Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ის იქნება, ვისაც დიდი ძუძუ ევასება... :bis:
  2. საომარი მდგომარეობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებას პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას საქართველოს ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი უძღვებოდა, რომელმაც დეპუტატებს საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ წინადადება წარუდგინა. საკითხი სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ნიკა გვარამიამ წარმოადგინა. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ პუნქტებში ჯერ კიდევ იმყოფებიან რუსეთის სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა, ვიდრე მიზანმიმართულად ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იზღუდება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, ბრკოლდება ჰუმანიტარული ტვირთების მოძრაობა, მიზანშეწონილად ჩაითვალა საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელდება კიდევ 15 დღით, 8 სექტემბრამდე. პარლამენტარებმა სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების: ეთნიკური წმენდის ფაქტების შემსწავლელი ჯგუფების, იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან მუშაობის, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან მუშაობის, მედიასთან ურთიერთობისა და კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენის ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. http://itnexclusive.ge
  3. პაატა დავითაია: "მეეჭვება, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს" საპარლამენტო უმცირესობის წევრი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება არ მოახდინოს. როგორც დავითაიამ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს განუცხადა, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთი თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს, იქიდან გამომდინარე, რომ აღიარება მხოლოდ რუსეთის მხრიდან მოხდება. "მეეჭვება, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს", - განაცხადა დავითაიამ. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ფედერაცია 25 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. მას აღნიშნულ მოთხოვნით ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც მიმართა. http://itnexclusive.ge
  4. "პოლიტიკურ ცენტრი" გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა სექტემბერში აღარ შექმნას გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მყოფი პარტიები სექტემბერში დაგეგმილი პოლიტიკური ცენრტის შექმნაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით აღარ მსჯელობენ. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ამ დროისათვის მისი თანაგუნდელები საქართველოში არსებული კრიზისის განმუხტვის გზებზე მართავენ შეხვედრებს. ცნობისთვის, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები სექტემბერში პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებდნენ, რომელიც საპარლამენტო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ოპონირებას გაუწევდნენ. იგეგმებოდა ახალი აქციების ტალღა, რომელიც არსებული ხელისუფლების შეცვლისაკენ იქნებოდა მიმართული. http://itnexclusive.ge
  5. ატენის ხეობაში ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება ატენის ხეობაში ხანძარი ისევ მძვინვარებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ტყის მასივს მოდებული ცეცხლის ლოკალიზება ძნრლად მისადგომი აგილების გამო, მეოთხე დღეა ვერ ხერხდება. საჰარერო დერეფანი ისევ არ არის გახსნილი და შესაბამისად ხანძრის ლიკვიდაცციის პროცესში გარემოს დაცვის ინსპექცია ავიაციის ჩართვას ვერ ახერხებს. ატენის ხეობაში ტყის მასივს ცეცხლი მას შემდეგ მოედო, რაც რუსულმა ავიაციამ ხეობის თავზე გადაიარა. http://itnexclusive.ge
  6. ბარაკ ობამამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, სენატორმა ბარაკ ობამამ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დელავერის შტატის სენატორი, ჯოზეფ ბაიდენი დაასახელა. "სენატორმა ობამამ ჯოზეფ ბაიდენი საგარეო პოლიტიკაში მქონე დიდი გამოცდილების გამო აირჩია. გარდა ამისა, იგი შიდაპარტიულ საქმიანობაშიც გამოირჩევა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მისი თვისებაა", - ნათქვამია პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე ილინოისის შტატის სენატორის, ევან ბაის და ვირჯინიის შტატის გუბერნატორის, ტიმ კეინის კანდიდატურა განიხილებოდა. http://itnexclusive.ge
  7. თბილისში მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოს მთავრობის მოწვევით, თბილისში დღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თეოდორ ელერსმა განაცხადა. ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით ჩამოდის. ელერსის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს. მსოფლიო ბანკი საქართველოს ზარალის, საერთაშორისო პარტნიორების და სხვა მონაწილე მხარეების დახმარებით ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობის შეფასებაში დაეხმარება.
