Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. მამუკა არეშიძე: რუსეთი ფოთის პორტს ვერ შეელევა ვიდრე საქართველოში ამერიკული ინტერესი იქნება რუსეთი საქართველოს "თავს არ დაანებებს". განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ. მისი აზრით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქართლიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გადაადგილებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ თუმცა ფოთის პორტს ვერ შეელევიან. "საქართველო რუსულ-ამერიკული დაპირისპირების სივრცეა. დაპირისპირება იმისთვის არის, რომ მხარეებმა საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინონ. ეს არის პირველი, რის გამოც რუსეთი იგნორირებას უკეთებს დასავლეთის ზეწოლას და ეს მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ ომში თავიდან საქართვერლო იქნა ჩათრეული, ახლა რუსეთია ჩათრეული კონფლიქტში, რაც მის სახელს სერიოზულ დარტყმას აყენებს. აქედან გამომდინარე ის კონფლიქტიდან უნდა გამოვიდეს ან გამარჯვებული, ან ისე უნდა მოიქცეს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. რუსეთი შეეცდება შიდა ქართლში განმუხტოს ვითარება, ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. და მოაცილოს იქაურობას უამრავი მიცვალებული, რადგან ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დასწევს რუსეთის ავორეტეტს", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე. http://itnexclusive.ge
  2. რუსეთის ოკუპაციური არმია სამეგრელოს ტერიტორიის დატოვების ნაცვლად პოზიციებს ამაგრებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი სამეგრელოს ტერიტორიაზე ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, სენაკსა და ფოთში პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს. "რუსი სამხედროები პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ და შეინიშნება პატარ-პატარა გდაადგილებები თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს გასვლას უკავშირდება. აღსანიშნავია ის, რომ ზუგდიდში დაბანაკებულ რუსმა სამხედროებმა შტაბებში მძიმე ტექნიკის კონტიგენტი შეამცირეს", - განაცხადა აი-ტი-ენ ის კორესპონდენტთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატრის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა. ცნობისათვის, ზუგდიდში რუსი სამხედროები დაბანაკებულული არიან ადმინისტრაციულ შენობებში. წალენჯიხაში სოფელ ფოცხოში კაშხალის ტერიტორიაზე, ჩხოროწყუში სოფელ მუხურში და დაბა ჩხოროწყუში, სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხობში სოფელ პირველ მაისში და ფოთის შესასვლელში. http://itnexclusive.ge
  3. საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გააგრძელოს 22 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოს პარლამენტმა 8 აგვისტოს 15 დღით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ ოსეთში რუსული საჯარისო ქვედანაყოფები შევიდნენ და ქართულმა არმიამ თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა.
  4. მოსკოვის განცხადებების მიუხედავად რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მიერ 21 აგვისტოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შესახებ გაკეტებული განცხადების მიუხედავად რუსეთის ოკუპაციური ძალები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. ამ დროისთვის რუსეთის არმია პოზიციებს ინარჩუნებს, იგოეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ფოთის, სენაკის, ზუგდიდისა და საჩხერის მიდამოებში. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ოკუპაციური არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, არ არსებობს ბრძანება რომლის თანახცმადაც რუსეთის არმია პოზიციების დატოვებასა და რუსეთისკენ გადაადგილებას დაიწყებს. 21 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად რუსეთის ოკუპაციურ ძალებს საქართველოს ტერიოტრიის დატოვება 22 აგვისტოს დილის 6 საათისთვის უნდა დაეწყო და ჯარების გაყვანის პროცესი დღის ბოლომდე უნდა დაესრულებინა. http://itnexclusive.ge
