Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსულმა მხარემ 17 ტყვე გაათავისუფლა რუსულმა მხარემ საქართველოს 101 ადამიანის ნაცვლად, 17 ტყვე გადასცა. გათავისუფლებულებს შორის, ძირითადად მოხუცები არიან. რუსებმა ქართულ მხარეს სეპარატისტების მიერ გატაცებული 25 წლის, შორენა ბარბაქაძეც გადმოსცეს. ტყვეების გათავისუფლებას, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, კახა ლომაია და შიდა ქართლის გუბერნატორი, ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდნენ. ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, რუსულ მხარესთან დარჩენილი 100-მდე ქართველი მძევლის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
  2. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები ხაშურს ტოვებენ რუსი საოკუპაციო ჯარის ნაწილები ხაშურს ტოვებენ. ამის შესახებ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კრესპონდენტს ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ქიტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამხედროების დიდმა ნაწილმა ქალაქის ცენტრი უკვე დატოვა. ამ დრომდე გრძელდება სამხედროების გასვლის პროცესი. ქალაქიდან გაყვანილია ჯავშანტრანსპორტიორებიც. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, ხაშურიდან გასული რუსული სამხედრო ნაწილები გომში იკრიბებიან. სერგო ქიტიაშვილის თქმით, ამ დრომდე უცნობია რა მიმართულებით აპირებენ გადაადგილებას რუსული საოკუპაციო საჯარისო ნაწილები. ცნობისთვის სამხედროების გასასვლელად მობილიზება ქალაქ გორშიც შეინიშნება. უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, რუსული მხარის პოლიტიკური პირობა გულისხმობს, რომ ჯავშანტექნიკამ და რუსულმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორია 5-6 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. http://itnexclusive.ge
  3. ქართულმა მხარემ "რუსი ინფორმატორები" დააკავა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსეთის ინფორმატორობის ბრალდებით, ეროვნებით ოსი ორი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა. ნოგოვიცინი ამტკიცებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაკავებული ოსები, ფიზიკური ზეწოლით დაიკითხებიან და შემდგომ მათი ლიკვიდაცია მოხდება. ნოგოვიცინმა არ დააკონკრეტა, საიდან ფლობს გენშტაბი აღნიშნულ ინფორმაციას. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და კნფლიქტის ზონაში შეიარაღებულ ქმედებებს გეგმავს. http://itnexclusive.ge
  4. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ჯავშანტექნიკა და სამხედროები გორიდან გასასვლელად ემზადებიან შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები ქალაქ გორიდან გასასვლელად ემზადებიან. ადმინისტრაცია იუწყება, რომ გორში უკვე ჯავშანტექნიკის სამხედროების მობილიზაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია პოლიტიკური დაპირების მიხედვით, რუსულმა საოკუპაციო საჯარისო ნაწილებმა გორის ტერიტორია დღის ბოლომდე, ხოლო საქართველოს ტერიტორია 5-6 დღეში უნდა გაიყვანოს.
  5. გიორგი ჩხეიძე: "საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად და სწრაფად საერთაშორისო მედია აშუქებდა" საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატური და სწრაფი რეაგირება ქართულ მედიასთან შედარებით საერთაშორისო მედიას ჰქონდა, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას "ახალგაზრდა იურისტებთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. ჩხეიძის განცხადებით, ქართულ მედია საშულებებში ინფორმაციის სიმცირე შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რთულდება ინფორმაციის მიღება. ჩვენ ძირითადად ქართულ საინფორმაციო ვებ-გვერდებს, საინფორმაციო სააგენტოებს ვეყრდნობით, რომლებიც