Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ნატო რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების სრული შემადგენლობით გაყვანას დაუყოვნებლივ თხოვს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ორგანიზაცია რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების სრული შემადგენლობით გაყვანას დაუყოვნებლივ თხოვს. ამის შესახებ განცხადება ნატოს წარმომადგენელმა კარმენ რომერომ გააკეთა. "მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა 6 ავისტოს კრიზისამდე არსებული პოზიციები დაიკავონ. სანამ რუსეთის სამხედრო ძალები სრული შემადგენლობით არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, სიტუაციის ნორმალიზაციაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა რომერომ.
  2. ოსი სეპარატისტები პროვოკაციულ დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ოსი სეპარატისტების განცხადებას, თითქოს ლენინგორის რაიონში კვლავ ხდება ქართული არმიისა და პოლიციის კონცენტრირება. "მსგავსი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და პროცოკაციული დეზინფორმაციაა. ქართული მხარე შეიარაღებულ კონფრონტაციას გამორიცხავს და სამშვიდობო პროცესის მომხრეა", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. ინფორმაცია, თითქოს ლენინგორის რაიონში კვლავ ხდება ქართული არმიისა და პოლიციის კონცენტრირება თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის ჩოჩიევმა და სეპარატისტული მთავრობის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი ლუნევმა გაავრცელეს. ამასთან დაკავშირებით, ჩოჩიევამ რუსულ მხარეს დამატებიტი "სამშვიდობო" საგუშაგოების გახსნის თხოვნით მიმართა.
  3. თემურ იაკობაშვილი ამერიკელ სენატორს რიჩარდ ლუგანს შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციების საკითხებში თემურ იაკობაშილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ ლუგანს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა და ამერიკული მხარისგან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებზე სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო. როგორც ლუგანთან შეხვედრის შემდეგ თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსაც. "რიჩარდ ლუგანმა აღნიშნა, რომ საქართველო მიიღებს სრულ დახმარებას დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად, საუბარი იყო სამხედრო დახმარებაზეც. ლუგანმა აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს შეიარაღებაზე იზრუნებს", - აცხადებს იაკობაშვილი. მისი თქმით, რაც შეეხება დიპლომატიურ ზეწოლას, ამას საქართველო სოჭის ოლიმპიადის მეშვეობით განახორციელებს. "იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო რუსეთზე სამხედრო ზეწოლას ვერ განახორციელებს, არსებობს ალტერნატიული რიგი თემები. რუსეთი ზამთრის სოჭის ოლიმპიადას ადვილად ვერ ჩაატარებს, იმ შემთხვევაში თუ მაინც შედგება ოლიმპიადა, მასში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. რიჩარდ ლუგანს დღესვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან. ამის შემდეგ იგი დევნილებს შეხვდება. დღის ბოლოს ამერიკელი სენატორი შემაჯამებელ პრესკონფერენციას აშშ-ს საელჩოში გამართავს. http://itnexclusive.ge
  4. ოსი სეპარატისტები რუსებს დამატებიტი "სამშვიდობო" საგუშაგოების გახსნის თხოვნით მიმართავენ ოსი სეპარატისტები რუსებს დამატებიტი "სამშვიდობო" საგუშაგოების გახსნის თხოვნით მიმართავენ. ახალი პოსტების გახსნის წინადადება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის ჩოჩიევმა დააყენა. "ლენინგორის რაიონში კვლავ ხდება ქართული არმიისა და პოლიციის კონცენტრირება. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ამიტომ ვთხოვთ რუსეთს ლენინგორის მოსაზღვრე ზონაში დამატებითი სამშვიდობო ძალები განალაგონ", - განაცხადა ჩოჩიევმა. ქართული სამხედრო ქვედანაყოფების ცხინვალის რეგიონთან კონცენტრაციის შესახებ განცხადება სეპარატისტული მთავრობის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი ლუნევმაც გაკეთა. აღსანიშნავია, რომ ჩოჩიევმა და ლუნევმა ინფორმაციას გადაუმოწმებელი უწოდეს.