  5. ყველაფერი სიმართლის გარდა - ჟურნალისტიკა ქართულად >>> დანტე თბილელი 8 აგვისტოს დაწყებული ტრაგედია ჯერ კიდევ არ გამხდარა საზოგადოების ფართო სპექტრის განსჯის საგანი. საქართველო იარებს იშუშებს. თუმცა ქართული მედიის მიერ 8-13 აგვისტოს განვითარებული მოვლენებისა და შემდეგი დღეების გაშუქებით თუ ვიმმსჯელებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ეს 5 დღიანი ეპიზოდი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიეცემა წარსულს. როგორც ჩანს ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იმის ძიებით უფროა დაკავებული, რამდენი შტეფსელი, უნიტაზი და ნახმარი ფეხსაცმელი მოიპარა რუსმა ჯარისკაცებმა, ვიდრე საზოგადოებისთვის ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის სრული სურათის აღწერით. რატომ არ იმუშავეს წლების განმავლობაში წარმატებულ პროექტებად მონათლულმა სახელმწიფო უწყებებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა, საგარეო დაზვერვამ, კონტრდაზვერვამ? რატომ აღმოჩნდა საქართველო და ქართული არმია დაუცველი საჰაერო თავდასმისაგან? რაზე იხარჯებოდა მილიარდობით ლარი და რატომ გადაწყვიტა "უმაღლესმა მთავარსარდალმა" მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის დამყარება იქ და იმ დროს, როცა ქვეყანა, შეიარაღებული ძალები, ყველაზე ნაკლებად იყვნენ მზად რუსეთის არმიასთან გარდაუვალი შეტაკებისთვის? რეალურად რამდენი სიცოცხლე დაკარგა საქართველომ და ვინ აგებს პასუხს დანაშაულზე ერისა და ქვეყნის წინაშე? კიდევ ათასი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომელსაც სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რატომ დაუშვა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და რა მოხდა? სამწუხაროა მაგრამ დიდხანს მოგვიწევს სიმართლის ლოდინი. რადგან… "პატრიოტობაზე თავგადაკლული" ქართული მედია კითხვებს არ სვამს. სავარაუდოდ, პასუხებსაც არავინ გაგვცემს და არც პასუხს აგებს ვინმე, არადა "ნაძირლებმა" ქვეყანა დააჩოქეს. ტელევიზიების მიერ ტირაჟირებული ოფიციალურ პირთა განცხადებები ცუდი ნუგეშია ათასობით ადამიანისთვის, რომელთაც ვერც ცოცხალი ნახეს ახლობელი და ვერც მკვდარი. ათიათასობით გუშინ წარმატებული ადამიანი დღეს სჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია და ეს მაშინ, როცა მათი და ქვეყნის ტრაგედიის ყველა ავტორი თანამდებობას ინარჩუნებს. არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ხალხის სახელით საუბარი და ისიც გამარჯვებაზე, ქართულ მედიაში არც პროტესტს იწვევს და არც განსჯის საგანი ხდება. ყველაფერი სიმართლის გარდა - ეტყობა ეს უცნაური დევიზი შეიცნო ქართული მედიის ძირითადმა ნაწილმა. პროფესიონალიზმი საქართველოში კრიტერიუმი არ არის და, ამდენად, რა გასაკვირია, რომ ნაცნობ-მეგობრებით დაკომპლექტებული მედია ხელისუფლების პროპაგანდისტული კამპანიის იდეალურ ინსტრუმენტად იქცა. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ 8 აგვისტოს საქართველომ გაიმარჯვა, ქართული მედიაც შესაბამისს სურათს დახატავს. იქნება პირდაპირი ეთერები რუსთაველის გამზირიდან სადაც გამარჯვებისგან გონებადაბინდული ადამიანები ერთმანეთს რუსეთის ახლო განადგურებას ულოცავენ. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის სახელის ხმამაღლა ძახილი უშველის საქართველოს, არც ეს არის პრობლემა და ისიც პირდაპირ ეთერში. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ ხალხს ომის დროს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის ცოდნა არ სჭირდება - პრობლემა არ არის, ქართული მედია არც თვითმხილველთა ნაამბობს დაგიდებს რამედ, არც დაჭრილებით გადატენილ საავადმყოფოებს დაინახავს. