Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსეთის გენშტაბი ქართველი სამშვიდობოებისთვის მანდატის მოხსნას ითხოვს "საქართველომ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის შესრულების უფლება დაკარგა", - განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი ნოგოვიცინმა. "პასუხისმგებლობის ამ საზღვრებში, სამშვიდობო მისიის შესრულების უფლება, მხოლოდ რუსეთი ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს აქვთ, რომლებიც პუნქტუალურად და დიდი მონდომებით ასრულებდნენ 1992 წლის შეთანხმებას. საქართველოს ამ სტატუსის დარღვევის გამო, ჩვენი აზრით, არ აქვს უფლება რეგიონში სამშვიდობო მისია შეასრულოს", - განაცხადა ნოგოვიცინმა. http://itnexclusive.ge
  2. ტრაიან ბასესკუ: უნდა გამოინახოს ფორმატი, რომ საქართველომ და რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ "საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა გამონახონ", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისზეც დამოკიდებულია ამ კონფლიქტის გადაწყვეტა. "უნდა გამოინახოს ფორმატი, რომ საქართველომ და რუსეთმა დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები. რუმინეთი შავი ზღვისპირა ქვეყანაა და რეგიონში უსაფრთხოება მის ინტერესებში შედის. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოში კოსოვოს პრეცენდენტი არ განმეორდეს. რუმინეთი მყარად უჭერს მხარს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს", - განაცხადა ტრაიან ბასესკუმ. http://itnexclusive.ge
  3. ექიმებმა გორში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს გორის კლინიკებისა და საავადმყოფოს 30-ზე მეტი ექიმი დღეს ქალაქ გორში გაემგზავრა. მათ კონფლიქტის ზონაში სხვადასვა ქვეყნიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა წაიღეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, ამ დროისათვის გორში ყველა სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს შეუფერხებლად ემსახურება. ექიმები გორში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრნენ. http://itnexclusive.ge
  4. FIORENTINO

    CHAT

    მეზინებააააა
  5. ევროპარლამენტი რუსეთისგან პირობის შესრულებას მოითხოვს თუ რუსეთის ფედერაცია თავის დანაპირებს არ შეასრულებს და 22 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან ჯარებს არ გაიყვანს, ევროპარლამენტი უფრო "მკვეთრ განცხდებას" გააკეთებს, ვიდრე ეს ნატოს საბჭოს სხომაზე 26 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. განაცხადა ასამბლეის კომიტეტის საერთაშორისო საქმეების თავმჯდომარემ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ. აქამდე, ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებმა აშშ-ის ინიციატივით საქართველოს საკითხის განხილვისას, რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთში ძალების არაპროპორციულ გამოყენებაში დაადანაშაულეს და ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარება შეაჩერეს. ევროპარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროპარლამენტმა შესაძლოა რუსეთთან ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის არამარტო "გაყინვა", არამედ შეწყვეტა მოითხოვოს.
  6. მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პირობებს არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა რუსეთის პირობებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი საუკუპაციო ჯარების გაყვანას არ აპირებს. "ის რასაც ახლა თვალყურს ვადევნებთ მხოლოდ ტაქტიკური გადაჯგუფებაა. რუსეთი ამცირებს ძალებს ზოგ ქალაქებში, მაგრამ პარალელურად საქართველოს მაშტაბით სტრატეგიულ რაიონებს იკავებს", - აღნიშნა სააკაშვილმა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ რუსული საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ, მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და პასიური წინააღმდეგობა დაიწყება. http://itnexclusive.ge
  7. გაიხარე. მეც მომენატრე შეჩემა ჩამო რა დროზე იმ სლეობა თურქეთიდან
  8. ვაააა... მიულოცე ჩემგან და მომიკითხე... :genatale:
  9. გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეთ მადლობა მაგარია! მიულოცე და რომელია ისე შენი და? აუ გამისწორდა ტო! საერთოდ არ მოველოდი ჩაბარებას და ეხა კიდე მოვხვდი ტო თან გრანტიც ავიღე 30% არადა გრანტზე არც ვოცნებობდი... ცხოვრებაში თან არასდროს მოვმზადებულვარ...