  5. რუსეთმა და უკრაინამ საგარეო პოლიტიკაში ერთმანეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ რუსეთმა და უკრაინამ საგარეო პოლიტიკაში ერთმანეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. მედვედევმა კიევს უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული შავი ზრვის ფლოტის პრაქტიკული დეტალების შეთანხმებისკენაც მოუწოდა. "ჩვენ სახელმწიფოებს შორის არსებობს მჭიდრო კულტურული და ისტორიული კავშირი. ჩვენ გვაერთიანებს ეროვნული ხასიათისა და ტრადიციების მსგავსება და მოძმე ხალხის ერთობის შეგრძნება. ახლა მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ამ ღირებული კაპიტალის გაფლანგვა, რომელიც წინა თაობებისგან გვერგო", - ნათქვამია მედვედვის მილოცვაში, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორი უიშჩენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დრესთან დაკავშირებით გაუგზავნა. http://itnexclusive.ge
  6. ცხინვალში აფეთქებების ხმა ისმოდა ცხინვალში რესპუბლიკური საავადმყოფოსთან განლაგებული ბანაკის მახლობლად აფეთქებების სერია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციიტ, აფეთქების მიზეზი საბრძოლო აღჭურვილობის დეტონაცია გახდა. სააგენტო "ინტერფაქსი" სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელეს ინფორმაციას, რომ აფეთქება განაღმვით სამუშაოებს მოყვა. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქება ცხინვალის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ტერიტორიაზე გადამალულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო იარაღმა გამოიწვია.
  7. საგუშაგოს გაუქმების მიუხედავად, რუსული ჯარის ცოცხალი ძალა საჩხერის შესასვლელთან იმყოფება საჩხერეში რუსული საოკუპაციო ჯარები რაიონის მთავარ შესასვლელთან რჩებიან. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა, რაიონის შესასვლელში, სოფელ კორბოულში ჯვრის მონაკვეთზე რუსი სამხედროების 20 კაციანი ჯგუფი და 3 ჯავშანტრანსპორტიორია განლაგებული. მისი თქმით, ისინი მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილებას დაბრკოლებას არ უქმნიან, თუმცა არც ტერიტორიიდან გასვლას გეგმავენ. რაც შეეხება სხვა საგუსაგოებს, ამ დრომდე რუსულ ჯარს საგუშაგო აქვს საჩხერის სოფელ პერევში, სადაც 100-მდე ჯარისკაცი და 5 ჯავშანტრანსპორტიორია განთავსებული.
  8. გორში, სოფელ სკრასთან მატარებელი აფეთქდა გორში სოფელი სკრის ტერიტორიაზე ნავთობით დატვირთული მატარებლის ერთი ვაგონი აფეთქდა. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა, ნავთობის გარკვეული ნაწილი დაღვრილია რამაც ცეცხლის გაძლიერება გამოიწვია. ვარძელაშვილის თქმით, ამ წუთემში ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. მისი თქმით, შეეხება აფეთქების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ნაღმი აღმოჩნდეს. "აფეთქების მიზეზები დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა სარკინიგზო ხაზი ან მიმდებარე ტერიტორიაზე დანაღმული იყო და სარკინიგზო შემოდგებნლობამ ნაღმის დეტონირება გამოიწვია. არსებობს მეორე ვარაუდი, სოფელი სკრის ამ ნაწილში იწვოდა საწყობი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მატარებლის აფეთქება. ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური ასევე შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც აფეთქების მიზეზებს დაადგენენ", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა. http://itnexclusive.ge
  9. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დევნილ ბავშვებს ცხელ სადილზე რესტორნებში მასპინძლობს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დევნილ ბავშვებს რესტორანში ცხელ სადილზე მასპინძლობს. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს სახალხო დამცველის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ისნის რაიონში მდებარე ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილ არასრულწლოვნებს სოზარ სუბარი ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე რესტორნებში "ტიკანი" და "ქორნერ ბარი" ეპატიჟება. პრეს-სამსახურის ცნობით, დევნილ ბავშვებს მერიის მიერ გამოყოფილი სამი ავტობული ემსახურება. საქველმოქმედო აქცია სახალხო დამცველის ოფისში შესული შემოწირულობების საშუალებით ხორციელდება.