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ სიმართლე არ ვარგა და კრიტიკას ურა პატრიოტიზმი ჯობია, "ჟურნალისტებიც" დარაზმულად რუსეთის არმიის "ბომჟი" ჯარისკაცების მოპარული უნიტაზების რაოდენობას ითვლიან, ქართულ დემოკრატიას აღმერთებენ, ამერიკა რუსეთის ომს წინასწარმეტყველებენ, საქართველოს ნატო-ში გარდაუვალი გაწევრიანებით აკვირვებენ ნატოს უკვე წევრ ქვეყნებს. და თუ ხელისუფლებამ ისიც გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩები ვარდისფრად გადაღებოს, კითხვას არავინ დასვავს, რომ შემთხვევით ღმერთი არ გაუწყრეს და პატრონი არ გაუბრაზდეს. უკაცრავად... ხეწლისუფლებამ ეს ყველაფერი უკვე გადაწყვიტა. P.S. კითხვები აუცილებლად დაისმევა. კითხვები დაისმევა… და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ კითხვის ავტორი აუცილებლად შეირაცხება ხელისუფლებისა და პატრონმორჩილი "ქართული მედიის" მიერ რუსეთის აგენტად, მოღალატედ, არანორმალირად ან ნორმალურად ბრჭყალებში. კითხვები დაისმევა, რადგან ყოველთვის ხალხის სამსახური სჯობია ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ჰალსტუხის ჭამას. ყოველთვის ხალხის სამსახური სჯობია. ჟურნალისტი. http://itnexclusive.ge
  6. JOY DIVISION & IAN KEVIN CURTIS მოკლედ ბრიტანული ჯგუფია... პოსტ-პანკია მგონი! :sorry: სამი 3 ვეში მევასება სასტიკად - Disorder, Shadow Play, Transmission. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1976 წელს სოლფორდში (Salford). თავდაპირველად ჯგუფს Warsaw ერქვა. ჯგუფის ძირითადი წევრები: იან კევინ კურტისი - გიტარა, ვოკალი ბერნარდ სამნერი - გიტარა, კლავიშები პიტერ ხუკი - ბასი სტივენ მორისი - დრამი (აგვისტო 1977 - მაისი 1980) სხვა წევრები: ტერი მეისონი - დრამი (1977 წლის მაისამდე) ტონი ტებეკი - დრამი (მაისი-ივნისი, 1977) სტივ ბრაზერდეილი - დრამი (ივნისი, 1977) მათ შექმნეს ახალი სტილი - პოსტ პანკი... მუსიკალურმა კრიტიკოსმა ჯონის სევიჯმა თქვა: ისინი არ არიან პანკები, მაგრამ პანკური გავლენა შეინიშნება მათში... An Ideal For Living - ეს იყო მათი პირველი EP. ტელეჟურნალისტი ტონი უილსონი დაინტერესდა ამ ბიჭებით! Factory Records-ის ლეიბლზე გამოვიდა მათი პირველი ალბომი Unknown Pleasures. ეს 1979 წელს მოხდა. ბრიტანულმა პრესამ ეს ალბომი დადებითად შეაფასა. მიუხედავად ჯგუფის წარმატებისა, იანი დიდ დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. ეს გამოწვეული იყო ოჯახური პრობლემებით და ეპილეფსიით. მას ძალიან უჭირდა სცენაზე გასვლა. ეპილეფსიური შეტევები პირდაპირ კონცერტებზეც მოსდიოდა... 1980 წელს ჯგუფი პირველი ამერიკული ტურნესთვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს, 1980 წლის 18 მაისს კურტისმა ვერ დაძლია დეპრესია და თავი ჩამოიხრჩო საკუთარი სახლის "კუხნაში" (23 წლის იყო)... მეორე დღეს, დილით, იან კურტისი ცოლმა მკვდარი აღმოაჩინა... ის მოკვდა, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა კი ახალი პროექტი შექმნეს - New Order. მან დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. LINK http://img356.imageshack.us/img356/2041/97872841fh6.jpg http://img300.imageshack.us/img300/3786/53899723tj9.jpg http://img401.imageshack.us/img401/7915/84805600kl6.jpg http://img356.imageshack.us/img356/6856/34454966id6.gif
  7. რუსულმა კასეტურმა ბომბებმა სამოქალაქო პირები იმსხვერპლეს "Human Rights Watch" მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს რუსული თავდასხმების შედეგად დატოვებული აუფეთქებელი ნაღმებისგან საქართველოს სოფლების მოსახლეობის დასაცავად ზომები მიიღონ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს საქართველოში კონფლიქტის მიმდინარეობისას დამატებითი რუსული კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი. "Human Rights Watch"-ის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ შინდისსა და მის შემოგარენში კასეტური ბომბების აუფეთქებელი ნაწილები ფოტოებზე დააფიქსირეს. "საქართველოში უამრავი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების გამო, თუმცა მოსკოვი უარყოფს აღნიშნული იარაღის გამოყენების ფაქტებს. მსხვერპლი გაიზრდება, თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ მისცემს საშუალებას ადგილზე პროფესიულ გამნაღმველ ორგანიზაციებს გაწმინდონ დანაღმული ტერიტორიები", - განაცხადა "Human Rights Watch"-ის ხელმძღვანელმა, სამხედრო ანალიტიკოსმა მარკ გარლასკომ. