Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ნინო ბურჯანაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს 23 აგვისტოს "დემოკრატიული განვითარების ფონდის" პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ნინო ბურჯანაძე ვაშინგტონში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების მიწვევით მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში იგი NDI-ისა და IRI-ის კონფერენციებს დაესწრება. ასევე გადეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან. "დემოკრატიული განვითარების ფონდის" პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე გაეროში გამართავს შეხვედრებს. http://itnexclusive.ge
  2. პენტაგონი: რუსეთმა საქართველოდან ჯარი სრულად არ გაიყვანა რუსეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული გადაადგილებები განახოხორციელეს, თუმცა ძნელი სათქმელია, ეს ჯარების გაყვანაა თუ, უბრალოდ დისლოკაციის ადგილის შეცვლა, - განაცხადა პაენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმანმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 22 აგვისტოს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულდა, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი ბლოკპოსტების გახსნა და ე.წ. უსაფრთხოების ზონის გაფართოების შეახებ გადაწყვეტილება ოკუპაციის გაგრძელების მცდელობაა. http://itnexclusive.ge
  3. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მოძრაობა აღდგა დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. სამართალდამცავები თხოვნით მიმართავენ მოქალაქეებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, რადგან საქართველოს პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, აწარმოებს გამნაღმვით სამუშაოებს და მოქალაქეთა გადაადგილება მათ ეფექტურ და უსაფრთხო მუშაობას ხელს უშლის.
  4. სენაკი რუსებმა მთლიანად დატოვეს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სენაკის ტერიტორია მთლიანად დატოვა და აფხაზეთის ტერიტრიაზე კერძოდ ენგურისა ხიდზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "რუსმა სამხედროებმა დატოვეს როგორც ზუგდიდის ასევე სენაკის ტერიტორიაც, ამ დროისთვის არცერთი რუსი ჯარისკაცი სენაკსა და ზუგდიდში არ იმყოფება", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა. ახვლედიანის განმარტებით, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში კი რუსი სამხდროები კვლავ პოზიციებს ინარჩუნებენ. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია წალენჯიხაში სოფელ ფოცხოსა და კანთში იმყოფებიან, ასევე ინარჩუნებენ პოზიციებს დაბა ჩხოროწყუშიც. ხოლო ზუგდიდის რაიონ სოფელ ურთასთან რუსი სამშვიდობოების საგუშაგოა განთავსებული, რომელიც ქართუ-ოსურ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე არსებობდა. http://itnexclusive.ge
  5. გორში ამჟამად სიმშვიდეა გორის ტერიტორიას ამ დროისთვის ქართული პოლიცია აკონტროლებს და ქალაქში სიმშვიდეა. შინაგან შაქმეთა სამინისტროს ცნობით ქართველი სამართალდამცავები გორის მიმდებარე სოფლებში, რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზეა გამნაღმვით სამუშაოებს აწარმოებენ. პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთელი ღამის განმავლობაში.
  6. ზეპე. რუსები გორიდან და ამ მიდამოებიდან გავიდნენ (მგონი), თორემ მთელი სამეგრელო მაგათ უჭირავთ ისევ... და რა ტეხავს იცით? ყველაფერი ხომ ისედაც ვიცით ვისი ბრალიცაა და ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ 90% მიშას მისცემს ხმას... ბნელაააააააა... იმაზე უფრო ბნელა, ვიდრე ჩვენ გვგონია...
  7. ხვალ ნახე 1-2 გენიოსი შემოვა და მოღალატეს დაგიძახებს... მართლაც ტრაკში ვართ...
  8. FIORENTINO

    CHAT

    ჯეოროკი კიდევ არსებობს?
  9. მაგ დღეს სიკვდილი თუ დამავიწყებს... :ndzreva: ახლა სულ გაყოფილი მაქვს შეჩემა... :bob: http://img524.imageshack.us/img524/8278/copyof06do4.jpg
  10. შენ ვორნი რატომ გაქვს არ ვიცი, მაგრამ ისე ეს პოსტი აქ რომ დაპოსტე, ეგ უკვე ვორნია... შესაბამის განყოფილებაში გაარკვიე... ნუ მე იშვიათად ვიძლევი ვორნებს, მე 99% ბანებს ვიძლევი... :ena:
  11. მესმის ამ პოზიციის, მაგრამ გამოსავალი არსებობს ყოველთვის...