საკმაოდ ხშირად დროულად ახდენენ ინფორმაციის გავრცელებას. ჩხეიძის თქმით, საჭიროა ქართულმა მედიამ დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელოს. "სახელმწიფო ინტერებიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული ტიპის ინფორმაცია არ გავიდეს ეთერში, მაგრამ არა თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით. თუმცა გარკვეული დოზით ცენზურა ქართულ მედიაში მაინც არსებობს. ამ დაძაბულ სიტუაციაში საჭიროა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. http://itnexclusive.ge
  6. რუსული საოკუპაციო ჯარებმა კოდორში კონტროლი გაამკაცრეს რუსული საოკუპაციო ჯარები საქართველოთან მიღწეულ შეთანხმებას კვლავ არღვევენ და კოდორის ხეობის უღელტეხილზე ახალი საგუშაგო გახსნეს. ადგილობრივთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ჯერებმა ხეობაში შესასვლლი გადაკეტეს და კონტროლი გაამკაცრეს. კოდორის ხეობაში კი აფხაზები განაგრძობენ მაროდიორობას. გაძარცვული და განადგურებულია ყველა სტრატეგიული ობიექტი და საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივების თქმით, ჭუბერის ხიდი, რომელიც მთლიანად ზემო სვანეთს აკავშირებს ზუგდიდთან და საქართველოს ცენტრთან, ისევ დანაღმულია, ხოლო რუსული სამხადრო ნაწილები და ტექნიკა პოზიციებს არ თმობს და სოფელ ხაიშთან დგას. სამხედროები მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან. http://itnexclusive.ge
  7. შეიარაღებული აფხაზები განმუხურში პოზიციებს ინარჩუნებენ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში შეირაღებული აფხაზები პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს განმუხურის გამგებელმა ჯონი მიშველიამ მიაწოდა. "აფხაზები პოზიციებს კვლავაც ინარჩუნებენ. თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას ჯერჯრობით არ ერჩიან და მარადიორობას მათი მხდრიდან ადგილი არ ჰქონია. იგივე ითქმის რუს სამშვიდობოებზეც, რომლებიც ქართულ-ოსურ კონფლიქტამდეც იმყოფებოდნენ განმუხურში", - განაცხადა ჯონი მიშველიამ. ცნობისათვის, შეიარაღებული აფხაზები განმუხურის შესასვლელში, ცენტრსა და სოფლის ბოლოში არიან დაბანაკებული, ხოლო რუსი სამშვიდობოების საგუშაგო განმუხურში არსებულ ხიდთან არის განთავსებული, აღნიშნული საგუშაგო ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე იყო. http://itnexclusive.ge
  8. რუსი სამხედროები სენაკის ბაზაზე დარჩენილ ინვენტარს კვლავ ანადგურებენ რუსეთის საოკუპაციო არმია სენაკის სამხედრო ბაზაზე დარჩენილი ინვენტარის განადგურებას კვლავ განაგრძობს. სენაკის ბაზის ტერიტორიაზე დღეს, 22 აგვისტოს დილით აფეთქება უკვე ორჯერ განხორციელდა. ასევე აფთქების ხმა იყო მთელი ღამის განმავლობაშიც. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ადგილობრივებმა მიაწოდეს. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია სენაკის სოფლებში თეკლათში მეჯსა და სენაკის აეროპორტის ტერიტორიაზე არიან დაბანაკებული. http://itnexclusive.ge
  9. ჯგუფის მთელი ისტორიაა ამ ფილმში, საკაიფოა ძალიან... :sorry:
  10. FIORENTINO

    CHAT

    დღე მშვიდობისა ესე... :sorry:
  11. ჯობია დააპალაჩო ეგ დედამოტყ***ლი...
  12. http://img120.imageshack.us/img120/2475/888lm9.jpg
  13. ნატომ შესაძლოა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს მხოლოდ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზების შემდეგ. განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგნელმა, რობერტ სიმონსმა. მისი თქმით, ნატო საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევაზე უახლოეს ხანებში იმსჯელებს. 22 აგვისტოს, სიმონსი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისინი მალე დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებლებს.