  8. "თალიბანის" მებრძოლებმა პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერაქტების სერია განახორციელეს სავარაუდოდ, ექვსი ადამინი დაიღუპა და 23 დაიჭრა სამი ტერაქტის შედეგად, რომელიც პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელდა. იუწყება სააგენტო "AFP". გავრცელებული ინფორმაციით, კამიკაძე-ტერორისტების მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან, ავტომანქანა "ჯიპში" ამოქმედდა. სამი პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმემ კი მძიმე დაზიანება მიიღო. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც დასახლებულ პუნქტში, ბარიკოტში, პოლიციის შენობასთან ამოქმედდა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე ტერაქტი კი ქალაქ ქაბალში მოხდა. ნაღმი საცხოვრებელ სახლში ამოქმედდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხიმგებლობა ავღანურმა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. მათი განცხადებით, ტერაქტები იქამდე გაგრძელდება, სანამ პაკისტანის მთავრობა ქვეყნის ჩრდილო-არმოსავლეთით თალიბების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას არ შეწყვეტს. http://itnexclusive.ge
  9. "ნავთობის იმპორტიორთა კავშირის" დახმარება დევნილებს "ნავთობის იმპორტიორთა კავშირის" წარმომადგენლებმა #62 საშუალო სკოლაში მცხოვრებ დევნილებს დახმარება მიუტანეს. აქციის ორგანიზატორებმა დევნილებს საბნები, ლეიბები, თეთრეული და სხვა საჩუქრები გადასცეს. "ნავთობის იმპორტიორთა კავშირი" დაზარალებულების დახმარებას მომავალშიც გეგმავს. ორგანიზატორები მათ გორში დაბრუნების შემდეგაც დაეხმარებიან.
  10. ახლა რომ შკოლნიკი ვიყო უჰ რას გამისწორდებოდა სასწავლო წლის ჩაშლა
  11. მე არ მაქვს ხალხის გამოღვიძების იმედი... ამერიკის წყალობით ადვილად ხდება მასის დაბოლება... ამერიკამ იმ დონეზე დაასირა სერბები, რომ პრეზიდენტად ისევ ის აირჩიეს, ვინც კოსოვო დაკარგა და...
  12. რუსი სამხედროები წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და ფოთში პოზიციებს ინარჩუნებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარი პოზიციებს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და ფოთში კვლავ ინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ადგილობრივი გამგეობებიდან მიაწოდეს. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია წალენჯიხაში სოფელ ფოცხოში მდებარე კაშხალის ტერიტორიაზე და სოფელ კანთში იმყოფება, ასევე დაბანაკებული არიან ქვედა ჩხოროწყუში, ხობში კერძოდ სოფელ პირველ მაისში, ხოლო ფოთში ნაბადის უბანში და ფოთის შესასველში მდებარე ხიდთან.
  13. საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიაში რუსულმა ჯარმა საგუშაგო გააუქმა საჩხერეში რუსულმა საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა კიდევ ერთი საგუშაგო სოფელ ჯრიაში გააუქმეს და პერევში განლაგდნენ. ამის შესახებ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სოფელ პერევში, რომელიც ჯავის რაიონის მოსაზღვრედ მდებარეობს, რუს ჯარისკაცებს 5 ჯავშანტრანსპონტიორი ჰყავთ განთავსებული. რაც შეეხება საჩხერის შესასვლელს, ამ დროისათვის სოფელ კორბოულთან საავტომობილო გზა გათავისუფლებულია. მაგისტრალს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო საჯარისო ქვედანაყოფებმა საჩხერის ტერიტორიაზე, სოფელ პერევში შესვლა ჯავის რაიონიდან მოახერხეს, რის შემდეგაც რაიონის პიკეტირება ქართული პოლიციის მიერ რამდენიმე დღე გაგრძელდა. რუსულ ჯარს საგუშაგოები რაიონის სამ სოფელში, კორბოულში, ჯრიასა და პერევში ჰქონდათ განთავსებული. http://itnexclusive.ge
  14. სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განათლების სამინისტრო საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო აკადემიური წლის აღებას აპირებს, არ შეესაამება სიმართლეს. გიგი უგულავას თქმით, სწავლა საქართველოში სავარაუდოდო სექტემბრის ბოლოს დაიწყება, მას შემდეგ, რაც დევნილები თავიანთ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან, სკოლები და ბაღები კი მოწესრიგდება და ჩვეულ რეჟიმში შეუდგებიან მუშაობას. http://itnexclusive.ge