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ საჰაერო იერიშებს ქართულ შეიარაებულ შენაერთებზე სოფელ შინდისთან და ფხვენისთან კასეტური ბომბებით ინტენსიური დაბომბვამოჰყვა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოსახლე. ამის შემდეგ აუფეთქებელი ბომბების გამო დაიღუპა კიდევ 2 და დაიჭრა 5 მოქალაქე. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ქონდა 10 დღის შემდეგ. 20 აგვისტოსთვის შინდისი და ფხვენისი რუსული კონტროლის ქვეშ რჩებიან . "Human Rights Watch"-მა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებივ შეწყვიტოს კასეტური იარაღის გამოყენება. "Human Rights Watch"-მა აგრეთვე მოსთხოვა რუსეთს წარმოადგინონ ზუსტი მონაცემები კასეტური იარაღით განხორციელებული თავდასხმების შესახებ, რათა მოხდეს ამ ზონების გაწმენდა. ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვენბლივ განუმარტოს თავის მოსახლეობას რადიო და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით ამ იარაღთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ. საერთაშორისო ჰუმანური სამართლის მიხედვით, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში აკრძალულია კასეტური თავადსხმები, თუ მიზნობრივად არ ხდება სამხედრო ობიექტების განადგურება. აღსანიშნავია, რომ არც რუსეთს და არც საქართველოს არ მიუღიათ მონაწილოება ოსლოს პროცესში, რომელიც 2007 წლის თებერვლში დაიწყო და მიზნად ისახავდა საკასეტო ბომბების აკრძალვის ახალი საერთაშორისო ხელშეკრულების შემუშავებას. 2008 წლის მაისში 107 სახელმწიფომ მიიღო კონვენცია საკასეტო ბომბების მუნიციების შესახებ, რომელიც კრძალავს მათ გამოყენებას, წარმოებას, გაყიდვას და შენახვას. კონვენციაზე ახალი სახელმწიფოების მიერთება 3 დეკემბერს ოსლოში განიხილება. http://itnexclusive.ge
  8. ევროკომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ვლადიკავკაზს, ცხინვალსა და გორს მოინახულებს ევრო საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად რუსეთსა და საქართველოს ეწვევა. ვიზიტი 22 აგვისტოს შედგება. კომისარი ვლადიკავკაზის, ცხინვალისა და გორის მონახულებას გეგმავს. ვიზიტის დასასრულრბის შემდეგ ჰამარბერგი საქართველოსთვის და რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
  9. აშშ საქართველოს შეიარაღებას არ აწვდის ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის შეიარაღება, საბრძოლო მარაგი და სამხედრო აღჭურვილობა არ გადაუცია. განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ჰითნერმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბრისას. ცნობისთვის მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი საქართველოში გერმანიიდან თვითმფრინავით შეიარაღების ჩამოტანას აპირებს. პენტაგონის წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. http://itnexclusive.ge
  10. რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისთვის 10 დღე მოითხოვეს რუსი "სამშვიდობოების" გაყვანის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთში ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარების სარდალმა ვლადიმერ ბოლდირევმა. "22 აგვისტიდან სანშვიდობო პოსტები ამოქმედდება და ის ქვედანაყოფები, რომლებიც ამ პოსტებზეა მიმაგრებული უკან დაბრუნებას დაიწყებს. მათ დაკავებული პოზიციების დასატოვებლად და ადგილზე გეგმაზორიერი დაბრუნებისთვის 10 დღე დაჭირდებათ", -აღნიშნა ბოლდირევმა.
