Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. კოდორის ხეობის ქართულ ნაწილში აფხაზეთის დროშა აღმართეს აფხაზურმა ჯარებმა თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშა სოფელ აჟარაში აღმართეს, რომელიც კოდორის ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლება. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი". დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზური ჯარები ხეობის დასავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისკენ მოიწევენ. მისი თქმით, უკვე 12 აგვისტოს, დღის ბოლოსთვის რაიონი აფხაზების კონტროლის ქვეშ იქნება. http://itnexclusive.ge
  2. ატომი რომ გვესროლონ ტახტი კი არა, კლიზმაც ვერ გვიშველის... გორში ჰოლანდიელი ოპერატორი დაბრიდეს რუსებმა...
  3. ლოლ ჩემმა ძმამ მომწერა ახლა, მუხიანში აფეთქდა რაღაცაო!
  4. ისა... ვინც აქ შემოდის და ათვალიერებს აქაურ თემებს, იქნებ დარეგისტრირდეთ და გამოთქვათ თქვენი აზრი... :hello:
  5. ზღვას არა... როგორც ვიცი სადღაც ლილოს მიდამოებში ჩამოაგდეს ბომბა... ბევრგან გაიგეს აფეთქების ხმა... ცენტრში არ ისმის საერთოდ, ახშობს ხმაური ხმას...
  6. შუშები ჩაგელეწებოდა სახლში სპორტ კაფესთან ბაბახ რომ ყოფილიყო ჩემო შალიკო
  7. ზუგდიდში ამ დროისთვის სიმშვიდეა ზუგდიდში რუსი მშვიდოფის მყოფელები იმ საგუშაგოებზე დგანან, რომელიც დიდი ხანია მათ მიერ კონტროლდება. ზუგდიდში სიმშვიდეა და ამ დროისთვის არანაირ ექსესებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მიაწოდა. ადგილობრივების განცხადებით, რუსი სამხდეროები ზუგდიდში და ამავე რაიონის სოფლებში მოძრაობდნენ, თუმცა მშვიდობიანად და რაიმე მძიმე ტექნიკის მოძრაობა არ შეინიშნება. "ჩვეულებრივად რუსი სამშვიდობოები იმ ბაზებზე არიან, სადაც ადრე იყვნენ, სოფელ ურთასთან, ენგურის ხიდზე და ა.შ. ხელშეკრულების თანახმად მათ აქვთ უფლება საგუშაგოდან 24 კილომეტრამდე იმოძრაონ, იგულისხმება ენგურის ხიდიდან", - განაცხადა ალექსანდრე ქობალიამ.
  8. ახლა გავიგეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაბომბეს და თბილისშიც რაღაც აფეთქდა სადღაც...
  9. სენაკში რუსი სამხედროები მყარად დგანან სენაკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიას ისევ რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. აქვეა განთავსებული რუსების მძიმე ტექნიკაც. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სენაკის გამგეობის აპარატის უფროსმა გია სალამბერიძემ მიაწოდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბაზიდან აფეთქებების ხმა ისმოდა, როგორც ჩანს, რუსები ბაზაზე არსებულ ინვენტარს ანადგურებდნენ. ადგილობრივების მტკიცებით კი, რუსი სამხედროები სენაკშიც მოძრაობენ. ამოწმებენ უბრალო მოქალაქეების საბუთებს, მიზეზს კი არ ასახელებენ. ამ ინფორმაციას გია სალამბერიძე არ ადასტურებს. ცნობისათვის: სენაკი 11 აგვისტოს რუსულმა თვითფრინავებმა რანმდენჯერმე დაბომბეს. http://itnexclusive.ge
  10. მდააა... გაგიჟდა ეგ ხალხი... რუსეთი ზნაჩიტ ნაგვის ბუნკერებს ბომბავს... სტრატეგიული ობიექტი ბლიად...
  11. მუხიანში გამოჩნდა დღეს 30-მდე სამხედრო მანქანა და ამდენივე გრუზავიკი გატენილი შეიარაღებული ჯარისკაცებით... ნეტა სად მიდიოდნენ...
  12. მე კიდე გავიგე თბილისის მისადგომებთან აბირჟავებენო...