  15. გია ცაგარეიშვილი: "რუსეთის მხრიდან საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლობლად ცნობა კავკასიაში შექუცევად პროცესებს გამოიწვევს" საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება კავკასიის რეგიონში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, რაც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, კავკასიის ხალხი საქართველში კოსოვოს პრეცენდენტის გამეორებას თვალდახუჭული არ შეხვდება და რეგიონში დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ აფეთქება. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდება. მისი თქმით, აქამდე რუსეთის ქმედებები მხოლოდ არგამოცხადებული ომის ქრონიკა იყო და გამოცხადებული ომი საქართველს ჯერ კიდევ გადასატანი აქვს. "საქართველოსთვის მისი კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა დანაკლისია, თუმცა ეს რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის რეგიონში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება რუსეთის ფედერაციის დაშლის საწინდარი გახდება", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მორიგი ნაბიჯია და აფხაზმა და ოსმა ხალხმა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ ისინი რეალურად დამოუკიდებლები გახდებიან. http://itnexclusive.ge
  16. პრეზიდენტი საქართველოში საომარი მდგომარეობის გაგრძელებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საომარი მდგოარეობისათვის ვადის გაგრძელებას ითხოვს. პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართვა დღეს გაუგზავნა. მიზეზად კი რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე დარჩენას ასახელებს. მიმართვა პარლამენტს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გააცნო. პარლამენტი გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს. საქართველოში საომარი მდგომარეობა სავარაუდოდ 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
  17. სერგეი ჩაბანთან დაგეგმილი შევხვედრა ჩაიშალა 12 ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე დღეს, 23 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა რუსული მხარის ინიაციატივით ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "ჩაბანთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. დაგვირეკეს და გვითხრეს ჩვენ სამხედროების გაყვანით ვართ დაკავებული და სხვა საკითხებისთვის არ გვცალიაო. მათ არა აქვთ ჩვენს კითხვებზე პასუხი და ეს მოიმიზეზეს. რაც შეეხება ქართველ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ ურთასთან მდებარე რუსული სამშვიდობოების საგუშაგოზე იმყოფებიან", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორეპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის, აღნიშნული შეხვედრა სერგეი ჩაბანთან ენგურის ხიდთან მდებარე 301-ე საგუშაგოსთან უნდა გამრთულიყო. რაც შეეხება რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს, ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასთან მდებარობს და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე იყო განთავსებული. http://itnexclusive.ge
  18. კოკოითი ქართველ დევნილებს უსაფრთხოებას პირდება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, გაერო დაარწმუნა, რომ ქართველ დევნილებს, რომლებიც თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, დისკრიმინაცია არ ემუქრებათ. ამის შესახებ კოკოითმა გაეროს უმაღლეს კომისართან, ანტონიო გუტერიშესთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ედუარდ კოკოითმა დამარწმუნა, რომ ქართველი დევნილების ან სხვა იძულებით გადააადგილებულ პირთა მიმართ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში დაბრუნდებიან, ეთნიკური პრინციპით დისკრიმინაცია არ დგანხორციელდება", - განაცხადა გუტერიშემ. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა ედუარდ კოკოითის ინტერვიუ, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადრე მცხოვრებ დევნილებს უკან დაბრუნების უფლება არ ექნებოდათ. მის ნათქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ემოციური უწოდა და დე-ფაქტო პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმები შეახსენა, რომელიც დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების გარანტიას აძლევს. http://itnexclusive.ge
  19. მანანა ნაჭყებია: რუსეთის მიერ აღიარება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საქართველოს რეგიონში კოსოვოს პრეცენდენტის განმეორება არ არის მოსალოდნელი. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას ნაჭყებიამ განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება გაეროსა და ევროკავშირის სახით, საქართველოს დაუჭერს მხარს, შესაბამისად აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ რუსეთის მხრიდან მოხდება. "რუსეთი თუ საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, თუმცა საქართველოს მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოება, რაც გუყლისდხმობს, რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებლად აღიარებული მხოლოდ რუსეთის მხრიდან იქნება, რაც არასაკმარისი იქნება სეპარატისტული რეგიონების რეალურად დამოუკდიებელ სახელმწიფოებად ფორმირებისთვის", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. http://itnexclusive.ge