  14. რას ფიქრობს ხალხი ქართულ მედიაზე ბლიც გამოკითხვა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტებმა ქართული მედია საშუალებების ობიექტურობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საზოგადოებაში ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რამდენად ხართ კმაყოფილი ქართული მედია საშუალებებით? საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რამდენად ობოიექტურ და ამომწურავ ინფორაციას ფლობთ? ვრცლად გთავაზობთ გამოკითხვას. მარგარიტა ვოროვსკაია. 40 წლის. გამყიდველი. არცერთი ქართული მედია საშუალებით არ ვარ კმაყოფილი იმიტომ, რომ არაობიექტურები არიან. ლამარა სულაბერიძე. 50 წლის. გამყიდველი. არ ვარ კმაყოფილი. მედია საშუალებები ცალმხრივი არ უნა იყოს. ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი შემდეგ კი ადამიანი თავისი აზროვნებით მიხვდება ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჟუჟუნა გოგილაძე. 70 წლის. ინჟინერი. ყველა ტელევიზია ერთიდაიგივეს ლაპარაკობს, მხოლოდ კავკასიას შეიძლება მოუსმინო და გაიგო სწორი ინფორმაცია. ცენზურა უშლის ხელს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. მედია სადაც მთავრობა დადის მხოლოდ იქ, რომ არ დადიოდეს უკეთესი იქნებოდა. რ.ჩ. 70 წლის. ხელოვანი. არცერთი არხიდან ცხინვალთან დაკავშირებით არავითარ რეალურ ინფორმაციას არ ვიღებ. ძალიან უკმაყოფილო ვარ. გაზეთებით კი ნაკლებად ვსარგებლობ. სტანისლავ პადოვსკი. 35 წლის. მშენებელი. ცხინვალში განვითარებუილ მოვლენებს არასწორად აშუქებს როგორც რუსული ასევე ქართული მედია. ორივე მხარის მედია საშუალების ინფორმაციები არის დაბლოკილი და არასწორი. თამაზ მამარდაშვილი. 55 წლის. მშენებლი. უკმაყოფილო ვარ ქართული მედია საშუალებების ინფორმაციით. ომის დროს არის საიდუმლო ინფორმაციები რომლის გამჟღავნებაც შეიძლება. კ.მ. 22 წლის. მშენებელი. არცერთი ტელევიზია ობიექტურად არ აშუქებს და არ ვარ კამაყოფილი. ხოლო ბეჭდური მედიით კი მეტნაკლებად. ირაკლი ოქიტაშვილი. 20 წლის. ეკონომისტი. არ ვარ კმაყოფილი ყველა ერთნაირად და არაობიექტურად აშუქებს. ბექა სისაური. 22 წლის. ეკონომისტი. ყველა ტელევიზია არა ობიექტურად აშუქებს და ბევრი შეცდომაც დაუშვეს. ქეთი დოიაშვილი. 18 წლის. სტუდენტი. არ ვარ კმაყოფილი, არცერთი ტელევიზია ნორმალურად არ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. გაზეთებით კი ნაკლებად ვსარგებლობ. შორენა გაბედაური. 18 წლის. სტუდენტი. ყველა ტელევიზია არასწორ ინფორმაციას აშუქებს განსაკუთრებით კი "რუსთავი 2" გამოირჩევა არა ობიექტური ინფორამციებით. დ.ც. 20 წლის. დისტრიბუტორი. ყველაფერს იტყუებიან. ცხინვალში არის უამრავი ადამიანი ჩახოცილი და ტელევიზიები კი იტყუებიან და არც ამბობენ სინამდვილეს. "რუსთავი 2"-ზე მაქვს ლაპარაკი სხვას არც ვუყურებ და არც ვკითხულობ. ანა ჭიაურელი. 50 წლის. ინჟინერი. კარგად აშუქებენ და ყველა ტელევიზია ობიექტურია. :sorry: http://itnexclusive.ge
  15. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთს დამოკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტმა, რუსეთის ხელისუფლებას, დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტარებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს, თუ რის გამოა ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა შეუძლებელი. 20 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური თხოვნით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმაც მიმართა. საქართველოსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ, რუსეთი თვითაღიარებული რესპუბლიკების მოქალაქეების გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. რუსეთის ფედერაციის საბჭო დე-ფაქტო რესპუბლიკების სტატუსის განხილვას, 25 აგვისტოს გეგმავს. http://itnexclusive.ge
  16. გორში წითელი ჯვრის ფილიალი გაიხსნება წითელი ჯვრის კომიტეტი საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების პროცესში აქტიურად ჩაერთო. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ადგილობრივი მოსახლეობისა და დაჭრილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით ცხინვალის რეგიონში ოფისი გახსნა. ღეგიონალურ ოფისში მოხალისეები არიან მობილიზებულნი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას დაუყოვნებლივ აღმოუჩენენ. ანალოგიური ოფისის გახსნა უახლოეს დღეებში გორშიც იგეგმება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილ 10 000-მდე ადამიანს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, საბნები და მშრალი საკვები დაურიგდათ და ეს პროცესი გაგრძელდება. დევნილებს არ ურიგდებათ საწოლები, ვინაიდან საწოლებით უზრუნველყოფა წითელი ჯვრის პროგრამაში არ შედის. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომიტეტი გორის, ქარელისა და ქუთაისის საავადმყოფოებს სამედიცინო საშუალებებით უწევს დახმარებას. გორის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა კი გამართულია და პერსონალიც მობილიზებული, ამიტომ მხოლოდ სამედიცინო საშუალებებით დახმარებას საჭიროებს. წითელი ჯვრის მიერ ჩამოყვანილი სამხედრო ექიმების დახმარებაზე უარი თვითონ საავადმყოფოების ადმინისტრაციებმა განაცხადეს. წითელი ჯვრის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თქმით, კომიტეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შემდეგ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას დაჭრილების გადმოყვანისა და მიცვალებულების გადმოსვენების პროცესში. http://itnexclusive.ge
