. უტიაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თქმით, ქართული პოლიცია ცხინვალის სამხრეთით პოზიციებს ამაგრებს. "ჩვენ გამოვედით კონფლიქტის ზონიდან, თუმცა ვიცავთ კონფლიქტის ზონის მიმდებარედ არსებულ ყველა სოფელს. ქართულ ჯარებზე ხორციელდება საავიაციო და საარტილერიო დარტყმები. ამ ეტაპზე დაჭრილები და დაღუპულები არ არიან", - განაცხადა უტიაშვილმა. უტიაშვილის თქმით, კოდორის ხეობაში რამდენიმე იერიში განხორციელდა, ყველა შტურმი მოგერიებულია. http://itnexclusive.ge
  2. ჩამოსაგდებათ მაინც სხვა რამეს იყენებენ... მგონი უკრაინამ აჩუქა მაგათ რაღაცა...
  3. "სამშვიდობოების მანდატში ქართველი პოლიციელების განიარაღება არ შედის" სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გენერალ ჩაბანის ულტიმატუმს უკანონო უწოდა. "მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი - გენერალი ჩაბანი პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული, მეორე - რუსი სამშვიდობოების მანდატში ქართველი პოლიციელების განიარაღება არ შედის", - განაცხადა იაკობაშვილმა. სახელმწიფო მინისტრმა ყველა მეგობარი ქვეყნის საელჩოს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. "ჩვენ რამდენიმე ფრონტზე გვქონდა ბრძოლა. ერთ-ერთი დიპლომატიური ომია. რაც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენენ რუსები, უფრო გაძლიერდება მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო დონეზე დაფიქსირდეს. ამ დღეებში გადაწყდება თუ რა ფორმით ჩაერევა მსოფლიო თანამეგობრობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში", - განაცხადა იაკობაშვილმა. ცნობისთვის, 11 აგვისტოს რუსმა გენერალმა ჩაბანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ულტიმატუმის დოკუმენტი გადასცა, რომელშიც დაუყოვნებლივ ქართული პოლიციის განიარაღებას მოითხოვდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განიარარების ქმედებების თავად განახორციელებდა. http://itnexclusive.ge
  4. აზერბაიჯანმა საქართველოში ფრენები შეაჩერა დახურულმა სააქციო საზოგადოებამ "აზერბაიჯანული ავიახაზები" საქართველოში თავისი თვითმფრინავების ფრენა შეაჩერა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქს-აზერბაიჯანი". "ჩვენი თვითმფრინავების თბილისში დროებით ფრენას შეაჩერებენ, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება", - განაცხადა "აზრებაიჯანული ავიახაზების" პრეს-სამსახურის უფროსმა, მაგერამ საფარლიმ, სააგენტოსთან საუბრისას. http://itnexclusive.ge
  5. რუსულმა ბომბდამშენებმა თბილისში სარადარო სისტემა გამოიყვანეს მწყობრიდან რუსულმა ავიაციამ თბილისში მახათას მთაზე სარადარო სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. 11 აგვისტოს 04:30 საათზე რუსეთის სამხედრო ავიაციის ბომბდამშენებმა თბილისის ტერიტორიას კვლავ შეუტიეს. თვითმფრინავებმა ჭურვები მახათას მთაზე და პატარა ლილოს დასახლებაზე (პეპელა) ჩამოყარეს. მანმადე, 10 აგვისტოს რუსული თვითმფრინავები თბილისი ცაზე ორჯერ - 04:45 და 19:00 საათზე - გამოჩნდნენ. მაშინ ბომბდამშენების სამიზნე თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომი გახდა. არცერთ აფეთქებას საქარველოს დედაქალაქში მსხვერპლი არ მოყოლია. http://itnexclusive.ge
  6. რუსულმა ბომბდამშენებმა განმუხურზეც მიიტანეს იერიში რუსულმა ავიაციის სამხედრო ბომბდამშენებმა იერიში სამეგრელოში განმუხურის სანაპირო ზოლზე განთავსებულ პატრიოტთა ბანაკზე მიიტანეს და ჭურვი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზვს" ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მიაწოდა. მისივე თქმით, ბანაკი დაცარიელებული იყო და, შესაბამისად, არავინ დაზარალებულა. ცნობისათვის: საქართველოს კონფლიქტის ზონებში შექმნილი სიტუაციის გამო პატრიოტთა ბანაკი რამდენიმე დღის წინ დაცალეს. http://itnexclusive.ge
  7. სენაკში ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიჭრა სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა სენაკში ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის დაჭრის შესახებ გავრეცელებული ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივთან" საუბრისას დაადასტურა. მისაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული ამჯერად სენაკის სავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე დაზარალებულის შესახებ ცნობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. ცნობისათვის. 11 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის ავიაციის ბომბდამშენებმა იერიში ხობის სოფლებსა და სენაკზე მიიტანა. http://itnexclusive.ge
  8. 11 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება დღეს, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ჯეჯრჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე მინისტრები მინისტრთა კაბინეტს თავიანთი უწყებების მიერ ბოლო დღეებში გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტს მიაწვდიან. http://itnexclusive.ge
  9. რუსულმა ავიაციამ სენაკს კვლავ შეუტია სამეგრელოში რუსული სამხედრო ავიაციის კუთვნილი ბომბდამშენი გამოჩნდა. თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზაზე 3 ჭურვი ჩამოყარა. იერიში სამხედრო ბაზაზე, ასაფრენ ბილიკზე მიიტანეს. ჭურვი დასახლებულ პუნქტზეც დაეცა, რის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობას დაზიანება არ მიუღია. ამის შესახებ "აი-ტი ენ" ექსკლუზივს სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა განუცხადა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაჭრილია ერთი ქალბატონი. სავარაუდოდ, თვითმფრინავმა იერიში ხობის რაიონის კუთვნილ სოფელებზე ხამისკურსა და ხეთაზე მიიტანა. რუსული ბომბდამშენის სამიზნე სოფლებში განლაგებული საკომუნიკაციო ანძები იყო. http://itnexclusive.ge
  10. რა შუაშია რუსეთი და დეზინფორმაცია? ეს თავისუფალი ჟურნალისტის სტატიაა და ვერავინ დაუშლის ამის წერას... და დეზინფორმაცია არის თუ არა, ამას გავიგებთ სულ ცოტა ხანში... თუმცა, შეიძლება ვერც გავიგოთ...
  11. FIORENTINO