  10. ევროკომისარი ცხინვალს მოინახულებს ევრო საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად რუსეთსა და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ხეთაგუროვოს მოინახულებს. ვიზიტის დასასრულრბის შემდეგ ჰამარბერგი საქართველოსთვის და რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
  11. ყველამ არა, მაგრამ ძალიან ბევრმა შემოხაზა... ვიცი, რომ შეიძლება სხვადასხვა კომპრომატების მოყვანა და იმის თქმა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მაინც ყველაფერი ხალხიდან მოდის და ხალხით სრულდება ბოლოს... ასეა...
  12. ყველაფრის დასაწყისი და დასასრული არის ხალხი... ხალხის ბრალია ყველაფერი! :vik: ვისაც ეხა სახლი არ აქვს, რამდენიმე თვის წინ ხომ საკაიფოდ შემოხაზა ხუთიანი?!
  13. დევნილებს საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსები მოემსახურებათ გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის დევნილი მოსახლეობა, რომლებიც სკოლებისა და ბაღების შენობაში ცხოვრობდნენ, რიყიდან საკუთარ სახლებს მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით უბრუნდებიან. ამისათვის მერია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, როგორც პარლამენტის წევრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, დევნილების გადაყვანისათვის 400 ავტობუსია გამოყოფილი. სუბელიანის თქმით, რაც შეეხება კერძო სექტორში, ანუ ნათესავებთან ჩასახლებუყლ დევნილებს მათ თბილისის სხვადასხვა რაიონებში განთავსებულია ავტობუსები მოემსახურებათ. ვაკეში მყოფ დევნილებს ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარედ, საბურთალოზე - სპორტის სასახლესთან, გლდანში - გობრონიძის ქუჩაზე, სამგორში - ნავთლუღის ბაზართან, ისანში კი ჯავახეთის ქუჩაზე ჩამომდგარი ავტობუსები მოემსახურებათ. ავტობუსები მოემსახურებათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასაც. კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილების გადასაყვანად დაახლოებით 3-4 დღეა გამოყოფილი. http://itnexclusive.ge
  14. გარემოს დაცვის სამინისტრო დევნილებს ეხმარება დღეს გარემოს დაცვის სამინისტრომ და ჩინელმა ინვესტორებმა კონფლიქტის ზონიდან დევნილებს პირველადი მოხმარების საგნები, მაცივრები, ტელევიზორები და აუცილებელი ნივთები გადასცეს. დახმარება ყოფილი სატყეო დეპარტამენტის შენობაში მცხოვრებმა სამასამდე ოჯახმა მიიღო. აღნიშნული ობიექტი გარემოს დაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობაა, რომელშიც ავნევიდან დევნილები არიან შესახლებულნი. ყოფილი სატყეო დეპარტამენტის შენობაში დევნილების შესახლების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მოწესრიგდა.
  15. დევნილ ბავშვებს კინო-თეატრმა "რუსთაველმა" უმასპინძლა კინო-თეატრმა "რუთაველმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ 40-მდე დევნილ ბავშვს უმასპინძლა. ბავშვებმა ქართულ ენაზე დუბლირებული მულტიპლიკაციური ფილმი ნახეს. ღონისძიებაზე დევნილი ბავშვები გორიდან, ცხინვალიდან და ზემო აფხაზეთიდან იყვნენ წარმოდგენილი. მსგავს აქციებს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კინო-თეატრი "რუსთაველი" მომავალშიც გეგმავენ.