  10. იურიდიულზე ჩავაბარე ბლიაააააააააააააააააად... :yeah:
  11. რუსი სამხედროები საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობისგან სოფლის დაცლას მოითხოვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რუსი სამხედროები საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობისგან სახლებისა და სოფლის დაცლას მოითხოვენ როგორც ცნობილია სოფელი პერევი ჯავის მოსაზღვრედ მდებარეობს. რუსი სამხედროების ჯავშანტრანსპორტიორები აღნიშნულ სოფელში ჯავის მეშვეობით შევიდნენ. პერევში აფეთქებები გუშინ საღამოდან ხორციელდება. მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა დღეს დილიდანაც ისმის. შეგახსენებთ, რომ ქართულ პოლიციას საჩხერის მთავარი შესასვლელი, რომელიც სოფელ კორბოულთან მდებარეობს ავტომობილებით აქვს გადაკეტილი. http://itnexclusive.ge
  12. ხობში ორი რუსული ბობდამშენი გამოჩნდა რუსეთის ავიაციამ სამეგრელოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება განაახლა. დღეს 20 აგვისტოს დილით ხობში ორი ბობდამშენი გამოჩნდა და გეზი სავარუდოდ სენაკისკენ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ხობის გამგეობამ მიაწოდა. "სხვა მხრივ სიმშვიდეს ინარჩუნებს ხობის მოსახლეობა და ველოდებით რუსეთის საოკუპაციო ჯარები როდის დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ხობის გამგეობაში. http://itnexclusive.ge
  13. რუსეთის საოკუპაციო ჯარები სამეგრელოში პოზიციებს ინარჩუნებენ რუსეთის სოკუპაციო ჯარები სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში პოზიციებს ინარჩუნებენ. ხოლო ფოთში ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ადგილობრივმა გამგეობებმა მიაწოდა. "ზუგდიდში პოზიციებს ინარჩუნებენ, თუმცა ადგილობრივ მოასხლეობას არ ერჩიან და არანაირ მარადიორობის ფაქტს მოსახელეობაში ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახლედიანმა. ცნობისათვის, რუსი სამხდროები ზუგდიდში პოლიციის შენობაში, ქართველთა სამშვიდობო შტაბსა და სამთავრობო სახლში იმყოფებიან. წალენჯიხაში კი სოფელ ფოცხოში კაშხალის ტერიტორიაზე. ხოლო სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და სენაკის აეროპორტის ტერიტორიაზე არიან დაბანაკებული. http://itnexclusive.ge
  14. სახალხო დამცველთან არსებული სამოქალაქო დახმარების შტაბის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სახალხო დამცველის ოფისში სამოქალაქო დახმარების შტაბმა უკვე ათასობით დევნილს გაუწია დახმარება. სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შტაბის გახსნის დღიდან, კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირები აკითხვადნენ სახალხო დამცველის ოფისს და მათ ადგილზე უწევდნენ დახმარებას საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და ტანსაცმლით. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილების აღრიცხვის შემდეგ დახმარება მათ უკვე ადგილებზე უწევდნენ. ომბუდსმენის მოწოდებას, დახმარება გაეწიათ კონფლიქტის ზონიდან დევნილი თანამოქალაქეებისათვის, მრავალი ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. პრეს-სამსახურის თქმით, ომბუდსმენის აპარატთან ერთად ჰუმანიტარული დახმრების შტაბის მუშაობას კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "ხალხისა და ქვეყნისათვის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" და მისი ხელმძღვანელი ია ანთაძე. სხვადასხვა სახის დახმარება (საკვები, მედიკამენტები, პირველადი საჭიროების საგნები, ლეიბები, გაზქურები, ჩაიდნები) გაეწიათ 79 ობიექტზე ჩასახლებულ დევნილებს. გარდა ამისა, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების 42 ობიექტზე სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის დახმარებით გაიხსნა სამედიცინო პუნქტები. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ჰუმანიტარულ დახმარებას კატასტროფების დროს დახმარების გერმანული სააგენტოს "დიაკონიას" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. http://itnexclusive.ge
  15. ოსიაურის რეზერვისტთა ბაზიდან ისევ აფეთქებების ხმა ისმის რუსი ოკუპანტები ოსიაურის რეზერვისტთა ბაზის დარბევას კვლავაც აგრძელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ოსიაურის რეზერვისტთა ბაზიდან აფეთქებების ხმა ისევ ისმის. რუსი ოკუპანტები ბაზის ინფრასტრუქტურას სრულად ანადგურებენ. ოსიაურის ბაზიდან აფეთქებების და დარბევის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. http://itnexclusive.ge
  16. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ხანძარს ისევ ებრძვიან ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ისევ იწვის. უკანასკნელი მონაცემებით, 235 ჰექტარი ტყის მასივია განადგურებული და თურქეთის სამაშელო ჯგუფი წაღვერის ტყეში ცეცხლის ახალ 13 კერას ებრძვის. საჰაერო დერეფანის არარსებობის გამო, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან დამხმარე ჯგუფების ჩამოყვანა ვერ ხერხდება. პანპარკების ხელმძღვანელმა, რომლის წევრია ბორჯომ-ხარაგაულია ტყე-პარკიც, თხოვნით მიმართა რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი და მისცეს სახანძრო ჯგუფებს ცეცხლის ლოკალიზების საშუალება. ადგილზე მობილიზებულია გარემოს დაცვის ინსპექცია, სატყეო სამსახური, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სახანძრო ჯგუფები. გარემოს დაცვის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე იმყოფება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ირაკლი ღვალაძე. http://itnexclusive.ge
  17. სირია მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო კომპლექსი განათავსოს "რუსეთს დამასკოსთვის აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო გეგმის საპასუხოდ სირიის ტერიტორიაზე "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსის განთავსება არ შეუთავაზებია, მაგრამ სირიის ხელისუფლება მზადაა ასეთი წინადადება მიიღოს", - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. სირიის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში დამასკოსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მთავარ თემა, სწორედ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იქნება. "ჩვენი პოზიციაა, ვითანამშრომლოთ რუსეთთან ყველაფერში, რაც მის უსაფრთხოებას გაამყარებს. რუსეთმა ზუსტად და რეალურად უნდა განსაზღვროს, რა საპასუხო ზომების მიღებას აპირებს", - განაცხადა ასადმა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში სირიის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთის ფედერაციის პირველ პირთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აშშ საკუთარი რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვითი ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებას გეგმავს. ვაშინგტონი თავის ქმედებას ირანის ილამისტური რესპუბლიკიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ხსნის. მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას პირად საფრთხედ აღიქვამს. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...