  17. ენერგოუსაფრთხოების საკითხის განსხილველად, საქართველოში ამერიკელი სენატორი ჩამოვა შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჩარდ ლუგარი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში გაემგზავრება, სადაც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და ახალი მილსადენების გაყვანის, მათ შორის გაზსადენ "ნაბუკოს" საკითხს განიხილავს. ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორი კვირის განმავლობაში, ლუგარი საფრანგეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუმინეთს, ვენგრიას, უკრაინას, გერმანიას და ბელგიას ეწვევა. ლუგარი 23 აგვისტოს პარიზში, საერთაშორისო ენერგეტიკული კომიტეტის გენერალურ შტაბს ეწვევა და იმავე დღეს საქართველოში გამოფრინდება, სადაც ოფიციალურ პირებს შეხვდება. 3-4 სექტემბერს, სენატორი ნატოს ოფიციალურ პირებს შეხვდება, სადაც თემების "საქართველო, ენერგეტიკა, ატლანტიკური ალიანსი, კლიმატის ცვლილება" განიხილავენ. 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლუგარი მეოთხე ამერიკელი სენატორია, რომელის საქართველოში ჩამოვიდა. http://itnexclusive.ge
  18. ალექსანდრე ლომაია: "პირობის თანახმად, დღის ბოლომდე რუსულმა ჯარმა გორი უნდა დატოვოს, 5-6 დღეში კი საქართველო" რუსული საოკუპაციო ქვედანაყოფები მიუხედავად პოლიტიკური პირობისა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას არ ჩქარობენ, - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კრესპონდენტთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით, პირობის თანახმად, დღის ბოლომდე რუსულმა ჯარმა გორი უნდა დატოვოს, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე განაწილებული სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის გასვლა დაახლოებით 5-6 დღეში უნდა მოხდეს. ლომაიას თქმით, როკის გვირაბზე არსებული მდგომარეობაზე ქართული მხარე ინფორმირებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამკვირვებლების შესვლა რუსების მხრიდან იკრძალება. "რუსეთმა იმდენჯერ მოგვცა პირობა ჯარების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, რომ სანამ ჯავშანტექნიკის სრული გასვლა არ მოხდება არ უნდა ვთქვათ, რომ ტერიტორიას ტოვებენ. რუსული მხარისგან გასაკვირია განცხადება, რომ როკის გვირაბს მცირე გამტარიანობა აქვს და ტექნიკის გაყვანას დიდი ხანი დასჭირდება, მაშინ როდესაც რუსეთმა არსებული ტექნიკის საქართველოში შემოყვანა 36 საათში მოახერხა. რა მდგომარეობაა როკის გვირაბზე ამის თქმა გაგვიჭირდება რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული მხარე დამკვირვებლებს არ უშვებს", - განაცხადა ალექსანდრე ლომაიამ. http://itnexclusive.ge
  19. გორში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის გორში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. სავარაუდოდ რუსი სამხედროები, ბაზის ტერიტორიაზე დარჩენილ ტექნიკას აფეთქებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბაზის ტერიტორიიდან, დიდძალი სამხედრო ტექნიკა გაიტანეს. მათივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის თავზე რუსული ვერტმფრენები დაფრინავენ და გორის ქუჩებში მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება, თუმცა სამხედროების გასვლის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. http://itnexclusive.ge
  20. საქართველოს რკინიგზაზე მძლავრი აფეთქება მოხდა საქართველოს რკინიგზის მარნეული-შულავერის გადასასვლელთან მდებარე 2 500 კილომეტრიან მონაკვეთზე მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის აღნიშნულ მონაკვეთზე დამონტაჟებული ორი ნაღმიდან ერთი ამოქმედდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ წუთებში სპეციალისტები ადგენენ რა ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებები იქნა გამოყენებული. პარალელურად გამნაღმვითი სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის მეშვეობით, საქართველოდან ტვირთი სომხეთის მიმართულებით გადაჰქონდათ. http://itnexclusive.ge