  11. რუსეთი ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს რუსეთის ფედერაცია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს. განაცხადა ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარმენ რომერომ. რუსეთის ფედერაციამ შესაბამისი ნოტა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გაგზავნა. მოსკოვის გადაწყვეტილებას ვაშინგტონიც გამოეხმაურა. აშშ-მა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ნატოს წევრ სახელმწიფებთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ "სამწუხარო" უწოდა. ამასთან, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, სანამ საქართველოში სიტუაციის განმუხტვა და ნორმალიზება არ მოხდება. http://itnexclusive.ge
  12. ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აღდგენაში დაეხმარება ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აღდგენაში სერიოზულ დახმარებას გაუწევს, - აცხადებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ოკუპაციური ჯარების გასვლისთანავე დაიწყებს. სიმონსის განცხადებით, ნატო საქართველოს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნების მომხრეა და ამიტომ ორგანუიზაცია პრიორიტეტად ამ ეტაპზე ქვეყნიდან რუსეთის ოკუპაციური არმიის გაყვანას მიჩნევს, რის შემდეგაც ალიანსის წევრი ქვეყნები დეტალუარდ განიხილავენ იმას თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარება განხორციელდება პირველ რიგში. ალიანსი საქართველოს დაეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
  13. რუსმა სამხედროებმა ტყვეიბიდან 10 ქართველი ჯარისკაცი გაანთავისუფლეს რუსეთის ოკუპაციურმა არმიამ სენაკის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში მყოფი 22 ქართველი ჯარისკაციდან 10 გაანთავისუფლეს. განთავისუფლების მოლაპარაკებებში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ფოთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. განთავისუფლებულ სამხედრო პირთა ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოკუპაციური ჯარების წარმომადგენელთა განცხადებით ტყვეობაში დარჩენილი 12 ჯარისკაცი შესაძლოა უახლოეს მომავალში განთავისუფლდნენ. 22 ქართველი ჯარისკაცი რუსეთის ოკუპაციური არმიის ქვედანაყოფებმა რამდენიმე დღის წინ ფოთში დაატყვევეს. http://itnexclusive.ge
  14. და ახლა რომ ამერიკის მონები ვართ? ნუ ეს ასე არ ჩანს, მაგრამ ასეა დამიჯერე... და შენ გინდა იყო ამერიკის მონა? ორივეს დედაც! ზიზღი რუსეთს! ზიზღი ამერიკას! გაუმარჯოს სრულ ნეიტრალიტეტს!
  15. ომი ცეცხლის გახსნით იწყება და ცეცხლი პირველად ჩვენებმა გახსნეს (სამწუხაროდ)... და საქმეც მაგაშია, მეთაურობა რომ გვყოლოდა ნორმალური, ვერანაირი პროვოკაცია ვერ დააწყებინებდათ ომს... ზიზღი ამერიკას!
  16. ჩემებიც ომობდნენ და მეც ბევრი რამე გავიგე... და თავიდან არ იცოდნენ, რომ რუსეთს ავიაცია აქვს უმაღლესი დონის და საერთოდ რუსეთთან ომის დაწყებას აზრი არ ქონდა? გვიან მიხვდნენ...