  13. გორში უცხოელ ჟურნალისტებზე თავდასხმა განხორციელდა საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, ქალაქ გორში, სტალინის ძეგლის წინ რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ქართველი ოპერატორია დაშავებული, საბერძნეთის გადამღები ჯგუფის მძღოლი და ჰოლანდიელი ოპერატორი მძიმედ არიან დაჭრილები. ირაკლი თავართქილაძის თქმით, დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში გადმოჰყავთ. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
  14. წითელ ჯვარს სამხედრო ექიმები ჩამოჰყავთ საქართველოს წითელი ჯვრის კომიტეტი ნორვეგიიდან სამხედრო ექიმებს და ჟენევიდან 8 ტონა სამედიცინო დახმარების საშუალებებს ელოდება. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიის წითელი ჯვარი საქართველოში აგზავნის საველე ჰოსპიტალის მოწყობილობებს. მედიკამენტაბისა და ჰოსპიტალის სპეცრეისით ჩამოტანას ორაგანიზაცია 14:30 წუთზე ელოდება. ასევე დღეს ვარაუდობენ სამხედრო ექიმების შემოსვლას. ამ დროისრვის ექიმები ბაქოსა და სომხეთიში იმყოფებიან. პრეს-სამსახურის ცნობით, მობილიზებულია წითელი ჯვრის ექიმთა ჯგუფიც და დამატებითი ძალის ჩამოსვლისთანავე გადანაწილდებიან კონფლიქტურ ზონებში. http://itnexclusive.ge
  15. ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა. "ყველა მოქმედება და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მიერ მიღებულმა ზომებმა შედეგები არ გამოიღო. რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები კონფლიქტური ზონის ფარგლებს გასცდა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაირღვა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი მუქარა ყოველ საათში იზრდება და დევნილების ნაკადიც მატულობს. მსგავს პირობებში, უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვტილება მიიღეს. "ოთხი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტის მიზანი-საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან და მის მთავრობასთან შეხვედრა და მოვლენების ტრაგიკული განვითარების შეჩერებაა", - ნათქვამია განცხადებაში. http://itnexclusive.ge
  16. საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო საქართველოში უკრაინის საელჩომ თანამშრომლების ნაწილისა და მოქალაქეების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქს-უკრაინასთან" საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინ ელისეევმა განაცხადა. 12 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, უკრაინის აეროპორტ "ბორისპოლში" სპეც-რეისი ჩაფრინდა, რომელმაც საქართველოდან უკრაინაში 31 უკრაინელი ჩაიყვანა. მისი თქმით, პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. მათი ნაწილი უკრაინის რეგიონებში ცხოვრობს. ამის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევაკუირებულნი ავტობუსებითა და ბილეთებით უზრუნველყო. ელისეევის განცხადებით, თბილისში 200 უკრაინელი იმყოფება, ბათუმში კი - 150. მათთვის უკრაინის საელჩოში 24 საათიან რეჟიმში "ცხელი ხაზი" იმუშავებს. http://itnexclusive.ge
  17. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს სხდომას არ დაესწრება 12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. 11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში სხდომა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა გუშინ, კონფლიქტის ზონაში განსკუთრებით დაძაბული სიტუაციის გამო მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში გამგზავრება გადაიფიქრა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ განაცხადა. ნატოს + საქართველო ფორმატში სხდომას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ეკა ზღულაძეც უნდა დასწრებოდა, თუმცა მისი წასვლაც გადაიდო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ სხდომას გაეროში საქართველოს ელჩი, რეზო ვაშაძე დაესწრება. http://itnexclusive.ge
  18. საქართველომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო საქართველოში დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიდა. პირველი ჰუმანიტარული დახმარება საქართველომ საფრანგეთიდან მიიღო. "ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ჩვენს მიერ ჩამოტანილი ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობას დაურიგდება და ამ ეტაპზე მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს", – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის საქართველოში ელოდებიან.
  19. დღეს რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის პრეზიდენტები სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციას მოსკოვში განიხილავენ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მოსკოვს ეწვევა და საქართველოში შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკებებს გამართავს. იუწყება "ინტერფაქსი". შეხვედრის დეტალები ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გამთენიისას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთ-საფრანგეთის პირველ პირებს შორის მესამე სატელეფონო საუბარი შედგა. 10 აგვისტოს, დიმიტრი მედვედევმა სარკოზისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის აუცილებელია ქართული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა რეგიონიდან, და მომავალში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
  20. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკარგული ორი რუსი ჟურნალისტი იპოვეს ჟურნალ "ექსპერტის" და "რუსი რეპორტიორის" ორი ჟურნალისტი, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ და 10 აგვისტოს დაიკარგნენ, იპოვეს. იუწყება უცხოური მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები კავშირზე არ გამოდიოდნენ, თუმცა, მედიაჰოლდინგ "ექსპერტის" ცნონებით, რეპორტიორები ცხინვალში, რუსი სამშვიდობოების ბაზაზე იმყოფებიან. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ორი ჟურნალისტი დაიღუპა და რვა დაიჭრა, მათ შორის, თურქი და ამერიკელი რეპორტიორები. http://itnexclusive.ge
  21. აფხაზმა სამხედროებმა კოდორის ხეობაში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს დღეს დილის 6:00 საათზე აფხაზურმა ქვედანაყოფებმა ზემო კოდორის ხეობიდან ქართველი სამხედროების განდევნის მიზნით, საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ აცნობა. იერიშის დაწყებამდე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაქვედებარების დაქვემდებარებაში მუოფმა სამხედრო შენაერთებმა ქართულ სამხედრო ნაწილებს ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით ხეობის დატოვების საშუალება მისცეს. შეტაკებები ხეობაში დარჩენილ ქართულ და აფხაზურ სამხედრო დანაყოფებს შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. http://itnexclusive.ge
  22. გაეროს უშიშროების საბჭოს მესამე სხდომა უშედეგოდ დამთავრდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე რიგგარეშე სხდომა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაეთმო, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი საქართველოს მიმართ აშკარა აგრესიას გამოხატავს, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დროულ მოქმედებას საჭიროებს. "ამ დროისთვის ქართველი ჯარისკაცები მტრისგან თბილისის შემოგარენს იცავენ, მაგრამ "დიდი ძალა" ცდილობს დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა და საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას საჭიროებს", - აცხადებს ალასანია. მისი თქმით, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადება, თითქოს ქართულ მხარეს ოფიციალური მოსკოვისთვის ცეცხლის შეწყვტის შესახებ დოკუმენტი არ გადაუცია სიმართლეს არ შეეფერება, რადგან სამშვიდობო დოკუმენტი ცეცხლის შეეწყვეტის შესახებ მედიატორებმა რუსეთის ფედერაციას უკვე გადასცეს. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...