  20. წითელი ჯვარი დევნილებისთვის გამოყოფილ ორ შენობაში საკანალიზაციო სისტემაზე მუშაობს წითელი ჯვრის კომიტეტი საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამოყოფილ შენობებში საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომიტეტმა თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სასამართლოსა და ყოფილი სამხედრო ჰოსპოტალის შენობებში საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება დაიწყო. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. წითელი ჯვრის კომიტეტი ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორ შენობაში წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით შემოიფარგლება. მონიტორინგის ჯგუფი აფასებს დევნილების საცხოვრებელ ადგილებში მდგომარეობას და მოკვლევის დასრულების შემდეგ, კომიტეტი კიდევ რამდემე შენობას აითვისებს. http://itnexclusive.ge
  21. ფოთის მოსახლეობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქციას გამართავს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დაუყოვნებლივ ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ფოთის მოსახლეობა დღეს 23 აგვისტოს 13.30 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს. ფოთის მერიის ინფორმაციით აქცია ფოთის შესასვლელში მდებარე ხიდთან გაიმართება სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის ოკუპაციური არმიის მცირე კონტინგენთი განთავსდა. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია ფოთში ნაბადის უბანსა და ფოთის შესასვლელში არსებულ ხიდთან არის დაბანაკებული.
  22. რუსულმა სამხედრო ტექნიკამ სვანეთი დატოვა რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ზემო სვანეთის ტერიტორიაც დატოვეს. ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჭუბერის ხიდის მისადგომებთან 180-მდე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი იყო განთავსებული. 22 აგვისტოს რუსულმა სამხედრო ტექნიკამ ზუგდიდის გავლით ენგურის ხიდისკენ დაიწყო მოძრაობა და ამ ეტაპზე სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ჯავშანტრანსპორტიორი დგას. ამ დროისთვის, ჭუბერის მთავარი ხიდი, რომელიც ზემო სვანეთს ზუგდიდსა და თბილისთან აკავშირებს, კვლავ დანაღმულია. კოდორის ხეობაში აფხაზები მარადიორობენ, ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა კი თავშესაფარს ეძებს. http://itnexclusive.ge
  23. ნატო რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის წინააღმდეგია მოსკოვმა რუსი სამხედროების დამატებითი კონტინგენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. განაცხადა კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ შემუშავებული კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, შეიარაღებული ძალები, რომლებიც 7 აგვისტომდე არ იყვნენ კონფლიქტის ზონაში, აუცილებლად უნდა გავიდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, 22 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ორი ხაზია შექმნილი, თითოეულ მათგანზე კი სამშვიდობოების 18 საგუშაგო განთავსდება. ქართულ-აფხაზურ ხაზზე - 2142, სამხრეთ ოსეთის ხაზზე კი 452 "სამშვიდობო" იმსახურებს. "ყველა ბუფერული ზონა ლეგიტიმურია და მოლაპარაკების შესაბამისად შეიქმნება", - აცხადებს ნოგოვიცინი. http://itnexclusive.ge
  24. ქართული მხარე გენერალ ჩაბანთან შეხვედრას გეგმავს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ტყვედ აყვანილი 12 ჯარისკაცის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ჯარისკაცების განთავისუფლების საკითხზე დღეს, 23 აგვისტოს 12.00 საათზე ქართული მხარე გენერალ რუსეთის არმიის გენერალ სერგეი ჩაბანთან ენგურის ხიდთან მდებარე 301 საგუშაგოსთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრლო-ზემო სვაენთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "დღეს გვაქვს შეხვედრა დაგეგმილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველ ჯარისკაცებს გადმოგვცემენ. რაც შეეხება განმუხურიდან აფხაზების გასვლის საკითხს დღეს ოფიციალურ დიპლომატიურ დონეზე ამასაც განვიხილავთ. იმ შემთხვევაში თუ ტერიტროიას არ დატოვებენ, 24 აგვისტოს ჩვენ მეთოდებით გავანთავისუფლებთ ტერიტორიას და აფხაზებს ტერიტორიას დავატოვებინებთ", -აცხადებს ახვლედიანი. ცნობისათვის, შეიარაღებული აფხაზები ამ დრომდე ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში იმყოფებიან. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...