  21. დღეს აფხაზეთიდან დევნილები რუსეთის საელჩოსთან აქციას გამართავენ აფხაზეთიდან დევნილები საქართვლოსთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ და რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ ქვეყნის დატოვების მოთხოვნით დღეს, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები 17.30 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან შეიკრიბებიან და 18.00 საათისთვის რუსეთის საელჩოსკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. აქციის ფარგლებში დევნილები რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართვასაც გაუგზავნიან, რომელიც ოფიციალურ მოსკოვს საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის შუამავლობით გადაეცემა. http://itnexclusive.ge
  22. გორის თავზე რუსული ვერტმფრენები ქართული მხარის ნებართვით დაზვერვას აწარმოებენ ქალაქ გორის თავზე გამოჩენილი ვერტმფრენებით რუსეთის არმიის ჩრდილოკავკასიის დაჯგუფების სარდალი მაკაროვი კონფლიქტის რეგიონის შემოვლა-შემოწმებას აწარმოებს, რაზე თანხმობაც საქართველოს ხელისუფლებამ გასცა - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო არმიის წარმომადგენლობას გორის მიმდებარე ტერიტორიის საჰაერი დათვალიერების შეახებ ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. ცნობისთვის, რუსული ვერტმფრენები ქალაქ გორის თავზე დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდნენ, რამაც გორის მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია. http://itnexclusive.ge
  23. ნატო-ში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შესაძლებლობას გამორიცხავენ "ევროპული ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან და ამიტომ, ნატოს წევრი ქვეყნების ერთმა ნაწილმა დაბლოკა ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი საქართველოსთვის დეკემბერში მაპ-ის გადაცემის შესახებ", - განაცხადა გაზეთ "ნიუ იორკ თაიმს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სხდომის დასრულების შემდეგ მიღებულ დოკუმენტში დაფიქსირებულია მტკიცე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ამის რეალური შანსები ნულის ტოლია. "ევროპელები საქართველოს ნატო-ში მიღებით რუსეთის ფედერაციის "გაბრაზებას" არ აპირებენ. თუმცა, ამისთვის არსებობს სრულიად კანონიერი მიზეზი - ალაინსში არ ღებულობენ ქვეყანას, რომელსაც დაურეგულირებელი ტერიტორიული პრობლემები გააჩნია", - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა. "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის განცხადებას, რომელიც მან ნატო-ს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. "რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება არ შეიძლება. ყველა ხვდება, რომ ჩვენ ომში ჩართვას არ ვაპირებთ", - აცხადებს ფრანგი დიპლომატი.
  24. რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა საჩხერის შესასვლელთან ახალი საგუშაგო შექმნეს საჩხერის შესასვლელში, სოფელ კორბოულში, ქართველი პოლიციელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციური ძალების რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი შევიდა და ახალი საგუშაგო გახსნა. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს საჩხერის რაიონის გამგებელმა - ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილები საჩხერის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ღუს სამხედროებს რაიონის სამ სოფელში აქვთ დაკავებული პოზიციები - პერევში, სადაც რუსი სამხედროები აღნიშნული სოფლის მოსაზღვრე ჯავის რაიონიდან შევიდნენ, ამ დრომდე სამი ჯავშანტრანსპორტიორი და დაახლოებით 100 ჯარისკაცი იმყოფება. რუს სამხედროებს საგუსაგო აქვთ აქვთ სოფელ ჯრიაშიც და საჩხერის რაიონის მთავარ შესასვლელთან, სოფელ კორბოულშიც, რომელიც დღეს დაიკავეს. როგორც გამგებელი აცხადებს, ოკუპანტები საოკუპაციო არმიეს ჯარისკაცები მოსახლეობის მიმართ აგრესიას არ ამჟღავნებენ. http://itnexclusive.ge
  25. ბორჯომ-ხარაგაულში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინელებიც ჩაერთვნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინელებიც ჩაერთვნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოს დასახმარებლად ერთი მილიონი ლარის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით 2 სახანძრო მანქანა ჩამოვიდა. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტყე-პარკში ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილი კერების სრული ლიკვიიდაცია დღეს მოხერხდება. ხანძრის ჩაქრობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფიც აქტიურად მონაწილეობს, მათ გარდა ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის ინსპექცია, საქართველოს სახანძრო სამსახური ებრძვის. რაც შეეხება უკრაინისა და აზერბაიჯანის დამხმარე ძალას, მათი ჩამოყვანა რუსული მხარის მიერ ჩაკეტილი სატრანსპორტო გზისა და საჰაერო სივრცის გამო თავის დროზე ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი მომაცემებით, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე, რუსული საავიაციო ძალების მიერ ჩამოყრილი ცეცხლგამჩენი ჭურვების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა 300 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...