  17. რა არის თქვენი აზრით პიზდეცინტელექტუალიზმი? :ndzreva:
  18. რუსეთის ოკუპაციური არმია საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს 22 აგვისტოსთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების მიუხედავად, რუსეთის არმიის შენაერთები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დაკავებულ პოზიციებს არ ტოვებენ. ამ დროისთვის რუსეთის არმიის დანაყოფები პოზიციებს ინარჩუნებენ აღმოსავლეთ საქართველოში გორის, იგოეთის, ახალგორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, სურამის მიდამოებში. დასავლეთ საქართველოში ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, საჩხერის, ხობის მიმართულებით. გადაკეტილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი. დიმიტრი მედვედევის განცხადების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რუსეთის ოკუპაციური არმიის ქვედანაყოფებმა საქართველოს ტერიტორიის დატოვება მომდევნო 4 საათის განმავლობაში უნდა დაიწყონ, რისი ნიშნებიც ჯერ-ჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეიმჩნევა.
  19. ეუთო საქართველოში დამკვირვებლებს აგზავნის უახლოეს დღეებში საქართველოში ეუთოს დამკვირვებელთა 20 კაციანი მისია ჩამოვა, - აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდ სტუბი. დამკვირვებლები 24 აგვისტოდან შეუდგებიან დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ქართულ-ოსური კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში განახორციელებენ მონიტორინგს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის შემადგენლობა კიდევ უფრო გაიზრდება და იმ რაოდენობას შეადგენს რა რაოდებნობაც მონიტორინგის არეალის სრული ზედამხედველობისთვის იქნება საჭირო, - აცხადებს სტუბი. http://itnexclusive.ge
  20. იგოეთთან სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს იგოეთთან სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გასვლის მოთხოვნით. აქციის მინაწილეები რუსი ჯარისკაცების საგუშაგოსთან სკანდირებენ. აქციაში 30 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სომხური თეატრის მსახიობები. სომხური სათვისტომოს წარმომადგელები აცხადებენ, რომ თუ რუსული სამხედროები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დროულად არ დატოვებენ, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. იგოეთთან საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. დღეს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების გარდა იგოეთი- გორის მონაკვეთზე ქართველი ექიმების საპროტესტო აქციაც გაიმართა. http://itnexclusive.ge
  21. სასწავლო თანხების გადახდისას დევნილებმა შეღავათებით უნდა ისარგებლონ სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გია ნოდიას თხოვნით მიმართა აცნობოს ომბუტსმენის ოფისს, დევნილ მოსახლეობაზე, რომლებიც დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სწავლობენ და სწავლის საფასურს საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფდნენ გავრცელდება თუ არა შეღავათები. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ომბუდმენის პრეს-სამსახურმა აცნობა, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ვინაიდან პრობლემისადმი დევნილი მოსახლეობის ინტერესი ძალიან დიდია. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველს მასობრივად მიმართავს შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა სხვადასხვა პრობლემებთან, მათ შორის მათი შვილების სასწავლო თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მოქალაქეები მიუთითებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა ისინი იძულებით არიან გადაადგილებულნი თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან, აღარ აქვთ სამსახურებში დაბრუნების და თავიანთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი, ისინი ვერ შეძლებენ სასწავლო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. http://itnexclusive.ge
  22. რუსმა ჯარისკაცებმა საფრანგეთის ელჩი გაათვისუფლეს შიდა ქართლის გუბერნატორის ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე გაანთავისუფლებს. ელჩი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც იგი საჩხერიდან თბილისში ბრუნდებოდა. განთავისუფლების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ერიკ ფურნიეს მანქანა იგოეთის საგუშაგოსთან კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს. საფრანგეთის ელჩი მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად, საჩხერის საწვრთვნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის რუს ოკუპანტებს საჩხერის ორ სოფელში, ჯრიასა და პერევში სამხედრო პოსტები აქვთ მოწყობილი. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...