რუსეთის ოკუპაციური არმია საქართველოდან გასვლას არ აპირებს რუსეთის ოკუპაციური ჯარები საქართველოს ქალაქებში რჩებიან და პოზიციებს იმყარებენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, რუსეთის სამხედროსენაერთები პოზიციებს ინარჩუნებენ გორში, ხაშურში, სურამში, სენაკში, ფოთის მიომდებარე ტერიტორიაზე, ზუგდის რაიონში და უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე. ოკუპირებულია ათობით ქართული სოფელი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. არ წყდება მარადიორობის შემთხვევები. საქართველოში შემოჭრილი რუსეთის ოკუპაციური არმიის გენერალიტეტის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის პირდაპირი ბრძანების გარეშე საქართველოს ტერიტორიას რუსეთის სამხედრო ენაერტები არ დატოვებენ. http://itnexclusive.ge