    CHAT

    ძილინებისა...
  12. დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში მამუკა ყურაშვილი და ტელეფონიც სულ გამორთული აქვს... ხომ არ დაიღუპა? რავი...
  13. FIORENTINO

    CHAT

    დაიკიდე რა... მაქსიმუმ მოვკვდებით, სხვა ხომ არაფერი...
  14. თბილისისკენ დაუზუსტებელი (არაოფიციალური) ინფორმაციით რუსეთის ტანკები მოემართებიან... გადავამოწმებ მალე... :hello:
  15. FIORENTINO

    CHAT

    უერც მე...
  16. ჩვენი საიტის ნიუსების განყოფილებაში დღეიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ ასე: http://news.planeta.ge
  17. კიდევ კაი, მაგ ახვრებმა მოსახლეობას არ დაადეს... მაგრამ ესეც მოსალოდნელია უკვე...
  18. ვაააა საღოლ! ძაან მაგარი სურათებია...
  19. შენ გაიხარე... რამე ინფორმაცია არ გაქვთ ვინმეს?
  20. არადა მე სოლოლაკში ვარ ახლა და იმენა ვიბრაციამ აქამდეც მოაღწია...
  21. თბილისი დაიბომბა რამდენიმე ძლიერი აფეთქებების ხმა გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა. დაბომბვის ობიექტი უცნობია. რაიონის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიბომბა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია - მახათას მთა. გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" მიერ ვრცელდება ინფორმაციოა კოჯრის ბრიგადის ბაზის დაბომბვის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის ბრიგადაში სამხედრო დანაყოფები ამჟამად არ იმყოფებიან და დაბომბავას მსხვერპლი არ მოჰყოლია. http://itnexclusive.ge ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიბომბა მუხიანის "დაჩები"... გლდანის მოსახლეობა კი პანიკამ მოიცვა! ყველას გაეღვიძა და თვითმხილველების თქმით, შეამჩნიეს სასწრაფო დახმარების მანქანები... ასევე არის ვერსია თბილისის ზღვის დაბომბვის შესახებ და აეროპორტის საკომუნიკაციო ანძების დაბომბვის შესახებ (ეს ანძები რადარების ფუნქციას ასრულებენ)... დაზუსტებულ ინფორმაციას მალე გავავრცელებთ...
  22. საქარველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით რეგულარული არმიის ჯარისკაცი და რეზერვისტი დაკარგა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად საქარველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით რეგულარული არმიის ჯარისკაცი და რეზერვისტი დაკარგა, - განაცხადეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთნ საუბრისას კონდელიქტის ზონიდან დევნილმა მოქალაქეებმა. საომარი მოქმედებების თვითმხილველი მოქალაქეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ქართული მედია საზოგადოებას რეალურ სურათს უმალავს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. "ჩვენ თავად ვნახეთ დაჭრილი და დახოცილი სამხედროებით და მშვიდობიანი მოქალაქეებით სავესე ქუჩები და ბაღები. სურათი პრაქტიკულად ყველა სოფელში მეორდება. ერედვი, თამარაშენი, ქურთა, ნული, ავნევი, კეხვი, პრაქტიკულად, დაცლილია მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ადგილზე დარჩენილების ბედი რუსი სამხედროების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან უშუალოდ რეგიონის ქართული სოფლებისა და მათ შემოგარენ ტერიტორიებზე დახოცილი და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენბობით თუ ვიმსჯელებთ, ქართული არმია ან არსებობს, ან გამოუსწორებელი დანაკარგები განიცადა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა აღარ გააჩნია. სოფლების ტერიტორიებზე განლაგებული ბატალიონები პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. იშვიათმა ჯარისკაცმა თუ შეძლო რუსეთის არმიის შეტევის შემდეგ გადარჩენა. გამონაკლისი არც ის რამდენიმე რეზერვისტთადანაყოფია, რომელმაც გაქცევას ადგილზე დარჩენა და მოწინააგმდეგესთან შეტაკება ამჯობინა", - აცხადებენ კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოქალაქეები. სააინფორმაციო სააგენტო "აი-ტი-ენ ექსკლუზივი" ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ოფიციალურ სტრუქტურებში გადამოწმებას ვერ ახერხებს. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიუხედავად, მინიმალური დანაკარგები განიცადეს, ცხინვალი და კონფლიქტის ზონის კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი კი მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დატოვეს. ოფიციალური მონაცემებით საომარი მოქმედებების დაწყებდან 94 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება. უახლესი ინფორმაციით, რუსეთის შეიაღაღებული ძალები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ქალაქ გორზე იერიშს ახორციელებენ. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...