  16. რუსმა საოკუპაციო ჯარებმა ახალგორში "ნატახტარის" ქარხანა გაძარცვეს რუსულმა საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა ახალგორში მდებარე "ნატახტარის" ლუდსახარში საწარმო გაქურდეს. ქარხნიდან გატანილია საოფისე ტექნიკა და "ნატახტარის" კუთვნილი სატვირთო ავტომობილები. ახალგორის ქარხანა გაძარცვის გამო დროებით მუშაობას აჩერებს. რაც შეეხება ნატახტარში არსებულ ლუდსახარშს, მას ნედლეულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ქარხანა ჩვეულ რითმში აგრძელებს მოძრაობას. ახალგორში მდებარე "ნატახტარის" გაძარცვულ ქარხანაში 100-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ დროისათვის ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. არც ის არის ცნობილი როდის შეძლებს ქარხანა ფუნქციონირების აღდგენას. http://itnexclusive.ge
  17. ფირმა "სოკარი" დევნილებს ეხმარება კონფლიქტის ზონიდან დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ფირმა "სოკარმა" გაიღო. კომპანიამ დაზარალებულთათვის 10 000 დოლარის საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა. კომპანიის წარმომადგენლებმა შეძენილი პროდუქტი UNICEF-ის მსოფლიო საკვების საწყობში მიიტანეს, საინდანაც UNICEF-ი დაზარალებულებზე გადაანაწილებს. კომპანია "სოკარი" გარემოს დაცვაზე ზრუნავს და ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-სუფის მილსადენებს ემსახურება. http://itnexclusive.ge
  18. რუსული ჯარები საქართველოდან არ გასულან რუსეთის ფედერაციის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან არ გასულან. ამ დროისთვის ისინი ახალგორსა და კარალეთში იმყოფებიან. განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა ხიზანიშვილმა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლა 22 აგვისტოს დაიწყებოდა. რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილის, ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, რუსული საჯარისო ქვედანაყოფების გასვლა დაკავებული ტერიტორიებიდან 22 აგვისტოს, დილის 6:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. ამის მიუხედავად, რუსი სამხედროების უკანონო ყოფნა ქართულ სოფლებში ისევ გრძელდება. http://itnexclusive.ge
  19. შსს: გორის სამხრეთ ნაწილის და ჩრდილოეთის რამდენიმე სოფელში დევნილების დაგაადგილება უსაფრთხოა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისათვის სრულად აკონტროლებს ხაშურს, ქარელს, კასპს, გორის სამხრეთ ნაწილს და გორის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სოფელს. ზღულაძის თქმით, სოფელ წითელუბანში, მეჯვრისხევში, ხელთუბანში, ზუბულეთში, ხორვალეთში, შავშვებში, ნაწრეტსა და სვენეთში დევნილების გადაადგილება უსაფრთხოა. ამ დროისათვის აღნიშნული ტერიტორიები ქართული პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. შს მინისტრის მოადგილის თქმით, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საცობებია. http://itnexclusive.ge
  20. ფოთში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დაუყოვნებლივ ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ფოთის მოსახლეობამ დღეს 23 აგვისტოს ფოთის შესასვლელში მდებარე ხიდთან დაბანაკებულ რუსს სამხედროებთან აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ფოთის მერიამ მიაწოდა. "აქციის მონაწილებიის რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა, რუსი სამხედროებიდან გამოხმაურება არ ყოფილა უბრალიდ აქციის მონაწილეებს რუსი სამხედროები ვიდეოკამერებით იღებდნენ", - განუცხადეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ფოთის მერიაში. აქციას ფოთის მერი ვანო საღინაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია და ფოთის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია ფოთში ნაბადის უბანსა და ფოთის შესასვლელში არსებულ ხიდთან არის დაბანაკებული. http://itnexclusive.ge
  21. საქართველოში 122 345 დევნილია რეგისტრირებული ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლისა და ზემო აფხაზეთის ტერიტორიებზე, ბოლო დროს წარმოებული სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოში 122 345 დევნილია რეგისტრირებული. თბილისსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მიმინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია. ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ თბილისის ტერიტორიაზე 698 დროებითი თავშესაფარი აითვისა, ხოლო რეგიონებში 57 შენობა. დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ახლებში დაბრუნებამდე სამინისტროს მიერ ათვისებულშენობებში გაათევე ღამეს. სამინისტროში ფუნქციონირებს სპეციალური შტაბი, რომელიც აკონტროლებს მოსახლეოისა და ბიზნესმენთა მიერ გაღებული შემოწირულობების მიღებასა და კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებზე ჰუმანიტარული ტვირთის დარიგეის პროცესს. შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. http://itnexclusive.ge
  22. კონფლიქტის ზონიდან დევნილი 50 ბავშვი დღეს ქალაქ სიღნაღსა და ბოდბეს დაათვალიერებს. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული აქცია სამ დღეს გაგრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა 150-მდე ბავშვს ექსკურსიებზე სპეციალური გასართობი პროგრამაც მოუმზადეს.
×
×
  • შექმენი...