  12. რა მაინტერესებს იცით? ;) სკაიპში არის დაბლოკვა და წაშლა ლისტიდან... დაბლოკილის აღდგენა ვიცი და მიშლილის არა... საიდან უნდა დავაბრუნო ლისტში პროსტა წაშლილი ვინმე? ;)
  13. დევნილებს აზერბაიჯანელი მოსახლეობაც ეხმარება საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკში განთავსებულ დევნილებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები რაიონის შვიდი აზერბაიჯანული სოფლის მოსახლეობამ მიუტანა. მოსახლეობამ შეგროვილი თანხით დევნილებს საკვების 20 დღის მარაგი მიუტანეს. აქციის ორგანიზატორებმა საჩუქრები დევნილ ბავშვებსაც გადასცეს. საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკში 150-ზე მეტი დევნილია განთავსებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, დევნილების დახმარებას ისინი მომავალშიც გააგრძელებენ.
  14. "პოპულმა"და "იავნანამ" დევნილებს პროდუქტები მიუტანეს ფონდმა "იავნანამ" და კომპანია "პოპულმა" თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ დევნილებს სურსათი მიუტანეს. აქციაში ქართველმა მსახიობებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი. "პოპულის" ქსელში ფონდ "იავნანას" ყუთებით შეგროვილი თანხით საზოგადო მოღვაწეებმა პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს. პაატა ბურჭულაძის სახელობის ფონდი "იავნანა" დევნილების დახმარებას მომავალშიც გეგმავს.
  15. აფხაზეთიდან დევნილების აქცია რუსეთის საელჩოსთან მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით და რუსული აგრესიის წინააღმდეგ აფხაზეთიდან დევნილებმა დღეს, 22 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან აქცია გამართეს. "შეწყდეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და რუსული აგრესია, ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დაუყოვნებლივ დატოვოს მთლიანად საქრთველოს ტერიტორია და არა ნაწილობრივ. შეწყდეს ქართველი ხალხის გენოციდი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. აქციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებს რუსეთის საელჩოდან არავინ გამოხმაურებია. დევნილები აქციის გაგრძელებას მანამ გეგმავენ, სანამ რუსეთის არმია მთლიანად არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
  16. სტუბი: "საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების დამატებითი კონტინგენტის შემოყვანა საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმის შექმნის საწყისი სტადიაა" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე სტუბს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის შედეგად შექმნილი მდგომარეობა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატების შემუშავების პერსპექტივებზე და ამასთან დაკავშირებულ დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ნაბიჯებზე. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების დამატებითი კონტინგენტის შემოყვანა ახალი საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმის ჩამოყალიბების საწყისი სტადიაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ზემოხსებენულ პრობლემებთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფრენცია გამართეს. http://itnexclusive.ge
  17. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვან კაივენი და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ჩინურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოში განხორციელებული არასამართლებრივი ქმედებების - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ. ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს ამცნო ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ. ჩინურმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ არსებული სიტუაცია უახლოეს მომავალში დარეგულირდება. ვან კაივენიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. http://itnexclusive.ge
  18. რუსმა ოკუპანტებმა გორი დატოვეს რუსულმა საჯარისო შენაერთებმა გორი დატოვეს, - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2". ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსულმა შენაერთებმა ქალაქის ტერიტორიაზე ყველა ბლოკ-საგუშაგო გააუქმეს. ბოლო საგუშაგო სოფელ ხურვალეთთანაა განთავსებული. როგორც თავად რუსი ჯარისკაცები, პრესასთან საუბარში აცხადებენ, საკუთარი ტექნიკის და ცოცხალი ძალის რეგიონიდან გაყვანას დაახლოებით, ერთ საათში დაასრულებენ. ჯერჯერობით, გორის მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილი არ არის.
×
×
  • შექმენი...