Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინააღმდეგია რუსეთი საფრანგეთის მიერ შემუშავებულ გეგმას ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით არ მიიღებს, - განაცხადა გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა - "ფრანს პრესი". საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო არ აზუსტებს ინფორმაციას თუ როდის გააკეთა ჩურკინმა აღნიშნული განცხადება გაეროს უშიშროების სხდომის დაწყებამდე თუ უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას. ნიუ-იორკში კართულ-რუსულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ წუთებში იმართება. სხდომაზე საქარველოში არსებული ვითარების განმუხტვის ფრანგული გეგმის განხილვა მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ტერიტორიულ სტატუსს დაუბრუნდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ფრანგულ გეგმასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია. http://itnexclusive.ge
  2. დღეს საქართველოში ბანკები არ იმუშავებენ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედ ბანკებს თხოვნით მიმართა, რომ მათ 12 აგვისტო არასამუშაო დღედ გამოაცხადონ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოში ბანკები მხოლოდ სამშაბათს დაისვენებენ, სახელმწიფოებრივი დაწესებულები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. http://itnexclusive.ge
  3. ვიტალი ჩურკინი: რესეთის ავიაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე იერიშს არ გეგმავს რუსეთის ავიაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განადგურებას არ აპირებს, - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. მისი თმით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს რუსეთის ავიაცია დღეს ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე იერიშის მიატანს გეგმავს სიმართლეს არ შეეფერება. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დგის განმავლობაში რუსეთის ავიაციამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრაქტიკულად ყველა აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაანადგურა.
  4. რუსეთი საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს რუსეთის ავიაციის იერიში აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება. აგარის მახლობლად მდებარე სოფელ მოხისის მოსახლეობის მიერ სააგენტოსტვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოიერიშე თვიტმფრინავებმა აგარზე რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით რუსეთის ავიაციის სამიზნე აგარის შაქრის ქარხანაა. რუსეთი საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს. რამდენიმე წუთის წინ კასპიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის მომბდამშენებმა კასპის ცემენტის ქარხანაზეც მიიტანა იერიში. http://itnexclusive.ge
  5. როგორც მგონია, დღეს უკვე შემოვლენ თბილისში... არაა უკან დამხევი რუსეთი, მაგრამ რავი... არც ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან...
  6. მაგათ თავში რა უტრიალებთ ვინ იცის ტო...
  7. რაღაც არა მგონია ეგენი ისე წავიდნენ, რომ თავისი საქმე არ მოამთავრონ...
  8. კასპის მოსახლეობის ინფორმაციით დაბომბის შედეგად ერთი ჭურვი აგარის ცემენტის ქარხანას დაეცა. რუსეთის ავიაციამ იერიში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთში მდებარე ხიდზე მიიტანა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ხიდი არ დაზიანებულა. საჰაერო იერიშის სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
  9. მოკლედ აქ ყველანაირი სურათებია თითქმის... საომარი მოქმედებები ცხინვალსა და გორში, დაჭრილი და დაღუპული მოსახლეობა, რეზერვისტები, ლტოლვილები და რავიცი რა აღარაა...
  10. 11 აგვისტო, 2008 ეს არის ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი... ეს კი ოსების პარლამენტი... :ena:
  11. რუსეთის ავიაციამ აგარა და კასპი დაბომბა ამ წუთებში მიღებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის სამხედრო ავიაციამ აგარა და კასპი დაბომბა. რუსეთის საჰაერო იერიშის ზუსტი ობიექტები უცნობია. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ არ ვრცელდება. http://itnexclusive.ge
  12. რუსმა სამხედროებმა სენაკი დატოვეს რუსმა სამხედროებმა სენაკი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროების სენაკიდან გასვლის ფაქტზე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამაც განაცხადა. რუსმა სამხედროებმა ქალაქიდან გასვლის საბაბად სამშვიდობოთა მანდატის ფარგლებში სენაკში დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქვეითი ბრიგადიგადისგან აფხაზეთის ტერიტორიის მიმართულებით მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის ლიკვიდაცია დაასახელეს. http://itnexclusive.ge
  13. კოდორის ხეობა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს დასავლეთ საქართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ბოლო რამდენიმე საათში რუსეთის არმიამ კოდორის მთელი ტერიტორია დაიკავა. ადგილობრივმა მოსახლებამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და საქართველოს სიღრმეში გადმოინაცვლა. პოზიციები დატოვა ხეობაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და რეზერვისტებით დაკომპლექტებულმა რამდენიმე ქვედანაყოფმა. ოფიციალურ სტრუქტურებში ინფორამციების გადამოწმება კვლავინდებურად შეუძლებელია. http://itnexclusive.ge
  14. ალექსანდრე ლომაია: რუსეთის არმია თბილისზე იერიშს არ გეგმავს რუსეთის არმიის შენაერთები თბილისისკენ არ მოძრაობენ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით საქართველოს დედაქალაქზე იერიშის მიტანას არ აპირებენ, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია. მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის დანაყოფები ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ინარჩუნებენ პოზიციებს და სრულად აკონტროლებენ აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალს. რუსეთის არმია თბილისის მიმართულებით არ მოძრაობს. ამჟამად საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის არც ერთ რეგიონში არ მიმდინარეობს, - აცხადებს ლომაია. http://itnexclusive.ge
  15. მახე არ იქნება, მაგრამ უაზრობაა!!! ვიღაც იღუპებოდეს იქ და ეგენი მიტინგებზე ბირჟაობენ... ფუუ... :puke: ზოგჯერ მართლა ვფიქრობ, რომ ეს ხალხი მეტის ღირსიცაა!
  16. რუსული სამხედრო შენაერთები თბილისისკენ გადაადგილებას არ აპირებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია რუსული სამხედრო შენაერთების თბილისის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. "თბილისისკენ გეგმიური გადაადგილება, არც აღინიშნებოდა და ამ ნაბიჯის გადადგმას არც ვაპირებთ", - განუცხადეს სააგენტო "რია ნოვოსტის" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შემაერთებელი ცენტრალური მაგისტრალი დაიკავეს, რითაც საქართველოს ინტერვენცია დაიწყეს. http://itnexclusive.ge
  17. რუსეთის არმია ფოთში შევიდა დასავლეთ საქართველოდან მიღებული ბოლო ინფირმაციით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ფოთი დაიკავეს. ქალაქში სროლის ხმა არ ისმის. მოსახლეობამ სახლებს შეაფარა თავი. რუსეთის არმია მშვიდობიანი მოსახლეობისადმი აგრესიულ ქმედებებს არ ამჯგავნებს. ინფორმაციის ოფიციალურ სტრუქტურებში გადამოწმება ვერ ხერხდება. http://itnexclusive.ge
  18. ამას ვხურავ. თემა არის ზემოთ ამ ყველაფერზე და იქ ვისაუბროთ იმაზე, გაგვიტენდება თუ არა...
  19. გაგვითენდება ნუ ნერვიულობ ამაზე... მაგრამ რა სტატუსში ესაა საკითხავი...
×
×
  • შექმენი...